განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
140100118002454419
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002454419

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/184-18 20 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ

თ----- ბერუაშვილის მდივნობით

 

პროკურორ - ნ--- გ--------–---–ის, სტაჟიორ-პროკურორ - გ------- ზ-----–---–ის,ადვოკატების - მ------ ნ------ის, ლ---- ბ--------ის,ბრალდებულ - ა-–---- ე-–-----ის

 

მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №082240218001) საქმე ა-–---- ბ---–----- ძე ე-–-----ის, დაბადებულის 1--- წლის 11 მაისს, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ.ქარელი, ლ--------------ში, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით.

 

აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ა-–---- ე-–-----ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით12:30 საათზე, ა-–---- ე-–-----ემ, ქ.ქარელში, ლ--------------ში მდებარე, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, განზრახ მკვლელობის მიზნით, მის ხელთ არსებული ნაჯახის გამოყენებით თავის არეში ჭრილობები მიაყენა ი--- ჯ-----–---–ს, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–---- ე-–-----ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- ე-–-----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი--- ჯ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ა-–---- ე-–-----ე მისი მეზობელია. მასთან და მის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. 2018 წლის 24 თებერვალს, იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ბრალდებულის სახლიდან შემოესმა ყვრილის ხმა. მან იფიქრა, რომ ა-–---- ე-–-----ეს ავტობუსის შეკეთებისას რაღაც შეემთხვა და შევიდა მის დასახმარებლად. ეზოში შესვლისას დახვდა ა-–---- ე-–-----ე, რომელიც იდგა მისგან ზურგით. მან ჰკითხა თუ რა მოუვიდა და რატომ ყვიროდა, რა დროსაც ბრალდებული არანორმალური სახით შემოტრიალდა მისკენ, მოიქნია ნაჯახი, რომელიც მოხვდა თავში და დაკარგა გონება. მას თავის არეში ჰქონდა რამოდენიმე დაზიანება. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპატია ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--–- შ--------–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული მისი მეზობლები არიან. 2018 წლის 24 თებერვალს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმა, რომელიც ძაღლის ყმუილს ჰგავდა. იგი დაავადებულია დიაბეტით, უჭირს გადაადგილება და ჯოხის დახმარებით გამოვიდა ქუჩაში. მისი სახლი მდებარეობს ქუჩის ერთ მხარეს, ხოლო ა-–---- ე-–-----ის სახლი მეორე მხარეს ცოტა მოშორებით. მან დაინახა თავიანთ ეზოში, ერთმანეთის პირისპირ მყოფი ძმები: ა-–---- და ვ-----–- ე-–-----ეები. მუხლებზე დაჩოქილი ვ-----–- ეუბნეოდა ა-–----ს, რომ მისი ძმა იყო, ა-–---- კი კვლავ ხმამაღლა ყვიროდა. ა-–----ს ხელში ეჭირა ლიკანის ბოთლი, რომელიც ესროლა ძმას. ვ-----–- გაიქცა ბაღის მხარეს, რომელსაც გაჰყვა ა-–----ც. ამ დროს ეზოში, ღობის მხრიდან, შევიდა მეზობელი ი--- ჯ-----–---–ი. იფიქრა, რომ მარტო ი--- ვერაფერს გახდებოდა და ხალხს უხმო საშველად, როდესაც მოტრიალდა დაინახა, რომ ი--- ჯ-----–---–ი ძირს იწვა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ--–- ს----------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული არიან მისი მეზობლები. 2018 წლის 24 თებერვალს იმყოფებდა სამზარეულოში, რა დროსაც შემოესმა კარების ხმა. იგი გამოვიდა სამზარეულოდან და დაინახა გაფითრებული ა-–---- ე-–-----ე, რომელმაც უთხრა, რომ მისი მეზობელი ლ--–- მოსდევდა და დაემალა. ა-–---- მივიდა ბუხართან და უთხრა, რომ ბუხარში შეძვრებოდა და ამოეშენებინა. ა-–---- ე-–-----ემ მას უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მოაწევინეს. იგი გამოვიდა სამზარეულოში, გამორთო გაზი, ხოლო ოთახში დაბრუნებისას ა-–---- მუხლებზე იყო დაჩოქილი ხატების კუთხესთან, შემდეგ კი თვალგახელილი ძირს ეგდო. იგი გამოვიდა გარეთ და დაინახა შეკრებილი ხალხი, რომელთაგანაც შეიტყო, რომ ა-–---- ე-–-----ემ ი--- ჯ-----–---–ს ნაჯახი დაარტყა. შემდეგ კი ა-–---- ე-–-----ე წაიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- მ-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მისი, ექპერტების: თ----- ნ-----–-----–---–ის და მ----- ბ------ის მონაწილეობით ჩატარდა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები. ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, ანამნეზური მონაცემები და იმჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები შეფასდა, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატში შეუძლებელი იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამოსაკვლევის პირის -ა-–---- ე-–-----ის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური საექსპერტო გამოკვლევა, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერიზის დეპარტამენტში. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური დასკვნის მიხედვით, ა-–---- ე-–-----ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---- ე-–-----ეს აღენიშნებოდა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა-მწვავე ინტოქსიკაციის სახით (F19.0 დაავადებათა საერთაშორისო კლადიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ა-–---- ე-–-----ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის და შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მისი განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ა-–---- ე-–-----ე თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს ა-–---- ე-–-----ე არ იმყოფებოდა ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. დღეისათვის ა-–---- ე-–-----ე არის ფსიქიკურად ჯანმრთელი. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- ნ-----–-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ჩატარდა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები და ორივე შემთხვევაში მომხსენებლი იყო თვითონ, რაც ნიშნავს საქმის მასალების შესწავლას, საქმის მასალებთან უფრო ხშირ შეხებას, სხვა კომისიის წევრებთან შედარებით. მან შეისწავლა საქმის ის მასალები, რაც საჭირო იყო ექსპერტიზის ჩატარებისათვის. პირადი გასაუბრება არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ პასუხი გასცემოდა დასმულ შეკითხვებს, ამიტომ საჭირო გახდა ჩატარებულიყო სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტი---. ეს არ იყო მარტივი შემთხვევა, მათ იმსჯელეს და ერთობლივად მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: ა-–---- ე-–-----ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---- ე-–-----ეს აღენიშნებოდა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა-მწვავე ინტოქსიკაციის სახით (F19.0 დაავადებათა საერთაშორისო კლადიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ა-–---- ე-–-----ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის და შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მისი განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ა-–---- ე-–-----ე თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----- ბ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ფსიქოლოგ-- და ვალდებული იყო, რომ ბრალდებულს მარტო შეხვედროდა. იგი ბრალდებულს ორჯერ შეხვდა. გამოკვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ა-–---- ე-–-----ე დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. მან დანამდვილებით იცის, რომ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. იგი ჯერ გაესაუბრა ბრალდებულს, შემდეგ კი ტესტირების გზით შეამოწმა. ბრალდებულს ძალიან ბევრი რამე ახსოვდა, ძალიან ბევრი რამე არ ახსოვდა. პათოლოგიური აფექტი სახეზე არ ყოფილა, რადგან ბრალდებული არ იყო ფსიქიკურად დაავადებული, ამიტომ დარჩა მხოლოდ ერთი შეკითხვა იმყოფებოდა თუ არა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რასაც გასცა პასუხი, რომ ბრალდებული ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

2018 წლის 24 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქარელში, ლ--------------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, ხისტარიანი ცული სისხლისმაგვარი ლაქებით და ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით.

2018 წლის 24 თებერვლის ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ ლინერი წიქარიშვილის მონაწილეობით, ამოღებული იქნა ი--- ჯ-----–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

2018 წლის 24 თებერვლის ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ ა-–---- ე-–-----ისაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

2018 წლის 24 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტების: რ----- მ--------–--ის და ნ------- ხ------–---–ის მიერ ა-–---- ე-–-----ისაგან აღებული იქნა ხელის ანაწმენდების ნიმუშები.

2018 წლის 24 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტების: რ----- მ--------–--ის და ნ------- ხ------–---–ის მიერ ა-–---- ე-–-----ისაგან აღებული იქნა ხელის ანაბეჭდების ნიმუშები.

2018 წლის 24 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტების: რ----- მ--------–--ის და ნ------- ხ------–---–ის მიერ ა-–---- ე-–-----ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

2018 წლის 24 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ მედდა ს------- ბ--------–---–ის მიერ ი--- ჯ-----–---–ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

2018 წლის 24 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ი--- ჯ-----–---–ისაგან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუშები.

2018 წლის 25 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ი--- ჯ-----–---–ისაგან აღებული იქნა ფრჩხილის ნიმუშები.

2018 წლის 25 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ი--- ჯ-----–---–ისაგან აღებული იქნა თმის ნიმუშები.

2018 წლის 25 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ი--- ჯ-----–---–ისაგან აღებული ანაბეჭდის ნიმუშები.

2018 წლის 25 თებერვლის დაკავების ოქმით დადასტურდა, რომ ა-–---- ე-–-----ე დაკავებული იქნა 2018 წლის 25 თებერვალს 00:33 საათზე.

ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, ი--- ჯ-----–---–ი, 2017 წლის 24 თებერვალს, მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, შპს ,,ალიანს მედი“-ს ქარელის სტაციონარში მოთავსდა 24.02.2018 წელს. დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრამვა. თავის ღია ჭრილობა. სოპორი. აღენიშნებოდა მარცხენა ყურის ნიჟარაზე ნაკვეთი ჭრილობა, თავზე სამი დიდი ზომის ნაკვეთი ჭრილობა. ი--- ჯ-----–---–ს სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოთავსდა 24.02.18 წელს. დაუდგინდა დიაგნოზი: ქვედა ყბის მოტეხილობა. ქვედა ყბის მოტეხილობა ნიკაპის არეში ცდომით, მარცხენა როკისებრი მორჩის მოტეხილობა ცდომის გარეშე. ყურის ღია ჭრილობა. ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ყურის ნიჟარის არეში. თავის მრავლობითი ზედაპირული ტრამვა. ყვრიმალისა და ზედაყბის ძვლების მოტეხლობა. მარცხენა ყვრიმალ-ზედაყბის და რკალის მოტეხილობა, მარცხენამხრივი ჰემოსინუსი. ეპიდურული სისხლჩაქცევა. ქალა ფუძის მოტეხილობა. ქალასარქველის მოტეხილობა. ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. მრავლობითი ტრამვები დაუზუსტებელი ტრამვული სუბდურული სისხლჩაქცევა. თავის ტვინის კეროვანი ტრამვა. გულის იშემიური ავადმყოფა. ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია. სხვა მეორადი პულმონური ჰიპერტენზია. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ძილიანობა, სტუპორი და კომა. ანემია, დაუზუსტებელი სავარაუდოდ პოსტჰემორაგიული. აღენიშნებოდა აგრეთვე სახეზე მრავლობითი ექსკორაციები. ყურის ნიჟარის ჭრილობა და თავზე სამი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. ქალასარქველის და ქალას ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინში ტრამვული სისხლის ჩაქცევა. ნაჭდევები სახეზე, სახის ძვლის მოტეხილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. იზოლირებულად ნაჭდევები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. იზოლირებულად ყურის ნიჟარაზე არსებული ჭრილობა და თავზე არსებული სამი ჭრილობა ცალ-ცალკეც და ერთად აღებულიც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. იზოლირებულად სახის ძვლების მოტეხილობები ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინში ტრამვული სისხლის ჩაქცევით მიეკუთვნება სიცოცხლისათის სახიფათო მძიმე ხარისხს.

ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, ანამნეზური მონაცემები და იმჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები შეფასდა, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატში შეუძლებელი იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამოსაკვლევის პირის -ა-–---- ე-–-----ის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური საექსპერტო გამოკვლევა, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერიზის დეპარტამენტში.

სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, ა-–---- ე-–-----ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა-–---- ე-–-----ეს აღენიშნებოდა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა-მწვავე ინტოქსიკაციის სახით (F19.0 დაავადებათა საერთაშორისო კლადიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ა-–---- ე-–-----ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის და შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მისი განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ა-–---- ე-–-----ე თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. შეძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს ა-–---- ე-–-----ე არ იმყოფებოდა ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევი საგანი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებული პირის მქონე - არა ცივ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, სამეურნეო დანიშნულების იარაღს - ნაჯახს.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,ალ.ე-–-----ის სისხლის ნიმუში“ მოთავსებული სისხლი (ობ.39) მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს, M ტიპს. პაკეტში წარწერით: ,,ი--- ჯ-----–---–ის სისხლის ნიმუში“ მოთავსებული სისხლი (ობ.41) მიეკუთვნება A (II) ჯგუფს, N ტიპს. პაკეტში წარწერით: ,,...ნაჯახი სისხლისმაგვარი ლაქებით“ მოთავსებულ ნაჯახის მეტალის ნაწილზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს (ობ.41). პაკეტში წარწერით: ,,სისხლის მაგვარი ლაქა“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. №3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს (ობ.41). პაკეტში წარწერით: ,,ა-–---- ე-–-----ის ტანსაცმელი“ ობ. №5-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–---- ე-–-----ეს (ობ. №39). ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟაკეტსა (ობ. №9, №10) და ჯემპრზე (ობ. №12, №13) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---- ე-–-----ეს (ობ. №39). პაკეტში მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. №13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს (ობ.41). პაკეტში წარწერით: ,,ი--- ჯ-----–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჯემპრზე (ობ.№18,19) ქვედა ბოლოზე (ობ.№20, 21) აზღუდის ერთ-ერთ ფრაგმენტზე (ობ.№22) და წელწინდაზე (ობ.23) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს (ობ.41). პაკეტში წარწერით: ,,ფრჩხილის ნიმუში აღებული ი--- ვ-–-- ასული ჯ-----–---–ისაგან“ მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული მოყავისფრო ნადებებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ. №24, 25) შეიცავს სისხლს ობ. №24,25-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს (ობ. №41). პაკეტში წარწერით: ,,ანაწმენდები 3 (სამი) ნიმუშად დოლბანდის სუფთა ნიმუშთან ერთად აღებულ ი--- ვ-–-- ძე ჯ-----–---–ის“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული ღია მოყვითალო (ობ. №36), ღია მოყვითალო-მონაცისფრო (ობ. №37) და ღია მოყავისფრო-მოყვითალო (ობ.№38) ლაქები შეიცავს სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს (ობ.№41).

მოწმეებმა: ბ---–--- ე-–-----ემ და ვ-----–- ე-–-----ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ---- ნ------–---–მა, ნ------- ხ------–---–მა, მ----- ჭ----------–მა, რ----- მ--------–--ემ, ნ----- ო-----------ემ, ნ--- ნ------–---–მა, თ-- გ----------ემ და ბ---- ნ------ემ, გამომძიებლებმა: ლ--------- ი-------ემ, გ------- ა---------–---–--, დ----- გ------–---–მა, ვ-–---------------–---–მა, გ-- გ----–---–მა, ზ------ ე---–--ემ, გ------- თ---------ემ და ლ----------–---–---–მა, მოწმეებმა: გ------- გ------–--ემ, ი-----–ი ე-–-----ემ, ლ----------–---–მა, გ------- ჩ----–---–მა, ზ------ ე-–-----ემ, ბ--- მ----–---–მა, გ------- ბ----–-–---–მა, ე---------- ჯ-–-–---–მა, ი-------------–--მა, ს------- გ---------–---–მა, ს-------- მ------–---–მა, ც------------მ, ზ------ კ------–--მა, დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის მიერ სსკ-ის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლობით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--- ჯ-----–---–მა დაადასტურა, რომ ა-–---- ე-–-----ის მიერ მოქნეული ნაჯახი მას მოხვდა თავში, რის შემდეგაც დაკარგა გონება, რაც სავსებით ბუნებრივია მიყენებული დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით. ა-–---- ე-–-----ის მხრიდან დაზარალებულისათვის ნაჯახის დარტყმის ფაქტს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ნაჯახის მეტალის ნაწილზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს, ხოლო ა-–---- ე-–-----ის მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ჯ-----–---–ს, ამასთან სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად იმყოფებოდა მხოლოდ ა-–---- ე-–-----ე და სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმის ჩვენებით გამოკვეთილა შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისა და ბრალდებულის გარდა სხვა პირის ყოფნა. ზემოაღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს, რომ დაზიანებები, რომელთაგან თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინში ტრამვული სისხლის ჩაქცევით მიეკუთვნება სიცოცხლისათის სახიფათო მძიმე ხარისხს, ი--- ჯ-----–---–ს ნაჯახის გამოყენებით მიაყენა სწორედ ა-–---- ე-–-----ემ, რაც ვერ იქნება გამორიცხული დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებით, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნაჯახის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- ე-–-----ეს, მის მიერ განხორციელებული ქმედების, მიყენებული დაზიანებების ლოკაციის, სიმძიმის და ინტენსივობის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, არ იმყოფებოდა არც შეურაცხად და არც ფსიქოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, განზრახული ჰქონდა ი--- ჯ-----–---–ის მოკვლა (კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა), ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დარტყმის შემდეგ დაზარალებულმა დაკარგა გონება, მან კიდევ რამოდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს ნაჯახი თავის არეში, რაც თავისთავად სახიფათოა სიცოცხლისათვის. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო პრაქტიკა იცნობს უმოტივო მკვლელობებსაც და როდესაც მკვლელობის მოტივი ვერ დგინდება და არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა, არ არსებობს მკვლელობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს სსკ-ის 108-ე მუხლით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ა-–---- ე-–-----ემ პასუხი უნდა აგოს საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით, რადგან საქმის სასამართლო განხილვისას არ დადასტურდა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის რაიმე კონფლიქტური სიტუაციის არსებობა, რაც შესაძლოა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი.

საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- ე-–-----ეს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაულის ჩადენისას იყო შეზღუდული შერაცხადი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან და მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---- ე-–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

ა-–---- ე-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 თებერვლიდან.

ა-–---- ე-–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, სიხლისმაგვარი ლაქები, სისხლის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ხელის ანაბეჭდები, ანაწმენდები, ნერწვის ნიმუშები, კედლის ანაფხეკი სისხლისმაგვარი ლაქებით, ცული, მინის ქილა, მასში მოთავსებული თესლისებრი მარცვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს, ხოლო ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათებით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე