განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
150100118002753640
დავის ტიპი
126
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002753640

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქმე №1/100-18 საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ახ--–---–---

 

ახ--–---–---ს რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-------------------ძე

 

დაცვის მხარე:

- ბრალდებული - აღ---------------ი - დაბადებული 1--- წლის 3---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახ--–---–---ს რაიონის სოფელ ო---–-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით

 

- ბრალდებული - გუ----------------ი - დაბადებული 1--- წლის 3----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახ--–---–---ს რაიონის სოფელ ო---–-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით

 

ადვოკატი - ტა-----–----–-----–---–ი

 

თარჯიმანი - სუ---------–---ძე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ახ--–---–---ს რაიონის სოფელ ვა----ში ერთის მხივ აღ---- და გუ----------------ებსა და მეორეს მხრივ რა---–-----–--ეს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც აღ---------------მა და გუ----------------მა ხელისა და ფეხის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით სცემეს რა---–-----–--ე, რომელიც ცდილობდა აღ---- და გუ----------------ები მოეცილებინა მისი ძმის - რა---–-----–--ისათვის. გაშველების დროს აღ---------------მა სახის არეში მუშტი დაარტყა რა--------–--ეს, რომელიც დარტყმის შედეგად დაეცა ძირს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ახ--–---–---ს რაიონის სოფელ ვა----ში ერთის მხივ აღ---- და გუ----------------ებსა და მეორეს მხრივ რა---–-----–--ეს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც აღ---------------მა და გუ----------------მა ხელისა და ფეხის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით სცემეს რა---–-----–--ე, რომელმაც აღნიშნული დარტყმების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. აღ---------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

2.2. გუ----------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

აღ---------------ის და გუ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების რა--------–--ის, რა---–-----–--ის, თა----------–---ს, მა-----------ის, ხა-----------–--ის, შუ–----–-–--–--ის, ჟუ–---------–--ის და მადონა ღორჯომელაძის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა რა--------–--ის მიმართ, სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა რა---–-----–--ის მიმართ. (2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რა--------–--ეს აღენიშნებოდა ზედა ტუჩის არეში ექსკორაცია (ნაჭდევი). აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღ---------------ს აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდეში სისხლჩაქცევები. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია აღ---------------ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღ---------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია გუ-----------------ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გუ----------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და აღ---------------ის და გუ----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 3-).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

4.1. აღ---------------ის და გუ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, აღ---------------ის და გუ----------------ის შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სასამართლოს შეფასებით არის ადეკვატური და უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნებს, რის გამოც, ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი ჯარიმის სახით.

 

5.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღ---------------ის სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

5.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გუ----------------ის სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აღ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.მსჯავრდებულ აღ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა აღ---------------ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ ახ--–---–---ს რაიონის სოფელ ო---–- (საღორის იქითა ყანა) მდებარე 686-.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდი: 6-.2-.3-.0--.

 

3.მსჯავრდებულ აღ---------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

4.გუ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

5.მსჯავრდებულ გუ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა აღ---------------ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ ახ--–---–---ს რაიონის სოფელ ო---–- (საღორის იქითა ყანა) მდებარე 686-.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდი: 6-.2-.3-.0--.

 

6.მსჯავრდებულის გუ----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახ--–---–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან