გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310018002719161
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/71---18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2--8 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - ი----------–---–---–ი

წარმომადგენელი - ზ--------------

მოპასუხეები - 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური

წარმომადგენელი - მ-------------------

მესამე პირი - ქ------------–----–---–ი(ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ 2-22).

 

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება ქ.თბილისი, მ------------–------------------–ი მდებარე №0-.1-.0-.0--.0-- დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ცვლილება ისე, რომ აღმოიფხვრას მოსარჩელე ი----------–---–---–ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდება 7--.მეტრის ნაწილში(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ 2-22).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2-04 წლის 12 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ.თბილისი, მ---------------–-------------–- მდებარე(საკ. კოდი: №0-.1-.0-.0--.0--- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3--კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დაუზუსტებელი ფართობით. მისივე განმარტებით, აღნიშნული უძრავი ქონების დაზუსტებული ფართით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში გამოვლინდა რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება, კერძოდ- მომიჯნავე №0-.1-.0-.0--.0-- და №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდებით არასწორად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან, რომელთან საკადასტრო ხაზების საფუძველზეც დარეგისტრირებული წითელი ხაზები უმართებულოდ გადიოდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სახურავზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული ზედდების აღმოფხვრის მიზნით მიმართა №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რომელმაც დააკორექტირა თავისი წითელი ხაზები. რაც შეეხება ზედდებას-№0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც თავისი 2--0 წლის 09სექტემბრის გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანა მესაკუთრის საკუთრების მოწმობაში, ხოლო 2--6 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საერთოდ გააუქმა მისი საკუთრების მოწმობა და შესაბამისად უფლება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში და არ გაუქმებულა მესაკუთრე თ-------------ის საკუთრების უფლება, რამდენადაც უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო იპოთეკა.

 

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2--8 წლის 04 მაისს აღნიშნული მიწის ნაკვეთი(საკ.კოდი: №0-.1-.0-.0--.0--) გაიყიდა იძულებით ელ. აუქციონზე და ახალი მესაკუთრე გახდა ქ------------–----–---–ი, რომელზეც აღნიშნული ქონება ასევე დარეგისტრირდა არასწორი სახით და ზედდება ისევ არსებობს. 2--8 წლის 28 მაისს, მოსარჩელემ ხელახლა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უფლების რეგისტრაცია მის სარგებლობაში არსებულ 7--.მეტრ მიწის ნაკვეთზე, თუმცა უშედეგოდ, რამდენადაც, მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობითაც კუთვნილი 7--.მეტრი ფართი არასწორადაა მოქცეული №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რომლის საფუძვლად დადებული საკუთრების მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია მოპასუხე მხარემ არ მოახდინა, ასევე არ მომხდარა არასწორად/ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამოდ რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების საკუთარი ინიციატივით შესწორება.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირთა პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირს - ქ------------–----–---–ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი - ი----------–---–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2-04 წლის 12 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ი----------–---–---–მა ვ--–------------–--ისაგან შეიძინა ქ.თბილისში, მ-------------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3--კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2--0 წლის 08 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მ------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-.1-.0-.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 3--კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 4-, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობანი; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 1--.75, საცხოვრებელი ფართი 7-.0-, დამხმარე ფართი: 1-.2-, სამეურნეო ფართი: 2-.50, 2-04 წლის 16მარტიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ი----------–---–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2-04 წლის 12 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 2--25)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08/06/2--0(იხ. ტომი 1, ს.ფ. 29-30)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2--6 წლის 14 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, მ------------–------ №--, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-.1-.0-.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 394კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 0-.1-.0-.0--.0--, 2--6 წლის 14 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 14/03/2--6(იხ. ტომი 1, ს.ფ. 41)

 

3.1.3. ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 2--0 წლის 26 იანვარს გაცემული №3--- საკუთრების უფლების მოწმობით დგინდება, რომ თ-------------ეს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, მ------------–-----------–- მდებარე 9-.5--.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული 2--0 წლის 26 იანვრის №3--- საკუთრების უფლების მოწმობა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 2-4)

 

3.1.4. ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--0 წლის 09 სექტემბრის №2-- საოქმო გადაწყვეტილებით(დღის წესრიგის 3--ე საკითხი) კომისიის 2-09 წლის 14დეკემბრის №--2 ოქმის მე-2- საკითხით მიღებულ გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და 9-.5--.მეტრის ნაცვლად საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 8-კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე და გაუქმდა 2-09 წლის 14 დეკემბრის ოქმი №--2 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ქ.თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების ტიპიური მოწმობა №3---.

 

აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 2--1 წლის 18 აპრილს გაცემულ იქნა №5--- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ თ-------------ეს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, მ------------–-----------–- მდებარე 8-.5--.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

 

საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--6 წლის 10ოქტომბრის №5-- საოქმო გადაწყვეტილებით(დღის წესრიგის 5--ე საკითხი) კი ირკვევა, რომ ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--0 წლის 09 სექტემბრის სხდომის №2-- ოქმის 3--ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან და გაუქმდა ქ.თბილისის საკრებულოს ტიპიური საკუთრების უფლების მოწმობა №5--- თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--0 წლის 09 სექტემბრის №2-- საოქმო გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 43-47)

- 2--1 წლის 1- აპრილის №5--- საკუთრების უფლების მოწმობა(იხ. ტომი 2, ს.ფ. 15)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--6 წლის 10 ოქტომბრის №5-- საოქმო გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 50-55)

 

3.1.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2--8წლის 1- მაისის №----------0-4/00- განკარგულებით ირკვევა, რომ თ-------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, მ------------–------ №--, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობით: 8-.00კვ.მეტრის და შენობა-ნაგებობით, ჩამონათვალი: №-, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 5-.2-კვ.მეტრის, საკადასტრო კოდით: №0-.1-.0-.0--.0--, შემძენი 2--8 წლის 04 მაისს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ქ------------–----–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 3----.00 ლარად.

 

საქმეში წარმოდგენილი 2--8 წლის 1- მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, მ------------–------ №--, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-.1-.0-.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 8-კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 4-, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №-; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 1--.75, საცხოვრებელი ფართი 7-.0-, დამხმარე ფართი: 1-.2-, სამეურნეო ფართი: 5-.2- კვ.მეტრი, 2--8 წლის 1- მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ------------–----–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2--8 წლის 1- მაისის №----------0-4/00- განკარგულება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 60-61)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1-/0-/2--8(იხ. ტომი 2, ს.ფ. 63-64)

 

3.1.6. 2--8 წლის 28 მაისს, ი----------–---–---–ის წარმომადგენელმა ზ-------------მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, მ------ს ქუჩის შესახვევი №---ს მიმდებარედ არსებულ 7--.მეტრ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2--8 წლის 09 აგვისტოს მიღებული იქნა №8------------1- გადაწყვეტილება, საიდანაც ირკვევა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სააგენტოს მიერ სავალდებულო წესით დანიშნული იქნა ორი მედიაცია, რომელზეც მეორე მხარე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მედიაცია ვერ შედგა. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირს დაევალა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 12 სექტემბრის №8------------2- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი----------–---–---–ის წარმომადგენლის ზ--------------ს 2--8წლის 28 მაისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 1-8-1-9)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 09 აგვისტოს №8------------1- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 7-)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 12 სექტემბრის №8------------2- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 71)

 

3.1.7. 2--8 წლის 1- სექტემბერს, ი----------–---–---–ის წარმომადგენელმა ზ-------------მა №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 12 სექტემბრის №8------------2- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარეგისტრირება სრულად ან ნაწილობრივ 7--.მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში N0-.1-.0-.0--.0-- მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეცვლა 7---.მეტრი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 19 სექტემბრის №------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს №5-----/1-(1-.09.2--8) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი----------–---–---–ის წარმომადგენლის ზ--------------ს 2--8წლის 1- სექტემბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 77-78)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 19 სექტემბრის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 84-85)

 

3.1.8. 2--8 წლის 09 ოქტომბერს, ი----------–---–---–ის წარმომადგენელმა ზ-------------მა №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეცვლა 7---.მეტრი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში და გამიჯვნის შედეგად ნაკვეთებს შორის საზღვრის დაფიქსირება კაპიტალურ ღობეზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ი----------–---–---–ის წარმომადგენელს ზ-------------ს №5-----/1-(09.10.2--8) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ 2--8 წლის 09 ოქტომბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრის ანალოგიური მოთხოვნის მქონე ი----------–---–---–ის წარმომადგენლის ზ--------------ს №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი სააგენტოში წარდგენილი იქნა 2--8 წლის 1- სექტემბერს, რომელზეც რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №------(19.09.2--8) გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი----------–---–---–ის წარმომადგენლის ზ--------------ს 2--8წლის 09 ოქტომბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 90)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 99)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 1---ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ი----------–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის-ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების

 

უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--8 წლის 28 მაისს, ი----------–---–---–ის წარმომადგენელმა ზ-------------მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ.თბილისში, მ------ს ქუჩის შესახვევი №---ს მიმდებარედ არსებულ 7---.მეტრ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2--8 წლის 09 აგვისტოს მიღებული იქნა №8------------1- გადაწყვეტილება, საიდანაც ირკვევა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სააგენტოს მიერ სავალდებულო წესით დანიშნულ იქნა ორი მედიაცია, რომელზეც მეორე მხარე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მედიაცია ვერ შედგა. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირს დაევალა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 12სექტემბრის №8------------2- გადაწყვეტილებით კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2--8 წლის 1- სექტემბერს ი----------–---–---–ის წარმომადგენელმა ზ-------------მა №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 12 სექტემბრის №8------------2- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარეგისტრირება სრულად ან ნაწილობრივ 7---.მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 0-.1-.0-.0--.0-- მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეცვლა 7--.მეტრი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 19 სექტემბრის №------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს №5-----/1-(1-.09.2--8) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--8 წლის 09 ოქტომბერს ი----------–---–---–ის წარმომადგენელმა ზ-------------მა კვლავ ადმინისტრაციული საჩივრით(№5-----/1-) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეცვლა 7---.მეტრი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში და გამიჯვნის შედეგად ნაკვეთებს შორის საზღვრის დაფიქსირება კაპიტალურ ღობეზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ი----------–---–---–ის წარმომადგენელს ზ-------------ს №5-----/1-(09.10.2--8) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ 2--8 წლის 09 ოქტომბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრის ანალოგიური მოთხოვნის მქონე ი----------–---–---–ის წარმომადგენლის ზ--------------ს №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი სააგენტოში წარდგენილ იქნა 2--8 წლის 1- სექტემბერს, რომელზეც რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №------(19.09.2--8) გადაწყვეტილება.

 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ პირველ შემთხვევაში სულ სხვა საფუძვლით ითხოვდა №0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნაწილზე ცვლილებას და სადავო შემთხვევაში მოთხოვნა სხვა სამართლებრივ საფუძველს ემყარება, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც უკვე არსებობს ამ ორგანოს

 

ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე, მიუხედავად სამართლებრივი საფუძვლისა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იმავე მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ ორგანოს ერთხელ უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი დასაბუთების მიუხედავად.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2--8 წლის 09 ოქტომბრის №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივრის ანალოგიური მოთხოვნის მქონე ი----------–---–---–ის წარმომადგენლის ზ--------------ს №5-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი სააგენტოში წარდგენილი იქნა 2--8 წლის 1- სექტემბერს, რომელზეც რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის მოთხოვნის ნაწილში, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №------(19.09.2--8) გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’ კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9--ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’, კანონიერია და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----------–---–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60--ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 1- ოქტომბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ი----------–---–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2---ე, 2-9-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-7-ე და 3-9-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----------–---–---–ის სარჩელი მოპასუხეების- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის, მესამე პირის- ქ------------–----–---–ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი