გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0-03100--002368102
№3-146/1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2- მარტი, 20-- წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების წარმომდგენი ორგანო - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
წარმომადგენელი - ალ---------ე თო---ა
მსჯავრდებული – დი------ი კი-----–--ე (პირადი ნომერი N0----------, დაბადებული 19-- წლის 1- ივლისს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2- თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-178-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის)
ინტერესების დამცველი ადვოკატი - ბი---- ბე----ე
დავის საგანი: დისციპლინური პატიმრობის შეფარდება
აღწერილობითი ნაწილი
1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 20-- წლის 2- მარტს შუამდგომლობით მომართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამ, რომლითაც მოითხოვა მსჯავრდებულ დი------ი კი-----–--ისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდება.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დი------ი კი-----–--ე (პირადი ნომერი N0----------, დაბადებული 19-- წლის 1- ივლისს) გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2- თებერვლის განაჩენის საფუძველზე და სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაწესებულებაში.
2.1.დადგენილია, რომ დი------ი კი-----–--ე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2- თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-178-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 20-2 წლის 28 აგვისტოს განაჩენით შემცირებული საქართველოს სსკ-ის 173-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 3782-1 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 05 წლითა და 06 თვის ვადით, თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20-- წლის 03 ნოემბრის განაჩენით უცვლელი დარჩა 20-- წლის 2- თებერვლის განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 0- მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივრი არ იქნა დაშვებული განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 0- წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ერთობლიობის სახით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 12 მარტის განჩინებით, დი------ი კი-----–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა 05 წლითა და 09 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დი------ი კი-----–--ეს N- პენიტენციური დაწესებულების დირექტო---ს 03.03.20--წლის N1----- განკარგულებით მიეცა გაფრთხილება დაწესებულების თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო; N- პენიტენციური დაწესებულების დირექტო---ს 03.03.20-- წლის N1----- განკარგულებით აეკრძალა მომდევნო კუთვნილი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, დაწესებულების თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო; N- პენიტენციური დაწესებულების დირექტო---ს 12.03.20--წლის N2----- განკარგულებით შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 0- თვის ვადით, დაწესებულების თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო;
2.2.20-- წლის 14 მარტს, დაახლოებით 19:04 საათზე, N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების N2-- საკანში, სადაც განთავსებულნი იყვნენ მსჯავრდებულები, ბე-------- დი------ის ძე ნი–-----ე და დი------ი თე---------ის ძე კი-----–--ე, ჩატარებული არაგეგმიური შემოწმების შედეგად ამოღებულ იქნა 10 (ათი) ცალი გაურკვეველი დასახელების აბი, რაც შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოს.
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შევიდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 20-- წლის 15 მარტის წერილი და დადგენილება, ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რაიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში, დი------ი კი-----–--ისა და ბე-------- ნი–-----ის ეტაპირებასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
20-- წლის 15 მარტს, დაახლოებით 00.40 საათზე, მსჯავდებულების ბე-------- ნი–-----ისა და დი------ი კი-----–--ის ექსპერტიზაზე ეტაპირების მიზნით, N- დაწესებულების დირექტო---ს მოადგილეები, გრ-----– სუ----- და ბე-- გა----- მსჯავდებულების ინფორმირების მიზნით გამოცხადდნენ N2-- საკანში, მათ განუმარტეს ბე-------- ნი–-----ესა და დი------ი კი-----–--ეს, ექსპერტიზის სამსახურში გადაყვანასთან დაკავშირებით. მსჯავდებული, დი------ი კი-----–--ე არ დაემორჩილა მოთხოვნას, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა დირექტო---ს მოადგილეს, ბე-- გა-----ს. არაერთი მოწოდების მიუხედავად არ მშვიდდებოდა, იგინებოდა ხმამაღლა ადმინისტრაციისა და დირექტორის მოადგილის მისამართით, რამაც დაწესებულებაში გამოიწვია ხმაური.
მსჯავდებულმა, დი------ი კი-----–--ემ შურაცხყოფა მიაყენა აგრეთვე საკანში გამოცხადებულ ინსპექტორ კონტროლიორებს, ხვიჩა კონცელიძესა და რაული გოხიძეს, ამ უკანასკნელს შეაფურთხა სახეში.
მომხდარის გამო, დი------ი კი-----–--ე გადაყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის 15.03.18წ. ოქმი;
- №3 დაწესებულების დირექტორის მოადგილის, ბ. გაგნიძის ახსნა-განმარტება;
- №3 დაწესებულების დირექტორის მოადგილის, ს. გუდაძის ახსნა-განმარტება;
- №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიო---ს ხ. კონცელიძის ახსნა-განმარტება;
- №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიო---ს რ. გოხიძის ახსნა-განმარტება;
- დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების გაცნობის 15.03.1-– ოქმი;
- 15.03.1-–. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით;
- ვიდეო ჩანაწერი;
- მოწმეების, ბ. გაგნიძისა და რ. გოხიძის ჩვენებები;
2.3.აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტო---ს მიერ 20-- წლის 2- მარტს, 10.22 საათზე გამოიცა განკარგულება მსჯავრდებულ დი------ი კი-----–--ისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლო საქმის მასალების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს, რომ დი------ი კი-----–--ისათვის ცნობილი იყო ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის 15.03.1- წლის ოქმის შესახებ, თუმცა მასზე ხელის მოწერასა და ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტო---ს 20-- წლის 2- მარტის განკარგულება;
-დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების გაცნობის 15.03.1-– ოქმი.
მსჯავრდებულმა, დი------ი კი-----–--ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მან უარი განუცხადა დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ბე-- გა-----ს, საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანაზე, იმ მიზეზით, რომ იყო შეუძლოდ, ამასთან, გადაყვანა უნდა მომხდარიყო გვიან ღამით, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა.
მსჯავრდებულმა ასევე დაადასტურა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მუშაკებს, მათ შორის რაულ გოხიძეს შეაფურთხა სახეში, თუმცა ამის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების მუშაკები მოქმედებდნენ მაპროვოცირებლად, რადგანაც მის მიმართ არან ნეგატიურად განწყობილი, განსაკუთრებით დირექტორის მოადგილე, ბ. გა-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
3. კა33.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი - პატიმრობის კოდექსის მე-80, 90-94-ე მუხლები.
4. სამართლებრივი შეფასება: 4.1. პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა. სასამართლო საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ანალიზით, კერძოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 15.03.1-–. ოქმით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში №3 დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, ბ. გაგნიძისა და ს. გუდაძის ახსნა-განმარტებებით, №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორისების, ხ. კონცელიძისა და რ. გოხიძის ახსნა-განმარტებებით, N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 20-- წლის 2- მარტის განკარგულებით, დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების გაცნობის შესახებ 15.03.1-– ოქმით, სასამართლო სხდომაზე თვით დი------ი კი-----–--ის ახსნა-განმარტებით, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების, ბე-- გაგნიძისა და რაულ გოხიძის ჩვენებებით, აგრეთვე საკნის სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერის ნახვის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დი------ი კი-----–--ემ ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ბრალად უნდა შეერაცხოს მას და რაც შემდეგში გამოიხატა: ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, N- პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შევიდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 20-- წლის 15 მარტის წერილი და დადგენილება, ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რაიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში, დი------ი კი-----–--ისა და ბე-------- ნი–-----ის ეტაპირებასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. 20-- წლის 15 მარტს, დაახლოებით 00.40 საათზე, მსჯავდებულების ბე-------- ნი–-----ისა და დი------ი კი-----–--ის ექსპერტიზაზე ეტაპირების მიზნით, N- დაწესებულების დირექტო---ს მოადგილეები, გრ-----– სუ----- და ბე-- გა----- მსჯავდებულების ინფორმირების მიზნით გამოცხადდნენ N2-- საკანში, მათ განუმარტეს ბე-------- ნი–-----ესა და დი------ი კი-----–--ეს, ექსპერტიზის სამსახურში გადაყვანასთან დაკავშირებით. მსჯავდებული, დი------ი კი-----–--ემ უარი განაცხადა გადაყვანაზე იმ მოტივით, რომ არის შეუძლოდ და იყო გვიანი საათები, რის შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა დირექტო---ს მოადგილეს, ბე-- გა-----ს. არაერთი მოწოდების მიუხედავად არ მშვიდდებოდა, იგინებოდა ხმამაღლა ადმინისტრაციისა და დირექტო---ს მოადგილის მისამართით. მსჯავდებულმა, დი------ი კი-----–--ემ შურაცხყოფა მიაყენა აგრეთვე საკანში გამოცხადებულ ინსპექტორ კონტროლიორებს, ხვიჩა კონცელიძესა და რაული გოხიძეს, ამ უკანასკნელს შეაფურთხა სახეში. მსჯავდებულმა, დი------ი კი-----–--ემ ასეთი ქმედებით შელახა, N- დაწესებულების მუშაკების ღირსება. 4.2.პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დი------ი კი-----–--ემ დისციპლინურ სახდელთა მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, რისთვისაც მას უნდა შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა იმავე კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. 4.3.მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ დი------ი კი-----–--ეს უნდა შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა 05 (ხუთი) დღე-ღამის ვადით. აღნიშნულ ვადაში პატიმრობის კოდექსის 90-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაითვლოს დი------ი კი-----–--ის სასამართლოში წარსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო 20-- წლის 2- მარტს, 15.40 საათზე, გადაწყვეტილება გამოცხადდა 18:35 საათზე. 4.4. გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზება და კონტროლი, პატიმრობის კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 04.0-.20-1წ. №3 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, დაევალოს ამავე სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249, 369-ე, პატიმრობის კოდექსის 90-ე, 93-94-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მსჯავრდებულ დი------ი კი-----–--ეს (პირადი ნომერი N0----------, დაბადებული 19-- წლის 1- ივლისს) შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა 05 (ხუთი) დღე-ღამის ვადით. დისციპლინური პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს 20-- წლის 2- მარტს, 15.40 საათიდან. პატიმრობის ვადაში ჩათვლილ იქნეს დი------ი კი-----–--ის სასამართლოში წარმოსადგენად გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად გამოყენებული დრო.
2.გადაწყვეტილების აღსრულების კონტროლი და ორგანიზება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/. საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე