განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი 20-8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის გ--------------ის,ადვოკატების ლ------------------------------–-–---–-----------------------–---–-------------------------–-–---–---
ბრალდებულების გ-------------ის, გ-------------–--ის, მ--–-------------–--ის და დ------–----ას მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ------------------------------------------ დაბადებულის 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–------------------------------------------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
ზ--------------------------–---------------------- დაბადებულის 1----–-–-- 0------------–-- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-----------------------, - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
მ--–--------------------------–---------------------- დაბადებულის 19---–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-------------------–------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
დ-------------------–------------------------ დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–-------–------------------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
გ-------------ეს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს ,,ჯ-----------------------“ (ს.ნ. 2--------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2----–-–-------------------. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), რომელიც 2009 წლის 31 ივლისიდან, 20-1 წლის 09 სექტემბრამდე პერიოდში და 20-3 წლის 16 აგვისტოდან დღემდე, იკავებდა შპს ,,ჯ-----------------------“-ს დირექტორის თანამდებობას.
შპს ,,ჯ-----------------------ს“ 2008-20-3 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით, მათ შორის გ-------------ის დირექტორობის პერიოდში, გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენის შესახებ, საერთო მოცულობით 13180,5 მეტრ კუბი.
გ-------------ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ-------------ემ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით გ-------------ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.
აღნიშნული ხერხით გ-------------ე ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 1 1-8 655 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ზ-------------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს ,,ჯ-----------------------“ (ს.ნ. 2--------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2----–-–-------------------. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), 2008 წლის 0- იანვრიდან, 2009 წლის 31 ივლისამდე პერიოდში შპს ,,ჯ-----------------------“-ს დირექტორის თანამდებობას იკავებდა ზ-------------–--ე.
შპს ,,ჯ-----------------------ს“ 2008-20-3 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით, მათ შორის ზ-------------–--ის დირექტორობის პერიოდში, გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენის შესახებ, საერთო მოცულობით 4443,7 მეტრ კუბი.
ზ-------------–--ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ზ-------------–--ემ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით ზ-------------–--ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.
აღნიშნული ხერხით ზ-------------–--ე ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 1-9 700 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ-------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
მ--–-------------–--ეს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს ,,ჯ-----------------------“ (ს.ნ. 2--------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2----–-–-------------------. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), 20-1 წლის 09 ნოემბრიდან, 20-3 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში შპს ,,ჯ-----------------------“-ს დირექტორის თანამდებობას იკავებდა მ--–-------------–--ე.
შპს ,,ჯ-----------------------ს“ 2008-20-3 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით, მათ შორის მ--–-------------–--ის დირექტორობის პერიოდში, გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენაზე, საერთო მოცულობით 7003 მეტრ კუბი.
მ--–-------------–--ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მ--–-------------–--ემ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით მ--–-------------–--ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.
აღნიშნული ხერხით მ--–-------------–--ე ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 298 036 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მ--–-------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
დ------–----ას ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს ,,ჯ-----------------------“ (ს.ნ. 2--------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2----–-–-------------------. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), 2----–-–---------------–------------–-–------------------- პერიოდში შპს ,,ჯ-----------------------“-ს დირექტორის თანამდებობას იკავებდა დ------–----ა.
შპს ,,ჯ-----------------------ს“ 2008-20-3 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით, მათ შორის დ------–----ას დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენაზე, საერთო მოცულობით 3260 მეტრ კუბი.
დ------–----ამ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დ------–----ამ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით დ------–----ა შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.
აღნიშნული ხერხით დ------–----ა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 1-9 258 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ------–----ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ გ-------------ემ, ზ-------------–--ემ, მ--–-------------–--ემ და დ------–----ამ ნამდვილად ჩაიდინეს ბრალადშერაცხული ქმედება. კერძოდ:
მოწმე გ------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 5 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფ------------------------------------------------–--------–---------------------------–-----------------------–-----------------გამომძიებლის პოზიციაზე. მის ფუნქციებში შედიოდა ელექტრონული ბაზების დამუშავება, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის რისკების გამოვლენა და შესაბამისად ხელმძღვანელობისთვის მოხსენება. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მოწმეს შეხება ჰქონდა შპს ,,ჯ-----------------------“-სთან, რომლის ელექტრონული ბაზების შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ კომპანიას ტენდერებში შესრულებული სამუშაოს ფორმა #2-ებში ნაჩვენები ჰქონდა მოგება 8%, ხოლო წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით კომპანიას მოგება ჰქონდა 30-35%. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20-2 წლის 12 ივლისის ბრძანების მიხედვით, მეწარმეს შესრულებული სამუშაოდან მიღებული მოგება არ უნდა აღემატებოდეს 8%-ს, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, შპს ,,ჯ-----------------------“-ს მოგება იყო 8%-ზე ბევრად მეტი, რასაც კომპანია ვერ შეცვლიდა, რადგან გადასახადების დარღვევა გამოვიდოდა. აღნიშნული ფაქტი გ------------–---–მა მიიჩნია სისხლისსამართლებრივად სარისკო ფაქტად და სამსახურებრივი პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რაც ძირითადად დაფუძნებული იყო მინისტრის აღნიშნულ ბრძანებაზე. მისი სამსახურებრივი პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს ,,ჯ-----------------------“ სამუშაოებს ასრულებდა ტენდერში გამარჯვების შედეგად, ხოლო მინისტრის 20-2 წლის 12 ივლისის ბრძანება ეხებოდა და არეგულირებდა მხოლოდ მარტივ შესყიდვებს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა იურიდიული განათლება, გავლილი ჰქონდა მხოლოდ 6 თვიანი ტრენინგები და ქმედებაზე კვალიფიკაციის მინიჭება მისი კომპეტენცია არ იყო. ამდენად, მისი მოვალეობა იყო სისხლისსამართლებრივი რისკის დადგენა და არა ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია. შპს ,,ჯ-----------------------“-ს კიდევ რომ ჰქონოდა კონკრეტული ტენდერები მოგებული და მთლიანი სამუშაოებიდან რომ ყოფილიყო 20 ან 30% მითითებული, ამ შემთხვევაში იგი რისკად არ ჩათვლიდა და არ დაწერდა პატაკს.
მოწმე ს---–------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მ------------–---–-----. მისი განმარტებით, შპს „ჯ-----------------------ს“ ქმედების გამო მერიას მიადგა ორ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. მოწმემ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს აქტების და თემატური შემოწმების აქტის ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გარკვეული სახის სპეციალური მასალის გამოყენებისას, შესაბამის დოკუმენტებში, კერძოდ, „ფორმა N2“-ში მოხდა არასწორი რაოდენობების მითითება, რაც მიზნად ისახავდა ხარჯების ხელოვნურად გაზრდას. მან იგივე მასალებზე დაყრდნობით მისცა ჩვენება გამოძიების ეტაპზე.
მოწმე მ--–--------–---–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ბრალდებულთაგან იცნობს გ-------------ეს, მ--–-------------–--ეს და ზ-------------–--ეს, რომლებთანაც აქვს ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა. იგი ახორციელებდა შპს „ჯ-----------------------“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების, კერძოდ, ორმოების ამოვსების ხარისხის კონტროლს. იმ დროისათვის მუშაობდა შპს „-–---------------–--- მოწმე ხსენებულ კომპანიაზე ზედამხედველობას რამოდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა. მის პარალელურად, სამუშაოებს მერიის წარმომადგენელიც აკონტროლებდა. აუცილებლად ესწრებოდა სამშენებლო მასალით, ღორღით, დატვირთული მანქანის აწონვას და თავის წიგნში იწერდა მონაცემებს, შემდეგში კი აღრიცხავდა ნაშთებს. ქრონომეტრაჟი არასოდეს ჩაუტარებია. აკონტროლებდა ღორღის ხარჯვას, ემულსიასთან შეხება არ ჰქონია, ზეპირი გადმოცემით იცოდა, რომ 1 მ3 სამუშაოზე უნდა დახარჯულიყო 100-150 ლიტრი ემულსია. იგი არასოდეს შესწრებია, რომ კომპანიას ღორღი გადაეყარა; იგი ხელს აწერდა „ფორმა N2“-ის ეგზემპლარებზე, რომლის ერთი ეგზემპლარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას რჩებოდა, მეორეს კი მერიაში წარადგენდნენ. „ფორმა N2“-ის ხელმოწერის დროს მის მიერ ჩაწერილ მონაცემებს ადარებდა შპს „ჯ-----------------------ს“ მონაცემებს, რაც ერთმანეთს ემთხვეოდა, მისთვის არავის უთხოვია, რომ არასწორი მონაცემები შეეტანა „ფორმა N2“-ში. მ--–--------–---–---–ის ჩვენებით, იგი მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს არ აწერდა. მოწმის ზედამხედველობის დროს რაიმე პრეტენზია ზეპირი ან წერილობითი ფორმით არასდროს დაფიქსირებულა.
მოწმე გ----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 20-2 წლის მარტიდან მუშაობს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, არის გზების ინჟინერი და ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას სამუშაოებზე. აკონტროლებს კონტრაქტორებს, უშუალოდ იკვლევს ხარისხსა და მოცულობებს. ,,ჯ--------------“ დაკავშირებით მან განმარტა, რომ ხდებოდა ჰაერის ჭავლით ორმოს ძირის მოსუფთავება, რის მერეც ისხმებოდა ემულსია, რათა დაკავშირებულიყო ძველი და ახალი საფარი და იყრებოდა ნარევი. იგი ძირითადად ესწრებოდა სამუშაოებს. თავიდან იწონებოდა ცარიელი მანქანა, ხოლო შემდეგ დატვირთული, რომელსაც აკლებდნენ ცარიელი მანქანის წონას და რჩებოდა ღორღის სუფთა წონა. მუშაობდა ორი მანქანა, რომლებსაც მოწმე შეძლებისდაგვარად აკონტროლებდა. სამუშაოების თაობაზე დგებოდა ფორმა N2. რეცეპტი იმისა თუ რა ოდენობის ღორღს რა მოცულობის ემულსია უნდა გაზავებოდა არ არსებობდა. ამინდებიდან გამომდინარე მათი მოცულობა იყო სხვადასხვა. იგი ამოწმებდა მხოლოდ ღორღს, ემულსია კი მისი საქმე არ იყო. ღორღზე ემულსიის ხარჯვა სტანდარტებით არ იყო დადგენილი. როდესაც იყო ქარიანი ამინდი, მეტი ემულსია იხარჯებოდა. სტანდარტის დამდგენი დოკუმენტი მოწმეს არ უნახავს და მისი ვარაუდით ალბათ არც არსებობდა. მისი დავალება იყო ეკონტროლებინა მერიის მიერ გადაცემული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დირექტორებთან ერთად გადიოდა და ნახულობდა რისი გაკეთება შეიძლებოდა. მოწმე ხელს აწერდა დოკუმენტაციას, რომელშიც ყალბი ინფორმაცია არასდროს შეუტანია, ხოლო რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, ფორმა #2-ში გამოავლენდა და რეაგირებაც მოყვებოდა. მოწმემ დაადასტურა ფორმა #2-ების სისწორე. ღორღი იმ რაოდენობით იხარჯებოდა, რაც გაწერილი იყო დოკუმენტაციაში. კომპანიას ღორღი არსად არ გადაუყრია და რომც მოენდომებინათ გადაყრა, ის გაივლიდა იგივე პროცედურას, რაც გზის კეთებას სჭირდებოდა. ფორმა N2-ების მიღების შემდეგ მოწმე ადგილზე ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოს. მოწმეს შპს „ჯ-----------------------“-ს ფორმა #2-ებთან დაკავშირებით ეჭვი არასდროს გაჩენია.
მოწმე თ------------–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობდა ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უ-------------------–---, რა დროსაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯ---------------------მ“. ხსენებული კომპანიის მუშაობის მეთოდი საქართველოს რეალობაში ახალი იყო, რადგან იგი მოკლე დროში ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს, მისი პირობები იყო საუკეთესო, რის გამოც გაიმარჯვა მან. რა რაოდენობის თანხაც გამოიყო ბიუჯეტიდან, ზუსტად იმ ოდენობის სამუშაოები იქნა ამ კომპანიის მიერ შესრულებული და კომპანიის მხრიდან რაიმე თანხის დამატებით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. შპს „ჯ---------------------“-ს რომ მოეთხოვა, ზედმეტ თანხას ვერც მიიღებდა. დოკუმენტებში ასახულია გაწეული სამუშაოების ოდენობა, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე რაიმე დარღვევას, ან შენიშვნას ადგილი არ ჰქონია. თუ რა ოდენობის ღორღი და ემულსია იხარჯებოდა, მოწმეს ამის თაობაზე არ აქვს ინფორმაცია. მისი თქმით, ღორღის გადაყრას ვერავინ გაბედავდა.
მოწმე თ--------------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში. მისი ერთერთი მოვალეობაა შპს „ჯ---------------------“-ს მიერ შესრულებული სამუშაოს კურირება და ხელმძღვანელობა, ასევე ასფალტზე არსებული ბზარების შევსება. იგი იძიებს ინფორმაციას თუ სად რა არის გასაკეთებელი, იგი სამუშაოებზე აკეთებს მონიტორინგს, თუმცა უშუალოდ კონტროლი ავალია მერიის მუნიციპალურ ლაბორატორიას, რომელზეც შემდეგ დგება ფორმა #2. ისინი აკეთებენ და აკონტროლებენ ხარჯვით პროცესებს და რადგან მერია ადგენს ფორმა #2-ს, ისინი აწარმოებენ მიღება-ჩაბარებას და რაც კი დოკუმენტია შედგენილია, ყველა მათგანში ასახულია სწორი ინფორმაცია. ემულსიაზე ხარჯვის სტანდარტი არ არსებობს და სამსახურებრივად არ ევალება ემულსიის ხარჯის გამოანგარიშება, ხოლო დოკუმენტებში ცრუ ინფორმაციის შეტანა მისთვის არავის უთხოვია და შესაბამისად არც შეიტანდა. მოწმემ არ იცის თუ რა ოდენობის ემულსია იხარჯება 1მ3 ღორღზე. მას ამის სტანდარტი არ გაუგია. თუ რაიმე ხარვეზი იქნებოდა კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, კომპანიას თვითონ უნდა აღმოეფხვრა მისივე ხარჯებით, რაც იყო გარანტია მის მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაზე. კომპანიის მიერ სამუშაოს წარმოების ტაქტიკა შპს „ჯ---------------------“-ს მიერ იყო შემუშავებული. ემულსიის ხარჯვის რაოდენობა სეზონების მიხედვით სხვადასხვაა. ფორმა #2 დგებოდა გახარჯული ღორღის საფუძველზე და ემულსიის ხარჯვის რაოდენობაზე მოწმე არ დაინტერესებულა და არც მოვალეობა ჰქონდა ამის. შეკეთების შემდეგ გაკეთებული გზა რომ გაშრებოდა, უნდა ყოფილიყო ასფალტ-ბეტონის მსგავსი და უნდა ყოფილიყო მყარი, რომ გაეძლო ზემოქმედებისთვის. მოწმის განმარტებით, შპს „ჯ---------------------“ იყო სწრაფი და ხარისხიანი შემსრულებელი, რის გამოც ტენდერში მიენიჭა უპირატესობა.
მოწმე მ-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2008 წლიდან 20-- წლის ბოლომდე მუშაობდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობაში, მ------------–---–-----ს პოზიციაზე, ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, მისი უშუალო ფუნქცია იყო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა. შპს „ჯ-----------------------სთან“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მან შეასრულა საზედამხედველო სამუშაოები, კერძოდ: მოიძია დაზიანებული ქუჩების მისამართები და აკონტროლებდა სამშენებლო მასალების მოხმარების პროცესს. თითოეული სამუშაოს დასრულების შემდეგ დგებოდა „ფორმა N2“, რაც წარმოადგენდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტს და ანგარიშსწორების საფუძველს. ამ აქტს მოწმეც აწერდა ხელს. მასთან ერთად სამუშაო პროცესს აკონტროლებდა ა–-------–--–--–----------–--–-–---–-, იგი დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა თითოეული სამუშაოს შესასრულებლად დახარჯული სამშენებლო მასალის რაოდენობის შესახებ. მოწმემ არ იცოდა ასფალტ-ბეტონის დაგების სამშენებლო ნორმები, თუ რა რაოდენობით მასალა იხარჯებოდა თითოეულ სამუშაოზე, მან იცოდა მხოლოდ ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, თუ რა რაოდენობით უნდა მოხმარებულიყო, მაგალითად იცოდა, რომ ემულსია ზამთრის პერიოდში უფრო დიდი რაოდენობით იხარჯებოდა, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. მოწმეს აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას რაიმე ეჭვი არ გაჩენია, მასზედ რომ შესრულებული სამუშაო წინააღმდეგობაში მოდიოდა მერიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ რაიმე დარღვევას რომ ჰქონოდა ადგილი, ის აუცილებლად ასახავდა და კომპანიას მოუწევდა შეცდომის გამოსწორებაზე, რომელსაც თავიდან მოუწევდა სამუშაოს ჩატარება.
მოწმე ლ-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებულებთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. 20-0 წელს იგი მუშაობდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობაში, ი------------------------------------------------–----------------- და კურატორობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. ქალაქში ახალი ტექნოლოგიებით საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად, ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული შპს „ჯ-----------------------“. მოწმეს ტენდერის ჩატარებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მოამზადა სატენდერო დოკუმენტაცია. მოწმე შპს „ჯ-----------------------ს“ მიერ ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების პროცესში ზედამხედველობდა სამუშაოების პროცესს, აკონტროლებდა სამშენებლო მასალების ხარჯვას. განსაკუთრებით გამოყო ემულსიის ხარჯვის საკითხი, რადგან ეს მასალა სხვებთან შედარებით ძვირი ღირდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობით უნდა დახარჯულიყო ემულსია გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, მიიღო ზეპირად, მაგრამ ვისგან მიიღო, ვერ გაიხსენა. იგი თანამდებობრივად ხელს აწერდა „ფორმა N2“-ს, მასთან ერთად ამ დოკუმენტს ხელს აწერდნენ: გამგებლის მოადგილე და 2 ტექნიკური ზედამხედველი. მოწმემ დაადასტურა, რომ სამუშაოების შესრულების თაობაზე ენდობოდა თანამშრომლის - გ-------–--–-–---–ის ჩანაწერებს, რომლებიც ემთხვეოდა შპს „ჯ-----------------------“-ს მონაცემებს და ამის შემდეგ აწერდა ხელს შესრულებული სამუშაოს აქტებს. მოწმეზე ზეწოლა, რომ არასწორი მონაცემებით შევსებული აქტისთვის მოეწერა ხელი, არავის განუხორციელებია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან სამუშაოები შემოდგომის ბოლოს ხორციელდებოდა, უფრო რთული იყო მათი ჩატარება, თუმცა კონტრაქტორი მზად იყო, თვითონ გამოესწორებინა ყველა ხარვეზი და ასეც იქცეოდნენ გამგეობის თანამშრომლების ჩარევის გარეშე. შპს „ჯ-----------------------“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების მიმართ არ ყოფილა პრეტენზია. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაზეც კომპანიამ დაუყონებლივ გაუშვა საკუთარი მონიტორინგის ჯგუფი, რადგან თავადაც არ მოეწონათ ხარისხი და საკუთარი სახსრებით სასწრაფოდ აღადგინეს ხარვეზი.
მოწმე მ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2008 წლიდან იყო შპს ,,ჯ-----------------------“-ს ბუღალტერი. მოწმის საქმიანობაში შედიოდა შესყიდვებთან, ზედნადებებთან და ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გატარება. კომპანიას ძირითადად უხდება ღორღისა და ემულსიის შეძენა, რომელთა ნარევითაც ხდება გზების შეკეთება. კომპანიას დოკუმენტაციის გარეშე მასალა არასდროს შეუძენია. ისეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ კომპანიას რაიმე ხარჯი, შეძენა ან გაყიდვა დოკუმენტებში არ დაეფიქსირებინოს. აღნიშნული დადასტურდა ჩატარებული რევიზიის შედეგადაც. მერიასთან ურთიერთობაში ხელშეკრულების გაფორმებისას უფლებამოსილი პირი იყო კომპანიის დირექტორი. შპს ,,ჯ-----------------------“-მ თბილისის მერიასთან ურთიერთობა დაიწყო 2007 წლიდან. შესრულებული სამუშაოების შემდეგ კომპანიას უხდებოდა მერიაში მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება და საგადასახადო ანგარიშფაქტურის ატვირთვა, რომელსაც კომპანიის დირექტორი და სამუშაოთა მწარმოებელი მენეჯერი ამზადებდნენ. ფორმა #2-ები ბარდებოდა მერიაში, რომელთანაც მოწმეს შეხება არ ჰქონია. ფორმა #2-ის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტში მხოლოდ ციფრი იწერებოდა. მუშა-მოსამსახურეები ანაზღაურებას იღებდნენ შესრულებული სამუშაოების მიხედვით გახარჯული 1მ3 ღორღის მიხედვით. სატენდერო დოკუმენტებს ასევე ამზადებდა კომპანიის ოფის-მენეჯერი ლ-----–-------ე. კომპანიის დირექტორებს დ------–----ასა და ზ-------------–--ეს კუთვნილი ხელფასების გარდა, სხვა თანხები არ გაუტანიათ. კომპანიიდან თანხები გადიოდა როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. გამოძიების დაწყების შემდეგ მის ოფისში 10-1--მდე პირი მივიდა, რომლებმაც კომპანიის დოკუმენტაცია (ზედნადებები, ბლოკნოტები, ბაინდერები, საბუღალტრო წიგნები და ა.შ.) ჩაყარეს ტომრებში, რომელიც დალუქეს და წაიღეს. მათ აღწერას მოწმე არ დასწრებია. ამის შემდეგ მოწმემ გამოძიებას კიდევ მიაწოდა კუბატურის ხარჯების დოკუმენტები, რაც გულისხმობს ე.წ. ჯიმის განმარტებებს, რომელიც არის ერთგვარი რეცეპტი სამუშაოს წარმოებისას. აღნიშნული დოკუმენტაცია მიუტანა გამომძიებლებს. მუშა-მოსამსახურეები ანაზღაურებას იღებდნენ გახარჯული მასალის მიხედვით. ისინი ინფორმირებულები იყვნენ იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის მასალა იყო გახარჯული. ისეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ მუშას ეთქვას, ბევრი ვიმუშავე და ნაკლები დამირიცხე ხელფასიო. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას ძირითადად აწარმოებდა ოფისმენეჯერი ლ-----–-------ე. ოფის მენეჯერის ჩანაწერები და საბოლოო საბუღალტრო ჩანაწერები ემთხვეოდა ერთმანეთს, რაც ფინანსური და საგადასახადო სამსახურების შემოწმების შედეგადაც დადასტურდა მათ არანაირი ყალბი დოკუმენტი არ ამოუღიათ. რაც შეძენილი იყო, ასევე იყო გახარჯულიც. სეზონების მიხედვით ემულსიის ხარჯი მერყეობდა 70-150 ლიტრამდე 1 მ3 ღორღზე. გზის ხარისხის შენარჩუნება დამოკიდებული იყო გარემო პირობებზე. კომპანიისთვის რა თქმა უნდა უკეთესი იყო რაც უფრო ცოტა დაიხარჯებოდა, ხარისხიდან გამომდინარე ბევრის ხარჯვა ზარალი იყო, ამიტომ ყოველთვის აქცევდნენ დიდ ყურადღებას, რომ ნაკლები ემულსია დახარჯულიყო. კომპანიის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არ დაზიანებულიყო ორმოები. შემთხვევები ყოფილა რომ ამოცვენილა ორმოები და ამ ზარალს კომპანია საკუთარი სახსრებით ანაზღაურებდა, ხსენებული ხარჯების აღრიცხვას კი უშუალოდ მ-------------–---–ი აკეთებდა.
მოწმე ლ-----–-------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი წარმოადგენდა შპს „ჯ-----------------------“-ს მენეჯერს და ითავსებდა საბუღალტრო სამუშაოებს. იგი შპს-ში მუშაობდა 2008 წლის მარტიდან 20-1 წლამდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, 20-3 წლიდან მან ისევ განაგრძო მუშაობა და მუშაობდა 20-- წლამდე. ბრალდებულები იყვნენ შპს „ჯ-----------------------ს“ დირექტორები და მათთან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მოწმის ფუნქცია იყო ქუჩების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების და სახარჯი მასალის აღრიცხვა. ბაზიდან ბიტუმის ემულსიისა და ღორღის გატანის დროს იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, რასაც წერდნენ სამუშაოთა მწარმოებლები, თვითონ კი ამოწმებდა, მეორე დღეს კი ოფისში ახდენენ დახარჯული მასალის და ნაშთების შედარებას. სამუშაოთა მწარმოებლები გახარჯული მასალის შესახებ მონაცემებს თავიანთ ჟურნალებშიც იწერდნენ. გარკვეულ ეტაპებზე, სამუშაოების დასრულების შემდეგ დგებოდა დოკუმენტი - „ფორმა N2“, სადაც მითითებული იყო ქუჩები და გახარჯული მასალის, მაგალითად, ღორღის რაოდენობა. თვითონ არ აწერდა ხელს აღნიშნულ დოკუმენტს, თუმცა თავის ნამუშევარს ადარებდა შპს ,--–----------------- მონაცემებს. დოკუმენტის წარდგენამდე მის მიერ აღრიცხულ მონაცემებს ადარებდა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებს. მიღება-ჩაბარების აქტში თანხას მთავარი ბუღალტერი უთითებდა, შეიძლება მიღება-ჩაბარების აქტი თვითონაც შეედგინა, მაგრამ მთავარი ბუღალტერი ამას ამოწმებდა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ტექნოლოგია, რომლითაც შპს ახორციელებდა სამუშაოებს, მოითხოვდა, რომ 1 მ3 საფარზე საშუალოდ 70-დან 100 ლიტრამდე ემულსია დახარჯულიყო. ტექნიკა ახალ ზელანდიაში ჰქონდათ შეძენილი და ეს მონაცემებიც იქედან მიიღეს ელექტრონულ ფოსტაზე. ამ ნიხრს აკონტროლებდნენ, ყოფილა შემთხვევები, რომ მეტიც დახარჯულა და ნაკლებიც, რასაც აკონტროლებდნენ, ხარჯვა დამოკიდებული იყო წელიწადის სეზონზე. ზაფხულში ნაკლები ემულსია იხარჯებოდა, ზამთარში კი მეტი.
მოწმე მ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2007 წლიდან მუშაობდა შპს „ჯ-----------------------“-ში მძღოლ-ოპერატორად. მისი განმარტებით, სამუშაოებზე მომუშავე პირები ხელფასს იღებდნენ გადამუშავებული ღორღის ოდენობით, ხოლო ემულსიის ოდენობას არანაირი კავშირი არ აქვს ხელფასებთან. კონკრეტული გამოანგარიშება არ ჰქონია შემუშავებული, თუმცა წინასწარ დაახლოებით იცოდა რა ოდენობის ხარჯი ჰქონდა ამა თუ იმ მოცულობის ორმოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიერ შესრულებული გზის მოპირკეთების სამუშაოებს ჰქონდა ხარვეზი, რაც გამოიხატებოდა ნამუშევრის დაზიანებაში, რაზეც კომპანია ყოველთვის კისრულობდა ვალდებულებას, საკუთარი სახსრებით, ყოველგვარი დანამატის გარეშე, გამოესწორებინა. ქვიშა-ღორღის ავტომანქანაზე დატვირთვას ყოველთვის ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები. ღორღისა და ემულსიის რაოდენობა ამინდითა და თვალით განისაზღვრება. როდესაც ცივა, ემულსია უფრო მეტია საჭირო, რადგან ძნელია შეზავება. კომპანიის ოფისში იყო გარკვეული სტანდარტი, რომელიც იძლეოდა მითითებას თუ რამდენი ემულსია იყო საჭირო წელიწადის დროების მიხედვით, მაგრამ მოწმეს ეს სტანდარტი არ უნახავს, კომპანიას ამისთვის ჩეხები და თურქები ჰყავდა ჩამოყვანილი, რომლებმაც დაარეგულირეს და მითითებები მისცეს. კომპანიის მიერ ღორღის გადაყრას, ან მითვისებას ადგილი არასდროს ჰქონია. შპს „ჯ-----------------------“ ყოველთვის კეთილსინდისიერად მუშაობდა.
მოწმე ლ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი იყო შპს „ჯ-----------------------“-ს ოპერატორი, სადაც 20-3 წლიდან მუშაობდა. ბრალდებულებთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. მისი ფუნქცია იყო ტრაქტორით ორმოს შეკეთება, რასაც ახორციელებდა ემულსიის და ღორღის შერევით. მოწმემ განმარტა, რომ ღორღი და ემულსია გამოდის დანადგარიდან, რომლის შენადენს აკეთებს თავად. იგი თვალის ზომით ხვდებოდა სამუშაოს ჩასატარებლად რა ოდენობის მასალა უნდა დაეხარჯა. ემულსიის ხარჯვის კონტროლი მას არ ევალებოდა, მაგრამ აკონტროლებდა ღორღის ხარჯვას. კომპანიას ღორღი არასდროს გადაუყრია. წელიწადის დროების მიხედვით ემულსიის ხარჯვა სხვადასხვა იყო. შპს „ჯ-----------------------“-მ ახალი ზელანდიიდან საქართველოში შემოიტანა დანადგარები, რის შემდეგაც სტანდარტი შეიმუშავა გ-------------ემ. ემულსიის ხარჯვის სტანდარტი 1 გვერდზე იყო ასახული და იგი მას გააცნო მამამისმა - მ-------------–---–მა, რომელმაც მას კომპანიაში მუშაობის დაწყების შემდეგ შეასწავლა სამუშაო პროცესი. სხვა მრავალფურცლიანი სტანდარტი მას არ უნახავს. სტანდარტში მითითებული იყო, თუ რამდენი ლიტრი ემულსია უნდა დახარჯულიყო სეზონების მიხედვით. საშუალოდ ემულსიის დანახარჯი უნდა ყოფილიყო 100 ლიტრი. სამუშაოს დაწყების დროს იცოდა, რამდენიც იყო ემულსიის რაოდენობა და როდესაც სამუშაო დასრულდებოდა, მაშინ ამოწმებდა თუ რამდენი ლიტრი დარჩა. სხვაგვარად ემულსია არასოდეს გაუზომავს. მისი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 1 მ3-ზე შესრულებული სამუშაოთი, ამიტომ იწერდა, თუ რა მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, 1 მ3-ზე მისი ანაზღაურება შეადგენდა 6 ლარს.
მოწმე მ-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2006 წლიდან არის შპს „ჯ-----------------------“-ს სამუშაოთა მწარმოებელი. სეზონების მიხედვით ემულსიის ხარჯვა სხვადასხვანაირია: გაზაფხულზე 120 ლ, ზაფხულში 70-75ლ, ხოლო შემოდგომა-ზამთარში - 150 ლ-მდე. გზების შეკეთების ტექნიკა საქართველოში ჩამოიტანა გ-------------ემ, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. იგი სწრაფად მუშაობს. მუშების ხელფასები გაიცემოდა გადამუშავებული ღორღის ოდენობის საფუძველზე, ხოლო ემულსია ხელფასთან არანაირ კავშირში არ იყო. სამუშაოებს ესწრებოდა ,--–----------------- თანამშრომელი, რომელიც საღამომდე იყო ობიექტებზე მომუშავე ბრიგადასთან ერთად და აკვირდებოდა მუშაობის პროცესს. უხარისხო სამუშაოებისაგან გამოწვეულ ზარალს კი შპს „ჯ-----------------------“ ანაზღაურებდა. რაც შეეხება ღორღისა და ემულსიის გაზავების სტანდარტს, ასეთი სტანდარტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი, რომელშიც ემულსიის პარამეტრები წერია. მოწმემ გამოძიებაში მიცემული განსხვავებული ჩვენება ახსნა იმით, რომ მან დაბეჭდილი ჩვენება კარგად ვერ წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი, ხოლო სასამართლოში მიცემული ჩვენება არის სიმართლე.
მოწმე ა---------–--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ეროვნულ სააგენტოში, სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელად. მისი სამსახურის ფუნქციაა საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების მიღება, რეგისტრაცია და გავრცელება. პროდუქტის სტანდარტის შემუშავება ნებისმიერ პირს შეუძლია. შემუშავებულ სტანდარტს შემმუშავებელი სარეგისტრაციოდ წარუდგენს სტანდარტების სააგენტოს, რასაც განიხილავს სტანდარტების ტექნიკური კომიტეტი, კერძოდ, ამოწმებდა, აკმაყოფილებდა, თუ არა სტანდარტიზაციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონმდებლობის საფუძველზე მეწარმეს შეეძლო თვითონ შეემუშავებინა სტანდარტი, ან მეწარმესთან დადებული ხელშეკრულებით - შეემუშავებინა სააგენტოსაც. სტანდარტების შემუშავება ხდებოდა 20-2 წლის მაისამდე, იმ პერიოდში რეგისტრაცია სავალდებულო იყო. ტექნოლოგიური სტანდარტების რეგისტრაცია მის სამსახურს არ ეხებოდა, სააგენტო არეგისტრირებდა მხოლოდ პროდუქტის სტანდარტს, რომელიც ბაზარზე განსათავსებლად გადიოდა. შპს „ჯ-----------------------ს“ ტექნოლოგიური სტანდარტი სააგენტოში რეგისტრირებული არ ყოფილა.
მოწმე ლ----------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ემულსიის მწარმოებელი კომპანია ,,ვ--------------“ წარმომადგენელი. საქართველოში ბიტუმის ემულსიის სტანდარტი არის კატ - 60%. „ჯ---------------------“-ს მოთხოვნით ,,ვითი ჯგუფი“ უმზადებდა და ამ კომპანიას აწვდიდა კატ 67%-იანი ბიტუმის ემულსიას. ყოველ მიწოდებაზე იწერებოდა შესაბამისი ზედნადები და კომპანიისთვის საბუთების გარეშე არასდროს არ მიუწოდებია ემულსია. ამასთანავე, კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, ამ ემულსიას ადგეზიური დანამატი დაამატა ემულსიის ხარისხის მატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამის აუცილებლობა. ამით კომპანიას გაეზარდა ხარჯი, სამაგიეროდ კი ემულსიის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი უფრო გაუმჯობესდა.
მოწმე პ-----------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ფინანსთა სამინისტროს საექსპერტო განყოფილების რევიზორი, რომელმაც გამოძიების მიერ ელექტრონულად და ფიზიკურად (20-მდე ტომარა) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ორჯერ ჩაატარა თემატური შემოწმება მოცემულ საქმეზე და გამოსცა შესაბამისი აქტი. მოწმის განმარტებით, მას ევალებოდა გახარჯული ემულსიის რაოდენობის მიხედვით დაეანგარიშებინა შეეძლო თუ არა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას სამუშაოების იმ მოცულობით შესრულება, რაც მითითებული ჰქონდა ფორმა #2-ებში. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ დაადასტურა, რომ ფორმა #2-ებში დახარჯული ემულსიის რაოდენობა მითითებული არ იყო და მას არც რაიმე ოფიციალური ტექნოლოგიური სტანდარტით უხელმძღვანელია. ექსპერტი მთლიანად დაეყრდნო მოწმეების გამოკითხვის ოქმებში მოცემულ ინფორმაციას, სადაც სეზონების მიხედვით იყო აღწერილი ემულსიის ხარჯვის რაოდენობა. მას არ სმენია, არსებობს თუ არა რაიმე სახის ოფიციალური სტანდარტი ემულსიის ხარჯვის რაოდენობასთან დაკავშირებით. ექსპერტმა მოახდინა მხოლოდ არითმეტიკული გაანგარიშება და მის მიერ შედგენილი დოკუმენტი არის გაანგარიშება და არა ექსპერტის დასკვნა. მან მხოლოდ ფორმა #2-ებში მითითებული მოგება შეადარა დეკლარაციაში მითითებულ მოგებას. მოწმემ გადაჭრით ვერ განაცხადა საქმის მასალების გადაცემა ოფიციალურად - მიმართვის წერილით ხდებოდა თუ ხელზე.
მოწმე კ--------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მ----------------------. მას ევალება მეწარმე სუბიექტების შემოწმება და მოცემულ საქმეზე მან პ-----------–--ესთან ერთად შპს „ჯ---------------------“-ს მიმართ ჩაატარა თემატური რევიზია და შეადგინა თემატური რევიზიის აქტი, რა დროსაც გამომძიებელმა მიაწოდა საქმის მასალები და დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებული იყო შპს „ჯ---------------------“-ს საქმიანობასთან. მათი გადაცემა მოხდა ხელზე, ყოველგვარი მიმართვის გარეშე. აქტის შედგენისას მან აღნიშნული გადაცემული მასალებით იხელმძღვანელა. უშუალოდ დოკუმენტი არ არის ექსპერტიზის დასკვნა და რაიმე სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა მათემატიკური დაანგარიშება. ემულსიისა და წვრილმარცვლოვანი ბაზალტის ხარჯვის სტანდარტის დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, რომლებიც წარუდგინა გამომძიებელმა, სხვა სტანდარტი ვერ იქნა მოძიებული, ვინაიდან საქართველოში მოცემული სამუშაოს სტანდარტი არ არსებობს.
20-8 წლის 5 ივნისის საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ საზოგადოების (შპს „ჯ---------------------“-ს) ხელმძღვანელობის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დადგენილი ბრალდება სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის შესახებ, წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით არ დასტურდება. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ-----–---------–---–-, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
ექსპერტმა ნ-----–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან გამომძიებელ გვანცა ლომიას მიერ გადაცემული მასალების საფუძველზე შეადგინა ორი დასკვნა - 20-6 წლის 12 იანვარს და 20-8 წლის 5 ივნისს. მის წინაშე იყო დასმული საკითხი: ბრალდების მხარის მიერ გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ჩაეტარებინა საფინანსო-ეკონომიური ექსპერტიზა და გაეცა დასკვნა შპს „ჯ---------------------“-ს დირექტორების მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ, რაზეც დადგინდა, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ყველა იყო სწორი და ასახავდა რეალურ მონაცემს, არც ერთი არ იყო გაყალბებული და არ ყოფილა ცრუ ინფორმაცია შეტანილი. გარდა ამისა, ფორმა #2-ზე დამკვეთსაც ჰქონდა ხელი მოწერილი და შემსრულებელსაც, შესაბამისად გაყალბების საფუძველიც არ იყო. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ფორმა #2, რომელიც ასახავს შპს „ჯ---------------------“-ს მიერ შესრულებულ სამუშაოს, რაც დასტურდება იმ მომუშავე პერსონალის ხელმოწერებით ვინც გასწია სამუშაოები. აღნიშნული ფორმა #2 გულისხმობს მასალის ხარჯვის აღწერას მომუშავეთა მიერ, რაც შესაბამისობაშია საწარმოს დამკვეთთან დადებულ მიღება-ჩაბარების აქტთან. შპს „ჯ---------------------“-ს მიმართ დაწერილია ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა ორი ოქმი, რომლითაც დაჯარიმდა ინვენტარიზაციის აღურიცხაობის გამო, ანუ მას აღმოაჩნდა აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რაზედაც ზედმეტობა ჰქონდა 383,1- ლარი, ხოლო დანაკლისი 1786,31 ლარი, რის გამოც იგი იყო მეტად უმნიშვნელო. შპს „ჯ---------------------“-ს შემუშავებული ჰქონდა შიდა სტანდარტი ორმოულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც დამოკიდებული იყო გასახარჯი მასალის ხარისხზე, კერძოდ ღორღზე ემულსიაზე და ასევე გარემო პირობებზე. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ქრონომეტრაჟი სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ, რაზეც შედგა ქრონომეტრაჟი, რომლითაც დადგინდა, რომ ზაფხულში 1მ3 ღორღზე დაიხარჯა 70,5ლ ემულსია. ასევე კვლავ ჩატარდა განმეორებითი ექსპერტიზა, რა დროსაც ემულსია გაიხარჯა 74,5ლ-მდე. ანუ დადასტურდა, რომ ემულსიის ხარჯვა დოკუმენტაციაში სწორად იყო ასახული. გარდა ამისა, საქმეზე მათთვის გადაცემული იქნა დოკუმენტაცია, კერძოდ გამოკითხვის ოქმები, რომლის მიხედვითაც გახარჯული მასალის ოდენობა ზუსტადაა გადატანილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში. ასევე სახელფასო დოკუმენტაციაც სწორადაა შედგენილი და ისინი ერთთმანეთთან მოდის შესაბამისობაში ისევე როგორც სხვა დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ხელოვნურად ხდებოდა ღორღის მასის ზრდა, არის მცდარი. რაიმე გზით თანხების დაუფლება ვერ დადასტურდა. გარდა ამისა, კომპანიის მიერ ნანახი მოგება ტენდერის გზით სრულადაა დაბეგრილი და დადეკლარირებული. მეწარმის მიერ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს მოგება, ვინაიდან მოგება იანგარიშება სამეურნეო წლის ბოლოს, ხოლო როდესაც კომპანია არის ახლად შექმნილი ის რეგისტრაციიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ანგარიშობს მოგებას. აღნიშნული დროის ზღვარს გადაცილებული კომპანია ყოველი წლის ბოლოს ანგარიშობს მოგებას კონკრეტულად კი 31 დეკემბერს, 00:00 საათის შემდეგ. გარდა ამისა, ბრალდების მხარის პრეტენზია მასზედ, რომ ტენდერის დოკუმენტაციაში ეწერა მოგება 8-10%, ხოლო რეალური მოგება იყო 30-35%, რის გამოც სახელმწიფოს მიადგა ზიანი, არაა სწორი, რადგან ტენდერი რა ფასშიც გამოცხადდა, კომპანიამ ამ თანხის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა, რაც ორივე მხარისათვის იყო მისაღები.
მოწმე ზ-----------–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან 20-5 წელს ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ხარჯვითი წილი დამოკიდებულია ბაზალტის ღორღის სისუფთავეზე, ემულსიის ხარისხზე, ოპერატორის პროფესიონალიზმზე და სეზონზე (ყველა ერიდება ასფალტის ზამთარში დაგებას, რადგან სიცივეა და შეკავშირება ნაკლებია). თავიდან აიწონა ცარიელი მანქანა, რომელიც შეივსო ღორღით, აიწონა და გაირკვა ღორღის წონა. შემდეგ ჩატარდა დაკვირვება, თუ რა ოდენობის ემულსია დაჭირდებოდა 1მ3 ღორღზე. ამ დროს დაიხარჯა 72,5ლ. შპს „ჯ---------------------“ თავისი ინიციატივით ამატებდა პროცენტულ გამძლეობას ემულსიას და 60%-დან ხდიდა 67%-მდე და იყო მეტად ხარისხიანი, რადგან დანამატი აუმჯობესებს შეწებებას. შპს „ჯ---------------------“-ს მეთოდი იყო ძალიან ეფექტური და სწრაფი.
20-6 წლის 22 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ტენდერის შემთხვევაში - შესრულებულ სამუშაოთა აქტში (ფორმა #2) ნაჩვენები ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების პროცენტული მაჩვენებლები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 20-- წლის 1- იანვრის #55 დადგენილებით დამტკიცებულ ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების ზღვრულ მაჩვენებლებს, შესაბამისად 10%-ს და 8%-ს. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ უნდა გაწიოს და მიიღოს მხოლოდ მითითებული ოდენობით ზედნადები ხარჯი და მოგება. ფაქტიურად გაწეული ზედნადები ხარჯების და მიღებული მოგების ანგარიში არ ხდება ცალკეული ობიექტისთვის, ისინი იანგარიშება კომპანიის მიერ წინა წლის გაწეული სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო მონაცემების საფუძველზე (შემოსავალი, გასავალი) და როგორც წესი ყოველთვის იქმნება განსხვავებული მაჩვენებლებთან შედარებით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ--–--------–-------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
მოწმე მ-------------–---–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ექსპერტი, რომელიც ახდენს ხმისა და ჩანაწერების საფუძველზე პირების იდენტიფიკაციას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტმა ჩაატარა ლინგვისტური ექსპერტიზა მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, კერძოდ: მას გადაეცა თ--------------------–--ის, გ----------------ის, მ--–---------–---–---–ის, ზ-------------–--ის, დ------–----ას, ლ-----------–---–ის, გ----------------–---–ის, მ-------------–---–ის, მ--–-------------–--ის, რ-----------–---ია, მ-------------ის, გ-------------–----, გ-------------ის, ლ-----------ის, თ----------------–-----------------–---------------------------------------–--–-------------–------–--–---- გამოკითხვის ოქმები 89 ფურცლად. მის წინაშე დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: აღნიშნულ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ ხომ არ არის იდენტური და ერთი პირის მიერ ნააზრევი. მოწმემ შეისწავლა 19-ივე მოწმის დაკითხვის ოქმი, დააჯგუფა ისინი მსგავს სიტუაციებში თხრობის განვითარების კატეგორიების მიხედვით და დაასკვნა, რომ მთლიანად იდენტურია ლ-----------–---–ის და გ----------------–---–ის ჩვენებები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, სიტყვები, ლექსიკა, წინადადებებში სიტყვების წყობა, წინადადებების წყობა, არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, რაც შეუძლებელია, რომ 2 განსხვავებულ პიროვნებას ჰქონდეს მსგავსი საერთო. მითუმეტეს, როდესაც მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია. გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმების ძირითადი ნაწილები იდენტურია თ--------------------–--ის, გ----------------ის, მ--–---------–---–---–ის, ზ-------------–--ის, დ------–----ას, რ-----------–---იას, მ--–-------------–--ის, მ-------------–---–ის, მ-------------ის და გ-------------–---- გამოკითხვის ოქმების, რაც ნიშნავს იმას, რომ წინადადებებში მხოლოდ სიტყვებია ჩამატებული, ხოლო მეტყველების გამოხატულება ერთი და იგივეა. წინადადებები სრულად სასვენი ნიშნებითა და სიტყვების წყობით კოპირებით არის გადმოტანილი თ--------------------–--ის, გ----------------ის, დ------–----ას, ზ------------–--ის, ლ-----------–---–ის, გ----------------–---–ის, მ--–-------------–--ის, გ-------------–---- და მ-------------ის ჩვენებების, ხოლო დარჩენილ სხვა მოწმეთა სხდომებში რაიმე მსგავსების დადგენა ვერ მოხერხდა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა #1, დადგენილება საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ; ინსპექტორ გამომძიებლის გ------------–---–ის პატაკი; შპს „ჯ-----------------------“-ს ოფისის ჩხრეკის ოქმი; ამოღებული დოკუმენტაცია - საზოგადოების იურიდიული და საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა #2-ები, სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები; ქ. თბილისის მერიიდან დოკუმენტების ამოღების ოქმი, ამოღებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები და სატენდერო დოკუმენტაცია, შპს „ჯ--------------“ ინვენტარიზაციის მასალები და საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, თემატური რევიზიის აქტი და ცნობა, ელექტრონული მეილის დათვალიერების ოქმი, დათვალიერებული წერილი და თანდართული დოკუმენტები (ასევე თარგმნილი ქართულ ენაზე); ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმი; დათვალიერებული ინფორმაცია; ამოღების ოქმი და საბანკო დაწესებულებებიდან ამოღებული დოკუმენტაცია.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების მ-----------------–----------–-----------------–----------------------------------–-–---–--------–---–-----------------------–---–---------------------------------------–---–--- ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ბრალდებულებმა გ-------------ემ, ზ-------------–--ემ, მ--–-------------–--ემ და დ------–----ამ სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას დააფიქსირეს, რომ შპს „ჯ---------------------“ გზებს აკეთებდა და არემონტებდა მაღალ ხარისხში და ისინი მოტყუებით არ დაუფლებიან სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს.
სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით და მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), ბრალდებულების ბრალეულობის დასადასტურებლად.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ბრალდებულთა მიერ თაღლითობის განხორციელების ფაქტზე.
სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ ,,გ-------------ემ, ზ-------------–--ემ, მ--–-------------–--ემ და დ------–----ამ როგორც საზოგადოების ხელმძღვანელებმა და დირექტორებმა დანაშაულებრივად განიზრახეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება“. სასამართლოში დაკითხულ მერიისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომელთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ შპს „ჯ-----------------------“-მ ტენდერში დამსახურებულად გაიმარჯვა, რომ მათი პირობები იყო საუკეთესო, რადგან ხსენებულ კომპანიას გააჩნდა ისეთი დანადგარი, რომელიც მოკლე დროში ეფექტურად და მაღალი ხარისხით ახორციელებდა სამუშაოებს გზების მშენებლობისა და რემონტის სფეროში, რაც სხვა კომპანიებს არ გააჩნდათ. მოწმე თ------------–-----ის განმარტებით, შპს „ჯ---------------------“-ს მუშაობის მეთოდი საქართველოს რეალობაში ახალი იყო, რადგან იგი მოკლე დროში ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს, მისი პირობები იყო საუკეთესო, რის გამოც გაიმარჯვა მან“.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე არ დადასტურებულა, რომ ,,ბრალდებულებმა დაარწმუნეს ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია, ხოლო საზოგადოების გეგმიური დაგროვება (მოგება) 8 და 10%, რასაც ასევე უთითებდნენ სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილ ხარჯთაღრიცხვებში“. სასამართლოში დაიკითხნენ ქ. თბილისის მერიისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომელთა ჩვენებებითაც ცალსახად არ დადასტურდა აღნიშნული ფაქტი, კერძოდ: მოწმე მ--–--------–---–---–ის თქმით, იგი აკონტროლებდა ღორღის ხარჯვას, ხოლო ემულსიასთან შეხება არ ჰქონია, მან ზეპირი გადმოცემით იცოდა, რომ 1 მ3 სამუშაოზე უნდა დახარჯულიყო 100-150 ლიტრი ემულსია, თუმცა ვისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია, მას სასამართლოსთვის არ მიუთითებია. ასევე იგი არასოდეს შესწრებია კომპანიის მიერ ღორღის გადაყრის ფაქტს. მისი ზედამხედველობის დროს შპს „ჯ-----------------------“-ს მიმართ რაიმე პრეტენზია ზეპირი ან წერილობითი ფორმით არასდროს დაფიქსირებულა; მოწმე თ------------–-----ის განმარტებით, რა რაოდენობის თანხაც გამოიყო ბიუჯეტიდან, ზუსტად იმ ოდენობის სამუშაოები იქნა ამ კომპანიის მიერ შესრულებული და კომპანიის მხრიდან რაიმე თანხის დამატებით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. თუ რა ოდენობის ღორღი და ემულსია იხარჯებოდა, მოწმეს ამის თაობაზე არ აქვს ინფორმაცია. მოწმე თ--------------------–--ის განმარტებით, ემულსიის ხარჯვის სტანდარტი არ არსებობს და სამსახურებრივად არ ევალება ემულსიის ხარჯის გამოანგარიშება, ხოლო დოკუმენტებში ცრუ ინფორმაციის შეტანა მისთვის არავის უთხოვია და არც შეუტანია. მოწმემ არ იცის თუ რა ოდენობის ემულსია იხარჯება 1მ3 ღორღზე. ემულსიის ხარჯვის რაოდენობა სეზონების მიხედვით სხვადასხვაა. ფორმა #2 დგებოდა გახარჯული ღორღის საფუძველზე და ემულსიის ხარჯვის რაოდენობაზე მოწმე არ დაინტერესებულა და არც მოვალეობა ჰქონდა ამის. მოწმე მ-------------ის განმარტებით, მან არ იცოდა ასფალტ-ბეტონის დაგების სამშენებლო ნორმები, მან იცოდა მხოლოდ ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, რომ ემულსია ზამთრის პერიოდში უფრო დიდი რაოდენობით იხარჯებოდა, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. მოწმეს აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას რაიმე ეჭვი არ გაჩენია, მასზედ რომ შესრულებული სამუშაო წინააღმდეგობაში მოდიოდა მერიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ რაიმე დარღვევას რომ ჰქონოდა ადგილი, ის აუცილებლად ასახავდა და კომპანიას მოუწევდა შეცდომის გამოსწორება, რომელსაც თავიდან მოუწევდა სამუშაოს ჩატარება. მოწმე ლ-----------ის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობით უნდა დახარჯულიყო ემულსია გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, მიიღო ზეპირად, მაგრამ ვისგან მიიღო, ვერ გაიხსენა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან სამუშაოები შემოდგომის ბოლოს ხორციელდებოდა, უფრო რთული იყო მათი ჩატარება, თუმცა კონტრაქტორი მზად იყო, თვითონ გამოესწორებინა ყველა ხარვეზი და ასეც იქცეოდნენ გამგეობის თანამშრომლების ჩარევის გარეშე. შპს „ჯ-----------------------“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების მიმართ არ ყოფილა პრეტენზია.
ამდენად, ქ. თბილისის მერიისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის არც ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურებია, რომ ბრალდებულებმა ისინი ,,დაარწმუნეს“, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია, ხოლო საზოგადოების გეგმიური დაგროვება (მოგება) 8 და 10%.
ამასთანავე, როგორც მერიისა და გამგეობის თანამშრომლებმა, ასევე შპს „ჯ-----------------------“-ს თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში მითითებული იყო სწორი ინფორმაცია, ანუ ის ინფორმაცია, რა სამუშაოც შესრულებული იყო კომპანიის მიერ, რომლებიც შესაბამისობაში იყო მიღება-ჩაბარების აქტებთან, ხოლო წელიწადის დროების მიხედვით ემულსიის საჭიროება სხვადასხვა იყო, კერძოდ ზამთარში მეტი ემულსია იყო საჭირო, ხოლო წელიწადის სხვა დროს - შედარებით ნაკლები. შესაბამისად, ბრალდებულები ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის რეალურად გახარჯულ ოდენობაზე გაცილებით დიდ მოცულობას რომ უთითებდნენ, აიხსნება იმ გარემოებით, რომ ემულსიის რაოდენობას რაიმე ნორმა და სტანდარტი არ გააჩნია და მისი სპეციალისტები მუშაობენ თვალის ზომისა და წელიწადის სეზონის გათვალისწინებით (რაც ასევე დაადასტურეს უშუალოდ შპს „ჯ-----------------------“-ს ოპერატორებმა). ღორღისა და ემულსიის გადაყრის ფაქტი კი არც ერთ მოწმეს დაუდასტურებია. გარდა ამისა, არ დადასტურებულა, რომ ბრალდებულებმა მოტყუებით მიისაკუთრეს რაიმე თანხა. შპს „ჯ-----------------------“-ს ბუღალტერის მ-------------–---–ის თქმით, კომპანიის დირექტორებს კუთვნილი ხელფასების გარდა, სხვა თანხები არ გაუტანიათ კომპანიიდან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოწმეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ სამუშაოების შესრულების შემდეგ გზების კვლავ დაზიანების შემთხვევაში, შპს „ჯ-----------------------“ თავისი სახსრებით, თავად აღადგენდა დაზიანებებს, რაც მაღალი ხარისხის გარანტიას კიდევ უფრო ამყარებდა. რაც შეეხება ზიანს, ქ.მერიასა და გამგეობას, როგორც მისმა თანამშრომლებმა მიუთითეს, შპს „ჯ-----------------------“-ს მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არასდროს ჰქონიათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ექსპერტ ნ-----–---------–---–-ს განმარტებაც, რომლის მიხედვითაც ,,ბრალდების მხარის პრეტენზია მასზედ, რომ ტენდერის დოკუმენტაციაში ეწერა მოგება 8-10%, ხოლო რეალური მოგება იყო 30-35%, რის გამოც სახელმწიფოს მიადგა ზიანი, არაა სწორი, რადგან ტენდერი რა ფასშიც გამოცხადდა, კომპანიამ ამ თანხის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა, რაც ორივე მხარისათვის იყო მისაღები“.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით, გ-------------ე იგივე პოზიციაზე მუშაობს და ასრულებს სამუშაოებს, ზ-------------–--ე და მ--–-------------–--ე ქ. თბილისის მერიის თანამშრომლები არიან, ხოლო დ------–----ა 20-7 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ დასახელდა ,,თბილისზე და თბილისელებზე მზრუნველად“ და გადაეცა სპეციალური სიგელი, რაც მეტყველებს ბრალდებულთა კეთილსინდისიერებაზე.
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ გ-------------ემ, ზ-------------–--ემ, მ--–-------------–--ემ და დ------–----ამ ჩაიდინეს თაღლითობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ-------------ის, ზ-------------–--ის, მ--–-------------–--ის და დ------–----ას მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულების გ-------------ის, ზ-------------–--ის, მ--–-------------–--ის და დ------–----ას მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) ჩადენაში, რის გამოც ბრალდებულები უნდა გამართლდნენ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ზ-------------–--ე გამართლდეს საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
დ------–----ა გამართლდეს საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 30 ივნისის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2----–-–------------- განჩინების საფუძველზე გ-------------ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ნაცვლად, დ------–----ას მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20 000 (ოცი ათასი) ლარის ნაცვლად და ზ-------------–--ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20 000 (ოცი ათასი) ლარის ნაცვლად, კ-------------------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - თ---–--–------------------------------–- მდებარე არასაცხოვრებელი ფართის - სხვენის სართულის (ს/კ 0-.1-.1-.0--.----------- ეკვივალენტურ წილს.
მ--–-------------–--ე გამართლდეს საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 09 ივლისის განჩინებით, მ--–-------------–--ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20 000 (ოცი ათასი) ლარის ნაცვლად, მ--–-------------–--ის (-------------------------------------–---------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ.------–-------------------–------- დამხმარე ფართი 22.0------------------------------------------------------- ეკვივალენტურ წილს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შპს ,,-------------“-ს ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, შიდა გადახდის დოკუმენტაცია, დეკლარაციები, სასაქონლო ზედნადებები, შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები, წერილები, გასავლის ორდერები, საშტატო განრიგები, საზოგადოების საბუღალტრო და სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, მოთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე და საზოგადოების სხვადასხვა საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია სულ 19 ტომარად - დაუბრუნდეს შპს ,,-------------“-ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი