განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100117001894401
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----17

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - გიორგი გარაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------–-ძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მა-–------------------------–--ლი, (დაბადებული - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ჭ--------ა, ნ. ბ-------–---–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ლა-------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. მ--–---- ხ-----–--ლი ყოფილ მეუღლეს - ქ------ნ ტ-----–---ს ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ,: 2016 წლის 12 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ზ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–---- ხ-----–--ლმა ქ------ნ ტ-----–---ს დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე, ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. 2017 წლის 14 მარტს, ქ. თბილისში, ზ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–---- ხ-----–--ლმა მათი არასრულწლოვანი შვილების - ვ-–-------- და ე-–-- ხ-----–--ლების თანდასწრებით ქ------ნ ტ-----–---ს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. მ--–---- ხ-----–--ლის ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ქ------ნ ტ-----–--- განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. მ--–---- ხ-----–--ლმა ყოფილ მეუღლეს - ქ------ნ ტ-----–---ს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა, კერძოდ: 2017 წლის 14 მარტს, ქ. თბილისში, ზ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–---- ხ-----–--ლმა მათი არასრულწლოვანი შვილების - ვ-–-------- და ე-–-- ხ-----–--ლების თანდასწრებით ქ------ნ ტ-----–---ს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. მ--–---- ხ-----–--ლის ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ქ------ნ ტ-----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ - ქ------ნ ტ-----–--ის და მოწმეების ი----ლ ტ-----–--ის, გ------------------–--ლის, ნ-----------–---–ის, მ-------–----------–-–--ლის, კ----------------------- და ს--–-----–-------ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მ--–---- ხ-----–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მ--–---- ხ-----–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. დაზარალებულმა ქ------ნ ტ-----–---მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2001 წლიდან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა მ--–---- ხ-----–--ლთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - ბ---, ვ-–-------- და ე-–-- ხ-----–--ლები. დაახლოებით 3-4 წლის წინ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც, ისინი განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ მათი შვილები ცხოვრობენ ჭ--------აში მის მშობლებთან, ხოლო თვითონ სამუშაოდ წამოსულია ქ.თბილისში. 2017 წლის 14 მარტის მდგომარეობით დედამისს - თ--------------ს მისი შვილები ვ-–-------- და ე-–-- ხ-----–--ლები ჩამოყვანილი ჰყავდა მასთან, რომლებიც 2017 წლის 14 მარტს ასევე, მოინახულა მამამ მ--–---- ხ-----–--ლმა მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კიკვიძის ბაღში. როდესაც ბავშვები და მისი ყოფილი მეუღლე მ--–---- ხ-----–--ლი გამოდიოდნენ კიკვიძის ბაღიდან, ხოლო ის მიდიოდა სამსახურში, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ზ--------ის ქუჩა #2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მ--–---- ხ-----–--ლმა, მათი არასრულწლოვანი შვილების - ვ-–-------- და ე-–-- ხ-----–--ლების თანდასწრებით, ქურთუკზე მოკიდა ხელი, რის შემდეგაც სახის არეში, კერძოდ, ლოყაზე ორჯერ დაარტყა ხელი - ერთხელ მუშტი და ერთხელ გაშლილი ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მოწმის განმარტებით, მ--–---- ხ-----–--ლის აღნიშნული ქმედებებით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 14 მარტს მ--–---- ხ-----–--ლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი იყო პირველი შემთხვევა, სხვა დროს, მათ შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს, ან 2017 წლის 14 მარტის შემდეგ, მისი მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ქ------ნ ტ-----–---მ ასევე, განმარტა, რომ მას მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

4.2. მოწმე ი----ლ ტ-----–---მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული მ--–---- ხ-----–--ლი არის მისი შვილის - ქ------ნ ტ-----–--ის ყოფილი ქმარი. თანაცხოვრების საწყის ეტაპზე მეუღლეებს ჰქონდათ ნორმალური, კარგი ურთიერთობა, თუმცა, ბოლო პერიოდში მათ დაეძაბათ ურთიერთობა, რის გამოც ისინი განქორწინდნენ. მოწმის განმარტებით, მან ოჯახის წევრებისგან იცის, რომ 2017 წლის 14 მარტს, მის შვილსა და ყოფილ სიძეს შორის, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა კონფლიქტი, თუმცა, კონფლიქტის დეტალები არ იცის.

4.3. მოწმე გ------------------–--ლმა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შ-------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---–ი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 15 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1--- წელს დაბადებული მ--–---- ხ-----–--ლი, რომელიც ყოფილი მეუღლის - ქ------ნ ტ-----–--ის მიმართ ახორციელებდა ძალადობას, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბე---–--ის ქუჩა #5-ში და აპირებდა მიმალვას. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, კერძოდ, განყოფილების უფროსის მოადგილეს ზ------------ეს.

4.4. მოწმე ნ-----------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შ-------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---–ი უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 15 მარტს, ინსპექტორ-გამომძიებლის გ------------------–--ლის პატაკის საფუძველზე და განყოფილების უფროსის მოადგილის ზ------------ის დავალებით, თანამშრომელთან - მ-------–----------–-–--ლთან ერთად გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისში, ბე---–--ის ქუჩა #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ პატაკში მითითებული პიროვნება - 1--- წელს დაბადებული მ--–---- ხ-----–--ლი და იმის გამო, რომ როგორც პატაკში იყო მითითებული იგი აპირებდა მიმალვას, მათ მიერ მ--–---- ხ-----–--ლი დაკავებულ იქნა ადგილზე, რის შემდეგაც იგი გადაყვანილ იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

4.5. მოწმე მ-------–----------–-–--ლმა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 15 მარტის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შ-------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---–ი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 15 მარტს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია, რომ მ--–---- ხ-----–--ლი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბე---–--ის ქუჩა #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ნ-----------–---–თან ერთად გავიდა ქ. თბილისში, ბე---–--ის ქუჩაზე, სადაც დახვდათ მ--–---- ხ-----–--ლი, რომელსაც განუმარტეს, რომ ყოფილი მეუღლის ძალადობის ფაქტზე ახდენდნენ მის დაკავებას. მოწმის განმარტებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-----------–---–ის მიერ მისი მონაწილეობით ადგილზე მოხდა მ--–---- ხ-----–--ლის დააკვება და შესაბამისი ოქმის შედგენა, რაც ხელმოწერით დაადასტურა ბრალდებულმა, რის შემდეგაც იგი გადაყვანილ იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

4.6. მოწმე ს--–---- ჟ------მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შ-------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---–ი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დაკითხულ იქნა ბრალდებული, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შესახებ, ვინაიდან დაზარალებულმა დაკითხვისას მიუთითა, რომ მისი ყოფილი მეუღლე სისტემატურად იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, თუმცა, გამოკვლევის დასკვნით აღნიშნული არ დადასტურდა, ასევე, 2017 წლის 14 მარტს, მის მიერ, როგორც სპეციალიზებული გამომძიებლის მიერ, კანონიერი წარმომადგენლის - ბებიის თ--------------ის მონაწილეობით, ცალ-ცალკე გამოკითხულ იქნენ ქ------ნ ტ-----–--ისა და მ--–---- ხ-----–--ლის არასრულწლოვანი შვილები - რვა წლის ვ-–-------- და ექვსი წლის ე-–-- ხ-----–--ლები, რომელთაც მიუთითეს, რომ ბებიასთან ერთად ჩამოსულები იყვნენ თბილისში დედის სანახავად, ვინაიდან დედა დროებით ცხოვრობდა თბილისში. ისინი მოინახულა მამამ და ვიდრე ბავშვები მამას ესაუბრებოდნენ ქუჩაში, გამოვიდა დედა, რომელიც შეაჩერა მამამ. ისინი საუბრობდნენ და შემდეგ ამ საუბრისას მამამ ხელი გაარტყა და თმები მოქაჩა დედას. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

4.7. მოწმე კ---------------------მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შ-------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---–ი დეტექტივ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 14 მარტს გამოძიება დაიწო მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ ყოფილი მეუღლის ქ------ნ ტ-----–--ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები - მოწმის სახით დაკითხულ იქნა ქ------ნ ტ-----–---, ასევე, დაკითხულ იქნენ სხვა მოწმეები, ქ------ნ ტ-----–--ის მიმართ დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, მ--–---- ხ-----–--ლს წარუდგინა ბრალი და სხვა. მოწმის განმარტებით, ქ------ნ ტ-----–---მ, რომელიც დაკითხვისას იყო აღელვებული, განმარტა, რომ მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, მოწმის განმარტებით დაკითხვისას ქ------ნ ტ-----–---მ ინფორმაცია მიაწოდა არა მხოლოდ 2017 წლის 14 მარტს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, არამედ 2016 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ეჭვიანობის ნიადაგზე. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

4.8. არასრულწლოვანი მოწმის – ე-–-- ხ-----–--ლის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, ირკვევა, რომ მისი მშობლები - ქ------ნ ტ-----–--- და მ--–---- ხ-----–--ლი არიან განქორწინებულები. თვითონ და მისი ძმები ბ--- და ვ-–-------- ხ-----–--ლები ცხოვრობენ დედის მშობლებთან ჭ--------აში, ხოლო დედამისი ქ------ნ ტ-----–--- დროებით ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2017 წლის 13 მარტს ბებიამ - თ--------------მა ის და მისი ძმა - ვ-–-------- ხ-----–--ლი დედამისის სანახავად ჩამოიყვანა თბილისში. 2017 წლის 14 მარტს, მათ სანახავად მივიდა მამა - მ--–---- ხ-----–--ლი, რომელსაც შეხვდნენ სახლთან ახლოს ქუჩაში, მიმდებარე ტერიტორიაზე დასხდნენ სკამზე და საუბრობდნენ. საუბრისას მამამ მათ უთხრა, რომ „დედას მეგობარი რომ არის მ----ბი, იმას მანქანაში არ ჩაუჯდეთო“. მათი საუბრისას გამოიარა დედამისმა, რომელიც სამსახურში მიდიოდა. მამამისმა დედამისს უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და გაჩერებულიყო. მათ დაიწყეს საუბარი, რა დროსაც მამამისმა დედამისს სახეში, კერძოდ, ლოყაზე გაარტყა ხელი, ასევე, თმებში მოკიდა ხელი და მოქაჩა. აღნიშნულის დანახვაზე მას და მის ძმას შეეშინდათ და სახლში გაიქცნენ.

4.9. არასრულწლოვანი მოწმის – ე-–-- ხ-----–--ლის გამოკითხვის ოქმში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები ზედმიწევნით დასტურდება არასრულწლოვანი მოწმის – ვ-–-------- ხ-----–--ლის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეთა მიერ, ასევე, უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.

4.10. ბრალდებულმა მ--–---- ხ-----–--ლმა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მას ყოფილი მეუღლის - ქ------ნ ტ-----–--ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას შეუფერებელი ჩაცმულობისა და ქცევის გამო.

4.11. მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა დაზარალებულ - ქ------ნ ტ-----–--ის და მოწმეების ი----ლ ტ-----–--ის, გ------------------–--ლის, ნ-----------–---–ის, მ-------–----------–-–--ლის, კ----------------------- და ს--–-----–-------ს საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ვ-–-------- ხ-----–--ლის და ე-–-- ხ-----–--ლის გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, .

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ მ--–---- ხ-----–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ - ქ------ნ ტ-----–--ის და მოწმეების ი----ლ ტ-----–--ის, გ------------------–--ლის, ნ-----------–---–ის, მ-------–----------–-–--ლის, კ----------------------- საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4.13. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.15. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.17. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი და ღირსება. ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება-განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

5.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი(ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი ნიშანია ასეთი ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც მიუთითა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები....“ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება).

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბრალდებულ მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ - ქ------ნ ტ-----–--ის და მოწმეების ი----ლ ტ-----–--ის, გ------------------–--ლის, ნ-----------–---–ის, მ-------–----------–-–--ლის, კ----------------------- საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე, ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

5.7. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.8. სასამართლო ბრალდებულ მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ - ქ------ნ ტ-----–--ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით და არასრულწლოვანი მოწმეების ე-–-- და ვ-–-------- ხ-----–--ლების გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულმა მ--–---- ხ-----–--ლმა ყოფილ მეუღლეს - ქ------ნ ტ-----–---ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა, კერძოდ: 2017 წლის 14 მარტს, ქ. თბილისში, ზ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–---- ხ-----–--ლმა, მათი არასრულწლოვანი შვილების - ვ-–-------- და ე-–-- ხ-----–--ლების თანდასწრებით, ქ------ნ ტ-----–---ს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. მ--–---- ხ-----–--ლის ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ქ------ნ ტ-----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. კერძოდ, დაზარალებული საქმის არსებით სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ 2017 წლის 14 მარტს, ქ. თბილისში, ზ--------ის ქუჩა #2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ის და მისი ყოფილი მეუღლე მ--–---- ხ-----–--ლი შეხვდნენ ერთმანეთს იმ დროს, როდესაც მის ყოფილ მეუღლეს მათი მცირეწლოვანი შვილები მიჰყავდა სახლის მიმართულებით, ხოლო თვითონ მიდიოდა სამსახურში. მ--–---- ხ-----–--ლმა, მათი არასრულწლოვანი შვილების - ვ-–-------- და ე-–-- ხ-----–--ლების თანდასწრებით, ქურთუკზე მოკიდა ხელი, რის შემდეგაც სახის არეში, კერძოდ, ლოყაზე ორჯერ დაარტყა ხელი - ერთხელ მუშტი და ერთხელ გაშლილი ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ--–---- ხ-----–--ლის აღნიშნული ქმედებებით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადასტურებული თვითმხილველი მოწმეების ე-–-- და ვ-–-------- ხ-----–--ლების გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანახმადაც დადგენილია, რომ მამამისმა - მ--–---- ხ-----–--ლმა, მათი თანდასწრებით, ქ------ნ ტ-----–---ს დაარტყა ხელი სახის არეში და მოქაჩა თმები. მათი გამოკითხვის ოქმით ასევე დადგენილია, ეჭვიანობის მოტივი, კერძოდ, იგი ბავშვებს აფრთხილებს, რომ მანქანაში არ ჩაუსხდნენ დედის მეგობარ მ----ბს. გარდა ამისა, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებებსა - სახის არეში დარტყმებსა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ მ--–---- ხ-----–--ლის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას - აღნიშნული ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დაზარალებულმა ქ------ნ ტ-----–---მ განმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ მის მიმართ ძალადობა განახორციელა მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც ასევე დასტურდება მათი არასრულწლოვანი შვილების - ე-–-- და ვ-–-------- ხ-----–--ლების გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

5.9. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ მ--–---- ხ-----–--ლის პოზიციას, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მას ყოფილი მეუღლის - ქ------ნ ტ-----–--ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მისი განმარტება ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

 

5.10. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

5.11. ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში: opuz v. Turkey - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.13. რაც შეეხება მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილ 2016 წლის 12 ოქტომბერს განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ძალადობის ფაქტი საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ იქნა დადასტურებული, ვინაიდან ბრალდებულმა საერთოდ უარყო ქ------ნ ტ-----–--ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელება, ასევე დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ--–---- ხ-----–--ლმა 2017 წლის 14 მარტს პირველად განახორციელა მის მიმართ ძალადობა, ხოლო სხვა დროს, მათ შორის, 2016 წლის 12 ოქტომბერს, ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ასევე, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის დავით მიქიაშვილის 2017 წლის 27 მარტის წერილი, რომლის თანახმადაც ირკვევა, 2013 წლიდან 2017 წლის 27 მარტამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ზ--------ის ქუჩა #2 საქართველოს შს სამინისტროს სსიპ 112-ში მოქალაქეების ქ------ნ ტ-----–--ის და მ--–---- ხ-----–--ლის მიერ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება არ ფიქსირდება. ამდენად, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი, ისიც ირიბი მტკიცებულება - მოწმე კ----------------------- ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე გააჟღერა ქ------ნ ტ-----–--ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რაც, თავის მხრივ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო აღნიშნული ინფორმაციის წყარომ - ქ------ნ ტ-----–---მ. შესაბამისად, მ--–---- ხ-----–--ლის მიერ ქ------ნ ტ-----–--ის მიმართ 2016 წლის 12 ოქტომბერს განხორციელებული ძალადობის ფაქტის ნაწილში მ--–---- ხ-----–--ლი უნდა გამართლდეს და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების აღნიშნულ ნაწილი მ--–---- ხ-----–--ლს ცალკე ეპიზოდად არ აქვს წარდგენილი, აღნიშნულ ნაწილში გამართლება კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–---- ხ-----–--ლმა 2017 წლის 14 მარტს ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. მ--–---- ხ-----–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.7. მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ძალადობის ხასიათსა და მის ინტენსივობას. მოცემულ შემთხვევაში მ--–---- ხ-----–--ლის მხრიდან ძალადობას არ ჰქონია სისტემატური ხასიათი, არამედ როგორც დაზარალებული ქ------ნ ტ-----–--- განმარტავს, 2017 წლის 14 მარტს განხორციელებული ფაქტი იყო პირველი შემთხვევა და არც მანამდე და არც მას შემდეგ, მ--–---- ხ-----–--ლის მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს ძალადობის ხასიათს. მოცემულ შემთხვევაში მ--–---- ხ-----–--ლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას მძაფრად გამოხატული აგრესიული ხასიათი არ ჰქონია, საუბარია სახის არეში ხელის ორჯერ დარტყმაზე. ამასთან, როგორც დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დასაქმებულია კერძო სექტორში.

7.8. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მ--–---- ხ-----–--ლი არ აღიარებს ბრალად შერაცხულ დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ორი ალტერნატივიდან, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სასამართლოს მ--–---- ხ-----–--ლის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის, ასევე დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მის მიმართ „საპატიმრო‘‘ სასჯელის განსაზღვრა.

7.9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–---- ხ-----–--ლს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს 2017 წლის 15 მარტიდან - 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ--–---- ხ-----–--ლის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–---- ხ-----–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2017 წლის 15 მარტიდან - 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

2. გაუქმდეს მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. მსჯავრდებულ მ--–---- ხ-----–--ლის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე