განაჩენი

სისხლის სამართლის 05.01.2019
საქმის ნომერი
340100118002722659
დავის ტიპი
126 2 გ , 126 2 ბ
თარიღი
05.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002722659

N1/240-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

04.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ან------ ჩა-–----–--ლის

ადვოკატ - მა----–- ღვ--–-ძის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №2----------)

ბრალდებული: ან------ ჩა-–----–--ლი;

მამის სახელი: შო---;

დაბადებული: 25.03.1----–--–--

პირადი ნომერი: 1-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი კა---------;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი კა---------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

კვალიფიკაცია:ან------ ჩა-–----–--ლს ბრალი ედება მასში რომ ოჯახში ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლიდან ან------ ჩა-–----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის ჯა-- ჩა-–----–--ლის, ნი- ჩა-–----–--ლი და ან-----ი- ჩა-–----–--ლის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს გი------ ჩა-–----–--ლს და რძალს თე---- ჯა----–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

ან------ ჩა-–----–--ლი 2018 წლის 11 ოქტომბერს 23:28 საათზე დააკავეს და 2018 წლის 12 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბერის განჩინებით, ან------ ჩა-–----–--ლს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლიდან ან------ ჩა-–----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის ჯა-- ჩა-–----–--ლის, ნი- ჩა-–----–--ლი და ან-----ი- ჩა-–----–--ლის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს გი------ ჩა-–----–--ლს და რძალს თე---- ჯა----–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - თა---- ჯა----–--ლის, თე---- ჯა----–--ლი, გი------ ჩა-–----–--ლის გამოკითხვის ოქმებით, თა---- ჯა----–--ლის შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლიდან ან------ ჩა-–----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის ჯა-- ჩა-–----–--ლის, ნი- ჩა-–----–--ლი და ან-----ი- ჩა-–----–--ლის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს გი------ ჩა-–----–--ლს და რძალს თე---- ჯა----–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

ქმედების სისტემატიურობა გამოიხატება, თუ ის ჩადენილია სამჯერ მაინც, დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ან------ ჩა-–----–--ლმა, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

ბრალდებული აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდა თავისი ოჯახის წევრების შვილის და რძლის მიმართ.

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - თა---- ჯა----–--ლის, თე---- ჯა----–--ლი, გი------ ჩა-–----–--ლის გამოკითხვის ოქმებით, თა---- ჯა----–--ლის შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2016 წლიდან ან------ ჩა-–----–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის ჯა-- ჩა-–----–--ლის, ნი- ჩა-–----–--ლი და ან-----ი- ჩა-–----–--ლის თანდასწრებით, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს გი------ ჩა-–----–--ლს და რძალს თე---- ჯა----–--ლს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ტანჯვა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.

ძალადობრივი ქმედებები ბრალდებულმა განახორციელა ოჯახის ორი წევრის შვილის გი------ ჩა-–----–--ლის და რძლის თე---- ჯა----–--ლის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.

საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ჯა-- ჩა-–----–--ლი(დაბადებული 2011 წლის 14 დეკემბერს ), ნი- ჩა-–----–--ლი ( და--დებული 2016 წლის 17 დეკემბერს) და ან-----ი- ჩა-–----–--ლი (დაბადებული 2018 წლის 7 იანვარს) არიან არასრულწლოვნები, ბრალდებულის ოჯახის წევრები, მისი შვილიშვილები.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ან------ ჩა-–----–--ლიმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ან------ ჩა-–----–--ლის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ან------ ჩა-–----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ან------ ჩა-–----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა, რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ან------ ჩა-–----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.

 

2. ან------ ჩა-–----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს და ან------ ჩა-–----–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის 23:28 საათიდან.

 

3. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და აღსრულდება.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე