განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100118002691590
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი : ი-----–----------ა

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - უ–---------–--ე

 

ბრალდებული - ი-–-- რ-----------–-------–----ნი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, პირადი №3----------, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ფ----–--–------------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ბ-------------–----–------------------------------------------------ , ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–-----------------ს, ქ.თბილისში, ს------–---–-----------------------–--–-----, ს-----–--- ლ-------–-----ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი-–-- რ-----------–-------–----ნი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშვილებელს, ს-----–--- ლ-------–-----ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. ბრალდებულმა ი-–-- რ-----------–-------–----ნმა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოკითხვისას დეტალურად აღწერა 2----–-–-----------------ს, ს-----–--- ლ-------–-----ზე განხორციელებული მუქარის ფაქტი. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

2.2. ი-–-- რ-----------–-------–----ნის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით - მოწმეების: გ---------–---–------------------–---–-------------------ს და დაზარალებულ ს-----–--- ლ-------–-----ის გამოკითხვის ოქმებით; ი-–-- რ-----------–--------–-----ის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და შემაკავებელი ორდერებით.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. უტყუარ მტკიცებულებებზე მითითება, არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

4.2. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4.3. სასამართლომ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეთანხმებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. შესაბამისად, დანაშაულიც ამ მომენტიდან ითვლება დამთავრებულად.

 

4.5. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ს-----–--- ლ-------–-----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი არის ი-–-- რ-----------–-------–----ნის მშვილებელი. 2----–-–-----------------ს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი-–---რ-----------–-------–----ნი მივიდა მასთან სახლში და უმიზეზოდ დაიწყო ყვირილი. დაზარალებულის მოთხოვნაზე, რომ შეეწყვიტა ყვირილი და წასულიყო მისი საცხოვრებელი სახლიდან, ბრალდებული გახდა უფრო აგრესიული, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა დაზარალებულს, ემუქრებოდა რომ დაახრჩობდა, ოთახში არსებულ სკამებს ისროდა გაურკვეველი მიმართულებით, დაზარალებულისაკენ წავიდა ხელმომართული და ალბათ ხელსაც დაარტყამდა, დაზარალებულის სახლში რომ არ შესულიყო მეზობელი - გ---------–---–ი. ამ უკანასკნელმა ი-–-- რ-----------–-------–----ნი სახლიდან გაიყვანა გარეთ, ხოლო ს-----–--- ლ-------–-----მა დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. დაზარალებულის განმარტებით, მას შეეშინდა და ი-–--ს მხრიდან მიმართული მუქარა აღიქვა რეალურად.

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენი-–--, რომ 2----–-–-----------------ს ი-–-- რ-----------–-------–----ნმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ს-----–----ლ-------–-----ის მიმართ. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ს-----–--- ლ-------–-----ი არის მშვილებელი. მშვილებელი კი, ითვლება ოჯახის წევრად.

 

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-–-- რ-----------–-------–----ნმა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა მუქარა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულ ი-–-- რ-----------–-------–----ნის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ი-–-- რ-----------–-------–----ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს იმას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ უკანასკნელს არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, რაც მიიჩნევა შემამსუბუქებელ გარემოებად. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც ოჯახში ძალადობას სდევს თან. გასათვალისწინებელია, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ოჯახური დანაშაულის სერიოზულ პრობლემად აღიარება, რასაც მოჰყვა მკაცრი მიდგომა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. შესაბამისად, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ი-–-- რ-----------–-------–----ნს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით. სასამართლო განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი ი-–-- რ-----------–-------–----ნისათვის იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-–-- რ-----------–-------–----ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. ი-–-- რ---------- ლ-------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

3. ი-–-- რ-----------–-------–----ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე