განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
340100118002770149
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002770149

N1/250-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

9 იანვარი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - მი------ მა--------ნის

ადვოკატ-ლა-–- ჩო-----–--ლის, მუ------ პო---–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------.

ბრალდებული: მი------ მა--------ნი;

მამის სახელი: ნუ-------;

დაბადებული: 03.12.1----–--–-;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლევი;

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ვ-------------;

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ლაგოდეხი, წმინდა ნინოს ქუჩა.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

კვალიფიკაცია: მი------ მა--------ნს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ. ლაგოდეხში მცხოვრები მი----- მა--------ნი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მი----- მა--------ნი 2016 წლიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - თე- ბე–--–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მი----- მა--------ნის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა თე- ბე–--–--ლის ტანჯვას, რის გამოც, თანაცხოვრების პირობებში, თე- ბე–--–--ლი რამდენჯერმე იძულებული გახდა დროებით საცხოვრებლად გადასულიყო საკუთარ მშობლებთან ქ. თბილისში. 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ლაგოდეხში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, მი----- მა--------ნმა სცემა მეუღლეს - თე- ბე–--–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

მი------ მა--------ნი 2018 წლის 13 ნოემბერს 03:40 საათზე დააკავეს, ხოლო 2018 წლის 14 ნოემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 25 დეკემბერს მი------ მა--------ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 2000(ორი ათასი) ლარი და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

ქ. ლაგოდეხში მცხოვრები მი----- მა--------ნი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მი----- მა--------ნი 2016 წლიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - თე- ბე–--–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მი----- მა--------ნის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა თე- ბე–--–--ლის ტანჯვას, რის გამოც, თანაცხოვრების პირობებში, თე- ბე–--–--ლი რამდენჯერმე იძულებული გახდა დროებით საცხოვრებლად გადასულიყო საკუთარ მშობლებთან ქ. თბილისში. 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ლაგოდეხში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, მი----- მა--------ნმა სცემა მეუღლეს - თე- ბე–--–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე სო------ გო----–-ძის გამოკითხვის ოქმი, მოწმე სა-–---- მა--------ნის გამოკითხვის ოქმი, მოწმე მთ------- ბე–--–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ თე- ბე–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მი------ მა--------ნმა სცემა მეუღლეს - თე- ბე–--–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

ქმედების სისტემატიურობაში გამოიხატება, ქმედების ჩადენა, ორჯერ ან მეტჯერ, დროის მოკლე ინტერვალით. ქმედებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული.

დაზარალებულმა თე- ბე–--–--ლმა ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი------ მა--------ნმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

მი------ მა--------ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

მი------ მა--------ნის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი------ მა--------ნის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

მი------ მა--------ნის მიმართ ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბერს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25 დეკემბრის განჩინებით შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 2000 ლარით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.

მი------ მა--------ნის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25 დეკემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო 2000 ლარი, უზრუნველყოფილ იქნა 2018 წლის 27 დეკემბერს ნუ------- მა--------ნის(პ/ნ 2----------- მიერ.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მი------ მა--------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი. (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)

 

2.მი------ მა--------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ნუ------- მა--------ნს(პ/ნ 2----------- სრულად დაუბრუნდეს მი----- მა--------ნის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს უზრუნველსაყოფად 2018 წლის 27 დეკემბერს გადახდილი თანხა 2000(ორი ათასი) ლარი. სისხლის სამართლის საქმე N0-----------, სალაროს შემოსავლის ორდერი-2/13317

 

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

4. მი------ მა--------ნს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2018 წლის 13 ნოემბრის 03:40 საათიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე