განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
330100114602822
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – გ------- გა-------

ბრალდებულის – გ------- მ----–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

გ------- გ---ს ძე მ----–--ის, დაბადებულის - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ზე-----------------------------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ს------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ გ------- მ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

გ------- მ----–--ემ შპს ,,ი-----–-ს“ (ს/ნ 4--------) და შპს ,,გ-------ს“ (ს/ნ 4--------) სახელით 20-4 წლის 21 მარტიდან 20-4 წლის 25 მაისამდე პერიოდში შემოიტანა სხვადასხვა დასახელების 91 235 ლარის ღირებულების საქონელი. გ------- მ----–--ემ ისარგებლა ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის #290-ე ბრძანების 51-ე მუხლით, რომელიც იმპორტიორს აძლევს უფლებას შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადები გადაიხადოს საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 05 კალენდარული დღისა, ხოლო წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. გ------- მ----–--ეს გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაჰქონდა საქონელი ისე, რომ საშეღავათო ვადაში განზრახ არ იხდიდა იმპორტის გადასახდელებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 29 339 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

ჩადენილი ქმედებისათვის გ------- მ----–--ე 20-4 წლის 27 ივნისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდებულმა გ------- მ----–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერების ოქმი თანდართული მასალებით, მიმართვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსს და პასუხი მიმართვის წერილზე თანდართული ფაილებით, მომართვა შემოსავლების სამსახურის სარქივო სამმართველოდან თანდართული მასალებით, ოფისი ჩხრეკის ოქმი და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალები, რომლებიც საფუძვლად დაედო გ------- მ----–--ის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა გ------- მ----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

გ------- მ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

გ------- მ----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ გ------- მ----–--ეს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- მ----–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

2. გ------- მ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 20-8 წლის 21 დეკემბრიდან.

3. გ------- მ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 20-4 წლის 25 ივნისიდან 20-4 წლის 27 ივნისის ჩათვლით.

4. გ------- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ნ-----–------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ზ-------------–-------------------–---–----------------------1, ფართი 33.00 კვ.მ, საკადასტრო კოდით - 3------------------- რომელიც დაყადაღებულია 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში.

5. ნივთმტკიცება:

- ოფისის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაცია, რომელიც ინახება საქართველლოს ფ------------------------------------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი