გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002483492
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3501-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

მოსარჩელე - შპს ”ჯ---------------------------------ი”

წარმომადგენელი - ი------------–--–---–ი

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე

მესამე პირი - ლ--------------ე

წარმომადგენელი - გ-----------–---–-----ი

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №3--- გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის - ლ--------------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 18.02.2016 წელი) დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, პ-------------------------------–------------- მესაკუთრეა ლ--------------ე. საკადასტრო კოდი: 0----------------------- ფართი 41.78 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 63-64

 

4.1.2. დამღის დადების 2017 წლის 16 მაისის N0----- აქტით მიხედვით, შპს ”ჯ---------------------------------ის” წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენლის - გ-----------ის მიერ, ქ. თბილისი, გ---------------------–-----–--------------------, აბონენტის ნომერი 2------, აბონენტის დასახელება გ. ფ-–---–-----ი (ოფისი), შედგენილი იქნა აქტი მასზედ, რომ აღრიცხვის კვანძს დაედო დამღა N1------; მრიცხველის ჩვენება "0’’ მ3; მრიცხველის ტიპი ,,ბ---–--ი’’; მრიცხველის დიამეტრი 15 მმ; შემყვანი მილის დიამეტრი: 15 მმ; მრიცხველი დამონტაჟდა 2017 წლის მაისის თვეში. აღნიშნული აქტის შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ იხსნება ახალი აბონენტი, დამონტაჟდა მრიცხველი, რომელიც დაიპლომბა. აქტს ხელს აწერს აბონენტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნ. ნ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 16 მაისის დამღის დადების N0----- აქტი - ს/ფ 26

 

4.1.3. 2017 წლის 01 დეკემბერს ლ--------------ესა და შპს „ბ--------------------------ის’’ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, პ-------------------------------–------------- მესაკუთრე ლ--------------ე. საკადასტრო კოდი: 0----------------------- ფართი 41.78 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იჯარის ხელშეკრულება - ს/ფ 21-25

 

4.1.4. 2017 წლის 18 ნოემბერს გ-----------–---–-----მა აბონენტის რეგისტრაციის შეცვლის შესახებ განცხადებით მიმართა შპს ”ჯ---------------------------------ს” და განუმარტა, რომ უძრავ ქონებაზე, რომლის მესაკუთრეა ლ--------------ე (მდებარე ქ. თბილისი, პ--------------------------, საკადასტრო კოდი: 0-----------------------) მოხდეს აბონენტის ცვლილება - ნაცვლად თ. ყ-------–ისა, ქვითარი გაიგზავნოს ლ--------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ-----------–---–-----ის 2017 წლის 18 ნოემბრის განცხადება - ს/ფ 60-61

 

4.1.5. ”ჯ---------------------------------ის” N4------ ქვითრის მიხედვით, 2017 წლის 21 დეკემბერს აღებული იქნა ჩვენება - 576 მ3, აბონენტი N7--------, ფიზიკური პირი ლ--------------ე, მისამართი: ქ. თბილისი, ს----------–-------------------–--------------------------. სულ გადასახდელად დაერიცხა 2538.29 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ქვითარი - ს/ფ 67

 

4.1.6. 2018 წლის 09 თებერვალს ლ--------------ის წარმომადგენელმა გ-----------–---–-----მა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და მოითხოვა არასაყოფაცხოვრებო ტარიფით მოხმარებული წყლის ღირებულების - 2528.29 ლარის კორექტირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება - ს/ფ 54-55

 

4.1.7. 2018 წლის 09 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ №6----------- წერილით მიმართა შპს ”ჯ---------------------------------ს“ და ფიზიკური ლ--------------ის განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით მოსთხოვა, წერილობითი განმარტებისა და სრული დოკუმენტაციის წარდგენა.

 

2018 წლის 19 თებერვალს, შპს ”ჯ---------------------------------ის“ №0----------- წერილის მიხედვით, 2017 წლის მაისის თვიდან მისამართზე: ქ. თბილისი, პ----------------------------------------------ში ხორციელდებოდა სასმელი წყლის არასაყოფაცხვრებო მიზნებისათვის მოხმარება. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდიდან ფართო გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ოფისად. 2017 წლის მაისის თვეში დამონტაჟდა წყლის მრიცხველი, რომელიც დაიდამღა კომპანიის წარმომადგენლის მიერ. აქტში მითითებულია ობიექტის საქმიანობის შესახებ. აღნიშნულ აქტს ასევე ხელს აწერს აბონენტის წარმომადგენელი. მიუხედავად კომპანიის თანამშრომლების მიერ რამდენიმეჯერ გაფრთხილებისა, მომხმარებელმა 2017 წლის ნოემბრის თვემდე არ წარადგინა აბონირებისათვის სრული საბუთები. 2017 წლის ნოემბრის თვეში ლ--------------ის წარმომადგენელმა გ-----------–---–-----მა მიმართა შპს ”ჯ---------------------------------ს“ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე აბონირების შესახებ, შესაბამისად სააბონენტო ნომერზე 7--------, 2017 წლის მაისის თვიდან დაკორექტირდა სულადობით დარიცხული თანხა, ხოლო 2017 წლის დეკემბრის თვეში აღნიშნულ აბონენტს დაერიცხა მრიცხველზე არსებული ჩვენების მიხედვით სრულად. ვინაიდან მრიცხველი დამონტაჟდა 2017 წლის მაისის თვეში და აღნიშნული პერიოდიდან ხორციელდებოდა ფართში სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოხმარება. ამდენად დარიცხული თანხის დაკორექტირების საფუძველი არ არსებობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 19 თებერვლის №0----------- წერილი - ს/ფ 57-58.

 

4.1.8. შპს ”ჯ---------------------------------სა“ და ლ--------------ეს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2018 წლის 27 აპრილს გამართულ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლ--------------ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №3--- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ--------------ის განცხადება. ამავე გადაწყვეტილებით, ლ--------------ეზე 2528,29 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შპს ”ჯ---------------------------------ს“ მოქალაქე ლ--------------ეზე 2017 წლის დეკემბრში, მრიცხველის ჩვენების შესაბამისად განხორციელებული, მოხმარებული სასმელი წყლის 576მ3-ის საფასური დაერიცხა საყოფაცხოვრებო ტარიფით და შეეტანა ცვლილება მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №3--- გადაწყვეტილება - ს/ფ 17-20.

 

4.1.9. 2018 წლის 27 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ბ--------------------------ის’’ დირექტორმა ნ-----–--------------ემ განმარტა, რომ იგი იცნობდა ლ--------------ის შვილს გ-----------–---–-----ს, როდესაც ნ-----–--------------ემ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს გარკვეული საქმიანობის დაწყება დაახლოებით 2017 წლის გაზაფხულზე გ-----------–---–-----მა მას შესთავაზა საოფისე ფართი ქ. თბილისი, პ--------------ში. 2017 წლის 01 დეკემბრამდე - იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე აღნიშნულ ფართში მიდიოდა ხოლმე, ავეჯი შექონდა, ზოგჯერ რჩებოდა კიდეც. მაისიდან დეკემბრამდე აღნიშნულ ფარში ყოფნისთვის ქირა გადაიხადა, თუმცა იჯარის ხელშეკრულება დაიდო შპს ,,ბ--------------------------იასა’’ და ლ--------------ეს შორის 2017 წლის 01 დეკემბერს. მართალია მრიცხველზე დამღის დადების აქტზე მისი ხელმოწერა არის, მაგრამ მისთვის არავის განუმარტია თუ რაზე აწერდა ხელს. მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებამდე აღნიშნულ ფართშიც, მის სახლში და მისი პარტნიორის სახლშიც მუშაობდნენ პროექტზე, რომელიც ბაზარზე საბოლოოდ არ გავიდა. აღნიშნულ ფართში ოფისისთვის თან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და თან კიდევ საქმიანობასაც ახორციელებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ნ-----–--------------ის ჩვენება - სასამართლო სხდომის ოქმი (27.09.18წ. 12:41:53-12:56:46 სთ)

 

4.1.10. 2018 წლის 27 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ”ჯ---------------------------------ის“ თანამშრომელმა გ-----------ემ განმარტა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს საბურთალოს ტერიტორიაზე არსებული კომერციული - არასაყოფაცხოვრებო აბონენტების კონტროლი, მრიცხველიდან ანათვალის აღება, ასევე შემოწმება ახალი არასაყოფაცხოვრებო აბონენტების შექმნის შესახებ და მათი აღრიცხვაზე აყვანა. ამოწმებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე წყლის დატაცებას ხომ არ აქვს ადგილი, როგორც მას ახსოვს 2017 წლის გაზაფხულზე მას შეხვდა კურიერი, რომელიც ეძებდა კონკრეტულ მისამართს რათა ადრესატისათვის ამანათი ჩაებარებინა, მან მიასწავლა აღნიშნული მისამართი, მისგან გაიგო, რომ აღნიშნულ მისამართზე იყო ,,ქოლცენტრი’’. კურიერთან ერთად მივიდა აღნიშნულ მისამართზე და აღმოჩნდა ოფისი რომელსაც მრიცხველი არ ჰქონდა. მან ზეპირად გააფრთხილა იქ მყოფი პირი, რომ მრიცხველი დროულად დაემონტაჟებინათ და აბონენტად აღრიცხავზე ასულიყვნენ, რადგან არასაყოფაცხოვრებო აბონენტის გადასახადი მაღალი იყო და რამე გაურკვევლობებს არ ჰქონოდა ადგილი. 3-4 დღეში ისევ მივიდა აღნიშნულ მისამართზე და ადგილზე დახვდა ახალი მრიცხველი დამონტაჟებული, ტექნიკური საკითხები მოგვარებული ჰქონდა ოფისის მფლობელს, შედგა მრიცხველზე დამღის დადების შესახებ აქტიც. არასაყოფაცხოვრებო აბონენტად, აღნიშნული მისამართი დარეგისტრირდა 2017 წლის დეკემბერში. მოწმემ აჩვენა, რომ არაერთხელ გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ყოველთვის ხვდებოდა საქმიანი გარემო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე გ-----------ის ჩვენება - სასამართლო სხდომის ოქმი (27.09.18 12:57:23-13:16:42 სთ)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ”ჯ---------------------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №3--- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ”ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.

 

”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მიიჩნევს, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტოენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 09 თებერვალს ლ--------------ის წარმომადგენელმა გ-----------–---–-----მა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და მოითხოვა არასაყოფაცხოვრებო ტარიფით მოხმარებული წყლის ღირებულების - 2528,29 ლარის კორექტირება.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, პ-------------------------------–------------- მესაკუთრეა ლ--------------ე. საკადასტრო კოდი: 0----------------------- ფართი 41.78 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ დამღის დადების 2017 წლის 16 მაისის N0----- აქტით მიხედვით, შპს ”ჯ---------------------------------ის” წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენლის გ-----------ის მიერ, ქ. თბილისი, გ---------------------–-----–--------------------, აბონენტის ნომერი 2------, აბონენტის დასახელება გ. ფ-–---–-----ი (ოფისი), შედგენილი იქნა აქტი მასზედ, რომ აღრიცხვის კვანძს დაედო დამღა N1------; მრიცხველის ჩვენება "0’’ მ3; მრიცხველის ტიპი ,,ბ---–--ი’’; მრიცხველის დიამეტრი 15 მმ; შემყვანი მილის დიამეტრი: 15 მმ; მრიცხველი დამონტაჟდა 2017 წლის მაისის თვეში. აღნიშნული აქტის შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ იხსნება ახალი აბონენტი, დამონტაჟდა მრიცხველი, რომელიც დაიპლომბა. აქტს ხელს აწერს აბონენტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნ. ნ--------ე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ბ--------------------------ის’’ დირექტორმა ნ-----–--------------ემ განმარტა, რომ იგი იცნობდა ლ--------------ის შვილს გ-----------–---–-----ს, როდესაც ნ-----–--------------ემ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს გარკვეული საქმიანობის დაწყება დაახლოებით 2017 წლის გაზაფხულზე გ-----------–---–-----მა მას შესთავაზა საოფისე ფართი ქ. თბილისი, პ--------------ში. 2017 წლის 01 დეკემბრამდე - იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე აღნიშნულ ფართში მიდიოდა ხოლმე, ავეჯი შექონდა, ზოგჯერ რჩებოდა კიდეც. მაისიდან დეკემბრამდე აღნიშნულ ფარში ყოფნისთვის ქირა გადაიხადა, თუმცა იჯარის ხელშეკრულება დაიდო შპს ,,ბ--------------------------ისა’’ და ლ--------------ეს შორის 2017 წლის 01 დეკემბერს. მართალია მრიცხველზე დამღის დადების აქტზე მისი ხელმოწერა არის, მაგრამ მისთვის არავის განუმარტია თუ რაზე აწერდა ხელს. მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებამდე აღნიშნულ ფართშიც, მის სახლში და მისი პარტნიორის სახლშიც მუშაობდნენ პროექტზე, რომელიც ბაზარზე საბოლოოდ არ გავიდა. აღნიშნულ ფართში ოფისისთვის თან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და თან კიდევ საქმიანობასაც ახორციელებდა. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ”ჯ---------------------------------ის“ თანამშრომელმა გ-----------ემ განმარტა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს საბურთალოს ტერიტორიაზე არსებული კომერციული - არასაყოფაცხოვრებო აბონენტების კონტროლი, მრიცხველიდან ანათვალის აღება, ასევე შემოწმება ახალი არასაყოფაცხოვრებო აბონენტების შექმნის შესახებ და მათი აღრიცხვაზე აყვანა. ამოწმებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე წყლის დატაცებას ხომ არ აქვს ადგილი, როგორც მას ახსოვს 2017 წლის გაზაფხულზე მას შეხვდა კურიერი, რომელიც ეძებდა კონკრეტულ მისამართს რათა ადრესატისათვის ამანათი ჩაებარებინა, მან მიასწავლა აღნიშნული მისამართი, მისგან გაიგო, რომ აღნიშნულ მისამართზე იყო ,,ქოლცენტრი’’. კურიერთან ერთად მივიდა აღნიშნულ მისამართზე და აღმოჩნდა ოფისი რომელსაც მრიცხველი არ ჰქონდა. მან ზეპირად გააფრთხილა იქ მყოფი პირი, რომ მრიცხველი დროულად დაემონტაჟებინათ და აბონენტად აღრიცხავზე ასულიყვნენ, რადგან არასაყოფაცხოვრებო აბონენტის გადასახადი მაღალი იყო და რამე გაურკვევლობებს არ ჰქონოდა ადგილი. 3-4 დღეში ისევ მივიდა აღნიშნულ მისამართზე და ადგილზე დახვდა ახალი მრიცხველი დამონტაჟებული, ტექნიკური საკითხები მოგვარებული ჰქონდა ოფისის მფლობელს, შედგა მრიცხველზე დამღის დადების შესახებ აქტიც. არასაყოფაცხოვრებო აბონენტად, აღნიშნული მისამართი დარეგისტრირდა 2017 წლის დეკემბერში. მოწმემ აჩვენა, რომ არაერთხელ გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ყოველთვის ხვდებოდა საქმიანი გარემო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ბ--------------------------ის’’ დირექტორის ნ-----–--------------ის ჩვენებით, 2017 წლის გაზაფხულზე შევიდნენ ქ. თბილისი, პ--------------ში და აღნიშნულ ფართს ამზადებდნენ საოფისედ, თუმცა ამ პერიოდში იხდიდნენ ქირას, ასევე დამღის დადების 2017 წლის 16 მაისის N0----- აქტით მიხედვით, შპს ”ჯ---------------------------------ის” წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენლის გ-----------ის მიერ, ქ. თბილისი, გ---------------------–-----–--------------------, აბონენტის ნომერი 2------, აბონენტის დასახელება გ. ფ-–---–-----ი (ოფისი), შედგენილი იქნა აქტი მასზედ, რომ აღრიცხვის კვანძს დაედო დამღა N1------; მრიცხველის ჩვენება "0’’ მ3; მრიცხველის ტიპი ,,ბ---–--ი’’; მრიცხველის დიამეტრი 15 მმ; შემყვანი მილის დიამეტრი: 15 მმ; მრიცხველი დამონტაჟდა 2017 წლის მაისის თვეში. აღნიშნული აქტის შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ იხსნება ახალი აბონენტი, დამონტაჟდა მრიცხველი, რომელიც დაიპლომბა. აქტს ხელს აწერს აბონენტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნ. ნ--------ე. ასევე მოწმე გ-----------ის ჩვენებით, არაერთხელ გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ყოველთვის ხვდებოდა საქმიანი გარემო, საქართველოს ენერგეტიკისა და ყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. კერძოდ, მოპასუხემ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არასაყოფაცხოვრებო მიზნებით წყლის მოხმარების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო დამღის დადების აქტით კი არ დასტურდებოდა სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო მიზნებით მოხმარება, თუმცა აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევად, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა გულისხმობს არა მხოლოდ საქმეზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მოძიებას. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჩივრის განხილვის პროცესში თავად უნდა გამოეკვლია იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ბ--------------------------ის’’ დირექტორის ნ-----–--------------ის ჩვენებით 2017 წლის გაზაფხულიდან გ-----------–---–-----ს უხდიდა ქირას, ხოლო მოწმე გ-----------ის ჩვენებით კი არაერთხელ გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ყოველთვის ხვდებოდა საქმიანი გარემო, ხორციელდებოდა თუ არა 2017 წლის გაზაფხულიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე ბიზნესსაქმიანობა დასახელებულ მისამართზე და წყლის მოხმარება ხდებოდა საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო მიზნებით, ვინაიდან საქმის გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს მაღალი ხარისხით ეკისრება საჩივრის განხილვისას, რომელიც დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლიოს საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში წარმოების პროცესში გამოიძახოს მოწმეები, გამოიკვლიოს 2017 წლის 01 დეკემბრამდე იყო თუ არა ლ--------------ესა და შპს ,,ბ--------------------------ის’’ შორის საქმიანი ურთიერთობა და ხორციელდებოდა თუ არა ლ--------------ის საკუთრებაში არსებულ ფართში სამეწარმეო საქმიანობა, წყლის მოხმარება ხორციელდებოდა საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის და მის შემდგომ მოხდეს აბონენტისათვის წყლის გამოყენების შესახებ სააბონენტო გადასახადის დარიცხვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №3--- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ”ჯ---------------------------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №3--- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

 

3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას მოსარჩელე შპს ”ჯ---------------------------------ის” სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი