განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ნ-------- ჭ-----ის
ბრალდებულ _ მ----- თ------–-–---–ის
ადვოკატ - მ----- ნ--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ მ----- გ-------ს ძე თ------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ. თბილისში, ქ--–--------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- თ------–-–---–მა ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მ----- თ------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
მ----- თ------–-–---–ი თავისი შვილის დედას - თ-- ო---–---–ს, 2017 წლის 15 მაისიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ლანძღავდა, უმიზეზოდ ეჩხუბებოდა და ამასთანავე, სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მასზე. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯ---------------------–------------ში მ----- თ------–-–---–მა, მისი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, თ-- ო---–---–ს ამჯერადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოიხსენია უშვერი სიტყვებით, შეაგინა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ამასთანავე, დაარტყა ფეხიც. აღნიშნულის შედეგად თ-- ო---–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
ე.ი. მ----- თ------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა მ----- თ------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ----- თ------–-–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ----- თ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
მართალია, ბრალდებულ მ----- თ------–-–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც ბრალდებული აღიარებს და ინანიებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ----- თ------–-–---–ის მიერ თ-- ო---–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი (2017 წლის 15 მაისიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით), დაზარალებულის თქმით, იგი სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც პერიოდულად გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერები, ხოლო 2018 წლის 31 ივლისს ჩადენილი ძალადობრივი ქმედება, გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, გამოიხატა დაუნდობელი ხასიათის ფიზიკურ ძალადობაში (ხელითა და ფეხით სხეულის სხვადასხვა მიდამოში არაერთჯერად დარტყმაში). აღნიშნული ძალადობის ფაქტი განხორციელდა საჯარო ადგილას, ს-----ში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება, ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - მ------ თ------–-–---–ი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მ----- თ------–-–---–ი და თ-- ო---–---–ი არც რეგისტრირებულ ქორწინებაში და არც ფაქტობრივ ქორწინებაში არ ყოფილან, ისინი არც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. ბრალდებულის თქმით, მას ჰყავს სხვა ოჯახი, ხოლო თ-- ო---–---–თან მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებს, რასაც თავის მხრივ ადასტურებს დაზარალებულიც, რის გამოც სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას ქმედების 126-ე მუხლის 12 ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე, რამდენადაც მ----- თ------–-–---–ი და თ-- ო---–---–ი ოჯახის წევრებად არ ითვლებიან და შესაბამისად, სახეზე ვერ გვექნება ოჯახში ძალადობა.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
განხორციელებული ძალადობის ხასიათისა და მისი ინტენსიურობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - შინაპატიმრობის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი) მიღწეული. მხედველობაშია მისაღები ასევე ის გარემოება, რომ არაერთგზის გამოცემულმა შემაკავებელმა ორდერებმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და ვერ იქონია ის შემაკავებელი ეფექტი, რის გამოც იყო იგი გამოცემული.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მ----- თ------–-–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს მ----- თ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი არის ნასამართლობის არმქონე, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (რაც დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით). ამასთან, მისივე თქმით, ჰყავს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლე (მეორე ჯგუფის ინვალიდი) და ორი შვილი, მათ შორის არასრულწლოვანი - მ------ თ------–-–---–ი, რომელთაც მატერიალურ დახმარებას უწევდა საკუთარი შემოსავლით (დაკავებამდე მუშაობდა „-----------–--------------ში მ------–-ს პოზიციაზე). საქმის მასალებით და ბრალდებულის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ მ----- თ------–-–---–ი მზრუნველობას იჩენდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა არასრულწლოვანი შვილის - მ------ თ------–-–---–ის აღზრდის პროცესში, იმისდა მიუხედავად, რომ ბრალდებული არ ცხოვრობდა მათთან ერთად და ჰყავდა სხვა ოჯახი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი მექანიზმი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან თანაცხოვრება და მასზე მატერიალურად დამოკიდებული პირებისათვის დახმარების გაწევა. რაც შეეხება შინაპატიმრობას, სასამართლოს აღნიშნული სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- თ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ მ----- თ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 აგვისტოდან.
3. მსჯავრდებულ მ----- თ------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ----- თ------–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი