გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002580480
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4996-18 წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - გ--------------------ე

წარმომადგენელი - ნ------------ა

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 2------------ გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 1998-2000 წლებში გ--------------------ის მიერ ა------------–--------–---------------–----------–------------------------------–----------------–-----–---ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის შესაბამისად, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ არის დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს ბ--------–------–---------–---------------------ა’’-ს ა------------–--------–---------------–----------–-----------------ის მიერ გაცემული მოწმობის მიხედვით, გ--------------------ემ 2000 წელს დაამთავრა ა------------–--------–---------------–----------–------------------------------–-----------------–------–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ბ--------–------–---------–---------------------ა’’-ს ა------------–--------–---------------–----------–-----------------ის მიერ გაცემული მოწმობა - ს/ფ 15

 

3.1.2. საქართველოს ბ--------–------–---------–---------------------ა’’-ს ა------------–--------–---------------–----------–-----------------ის მიერ 2001 წლის 10 დეკემბერს გაცემული N47 ცნობის მიხედვით, გ--------------------ე სწავლობდა ბ--------–------–---------–-------------------ასთან’’ არსებულ ა------------–--------–---------------–----------–----------------ში. დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის საბაზო კოლეჯი. შემდგომ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დახურული აქვს პირველი კურსი და მეორე კურსის პირველი სემესტრი. საგნობრივი დავალიანება არ ერიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ბ--------–------–---------–---------------------ა’’-ს ა------------–--------–---------------–----------–-----------------ის 2001 წლის 10 დეკემბრის N47 ცნობა - ს/ფ 16

 

3.1.3. საქართველოს ჰ--------------–------------------------–-----------–---ის მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს გაცემული N17 ცნობის მიხედვით, გ----------–---------------------ე ნადვილად ჩაირიცხა იმჟამინდელ საქართველოს ჰ--------------–-----------------------------ის (ს.კ. 2--------) თბილისის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსზე 2002 წლის 22 იანვარს (გადავიდა ა------------–--------–---------------–----------–-----------------იდან, სადაც დახურული ჰქონდა სამი სემესტრი) და ამოირიცხა უნივერისტეტიდან იმავე 2002 წელს აკადემიური და ფინანსური დავალიანების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ჰ--------------–------------------------–-----------–---ის 2018 წლის 2 აგვისტოს გაცემული N17 ცნობა - ს/ფ 23.

 

3.1.4. 2018 წლის 19 ივნისს გ--------------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ბ--------–------–---------–--------------------ასთან’’ არსებული ჰ--------------–------–---ში 1999-2000 წლებში მიღებული განათლების (სამართალმცოდნე/ზოგადი) აღიარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 19 ივნისის განცხადება თანდართული მასალებით - ს/ფ 60-64

 

3.1.5. 2018 წლის 27 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა MES 0------------ წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა საქართველოს ბ--------–------–---------–--------------------ასთან’’ არსებული ჰ--------------–------–---ში 1998-2000 წლებში გ--------------------ის მიერ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტის, დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლების ან ინფორმაციის მოწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 27 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის MES 0------------ წერილი - ს/ფ 67

 

3.1.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის MES 2------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლების სამინსიტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და ცენტის არქივში დაცული საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს ბ--------–------–---------–-----------------აზე 2000 წლის 19 ოქტომბერს გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია N0-------. ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალო პროფესიული პროგრამით სწავლება უნდა დაესრულებინა 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულეს 2008-2009/2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელიო დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის MES 2------------ სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 66

 

3.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 2------------ გადაწყვეტილებით გ--------------------ეს უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 2------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 68-69

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 2------------ გადაწყვეტილებით გ--------------------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 2------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − პროფესიული დიპლომი/დიპლომი.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენისას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

სასმართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს გ--------------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ბ--------–------–---------–--------------------ასთან’’ არსებული ჰ--------------–------–---ში 1998-2000 წლებში მიღებული განათლების (სამართალმცოდნე/ზოგადი) აღიარება, თუმცა სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 1998-2000 წლებში მოსარჩელეს მიღებული აქვს ბუღალტრის განათლება. ამდენად, სასამართლოსათვის გაურკვეველია რა სპეციალობაზე ისწავლა და რა განათლება მიიღო გ--------------------ემ 1998-2000 წლებში, საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ბ--------–------–---------–---------------------ა’’-ს ა------------–--------–---------------–----------–-----------------ის მიერ გაცემული მოწმობის მიხედვით, გ--------------------ემ 2000 წელს დაამთავრა ა------------–--------–---------------–----------–------------------------------–-----------------–------–---ი, თუმცა არც ამ მოწმობაშია მითითებული გ--------------------ის პროფესია. საქმეს არ ერთვის გ--------------------ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის MES 2------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლების სამინსიტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და ცენტის არქივში დაცული საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს ბ--------–------–---------–-----------------აზე 2000 წლის 19 ოქტომბერს გასცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია N0-------. ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალო პროფესიული პროგრამით სწავლება უნდა დაესრულებინა 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულეს 2008-2009/2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელიო დოკუმენტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ გ--------------------ის სწავლის პერიოდში - 1998-2000 წლებში შპს ბ--------–------–---------–-----------------ას არ ჰქონია საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ გ--------------------ის მიერ შპს ბ--------–------–---------–-----------------აში მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა ა------------–--------–---------------–----------–----------------თან არსებული ჰ--------------–-----–---ში 1998-2000 წლებში გ--------------------ის მიერ მიღებული განათლების აღიარების საფუძველი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 2------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, გ--------------------ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი