გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
140210017002144402
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002144402

2/1674-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.05.2018 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივნები: ქეთევან ცერცვაძე

მოსარჩელე ჯ-----რ ქ----ე, ლია ჯ-------–---–ი

მოპასუხე შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი ანა კ----------–ი

დავის საგანი მშობლის უფლების აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელეებს ჯ-----რ ქ----ეს და ლია ჯ-------–---–ს შვილების - 2006 წლის 14 ივნისს დაბადებული გ------ი ქ----ის, 2006 წლის 14 ივნისს დაბადებული კ-----ა ქ----ის და 2001 წლის 27 აგვისტოს დაბადებული მ---ე ქ----ის მიმართ აღუდგეთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით მშობლის უფლების შეზღუდვის დროისათვის მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სათანადო შემოსავალი, ჰქონდათ მძიმე სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა. მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესადა მათი პირობები და გაუჩნდათ შემოსავალი. შესაბამისად, შეზღუდვის ფაქტობრივი საფუძველი დღეისათვის აღარ არსებობს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო.

სასამართლო სხდომაზე სოციალური მუშაკმა წარმოადგინა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმად, სოციალური მუშაკის შეფასებითა და წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამ ეტაპზე ჯ-----რ ქ----ის და ლია ჯ-------–---–ის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობ გახდა სტაბილური. სოციალურ მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნია მოსარჩელეებს აღუდგეთ მშობლის უფლება გ------ი, მ---ე და კ-----ა ქ----ეების მიმართ, მათი ოჯახში დაბრუნების მიზნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა

 

3.2. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 04 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა და ჯ-----რ ქ----ეს და ლია ჯ-------–---–ს არასრულწლოვანი შვილების - 2006 წლის 14 ივნისს დაბადებული გ------ი ქ----ის, 2001 წლის 27 აგვისტოს დაბადებული მ---ე ქ----ის და 2006 წლის 14 ივნისს დაბადებული კ-----ა ქ----ის მიმართ შეეზღუდათ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სხვა უფლება-მოვალეობების შეუზღუდავად. სარჩელის საფუძვლად მითითებული იყო ჯ-----რ ქ----ის და ლია ჯ-------–---–ის მძიმე სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა და სათანადო პირობების არქონა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 04 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება №2/358.

 

3.2.2. ჯ-----რ ქ----ის და ლია ჯ-------–---–ის სოციალური-ეკონომიკური პირობები დამაკმაყოფილებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1209-ე, 1205-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ის გარემოებები, რომელთა გამოც ჯ-----რ ქ----ეს და ლია ჯ-------–---–ს შეეზღუდათ მშობლის უფლება, აღმოფხვრილია, კერძოდ, გააჩნიათ შემოსავალი, მ---ი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. ამასთან, ჯ-----რ ქ----ე და ლია ჯ-------–---–ის მდგომარეობა შეიცვალა. მათ შეიძინეს მეორე სახლიც, ლია ჯ-------–---–ი პერიოდულად დასაქმებულია, ხოლო ჯ-----რ ქ----ე სესტემატურად არის დასაქმებული სამშენებლო ბრიგადაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შეზღუდული მშობლის უფლების აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ჯ-----რ ქ----ის და ლია ჯ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1 ჯ-----რ ქ----ეს (პ/ნ 59001094211) და ლია ჯ-------–---–ს (პ/ნ 59001000084) შვილების - 2006 წლის 14 ივნისს დაბადებული გ------ი ქ----ის, 2006 წლის 14 ივნისს დაბადებული კ-----ა ქ----ის და 2001 წლის 27 აგვისტოს დაბადებული მ---ე ქ----ის მიმართ აღუდგეთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე