განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002416302
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა---------– გ-------ს ძე ჩ---–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-------ს, საცხოვრებელი მისამართი: თ---–---- რ------------–-------- ქუჩა, კორპუსი #--- ბინა #--

 

ადვოკატი - გ------- ბ---------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდება:

 

1.1. 2018 წლის 26 მარტს, ღამის საათებში, ა---------– ჩ---–--ე, მეუღლესა და არასრულწლოვან შვილთან ერთად, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თ---–---- რ------------–-------- ქუჩა #--- ბინა #1--–-, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, უეცრად გახდა აგრესიული და რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ხ------- მ--------–---–ის მიმართ, თერთმეტი წლის არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- ჩ---–--ის თანდასწრებით განახორციელა ოჯახში ძალადობა, კერძოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუწყო ყვირილი და ლანძღვა-გინება, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

1.2. ა---------– ჩ---–--ემ ასევე კარადიდან გამოიღო საკუთრებაში არსებული მაკაროვის კონსტრუქციის ПМ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მეუღლეს ხ------- მ--------–---–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში.

 

1.3. ამასთან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ა---------– ჩ---–--ე, ურთიერთშელაპარაკებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- ჩ---–--ის თანდასწრებით, მეუღლეს ხ------- მ--------–---–ს სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ უყვიროდა, აგინებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებული ხ------- მ--------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 26 მარტს, ღამის საათებში, ა---------– ჩ---–--ემ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თბილისში, რ------------–-------- ქუჩა #--- ბინა #1--–- მეუღლეს ხ------- მ--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. დაზარალებულმა ხ------- მ--------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.2. მოწმე ნ-----–---- ჩ---–--ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.3. მოწმე მ---- ჩ---–--ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ოჯახში ძალადობა

 

ფიზიკური ძალადობა:

 

3.4. 2018 წლის 27 მარტს, 00:02 საათზე, პოლიცის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება (რეგისტრაციის #------, განმცხადებელი პატრულ-ინსპექტორი ლ----------ე 5---3ას): 2018 წლის 26 მარტს, ქ.თბილისში, რ------------–-------- ქუჩა #--- ბინა #1--–-, ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე დაკავებული იქნა ა---------– გ-------ს ძე ჩ---–--ე.

 

3.5. შეტყობინების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე და გამომძიებელმა გ------------–---–-ამ გამოკითხა მსხვერპლი ხ------- მ--------–---–ი, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.

 

3.6. 2018 წლის 26 მარტს, 22:20 საათზე, ძალადობის ადგილზე, რ------------–-------- ქუჩა #--- ბინა #1--–- მსხვერპლის ხ------- მ--------–---–ის მითითებით, დანაშაულის ჩადენისთანავე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ა---------– ჩ---–--ე.

 

3.7. პატრულ-ინსპექტორ ა-–---------- ლ----------ის ჩვენებით დადგინდა, 2018 წლის 26 მარტს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის - პატრულირების შესრულების მომენტში, ,,112-დან“ მიიღო შეტყობინება, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტზე. შეტყობინების მიღებიდან მცირე დროში მეწყვილესთან გ---- ჯ----თან ერთად გამოცხადდა მისამართზე. დაზარალებული ხ------- მ--------–---–ი დახვდათ ემოციურად სტრესულ მდგომარეობაში, ნერვიულობდა და ტიროდა. მსხვერპლის მითითებით, მეუღლემ ა---------– ჩ---–--ემ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის გადმოცემით, ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმემ ზეპირ ჩვენებაში დეტალურად გადმოსცა მსხვერპლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა - ხ------- მ--------–---–ი შიშისგან კანკალებდა, ტიროდა და უჭირდა საუბარი, რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, მოწმის განმარტებით, დაზარალებული მომხდარის გამო იყო შეუძლოდ, ცუდად გახდა, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც პაციენტი გადაიყვანა კლინიკაში, ხოლო ა---------– ჩ---–--ე დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზე.

 

3.8. პატრულ-ინსპექტორ გ---- ჯ----ის ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მარტს, ღამით, ,,112-დან“ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინების მიღებიდან 10-15 წუთში, მეწყვილესთან ა-–---------- ლ----------ესთან ერთად გამოცხადდა მისამართზე, თ---–---- რ------------–-------- ქუჩა #--- ბინა #1--–-. მისამართზე დახვდათ შემდეგი სახის ვითარება, სახლში იმყოფებოდნენ დაზარალებული ხ------- მ--------–---–ი და მისი ოჯახის წევრები, მეუღლე ა---------– ჩ---–--ე და არასრულწლოვანი შვილი. დაზარალებულმა პოლიციელებს განუცხადა, რომ კონფლიქტის ნიადაგზე მეუღლემ ა---------– ჩ---–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და იარაღით დაემუქრა. დაზარალებული განცხადების გაკეთების დროს ტიროდა და იყო აღელვებული, გახდა შეუძლოდ, გული წაუვიდა, რის გამოც პატრულ-ინსპექტორებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სამედიცინო პერსონალმა მსხვერპლს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება და მიიღეს გადაწყვეტილება სტაციონარში გადაყვანის. გ---- ჯ----ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე დაკავებული იქნა ბრალდებული ა---------– ჩ---–--ე.

 

3.9.საქმის მასალებით და პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ოჯახური ძალადობა, რასაც ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს თავად მსხვერპლი ხ------- მ--------–---–ი. ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ მსხვერპლს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და #0--- ბრიგადამ იგი გადაიყვანა სტაციონარში.

 

3.10.საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–------------------------------–--- გამომძიებლის გ------------–---–-ას ჩვენებით დადგინდა, რომ გამოკითხვის პროცესში, ოჯახში მომხდარი ძალადობის გამო დაზარალებული ხ------- მ--------–---–ი იმყოფებოდა სტრესულ და აღელვებულ მდგომარეობაში, განიცდიდა მომხდარ ფაქტს და ნერვიულობდა ამის გამო. მოწმის ჩვენებით, მსხვერპლი ხ------- მ--------–---–ი ითხოვდა ექსპერტიზის დანიშვნას.

 

3.11. მსხვერპლის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის მიზნით, დაზარალებულის თანხმობით დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. 2018 წლის 27 მარტს ხ------- მ--------–---–ი წარდგენილ იქნა შესამოწმებლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ იქნა ძალადობის კვალი. დასკვნის მიხედვით, ხ------- მ--------–---–ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილია, რომ პირადი შემოწმების მომენტში შესამოწმებელი უჩიოდა ტკივილს კისრის მიდამოში. მარჯვენა მხარის შუა მესამედში წინა და გარეთა ზედაპირების ზღვარზე აღინიშნება განივად მდებარე, მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 2,5X1 სმ. მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე კანის დონეზე მდებარე მოწითალო ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0,6X0,3 სმ.

 

3.12.რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, შესამოწმებელმა პირმა ექსპერტს განუცხადა, რომ 2018 წლის 26 მარტს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ორივე ხელი მოუჭირა კისრის არეში და ახრჩობდა. შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან მიმართებაში დეტალურად აისახა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე დასკვნაში აისახა კლინიკური სურათი მსხვერპლის ფიზიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში ,,შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს კისრის მიდამოში“.

 

3.13.ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნის კვლევით ნაწილში ასახული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან და ფიზიკურ ტკივილთან მიმართებაში მიაწოდა უშუალოდ შესამოწმებელმა პირმა - ხ------- მ--------–---–მა. მიღებული ინფორმაცია ზედმიწევნით ასახა დასკვნაში.

 

3.14. ზემოთ განხილულ მტკიცებულებათა ერთიანი ანალიზით და მათი ლოგიკური ჯაჭვით სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 26 მარტს, ა---------– ჩ---–--ემ კონფლიქტის ნიადაგზე, მეუღლეს ხ------- მ--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:

 

3.15.მოწმე გ---- ჯ----ის ჩვენებით, პატრულ-ინსპექტორებს დანაშაულის ადგილზე დახვდათ ბრალდებულის და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ნ-----–---- ჩ---–--ე. მსხვერპლმა მოწმეს დაუდასტურა, რომ კონფლიქტის დროს ბავშვი სახლში იმყოფებოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე გ---- ჯ----ი ვარაუდობს, რომ არასრულწლოვანი ესწრებოდა ძალადობას.

 

3.16.მოწმე ა-–---------- ლ----------ემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდა არასრულწლოვანი პირი, რომელიც სახლში პოლიციის შესვლის დროს მე-2 სართულის კიბიდან ჩამოვიდა, თუმცა იგივე კატეგორიულობით ვერ დაადასტურა მიიღო თუ არა ინფორმაცია მსხვერპლისგან, რომ ბავშვი უშუალოდ ესწრებოდა ძალადობას.

 

3.17.სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, პატრულ-ინსპექტორები კატეგორიულად მიუთითებენ შეტყობინების მისამართზე არასრულწლოვანი ნ-----–---- ჩ---–--ის ყოფნის ფაქტს, თუმცა იგივე კატეგორიულობით ვერ ადასტურებენ, მსხვერპლმა ხ------- მ--------–---–მა მიაწოდათ თუ არა ინფორმაცია, რომ ძალადობას ესწრებოდა არასრულწლოვანი. სასამართლოს შეფასებით, ძალადობის დროს არასრულწლოვანი ნ-----–---- ჩ---–--ის სახლში ყოფნა, საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული განლაგებიდან გამომდინარე - სახლი მოწმეთა ჩვენებებით იყო 2 სართულიანი, სართულები კიბით დაკავშირებული, არასრულწლოვანი პოლიციელების მისვლის დროს კიბეებიდან ჩამოდიოდა, არ არის საკმარისი დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ ბავშვი ხედავდა როგორ ძალადობდა მამა დედაზე, ან მინიმუმ ესმოდა სხეულზე დარტყმის ან კისერზე ხელის მოჭერის ხმა.

 

3.18. სასამართლოს შეფასებით, გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა დანაშაულის მაკვალიცირებელი ნიშანი - ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რის გამოც ამ ნაწილში კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება:

 

3.19.რაც შეეხება ა---------– ჩ---–--ის მიერ ხ------- მ--------–---–ის სისტემატური შეურაცხყოფის ან დამცირების მიყენების ფაქტს, დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ხოლო სხვა მტკიცებულება ამ ნაწილში სასამართლო სხდომაზე გამოკვეული არ ყოფილა. შესაბამისად, დანაშაულის ეს მატერიალური ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იქნა დადასტურებული.

 

მუქარა

 

3.20.პატრულ-ინსპექტორებმა გ---- ჯ----მა და ა-–---------- ლ----------ემ ჩვენებაში განმარტეს, რომ მსხვერპლის ხ------- მ--------–---–ის განმარტებით, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა.

 

3.21. ა---------– ჩ---–--ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ბრალდებული საძინებელ ოთახში არსებული საწოლის სათავსოში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, თუმცა, სათავსოში იარაღის არსებობა, არ არის საკმარისი მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, იმ პირობებში, როდესაც მსხვერპლი სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას რა ფორმით მოხდა იარაღის დემონსტრირება, უცნობია მუქარის შინაარსი და მსხვერპლის სუბიექტური დამოკიდებულება მუქარისადმი.

 

3.22.ამდენად, ამ ეპიზოდში, ფაქტების უტყუარად დასადგენად, საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------– ჩ---–--ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

3.23. ბრალდებულმა ა---------– ჩ---–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.

 

3.24. სამართლებრივ შეფასებამდე სასამართლომ მიმოიხილა მხარეთა პოზიციები და არგუმენტები წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში და თითოეულ არსებით არგუმენტთან მიმართებაში გაკეთდა შემდეგი დასკვნები:

 

3.25.დაცვის მხარის პოზიციების ანალიზი:

 

2.25.1.დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის მიღების მოთხოვნასთან მიმართებაში იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ხ------- მ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. ა---------– ჩ---–--ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თვალსაზრისით. პოლიციელთა დროულმა გამოცხადებამ შემთხვევის ადგილზე - მათი ჩვენებები გახადა უფრო წონადი და დამაჯერებელი. პატრულ-ინსპექტორების გ---- ჯ----ის და ა-–---------- ლ----------ის ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოჯახში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ძალადობას და აღნიშნულის მკაფიო დასტურია მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლს შემთხვევის ადგილზე პოლიციელების გამოცხადების მომენტისთვის არ ჰქონდა განელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიყენებული ტკივილი და ემოციური განცდა, იგი იყო უკიდურესად აღელვებული, შეშინებული, ტიროდა, უჭირდა საუბარი, ძალადობის ,,ეფექტი“ იყო იმდენად მძიმე, რომ დაზარალებულმა პოლიციელების თანდასწრებით დაკარგა გონება, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ აუცილებელი გახდა მისი ეტაპირება სტაციონარში. ძალადობის მყისიერად გამოვლენა ეფექტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლს ინტელექტუალური თვალსაზრისით არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზვიადოს ფაქტები, ამ დროს, მისი მხრიდან პოლიციელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. სახელმწიფოს ოპერატიულმა ჩარევამ, ასევე შეუწყო ხელი მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის შენარჩუნებას, დანაშაულის გამოვლენიდან გონივრულ დროში ხ------- მ--------–---–ი პირადად იქნა შემოწმებული ექსპერტის მიერ. შემოწმების პროცესში მსხვერპლს აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით, შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 26 მარტს, ღამით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ორივე ხელი მოუჭირა კისრის მიდამოში და ახრჩობდა, შემოწმების მომენტში ხ------- მ--------–---–ი უჩიოდა ტკივილს კისრის მიდამოში. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, განსახილველ შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორ გ---- ჯ----ის ჩვენებით დადგინდა, რომ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, მართალია, ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, თუმცა კანონი მას არ ბოჭავს წარმოადგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულება, საყურადღებოა, რომ დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ა---------– ჩ---–--ის მიერ 2018 წლის 26 მარტს, მეუღლეზე განხორცილებული ძალადობის ფაქტს, ამის საპირწონედ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულმა ხ------- მ--------–---–მა გარდა ძალადობისა, სხვა ვითარებაში ან სხვა მექანიზმით მიიღო სხეულზე დაზიანებები.

 

3.25.2.დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები, როგორც ირიბი მტკიცებულებები - გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს, რომ პატრულ ინსპექტორების გ---- ჯ----ისა და ა-–---------- ლ----------ის ზეპირი ჩვენებები შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად ირიბი არ არის, 3.25.1. პუნქტში დასახელებულ გარემოებებთან მიმართებაში მათი ინფორმაცია არის პირდაპირი. გარდა ამისა, დაცვის მხარის პოზიციის ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაშიც, სასამართლო აკეთებს ხაზგასმას, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილება, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები და პრინციპები, გამონაკლის შემთხვევებში არ კრძალავს ამგვარი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობას:

 

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლმა ხ------- მ--------–---–მა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ამისთვის, სასამართლოს შეფასებით შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი - 1. შიში მოძალადის მიმართ და 2. ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე. შიშის საფუძველს იძლევა პატრულ-ინსპექტორების ზეპირი ჩვენებები, - ძალადობის ფონზე მსხვერპლი პოლიციელების თანდასწრებითაც იყო უკიდურესად შეშინებული, რაც შეეხება ეკონომიკურ დამოკიდებულებას - დაზარალებულის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება - რომ დაზარალებულს და ბრალდებულს აქვთ საერთო სასესხო ვალდებულებები ბანკში და როგორც მსხვერპლი შიშობს, ა---------– ჩ---–--ის პატიმრობის შემთხვევაში იგი ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს.

 

ბ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, Horncastle and Others v. The United Kingdom, ირიბი ჩვენების გამოყენების მინიმალური სტანდარტი დაადგინა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის პროცედურული გარანტიები, რათა მოხდეს დაცვის მხარისთვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირება. განსახილველ შემთხვევაში მოწმეების: გ---- ჯ----ის და ა-–---------- ლ----------ის ჩვენებები ერთი მხრივ არ არის სრულად ირიბი და გარკვეულწილად პირდაპირია და მეორე მხრივ არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, დასახელებულ პირთა ჩვენებები გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო ეს დასკვნა თავის მხრივ ინფორმაციულია რამდენიმე კუთხით: დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან, დამზიანებელ პირთან და ტკივილთან მიმართებაში, რომელსაც მსხვერპლი, რომელიც პროფესიით იურისტია გააზრებულად აწვდის ექსპერტს პირადი შემოწმების მომენტში.

 

3.25.3. სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული ბრალდების მხარის მითითება ა-------– ჩ---–--ის წარსულ ნასამართლობაზე. საქმის მასალებით: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით დასტურდება, რომ ა---------– ჩ---–--ე წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის. ბოლოს, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედო 1997 წლის 21 ნოემბრის განაჩენით. ამდენად, ყველა ნასამართლობა რაც მითითებულია დასახელებულ დოკუმენტებში 2018 წლის 26 მარტს დანაშაულის ჩადენის დროისთვის იყო გაქარწყლებული, შესაბამისად, გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ იქნა მიღებული.

 

3.26.ბრალდების მხარის პოზიციების ანალიზი:

 

3.26.1. ბრალდების მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ პატრულ-ინპექტორების მიერ ზეპირ ჩვენებაში გაცხადებული ინფორმაცია, რომლის თანახმად შეტყობინების ადგილზე მათ დახვდათ არასრულწლოვანი ნ-----–---- ჩ---–--ე, საკმარისია ძალადობის მაკვალიფიცირებელი გარემოების დასადგენად - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს მოწმეთა ჩვენებებში და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2018 წლის 26 მარტს, ღამით სახლში ნამდვილად იმყოფებოდა ნ-----–---- ჩ---–--ე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახლი, სადაც მოხდა ფიზიკური ძალადობა არის ორსართულიანი და როგორც მოწმეები აცხადებენ, მათი მისვლის დროს ბავშვი კიბეებიდან ჩამოდიოდა, ამდენად პასუხ გაუცემელი დარჩა კითხვა, ძალადობის პროცესში ბავშვი იმყოფებოდა თუ არა იმ სართულზე სადაც ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, თუ პოსტფაქტუმ შეიტყო მომხდარი ფაქტი. განსხვავებით ძალადობის ეპიზოდისა, სადაც პატრულ - ინსპექტორების ჩვენებებთან ერთად წარმოდგენილი იქნა მნიშვნელოვანი მტკიცებულება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამ შემთხვევაში არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულება, აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენად.

 

3.26.2. გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ა---------– ჩ---–--ის მიერ ადგილი ჰქონდა დაზარალებულის სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, შესაბამისად, ამ ნაწილშიც ბრალდების მხარის პოზიცია გაზიარებული არ იქნა.

 

3.26.3.რაც შეეხება მუქარის ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, ვერ დადგინდა მუქარის მატერიალური ფაქტი, თუ რა ფორმით იქნა გამოხატული მუქარა, რა იყო მუქარის შინაარსი. სასამართლო მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. ვინაიდან მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა სასამართლოსთვის უცნობია, ობიექტურ კრიტერიუმს სასამართლო ვერ აფასებს, სათავსოში იარაღის ფლობა, მტკიცებულებების გარეშე აპრიორი არ ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა იარაღის დემონსტრირებას, როგორც მუქარის გარეგნულ ფორმას, თუნდაც არავერბალურად, რაც შეეხება მუქარის სუბიექტურ აღქმას, დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, შესაბამისად, ამ პირობებში აღნიშნული კრიტერიუმის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია.

 

3.27. განხილულ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ა---------– ჩ---–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც შეეხება ბრალდების სხვა ეპიზოდებს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა, რომ ძალადობა ჩადენილი იქნა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, იგივე სტანდარტით ასევე არ დადგინდა, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე მუქარის ჩადენის ფაქტი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე მუქარის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ა---------– ჩ---–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე უნდა გამართლდეს სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდში, რომელიც ცალკე დამოუკიდებელ კვალიფიკაციად არ იყო წარდგენილი, თუმცა აღწერილი იყო პირის ბრალდების შესახებ დადგენილების დისპოზიციაში და ფაბულაში, ასევე ვერ დადასტურდა ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, რის გამოც ა---------– ჩ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.4. რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის სამართლებრივ შეფასებას, სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოწმე პოლიციელების გ---- ჯ----ის და ა-–---------- ლ----------ის ზეპირი ჩვენებები, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - დაზიანების კვალის, ლოკალიზაციის, ხანდაზმულობის, ასევე მსხვერპლის მიერ (დასკვნის მიხედვით) ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან, დამზიანებელ პირთან და ფიზიკურ ტკივილთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ 2018 წლის 26 მარტს, ა---------– ჩ---–--ემ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ხ------- მ--------–---–ს. ა---------– ჩ---–--ის ძალადობრივი ქმედება პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან მსხვერპლის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან, ფიზიკურ ტკივილთან და იმ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან რაც პატრულ ინსპექტორებს დახვდათ შემთხვევის ადგილზე. ამდენად, სწორედ ა---------– ჩ---–--ეა პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც მან მსხვერპლის მიმართ ჩაიდინა.

 

4.5. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ა---------– ჩ---–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნაზე, რადგან ა---------– ჩ---–--ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი, უვადო), ასევე არ მსჯელობს პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, ვინაიდან ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა---------– ჩ---–--ე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებების ომის მონაწილე. ომის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჭრილობა, იგი დაჯილდოვებულია „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკლო სამსახურისთვის“ III და II ხარისხის მედლებით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით უზრუნველყოფს მის მიმართ სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

6.4. სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ა---------– ჩ---–--ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს მსხვერპლის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, პირველი ნაწილის ,,დ5)“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევებში, თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მე-2 ნაწილის ,,ე“ პუნქტის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით, კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ნივთიერი მტკიცებულება - ა---------– ჩ---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და 31 ობიექტი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---------------------------–------------------------------–--–-) დროებით შესანახად გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს ა---------– ჩ---–--ისთვის განკარგვის უფლების შენარჩუნებით, ფლობისა და სარგებლობის უფლების გარეშე, მსჯავრდებულის ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე. ტყავის ქამარი ბუდით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------– ჩ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ა---------– ჩ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

3. ა---------– ჩ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.ა---------– ჩ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 6 დეკემბრიდან. ა---------– ჩ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 26 მარტიდან - 2018 წლის 2 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ა---------– ჩ---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და 31 ობიექტი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---------------------------–------------------------------–--–-) დროებით შესანახად გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს ა---------– ჩ---–--ისთვის განკარგვის უფლების შენარჩუნებით, ფლობისა და სარგებლობის უფლების გარეშე, მსჯავრდებულის ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე.

 

ტყავის ქამარი ბუდით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა