განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100118002640202
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ ა---------–---–ის

ბრალდებულ _ მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის

ადვოკატ _ გ--–- ნ-----–--–---–ის

თარჯიმან - ვ------- ი-----–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის, დაბადებულის 1--- წლის 2---------ს, ერაყის მოქალაქის (პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-- ბ--------- ქ--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-- ბ----------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------იმ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, ბ------------------------–---------------------ში მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------იმ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე----- ა------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, ხოლო 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------იმ ე----- ა------ს რამდენჯერმე დაარტყა ტყავის ქამარი ფეხებისა და ხელების არეში, შემდეგ კი ფეხი ჩაარტყა მუცელში. მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის აღნიშნული ქმედებებით ე----- ა------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------იმ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი და იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რის გამოც უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტს წარსულში ადგილი არ ჰქონია და მის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენას არ ჰქონია სისტემატური ხასიათი (არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან დაახლოებით ოთხი წელია). ჩადენილს კი ბრალდებული გულწრფელად ინანიებს, ხოლო დაზარალებული თავის მხრივ პატიობს მეუღლეს, აქვს შემრიგებლური პოზიცია და სასამართლოს სთხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, ვინაიდან აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, მეტიც, ქორწინებისთვის ფორმალური სახის მიცემას. აღნიშნული პოზიცია დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით და დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, სასამართლოს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, რადგან მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან ბრალდებული არის სტუდენტი, აპირებს სწავლის გაგრძელებას საქართველოში და ასევე მეუღლესთან თანაცხოვრების გაგრძელებას მშვიდ პირობებში, ამასთან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში ბრალდებულს ხელი შეეშლება სასწავლო პროცესში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 16 ივლისიდან - 2018 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. მსჯავრდებულ მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყავისფერი ტყავის ქამარი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ-------- მ--–-- ა---- ა-–----------ის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 2 (ორი) ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი