განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ნ--------------------
ბრალდებულ _ ნ--------------------------------------
ადვოკატ _ ლ--------------------,თარჯიმან - ვ----------------------- მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ------------------------------------- (დაბადებული 1----–-–-------------------, ს----------------------------–---- მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------------------–------------------–--------------–----------------------------------) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–------------------------------ მ----------------- და ნ------------------------------------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
2----–-–-------------, დღის საათებში, ქ------–--–-- გ----–---–-------------------------------------–- ნ------------------------------------ა, ურთიერთშელაპარაკების დროს, ორსულად მყოფ მეუღლეს, მ-----------------ს მუცელში რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც მ-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა)ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
დაზარალებულ მ------------------ ჩვენებით, 2----–-–-------------- თვიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ ნ-------------------------------------თან, რომელთანაც თავდაპირველად ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ხოლო მოგვიანებით ურთიერთობა დაეძაბა. ნ----------------------- პერიოდულად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე ხშირად ღალატობდა მას და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნ------------------------ მასზე იქორწინა იმ მიზნით, რომ უფრო ადვილად მოეპოვებინა საქართველოს მოქალაქეობა და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონოდა გარკვეული პრივილეგიები, რის გამოც 2----–-–------------- დაუხია პასპორტის და ქორწინების მოწმობის ასლები, რის შემდეგაც ნ-----------------------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ორსულს, ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ა------------------------ ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული მ-----------------, რომელმაც დაადასტურა მეუღლის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, გამოკითხა მოწმეები და ბრალდებულის სახით დააკავა ნ------------------------------------.
მოწმე მ----------------- ჩვენებით, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს დაზარალებულ მ-----------------სთან, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ ნ-------------------------------------თან. მ------------------გან გადმოცემით იცის, რომ მას მეუღლე პერიოდულად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო 2----–-–-------------, იმის გამო, რომ მ-----------------მ დაუხია ქორწინების მოწმობა და სხვა დოკუმენტები, ნ------------------------------------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ორსულ მეუღლეს ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ------------------ ჩვენებით, 2----–-–----------- მის მიერ გაცემული იქნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად მ-----------------ს ფსიქიკური ფუნქციების აღსანიშნავი შეფერხება ან დაქვეითება არ აღენიშება. მოწმის განმარტებით, მ-----------------მ ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ფიზიკური ტანჯვა, აღნიშნული საკითხი მისი შეფასების საგანი არ არის, რადგან ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა შეეხებოდა მ------------------ მხოლოდ ფსიქოლოგიური პორტრეტის განსაზღვრას.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ნ------------------------------------ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2----–-–---------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2----–-–------------ გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება მ-----------------სა და ნ------------------------------------ შორის.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს დაზარალებულ მ------------------ მიერ წარდგენილი ს------–-----–-------------------–-------- მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტი, სადაც ასახული ინფორმაცია მ------------------ სამეანო გამოკვლევების შესახებ, კერძოდ, გამოკვლევა ჩატარებულია 2----–-–------------, ორსულობის ვადა-------------
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2----–-–------------ ნ------------------------------------ წარედგინა ბრალი სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ბ) დაცვის მხარის მტკიცებულებები.
ბრალდებულ ნ------------------------------------- ჩვენებით, 2----–-–-------------- თვიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----------------სთან, რომელსაც მასთან ქორწინებამდე სამი წლის განმავლობაში პარტნიორად ჰყავდა ი-------------–---, რომელმაც საბოლოოდ ცოლად მოიყვანა მ.--------ის ახლო მეგობარი, რის შემდეგაც მ-----------------ს აღენიშნებოდა ფსიქოლოგიური პრობლემები. იგი იყო ზედმეტად ეჭვიანი, რაც წარმოშობდა მათ ურთიერთობაში კონფლიქტებს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს, მ-----------------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც მიმართა პოლიციას. რაც შეეხება ბრალად წარდგენილ ქმედებას, ბრალდებულის განმარტებით იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ 2----–-–------------- მას მ------------------თვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმე მ----------------------------- ჩვენებით, ბრალდებულ ნ-------------------------------------თან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. იგი ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----------------სთან. ბრალდებული ხშირად უყვებოდა მისი და მ------------------ ოჯახური ურთიერთობის შესახებ. როგორც ნ-----------------------სგან გადმოცემით იცის, მ-----------------ს მასთან ქორწინებამდე სამი წლის განმავლობაში ჰყავდა ი------–---------------, რომელთანაც აპირებდა ოჯახის შექმნას, თუმცა საბოლოოდ მისმა პარტნიორმა ცოლად მოიყვანა მ.--------ის მეჯვარე, რის შემდეგაც მას ჰქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები. ნ---------------- გადმოცემით, მ----------------- იყო ზედმეტად ეჭვიანი, რაც იყო მათ შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი. ასევე მ------------------ ეჭვი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლე ასმევდა დამაძინებელ საშუალებას, რა დროსაც სახლში აჰყავდა სხვა ქალბატონი. მოწმის განმარტებით, ნ----------------------- არის მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება და ყოველთვის თავს არიდებს კონფლიქტურ სიტუაციებს.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ნ------------------------------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ნ------------------------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ნ------------------------------------- მიერ მ------------------ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულ ნ------------------------------------- ჩვენების იმ ნაწილზე, რომელმაც უარყოა 2----–-–------------- მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ მ-----------------ს მასთან ქორწინებამდე სამი წლის განმავლობაში პარტნიორად ჰყავდა ი-------------–---, რომელმაც საბოლოოდ ცოლად მოიყვანა მ.--------ის ახლო მეგობარი, რის შემდეგაც მის მეუღლეს აღენიშნებოდა ფსიქოლოგიური პრობლემები. იგი იყო ზედმეტად ეჭვიანი, რაც წარმოშობდა მათ ურთიერთობაში კონფლიქტებს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს, მ-----------------მ თავად მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც მიმართა პოლიციას.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა მ------------------------------ რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რამდენადაც მისთვის ცნობილია მ-----------------ს ბრალდებულთან ქორწინებამდე სამი წლის განმავლობაში ჰყავდა ი------–---------------, რომელთანაც აპირებდა ოჯახის შექმნას, თუმცა საბოლოოდ მისმა პარტნიორმა ცოლად მოიყვანა მ.--------ის მეჯვარე, რის შემდეგაც მას ჰქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები. იგი იყო ზედმეტად ეჭვიანი, რაც ხდებოდა მეუღლესთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი. ამავე ჩვენებით დადგენილია, რომ ნ----------------------- არის მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება და თავს არიდებდა კონფლიქტურ სიტუაციებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ნ------------------------------------- ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. დაზარალებულმა მ-----------------მ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში მართალია განმარტა, რომ სწორედ ბრალდებული ნ------------------------------------ იყო ის პიროვნება, რომელმაც ორსულ მდგომარეობაში მყოფს ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. მოწმე მ---------------- არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე და მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დაზარალებულ მ------------------გან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა არ უთითებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადასტურებით იმის მტკიცება, რომ მომხდარი კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ამის მტკიცება შეუძლებელია ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ამის დადასტურება ვერ მოხდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ნ------------------------------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც ნ----------------------------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------------------------------------ გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ნ------------------------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
გამართლებულ ნ------------------------------------- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი