გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210117001839639
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/13716-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

18 დეკემბერი 2018 წ ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე: ა---------–------–-------ძე

წარმომადგენელი: მ---------–------------–---–ი

მოპასუხეები: 1. გ---–---–--–----ე

2. გ-----------------ე

3. ბ-------------

 

დავის საგანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „------------ 2015 წლის 02 ოქტომბრის #1 და #2 კრების ოქმები:

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბ------------- შედგება 12 წევრისგან. იგი ასევე, მიუთითებს , რომ 2016 წლის 12 თებერვალს, განცხადებით მიმართა ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომ მისთვის საკუთრებაში გადაეცა მისი კუთვნილი წილი, რაზედაც მან არ გასცა არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი.

 

მოსარჩელის მითითებით, მისთვის გვიან გახდა ცნობილი, რომ მოპასუხეებს: გ---–---–--–----ეს და გ-----------------ეს, რომლებიც ბოლო სართულზე ცხოვრობენ, ამხანაგობის კრების ჩატარების გარეშე, მთელი კორპუსის სხვენი საკუთრებაში დაურეგისტრირებიათ თავიანთ სახელზე, კერძოდ, გ---–---–--–----ის სახელზე, ქალაქ თბილიში, ავ--------–----------------------------- კორპუსში დარეგისტრირებულია 165-69 კვმ, ხოლო გიორგი თეთრაძის სახელზე - 172, 92 კვმ.

 

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობა მოპასუხეების სახელზე სადავო უძრავი ნივთის საკუთრების დარეგისტრირება და აღმოჩნდა, რომ 2015 წლის 08 ოქტომბრის #1 კრების ოქმით ამხანაგობის 2/3 -ზე მეტმა - თერთმეტმა წევრმა, მოპასუხე გ---–---–--–----ეს საკუთრებაში გადასცა სხვენის 165-69 კვმ ფართი, ხოლო #2 კრების ოქმით კი, იმავე ამხანაგობის თერთმეტმა წევრმა საკუთრებაში გადასცა მეორე მოპასუხეს - გ-------------------ს - 172 , 92 კვმ, მაგრამ თბილისის საჯარო რეესტრის სამასახურმა მოპასუხე გ---–---–--–----ეს 2015 წლის 15 ოქტომბერის, ხოლო გ-----------------ეს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეუჩერა უძრავი ნივთის რეგისტრაცია იმ მოტივით, რომ საჭირო იყო ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა, რაც უნდა დადასტურებულიყო ამხანაგობის წევრთა 100%-იანი კრების ოქმით.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ---–---–--–----ემ თავისი ხელით, 2015 წლის 02 ოქტომბრის თარიღით, ისე შეავსო ამხანაგობის კრების ოქმები 2/3-ის ნაცვლად 100%-იანი ხელმოწერით, რომ არავითარი ცვლილება არ მომხდარა 2015 წლის წლის 08 ოქტომბრის კრების ოქმებში, რადგან მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის თანხმობა არცერთ მოპასუხეს, არც გუ-–---–--–----ს და არც გ-----------------ეს არ ჰქონდათ მიღებული სადავო სხვენის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:

- „ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (იხილეთ ს. ფ. 1-19),მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ---–----–--–----- ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში ჩანაწერი არის ნამდვილი, ვინაიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მიხედვით, სარდაფის ან სხვენის რეგისტრაციისთვის საჭიროა ამხანაგობის წევრთა 2/3 -ის თანხმობა.

 

მოპასუხე გ---–---–--–----- მიუთითებს, რომ 1999 წლიდან ფაქტიურ მფლობელობაში აქვს სხვენი, მდებარე თბილისი, ღ------------------------0 ა -ში და 2015 წლის 02 ოქტომბრის #1 კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის 11 წევრი, თანხმობა გასცეს, რომ აღნიშნული სხვენი გადასულიყო მოპასუხის საკუთრებაში და არც ერთ მეზობელს პრეტენზია არ განუცხადებია. მოპასუხე, ასევე, უთითებს, რომ 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმში, თუნდაც დაშვებული ყოფილიყო ტექნიკური შეცდომა ხმათა 100%-ის მითითებით, აღნიშნული ფართის მის საკუთრებად აღრიცხვისთვის საკმარისი იყო ხმათა 2/3 -ით მიღებული გადაწყვეტილება. ხმათა 2/3 -ის არსებობა კი სადავო არ არის და დასტურდება ამხანაგობის 2015 წლის 02 ოქტომბრის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ამხანაგობის 11 წევრი.

 

2.2.მოპასუხე გ-----------------ე ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ იგი არის უსაფუძვლო.

 

ხოლო დაზუსტებულ შესაგებელში მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ გასაჩივრებული კრების ოქმები შედგენილია კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნა არ არის დასაბუთებული, რადგან არ არის მითითებული სადავო ოქმების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი(ს. ფ 79-88, 92-100), დაზუსტებული შესაგებელი(143-153)

მოპასუხეთა ახსნა-განმარტება

 

3. ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1 საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ქალაქი თბილისი, ქუჩა ღ------------------- საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეები არიან:

 

------–---–--–---- - სართული 1, ბინა 1, ფართი 247,80კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (18/01/2013 წლის მონაცემებით);

---–--------------- - სართული 1, ბინა #2, ფართი 183,34 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (26/06 /2012 წლის მონაცემებით);

- ლ------------- - სართული 2, ბინა 3, ფართი 182,38 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (24/02 /2011 წლის მონაცემებით);

- მ--------------–---–- - სართული 2, ბინა 4, ფართი 183,08 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (04/04 /2011 წლის მონაცემებით);

- მ--------------–---–- - სართული 3, ბინა 5- ფართი 179, 39 კვმ, საკადასტრო კოდი 0--------------------- (26/08 /2008 წლის მონაცემებით);

- დ--–------------–---–- -სართული 3, ბინა 6, ფართი 182, 96, საკადასტრო კოდი 0---------------------- (08.01./08 /2016 წლის მონაცემებით);

- ნ-------------- -სართული 4, ბინა 7, ფართ 179, 40 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (24/.02./2012 წლის მონაცემებით);

-ა---------–------–-------- -სართული 4, ბინა 8, ფრთ 187, 36 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (28/.03./2014 წლის მონაცემებით);

- ნ------------–-–---–- - სართული 5- ბინა 9, ფართი 202, 01 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (28/.03./2014 წლის მონაცემებით);

-გ---–-----–--–----- - სართული 6, ბინა 11, ფართი 182, 36 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (03/.01./2011 წლის მონაცემებით);

- გ------------------- - სართული 6, ბინა 12, ფართი 175- 55 კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (15/.12./2014 წლის მონაცემებით);

- გ---–----------------, მისამართი: ქალაქი თბილისი, ქ--------–-----------------------ს ქუჩების გადაკვეთაზე, სართული 5- ბინა 10, ფართი, 184, 55კვმ, საკადასტრო კოდი 0---------------------- (15/.12./2008 წლის მონაცემებით);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ .ს .ფ. 20-30)

 

3.2 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1 ამხანაგობა „ს-------"-ის 2015 წლის 08 ოქტომბრის კრების ოქმი #1-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი - 11 წევრი, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–-, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ---------------------------------------–--------------ის თავზე , სახურავის ქვეშ მდებარე 165- 69 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ---–---–--–----ის, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება.

 

მითითებული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებს, რომ გ---–---–--–----ე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა მითითებულ სხვენში შპს „E--“ -ის აზომვით ნახაზე ასახულ 165- 69 კვმ ფართის სათავსოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამხანაგობა „ს--------ის 2015 წლის 08 ოქტომბრის კრების ოქმი #1 (ს.ფ.37-40)

 

3.2.2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით #8--------------(15.10.2015) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, შეჩერდა გუ-–----–--–-----ს განცხადების, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისში, ღ---------------------------------------–--------------ის თავზე მდებარე სხვენზე ფართით 165. 69 კვმ .

შეჩერების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ვერ დასტურდება ამხანაგობის წევრისთვის(გამცხადებლისთვის) მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ) საკუთრებაში არსებობის ფაქტი და დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა:

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სადაც ამხანაგობის ყველა წევრი გამოთქვამს თანხმობას გ---–---–--–----ემ დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება სხვენზე, ფართით 165.69კვმ;

-ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება #8--------------(16.10.2015) (სფ. 41-42)

 

3.2.3 ამხანაგობა „ს-------"-ის 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმი #1-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა 100%, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–-, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ---------------------------------------–--------------ის თავზე, სახურავის ქვეშ მდებარე 165- 69 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ---–---–--–----ის, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება.

 

კრების ოქმში განიმარტა იმის შესახებ, რომ ბ------------- რეგისტრირებულია 06/07/2004 წ. და რომ გ---–---–--–----ე და გ-----------------ე 2004 წლიდან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის, ფლობდნენ და პატრონობდნენ სხვენში, ნახაზებში მითითებულ ფართებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამხანაგობა „ს--------ის 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმი #1 (ს.ფ.49-51);

 

3.2.4 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (26/10/2015 წლის მონაცემებით) ქალაქი თბილისი, ქუჩა ღ------------------ შენობა-ნაგებობის სხვენი 165-69 კვმ, საკადასტრო კოდით 0------------------------, 26/10/2015 წლიდან რეგისტრირებულია, როგორც გუ-–---–--–-----ს საკუთრება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათესაუთრეთა ამხანაგობა „------------ რების ოქმი #1 რეესტრის #1-------5- დამოწმების თარიღი 20/10/ 2015წ ნოტარიუსი ნ. ს--–---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 52)

 

3.2.5. ამხანაგობა „ს--------ის 2015 წლის 08 ოქტომბრის კრების ოქმი #2-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა 2/3-ზე მეტი, 11 წევრი, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–-, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ---------------------------- სართულის, სახურავის ქვეშ მდებარე 172,92 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ-----------------ის, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება.

 

კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებს, რომ გ-----------------ე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა მითითებულ სხვენში შპს „ო-----------–----ს“ -ის აზომვით ნახაზზე ასახულ 172,92 კვმ ფართის სათავსოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამხანაგობა „ს--------ის 2015 წლის 08 ოქტომბრის კრების ოქმი #2 (ს.ფ.43-46)

 

3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით #8--------------(15.10.2015) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, შეჩერდა გ-----------------ის განცხადების, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ქ. თბილისში, ღ---------------------------------------–-------------ის თავზე მდებარე სხვენზე ფართით 172, 92 კვმ რეგისტრაცია.

 

შეჩერების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ვერ დასტურდება ამხანაგობის წევრისთვის გამცხადებლისთვის) მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ) საკუთრებაში არსებობს ფაქტი 2007 წლამდე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელშიც გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ უძრავი ნივთის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ##8--------------(15.10.2015) (სფ. 47-48)

 

3.2.7. ამხანაგობა „ს-------"-ის 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმი #2-ის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100%, კრებას თავმჯდომარეობდა დ--–------------–---–-, დღის წესრიგი: ქ. თბილისი, ღ-------------------------- სართულის, სახურავის ქვეშ მდებარე 172,92 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ-----------------ის, ინდივიდუალურ საუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება.

 

მითითებული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებს, რომ გ-----------------ე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა მითითებულ სხვენში შპს „ო-----------–----ს“ - ის აზომვით ნახაზზე ასახულ 172,92 კვმ ფართის სათავსოს. ამხანაგობა თანახმაა, რომ გ-----------------ემ აღნიშნულ უძრავ ნივთზე დაირეგისტრიროს საკუთრება თანდართული ნახაზების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამხანაგობა „ს--------ის 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმი #2 (ს.ფ.53-54)

 

3.2.8 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (26/10/2015 წლის მონაცემებით) ქალაქი თბილისი, ქუჩა ღ-------------------- შენობა-ნაგებობის სხვენი 172,92 კვმ, საკადასტრო კოდით #0------------------------, 26/10/2015 წლიდან რეგისტრირებულია, როგორც გ-----------------ის საკუთრება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „------------ რების ოქმი #1 რეესტრის #1--------, დამოწმების თარიღი 20/10/2015წ ნოტარიუსი ნ. სალძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 54)

 

3.2.9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა„ ს-------“ ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 15 ივლისის კრების ოქმის მიხედვით, დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი (4) იყო 2015 წლის 02 ოქტომბერს ჩატარებული კრებები და კრების ოქმების #1 და #2 შინაარსის სინამდვილის დადასტურება. ამხანაგობის წევრების ნაწილმა: ნ-----------–-–---–---------–------------–---–-ა, ლ-------------მ, ნ--------------მ, გულო გიორგაძემ, დაადასტურეს, რომ 2015 წლის 02 ოქტომბრის კრების ოქმებზე არის მათი ხელმოწერა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა„ ს-------“ ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 15 ივლისის კრების ოქმი(ს.ფ 210- 214);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ????? 180-? ?????? ????????? ???????? ?????????? ??????? სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

მოსარჩელის და მოპასუხეების განმარტებით, ასევე, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა რწმენა იმისა, რომ მოსარჩელეს, გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, მოთხოვნის მიმართ არ აქვს იურიდიული ინტერესი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი;

 

სამართლებრივი საფუძვლები:

6.1. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია დადგინდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

 

დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?

 

აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შესაბამისად აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015. 01.07.2015წ; #ას-375-359-2016, 17.06.206წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ; #ას-569-540-2015- 01.07.2016). საქმე №ას-595-554-2017, 15 .12. 2017 წელი).

 

იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია, მისი ობიექტური მხარეც. იურიდიული ინტერესების მიღწევადობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, თუ სამართლებრივად რამდენად დაცულია შედეგები, რომელთა დადგომაც სურს მოსარჩელეს.

 

6.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას.

 

აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი.

 

მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს იურიდიული ინტერესი განსახილველი დავისა და მისაღწევი სამართლებრივი შედეგისადმი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია.

 

იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მისი იურიდიული ინტერესია, სასამართლოს მიერ, ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „------------ 2015 წლის 02 ოქტომბრის #1 და #2 კრების ოქმები იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მითითებული კრების ოქმებით დადასტურდა ქ. თბილისი, ღო-----------------------------------–--------------ის თავზე , სახურავის ქვეშ მდებარე 165- 69 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ---–---–--–----ის, ინდივიდუალურ საუთრებაში არსებობის ფაქტი და მე-6 სართულის, სახურავის ქვეშ მდებარე 172,92 კვმ ფართის სამეურნეო სათავსოს, სხვენის, ამხანაგობის წევრის, გ-----------------ის, ინდივიდუალურ საუთრებაში არსებობის ფაქტი.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, კრების მიერ დადგენილ იქნა, რომ ამხანაგობის წევრები კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდნენ სადაო ოქმის დანართად წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად მონიშნულ და ინდივიდუალიზებულ ფართებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მოპასუხეებს სადავო ოქმებში მითითებული ფართი კანონის ამოქმედებამდე არასდროს ჰქონიათ.

 

საქართველოს უზენაეს სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში(სსუგ, საქმე №ას-1509-1429-2017 02 მარტი,2018 წელი) მიუთითა შემდეგზე: „გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა ეფუძნება დასკვნას, რომ სადავო კრების ოქმი მიღებული იყო კანონის დარღვევით და შემძენს სადავო ოქმის საფუძველზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით არ გადასცემია სადავო ფართი საკუთრებაში, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო მოთხოვნა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა სარჩელის დასაბუთებულობაზე, პირველყოვლისა, უნდა ემსჯელა მის იურდიულ დასაშვებობაზე მოსარჩელის მიმართ მართლზომერი იურიდიული ინტერესის არსებობაზე [სსსკ-ის 180-ე მუხლი].“

 

აღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით სასამართლო ვერ იმსჯელებს სარჩელის დასაბუთებულობაზე. მაგრამ იმ შეთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ:

 

- გასაჩივრებული კრების ოქმების მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს„ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველო კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან, რომლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე , ან

-ამხანაგობამ არასწორად მიუსადაგა მიღებულ გადაწყვეტილებებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველო კანონის მე-10 1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ქცევის წესი, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით, ან

- გასაჩივრებული კრების ოქმები რამდენად შეესაბამება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება და მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო ჩათვლის, რომ სადავო საერთო კრების ოქმები გასაბათილებელია, წინამდებარე სარჩელი კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, მაინც არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არ ქონის გამო, კერძოდ:

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არ არის ნამდვილი, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული ოქმების მხოლოდ ბათილად აღიარება არ ემსახურება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას და მოსარჩელისთვის ვერ იქნება სასურველი შედეგის მომტანი. ანუ, ეწინააღმდეგება იურიდიული ინტერესის არსს აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, მაშინ როცა წინამდებარე კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელისთვის სადავო სხვენში ფართის გადაცემა-არგადაცემის საკითხი უნდა გადაწყდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დღეისათვის მოქმედი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელმაც ეს უფლება მიანიჭა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არის მისი დისკრეცია და რომლის ნებაზეც არის დამოკიდებული მოსარჩელისადმი სადავო სხვენის მიკუთვნების საკითხი. მოსარჩელე მხარის ინტერესის დაკმაყოფილება მთლიანად დამოკიდებულია ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილებაზე. გასაჩივრებულ კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი ახალი კრების მოწვევა არ წარმოადგენს გარანტიას მოსარჩელისათვის, რომ კრებაზე მისთვის სასურველი შედეგი მიიღწევა და მას სადავო სხვენში ფართის მისთვის გადაცემაზე კრება დათანხმდება. ამდენად, ქონებრივი (იურიდიული) ინტერესის უპირობო დაკმაყოფილება, ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი არაა. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის მიმართ დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი, რადგან მისი უფლებრივ-ქონებრივი მდგომაროება არ შეიცვლება და თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.

 

ყოველივე ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილ უნდა იქნეს მისი მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არქონის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯები, უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 1991 მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, იმის გამო რომ წარმოდგენილ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე ა---------–------–-------ძის (----------------- განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო:

-მოპასუხე გ---–---–--–----ის (----------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, სხვენს მდებარე: ქ.თ---–--------------------------- №1--, ფართი 165.69 კვ.მ, ს/კ №0----------------------.

- მოპასუხე გ-----------------ის (---------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, სხვენს მდებარე: ქ.თ---–--------------------------- №1--, ფართი 172.92 კვ.მ, ს/კ №0-----------------------

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა---------–------–-------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე ა---------–------–-------ძის (----------------- განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო:

-მოპასუხე გ---–---–--–----ის (----------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, სხვენს მდებარე: ქ.თ---–--------------------------- №1--, ფართი 165.69 კვ.მ, ს/კ №0----------------------.

- მოპასუხე გ-----------------ის (---------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, სხვენს მდებარე: ქ.თ---–--------------------------- №1--, ფართი 172.92 კვ.მ, ს/კ №0-----------------------

 

3. ა---------–------–-------ძის მიერ გაწეული პროცესის ხარჯები ჩაითვალოს გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისის, რობაქიძის ქ.#7-ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-5 კმ, #6) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია