გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.08.2018
საქმის ნომერი
030210117002219919
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210117002219919

N 2/1316-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

 

მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----’’

წარმომადგენელი ნ--- გ----–--

 

მოპასუხე თ----- ხ---------

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი თ----- ხ---------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე თ----- ხ---------ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4460.38 ლარის (საიდანაც სესხის თანხაა 3860 ლარი, პროცენტი - 600.38 ლარი) გადახდა.

 

3. სს ,,თ----- ბ---ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 193.81 ლარიდან (გადახდის თარიღი: 13.12.2017 წ. საგადასახადო დავალება 166) 163.81 ლარი, ხოლო 30 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად. მოპასუხეს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 258.41 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე