განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100114681876
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/7----14

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ----ა ყ------–---–ი,დაცვის მხარე:

ადვოკატები - მ------- ღ----–---ა, ლ----- ღ----–---ა,ბრალდებული - ფ--------------–--ა, დაბადებული 19---–-–----------------ი, პირადი #2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრირებული მა-------–-------------------–------–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----------------–-------------------------------------ში,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა: 2----–-–-- თებერვლის თვეში, მ--–---- გ-------მ მისი ნათესავის ან–--–-- ბ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, მ----------------–--------–-----------------------------------ში გაიცნო ფ--------------–--ა, რომელიც მოტყუებით დაჰპირდა, მისი ახლობლის - ვინმე დ-----ს მეშვეობით შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით, რომელიმე ბანკიდან, სესხის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გამოტანას. მოგვიანებით, მარტის თვეში, ფ--------------–--ამ, მ--–---- გ-------ს საკრედიტო ისტორიის გადამოწმების მიზნით, გამოართვა პირადობის მოწმობა და მას შემდგომ, რაც გაარკვია, რომ მ--–---- გ-------ს ,,ს----------–--------–ი“ ერიცხებოდა საკრედიტო დავალიანება 270 (ორასსამოცდაათი) ლარის ოდენობით და იგი ირიცხებოდა ე.წ. ,,შავ სიაში“, მოტყუებით, 2----–-–----------- თვეში ეტაპობრივად, თითქოს იმავე ახლობელ ვინმე დ-----ს მეშვეობით ამრიცხავდა ბანკის „შავი სიიდან“ და აიღებდა მისთვის სასურველ სესხს, გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 2040 ლარის ოდენობით. ფ--------------–--ას ქმედებით დაზარალებულ მ--–---- გ-------ს მიადგა 2040 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მ--–---- გ-------ს ჩვენებით ცხოვრობს სოფელ გ---------ში. ზამთარში ტყეში მუშაობს შეშაზე, ხოლო ზაფხულობით ფიზიკურად სამუშად ჩამოდის ქალაქში. თბილისში ყოფნისას რჩება შვილის ნათლიის ოჯახში გ------ ხ-----–---–თან და ან–--–-- ბ---–---–თან. 2----–-–-- თებერვლის თვეში, თბილისში ყოფნისას, გადაწყვიტა 1400 აშშ დოლარად შეეძინა ავტომანქანა „ვ--–---“. ზემოაღნიშნულის შესახებ უთხრა გ------ ხ-----–---–ს, საუბარს ესწრებოდა მეზობელი ფ--------------–--ა, რომელმაც გაცილებით დაბალ ფასად 800 ლარად შესთავაზა მისი ახლობლის მანქანის შეძენა. „ს----------–--------–ი“ სესხის აღების მიზნით წავიდა ან–--–--სთან და ფ-----თან ერთად. ამ უკანასკნელმა გაურკვია, რომ ჰქონდა 270 ლარის დავალიანება, საიდანაც 200 ლარი იყო ძირი თანხა, ხოლო 70 ლარი დარიცხული პროცენტი, შეყვანილი იყო ე.წ. „შავ სიაში“ და სესხს არ მისცემდენენ. დაპირდა, რომ მოუგვარებდა პრობლემას. მეტი დამაჯერებლობისათვის უთხრა, რომ იყო პოლიციის მაიორი, ჰქონდა ურთიერთობები მათ შორის ბანკშიც და დაუსახელა ვინმე „დ-----“ რომელის მეშვეობით „ამოშლიდა შავი სიიდან“. ფ-----ამ პირველად გამოართვა „ს----------–--------–ი“ დავალიანების სახით რიცხული თანხის გასასტუმრებელი თანხა 270 ლარი. რის შემდეგ შავი სიიდან ამოსაშლელად და დ-----ზე გადასაცემად პირველად მოითხოვა 300 ლარი, რომელიც გამოართვა თ----- პ-------–---–ს, ხოლო შემდეგ 800 ლარი, რომელიც ასესხა ლ----–--------–---–მა და მათი თანდასწრებით ამ უკანასკნელმა თავად გადასცა ფ--------------–--ას. შეთანხმდნენ, რომ ლ---- ც--------–---–ის თანხას სესხის აღებისთანავე უკან დაუბრუნებდა. ფ--------------–--ამ ზემოთდასახლებული თნხების აღების შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ გამოართვა ფულადი თანხა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 2040 ლარი. დაზარალებულის განმარტებით, ბოლოს წინმსწრებადაც გამოიტანა სოციალური დახმარების სამი თვის თანხა „ლ--------------დან“ და ან–--–-- ბ---–---–ის თანდასწრებით გადასცა ფ--------------–--ას.

 

თ----- პ-------–---–მა დაადასატურა, რომ სოფელ გ---------ში მის მეზობელ მ--–---- გ-------ს ავტომანქანის შესაძენად ასესხა 300 ლარი, ხოლო თანხის ნაწილი მისცა ლ---- ც--------–---–მა.

 

ლ---- ც--------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–-- თებერვალში მ--–---- გ-------ს მანქანის ყიდვასა და კრედიტის აღებაში ეხმარებოდა ფ--------------–--ა, რის გამოც თანხა ესესხა როგორც მას ისე თ----- პ-------–---–ს. მოწმის ჩვენებით, თბილისში ჩამოსვლისას პირველად ფ----- თ----- პ-------–---–საგან ნასესხები თანხიდან 250 ლარი გადასცეს, ხოლო მომდევნო დღეს მან თავად გადასცა ბრალდებულს ჯამში 800 ლარი, რაც მ--–----ის უნდა გაესტუმრებინა მას შემდეგ როცა სესხს დაუმტკიცებდნენ.

 

იგივე ფაქტობრივ გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ხ-----–---–მა.

 

2----–-–-- 22 დეკემბერს, დ--–---ის რაიონის სოფელ გ---------ში მოწმე ლ---- ც--------–---–თან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა განმარტა, რომ 2----–-–-- თებერვლის თვეში, მეგობრის მ--–---- გ-------ს თხოვნით, ორჯერ გადასცა ფულადი თანხა ვინმე ფ-----ას, რომელსაც აღნიშნულის სანაცვლოდ მ--–---- გ-------სთვის უნდა გამოეტანა სესხი ,,ს----------–--------იდან“. მან ასევე აღნიშნა, რომ ვინმე ფ-----ა არის მაღალი, სრული აღნაგობის, თეთრი კანის და მრგვალი პირისახის, დაახლოებით 40 წლამდე ქალბატონი, სწორი ცხვირით, ქერა თმით და მისი ამოცნობა თავისუფლად შეეძლია. ლ---- ც--------–---–მა წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ფ--------------–--ა თეთრი მრგვალი ფორმის პირისახით, სწორი ცხვირით, თხელი ტუჩებით, ქერა თმითა და საერთო იერსახით.

 

საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაადასტურა მოწმე თ-------------–---–-ა.

 

ან–--–-- ბ---–---–მა განმარტა, რომ მ--–---- გ-------სთან აკავშირებს ნათელ-მირონობა და დაზარალებული 2014 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა მის სახლში. იმავე პერიოდში მის კორპუსში ცხოვრობდა ფ--------------–--ა. მეზობლები ხშირად იკრიბებოდნენ მასთან ყავაზე და ერთხელ როცა მ--–----იმ გამოთქვა „ვ--–---ს“ შეძენის სურვილი, ფ-----ამ დახმარება აღუთქავა და უთხრა, რომ მის ახლობელს ჰყავდა გასაყიდი მანქანა და იაფად აშოვნინებდა. ასევე უთხრა, რომ დაეხმარებოდა ბანკიდან სესხის აღებაში. მომდევნო დღეს ფ-----ასთან და მ--–---- გ-------სთან ერთად წავიდა „ს--------–--------–-“ სადაც გაირკვა, რომ დაზარალებულს ერიცხებოდა დავალიანება და შესული იყო ე.წ. „შავ სიაში“. ფ--------------–--ა მ--–---- გ-------ს შეპირდა, რომ ნაცნობის მეშვეობით დაეხმარებოდა და ააღებინებდა სესხს.

 

მ--–---- გ-------მ მისი თანდასწრებით ფ-----ას გადასცა 300 ლარი. ბრალდებულმა იმავე დღეს უთხრა, რომ თანხა საკმარისი არ იყო და თანხის დამატება ითხოვა. დასახელებული მიზნით დაზარალებულმა ისესხა მისი მეგობრებისაგან თანხა და რამოდენიმე ეტაპად გადასცა ფ--------------–--ას. ფულის გადაცემას ესწრებოდა ლ---- ც--------–---–ი, რომელიც მ--–---- გ-------სთან ერთად ჩამოვიდა სოფელი გ---------იდან. ფ-----ამ შემდეგ კიდევ გამოართვა თანხა მ--–---- გ-------ს, რომელიც ამ უკანასკნელმა გადასცა ბრალდებულს ერთი სავაჭრო ცენტრ „კ--------ის“ მიმდებარე ტრიტორიაზე, ხოლო შემდეგ ს------------სთან. როგორც მისთვის არის ცნობილი მთლიანობაში გ-------მ ფ-----ას გადასცა დაახლოებით 2000 ლარი. მანვე განმარტა, რომ მომხდარი ფაქტიდან დრო არის გასული და ზუსტად რამდენი იყო არ ახსოვს. მოგვიანებით, როცა მ--–---- გ------- მივიდა ბანკში ინფორმაციის მისაღებად უთხრეს, რომ მას დავალიანება ისევ ერიცხებოდა და შეყვანილი იყო ე.წ. „შავ სიაში“,მოწმემ ასევე ისაუბრა, გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაზე და განმარტა, რომ ფ----- ის ნ----–-------------- ერთად წაიყვანა პოლიციაში და ათქმევინა რაც მას სურდა „ - ნუ გეშინიათ, გამომძიებელი ვარო“. როცა გაანალიზა, რომ ცრუ ჩვენება მისცა, შეეშინდა და პროკურორს სთხოვა ხელახლა დაეკითხა. მეორედ უკვე ჩვენება მისცა, რომელშიც თქვა სიმართლე და გამომძიებლის თანდასწრებით დაათვალიერა კამერის ჩანაწერები, სადაც ასახულია სწორედ ის გარემოებები, რაზეც ჯერ გამოძიებაში, ხოლო შემდეგ სასამართლოშიც განმარტა.

 

ნ----–--------ას ჩვენებით, ფ--------------–--ა გაიცნო ან----–-- ბ---–---–ისგან და ხშირად დადიოდნენ ერთმანთთან ყავის დასალევად. ან–--–--სთან შეხვდა მ--–---- გ-------ს, რომელსაც ფ-----ა დაპირდა „ვ--–---ს“ ტიპის მანქანის 800 ლარად შოვნას. როდესაც პოლიციაში დაიბარეს დაურეკა ფ--------------–--ამ და უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო და არაფერი ეთქვა.

 

თ------------ის ჩვენებით, მ--–---- გ-------ს მეუღლეა. მ--–----ი 2----–-–-- ზამთარში იმყოფებოდა მათი შვილის ნათლიის ან–--–-- ბ---–---–ის სახლში და ეძებდა სამუშაოს ოჯახის სარჩენად. ვინაიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან. ვერ იშოვა სამუშაო და ტყიდან შეშის საზიდად გადაწყვიტა მანქანის შეძენა. მოწმისათვის ცნობილია, რომ მის მეუღლეს ეხმარებოდა ფ--------------–--ა და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხა მ--–---- გ-------მ ჯერ თ----- პ-------–---–ისგან ისესხა, ხოლო შემდეგ ლ---- ც--------–---–ისგან. მეუღლემ ფ----- გადასცა ასევე სოციალური შემწეობის თანხაც.

 

2----–-–-- 28 აპრილის დათვალიერების ოქმით, გლ-----------–--------------------–-------- განყოფილებაში ამავე განყოფილების გამომძიებლის ბე-------ნ ბ-----–-–---–ის მიერ მოწმე მ--–---- გ-------ს მონაწილეობით დათვალიერებული იქნა თბ--–--–---–-------–------------------–ში მდებარე სს ,,ს----------–--------------- ს------–------ის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული 2----–-–-- 25 მარტის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერები 2----–-–-- 25 მარტის 09:59:54 სთ-დან 2----–-–-- 25 მარტის 12:59:52 საათამდე. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში გარე სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულია ზ/აღნიშნული ბანკის გარე პერიმეტრი. ჩანაწერში კამერის მიერ დაფიქსირებულია, რომ ვიდეოჩანაწერში 2----–-–-- 25 მარტს 11:59:10 საათზე ,,-----------–----------- მოპირდაპირე მხარეს გზის სავალ ნაწილზე ჩერდება გაურკვეველი მარკის ა/მანქანა. გადმოდის ქალი რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი, რომელიც სავარაუდოდ არის ტყავის და ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა. დასახელებული პირი მ--–---- გ-------ს განმარტებით არის ან–--–-- ბ---–---–ი, ხოლო იმავე ა/მანქანის მარჯვენა უკანა კარიდან გადმოდის მეორე ქალბატონი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის მოკლე კაპიშონიანი ქურთუკი და ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, რომელიც ასევე მოწმე მ--–---- გ-------ს განმარტებით არის ფატი ჯ-----–--ა. ორივე ქალბატონი ფ--------------–--ა და ან–--–-- ბ---–---–ი მიემართებიან ,,-----------–----------- შესასვლელი კარის მიმართულებით და შედიან ,,-----------–----------- ფილიალში. რამოდენიმე წამის შემდეგ დასახელებული ა/მანქანის წინა მარჯვენა მხრიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და ასევე მოლურჯო ფერის ჯინსის ქუჩა, რომელიც მ--–---- გ-------ს განმარტებით არის თვითონ და მიემართება ,,-----------–----------- შესასვლელი კარის მიმართულებით, სადაც შევიდნენ ან–--–-- ბ---–---–ი და ფ--------------–--ა. ,,-----------–----------- ზ/აღნიშნული ფილიალის შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების მიერ, დაფიქსირებულ ჩანაწერში აღბეჭდილია ფილიალში შესასვლელი კარის შიდა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ,,-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის ორი ცალი მოყვითალო ფერის აპარატი, რომლებიც დგას შესავლელ კართან. ამავე ჩანაწერში 11:59:38 საათზე, ბანკის აღნიშნულ ფილიალში შედიან ზ/ხსენებული ქალბატონები, რომლებიც დგებიან ,,-----------–----------- შიდა პერიმეტრში, შესასვლელ კართან განთავსებულ მოყვითალო ფერის სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. რამოდენიმე წამში შედის მამაკაცი, რომელიც მოწმე მ--–---- გ-------ს განმარტებით არის თვითონ და მიემართება ზ/ხსენებული ქალბატონებისკენ, რომლებიც დგანან ,,-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარტთან. მ--–---- გ-------ს განმარტებით ერთი მათგანი არის ფ--------------–--ა, ხოლო მეორე ან–--–-- ბ---–---–ი. ჩანს, რომ თვითონ, ქურთუკის მარჯვენა წინა ჯიბიდან იღებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელში აძლევს იქ მდგარ ქალბატონს, რომელიც მ--–---- გ-------ს განმარტებით არის ფ--------------–--ა. იგივე ქალბატონი, მიემართება სწრაფი ჩარიცხვის აპარატისკენ და კონსულტანტის დახმარებით ასრულებს გაურკვეველ ოპერაციას, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი წუთი, ხოლო მ--–---- გ------- და ან–--–-- ბ---–---–ი დგანან მის უკან. მოწმე მ--–---- გ-------ს განმარტებით როგორც მას ფ--------------–--ამ განუცხადა მისი პირადი ნომრის საშუალებით უნდა შეემოწმებინა მ--–---- გ-------ზე დარიცხული დავალიანება სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, ხოლო რა ოპერაცია შეასრულა ფ--------------–--ამ მ--–---- გ-------სთვის უცნობია, რადგან მისი განმარტებით იგი ვერ ერკვევა. ფ--------------–--ა ტრიალდება უკან და მიდის ან–--–-- ბ---–---–თან და მ--–---- გ-------სთან, რომლებიც საუბრობენ ერთად. ფ--------------–--ა რეკავს მობილურ ტელეფონზე და გადის ,,-----------–----------- ფილიალიდან გარეთ და მიჰყვებიან მას უკან ან–--–-- ბ---–---–ი და მ--–---- გ-------, რომლებიც გადიან გარეთ და დგებიან „-----------–----------“ მოპირდაპირე მხარეს ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილას, სადაც ფ--------------–--ა საუბრობს ტელეფონზე საუბარს და ან–--–-- ბ---–---–თან ერთად ,,-----------–----------- ფილიალში, ხოლო მ--–---- გ------- რჩება აღნიშნულ ადგილას, რომელიც დაახლოებით ერთ წუთში 12:04 საათზე შედის ,,-----------–----------- ფილიალში, სადაც ჩერდებიან რამდენიმე წუთი და 12:07 საათზე ფ--------------–--ა გადის ფილიალიდან გარეთ, ბანკიდან გასასვლელი კარით; საუბრობს მობილურ ტელეფონზე და მას უკან მიჰყვება ან–--–-- ბ---–---–ი და მ--–---- გ-------, რომლებიც ასევე გადიან გარეთ, სადაც ფ--------------–--ა აგრძელებს მობილური ტელეფონით საუბარს, ხოლო მ--–---- გ------- და ან–--–-- ბ---–---–ი დგანან მის გვერდით. მოწმე მ--–---- გ-------ს განმარტებით აღნიშნულ დროს ფ--------------–--ა ესაუბრება ვინმე დ-----ს და ეუბნება, თუ სად შეხვდება მას, რადგან ფული აქვს გადასცემი, რომ მ--–---- გ------- ამორიცხონ ,,-----------–----------- ე.წ „შავი სიიდან“. ფ--------------–--ა ტელეფონზე საუბარს ასრულებს დაახლოებით 12:03:40 საათზე, რის შემდეგად ის, მ--–---- გ------- და ან–--–-- ბ---–---–ი საუბრობენ ერთად, სადაც მოწმე მ--–---- გ-------ს განმარტებით ფ--------------–--ა ეუბნება, რომ უნდა წასულიყო ვინმე დ-----ს შესახვედრად, რათა მისთვის გადაეცა ფულადი თანხა მ--–---- გ-------ს ,,-----------–----------- „შავი სიიდან“ ამოწერის სანაცვლოდ. მოწმემ ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას განაცხადა, რომ მან ფ--------------–--ას უთხრა თანხა მისი თანდასწრებით გადაეცა ვინმე დ-----სათვის, რაზეც ფ--------------–--ამ უპასუხა, რომ უნდა შეხვედროდა მარტო და თვითონ სახლში დალოდებოდა. საუბარი გრძელდება დაახლოებით ორი წუთი და დაახლოებით 12:12 საათზე სამივე პიროვნება ერთად ან–--–-- ბ---–---–ი, მ--–---- გ------- და ფ--------------–--ა მიემართებიან გზის სავალი ნაწილისკენ სადაც ფეხით გადადიან გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს და ვიდეოჩანაწერის კადრში აღარ ჩნდებიან.

 

2----–-–-- 6 მაისის დათვალიერების ოქმით, გამომძიებელ ბე-------ნ ბ-----–-–---–ის მიერ მოწმე მ--–---- გ-------ს მონაწილეობით დათვალიერდა თბილისში, მ----------------------–ე კორპუსში განთავსებული სს ,,ლ--------------ს“ ს------–------ის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები რომელიც ასახავს 2----–-–-- 25 მარტის 10:00 სთ–დან - 2----–-–-- 25 მარტის 18:00 საათამდე პერიოდს. ამავე ვიდეოჩანაწერში ასახულია „ლ-------------–-“ შესასვლელი კარის გარე პერიმეტრი, სადაც ასახულია რომ 2----–-–-- 25 მარტს, დაახლოებით 10:04 საათზე, ბანკის შესასვლელ კარს აღებს და შედის ქალბატონი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქის ფერის ქურთუკი, რომელიც სავარაუდოდ არის ტყავის და ასევე ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, რომელიც მოწმე მ--–---- გ-------ს განმარტებით არის ან–--–-- ბ---–---–ი, რომელსაც უკან მიჰყვება თვითონ. ორივე პირი, ს------–------ში ჩერდებიან რამდენიმე წუთით. დაახლოებით 10:40 საათზე ს------–------იდან გამოდის ზ/ხსენებული ქალბატონი, რომელიც მოწმე მ--–---- გ-------ს განმარტებით არის ან–--–-- ბ---–---–ი და მასთან ერთად გამოდის მამაკაცი, რომელიც ასევე მოწმის განმარტებით არის თვითონ, სადაც ჩანს, რომ მ--–---- გ-------ს ხელში უჭირავს ქაღალდის ფულის კუპიურები და ან–--–-- ბ---–---–ს ხელში აწვდის გაურკვეველ ნივთს, რომელიც მისივე განმარტებით არის რკინის ფული, რის შემდეგაც სცილდებიან ,,ლ--------------ს“ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას.

 

2----–-–-- 28 მაისის დათვალიერების ოქმით, გამომძიებლის ბე-------ნ ბ-----–-–---–ის მიერ მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა თბ--–--–---–-------–------------------–ში მდებარე სს ,,ს----------–--------------- ს------–------ის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული 2----–-–-- 25 მარტის შიდა და გარე პერიმეტრის 2----–-–-- 25 მარტის 09:59:54 სთ-დან 2----–-–-- 25 მარტის 12:59:52 საათამდე ვიდეოჩანაწერები. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში გარე სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულია ზ/აღნიშნული ბანკის გარე და შიდა პერიმეტრი. ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული 2----–-–-- 25 მარტს 11:59:10 საათზე ,,-----------–----------- მოპირდაპირე მხარეს გზის სავალ ნაწილზე ჩერდება გაურკვეველი მარკის ა/მანქანა, რომელსაც აქვს ტაქსის ნიშანი. აღნიშნული ა/მანქანის გაჩერების შემდეგ იღება ა/მანქანის უკანა მარცხენა კარი, საიდანაც გადმოდის ქალბატონი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი, რომელიც სავარაუდოდ არის ტყავის და ასევე ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, რომელიც ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის თვითონ, ხოლო აღნიშნული მანქანის მარჯვენა უკანა კარიდან გადმოდის მეორე ქალბატონი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის მოკლე კაპიშონიანი ქურთუკი და ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, რომელიც ასევე მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის ფ--------------–--ა. ფ--------------–--ა და ან–--–-- ბ---–---–ი მიემართებიან ,,-----------–----------- შესასვლელი კარის მიმართულებით და შედიან ფილიალში. რამდენიმე წამის შემდეგ მანქანის წინა მარჯვენა მხრიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და ასევე მოლურჯო ფერის ჯინსის ქურთუკი, რომელიც მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის მ--–---- გ-------, რომელიც ასევე მიემართება ,,-----------–----------- შესასვლელი კარის მიმართულებით, სადაც შევიდნენ ან–--–-- ბ---–---–ი და ფ-----ა ჯ-----–----. ,,-----------–----------- ზ/აღნიშნული ფილიალის შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერში აღბეჭდილია ფილიალში შესასვლელი კარის შიდა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ,,-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის ორი ცალი მოყვითალო ფერის აპარატი, რომლებიც დგას შესავლელ კართან. ჩანაწერის 11:59:38 საათზე ამავე ფილიალში შედიან ზ/ხსენებული ქალბატონები, რომლებიც დგებიან ,,-----------–----------- შიდა პერიმეტრში, შესასვლელ კართან განთავსებულ მოყვითალო ფერის სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რომლებიც მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არიან ფ--------------–--ა და თვითონ. რამდენიმე წამში შედის მამაკაცი, რომელიც მოწმის განმარტებით არის მ--–---- გ-------, რომელიც მიემართება ან–--–-- ბ---–---–ის და ფ--------------–--ასკენ, რომლებიც დგანან ,,-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. როგორც აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, მამაკაცი რომელზეც მოწმე ან–--–-- ბ---–---–მა განაცხადა, რომ არის მ--–---- გ-------, ქურთუკის მარჯვენა წინა ჯიბიდან იღებს გაურკვეველ ნივთს, რომელიც მისი განმარტებით არის მ--–---- გ-------ს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელში აძლევს ფ--------------–--ას. ქალბატონი, რომელიც მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის ფ--------------–--ა მიემართება სწრაფი ჩარიცხვის აპარატისკენ და კონსულტანტის დახმარებით ასრულებს გაურკვეველ ოპერაციას, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი წუთი, ხოლო მ--–---- გ------- და ან–--–-- ბ---–---–ი დგანან მის უკან. მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით, ფ--------------–--ას ,,-----------–----------- განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან პირადი ნომრის საშუალებით უნდა შეემოწმებინა მ--–---- გ-------ზე დარიცხული დავალიანება, ხოლო რა ოპერაცია შეასრულა ფ--------------–--ამ მოწმე ან–--–-- ბ---–---–ისთვის უცნობია. ფ--------------–--ა ტრიალდება უკან და მიდის ან–--–-- ბ---–---–თან და მ--–---- გ-------სთან, რომლებიც საუბრობენ, სადაც ფ--------------–--ა ეუბნება მ--–---- გ-------ს, რომ აღნიშნული დავალიანება, რომელიც ჰქონდა მ--–---- გ-------ს არის გადახდილი და არანაირი დავალიანება ,,ს----------–--------–ი“ არ გააჩნია. ამის შემდეგ ფ--------------–--ა რეკავს მობილურ ტელეფონზე და ტელეფონზე საუბრით გადის ,,-----------–----------- ფილიალიდან გარეთ და მიყვებიან მას უკან ან–--–-- ბ---–---–ი და მ--–---- გ-------, რომლებიც გადიან გარეთ და დგანან ,,-----------–----------- მოპირდაპირე მხარეს ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილას, სადაც ფ--------------–--ა საუბრობს მობილური ტელეფონით, ხოლო ან–--–-- ბ---–---–ი და მ--–---- გ------- დგანან მის გვერდით. რამდენიმე წამის შემდეგ, ფ--------------–--ა ამთავრებს მობილურ ტელეფონზე საუბარს და ან–--–-- ბ---–---–თან ერთად შედის ,,-----------–----------- ფილიალში, ხოლო მ--–---- გ------- რჩება აღნიშნულ ადგილას, რომელიც დაახლოებით ერთ წუთში 12:04 საათზე შედის ,,-----------–----------- ფილიალში, სადაც ჩერდებიან რამდენიმე წუთი და 12:07 საათზე ფ--------------–--ა გადის ფილიალიდან გარეთ ბანკიდან გასასვლელი კარით, რომელიც საუბრობს მობილურ ტელეფონზე და მას უკან მიყვება ან–--–-- ბ---–---–ი და მ--–---- გ-------, რომლებიც ასევე გადიან გარეთ, სადაც ფ--------------–--ა აგრძელებს მობილური ტელეფონით საუბარს, ხოლო მ--–---- გ------- და ან–--–-- ბ---–---–ი დგანან მის გვერდით. მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით, იმავე დროს ფ--------------–--ა ესაუბრება ვინმე დ-----ს, რომლის სახელი და გვარი მისთვის უცნობია და ეუბნება ფ--------------–--ა, თუ სად შეხვედროდა მას, რადგან ფული ჰქონდა ხელში გადასცემდა, რათა მ--–---- გ------- ამოეწერა ,,-----------–----------- ე.წ. შავი სიიდან. ფ--------------–--ა ტელეფონზე საუბარს ასრულებს დაახლოებით 12:08:40 საათზე რის შემდეგ ფ--------------–--ა, მ--–---- გ------- და ან–--–-- ბ---–---–ი საუბრობენ ერთად, სადაც მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით ფ--------------–--ა ეუბნება მ--–---- გ-------ს, რომ უნდა წასულიყო ვინმე დ-----ს შესახვედრად რადგან მისთვის გადაეცა ფულადი თანხა მ--–---- გ-------ს ,,-----------–----------- შავი სიიდან ამოწერის სანაცვლოდ. მ--–---- გ------- ეუბნება ფ--------------–--ას, რომ მისი თანდასწრებით გადასცეს ვინმე დ-----ს ფულადი თანხა, რაზეც ფ--------------–--ა პასუხობს, რომ უნდა შეხვდეს მარტო. საუბარი გრძელდება დაახლოებით ორი წუთი და დაახლოებით 12:12 საათზე, სამივე პიროვნება ერთად - ან–--–-- ბ---–---–ი, მ--–---- გ------- და ფ--------------–--ა მიემართებიან გზის სავალი ნაწილისკენ, სადაც ფეხით გადადიან გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს და ვიდეოჩანაწერის კადრში აღარ ჩნდებიან.

 

2----–-–-- 28 მაისის დათვალიერების ოქმით, გამომძიებელ ბე-------ნ ბ-----–-–---–ის მიერ მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა თბილისში, მ----------------------------------–- განთავსებული სს ,,ლ--------------ს“ ს------–------ის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული 2----–-–-- 25 მარტის გარე პერიმეტრის 2----–-–-- 25 მარტის 10:00 სთ დან 2----–-–-- 25 მარტის 18:00 საათამდე პერიოდის ვიდეოჩანაწერები. აღნიშნული ვიდეოჩანაწერში ასახულია „ლ-------------–-“ შესასვლელი კარის გარე პერიმეტრი, სადაც ასახულია 2----–-–-- 25 მარტს დაახლოებით 10:04 საათზე აღნიშნული ბანკის შესასვლელ კარს აღებს და შედის ქალბატონი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი, რომელიც სავარაუდოდ არის ტყავის და ასევე ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, რომელიც მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით აღნიშნული ქალბატონი არის თვითონ რომელსაც უკან მიყვება და ასევე მასთან ერთად შედის ,,ლ--------------ს“ ს------–------ში მამაკაცი, რომელსაც - ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და ასევე მოლურჯო ფერის ჯინსის ქურთუკი, რომელიც ასევე მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის მ--–---- გ-------. ორივე პირი ს------–------ში ჩერდებიან რამოდენიმე წუთით. დაახლოებით 10:40 საათზე, ს------–------იდან გამოდის ზ/ხსენებული ქალბატონი, რომელიც მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის თვითონ და მასთან ერთად გამოდის მამაკაცი, რომელიც ასევე მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის მ--–---- გ-------, სადაც ჩანს, რომ მ--–---- გ-------ს ხელში უჭირავს ქაღალდის ფულის კუპიურები და ან–--–-- ბ---–---–ს ხელში აწვდის გაურკვეველ ნივთს, რომელიც მოწმე ან–--–-- ბ---–---–ის განმარტებით არის რკინის ფული, რომელიც მ--–---- გ-------მ მისცა მას რადგან ჩასულიყო ა-------–------------ მ/ტერიტორიაზე სადაც ელოდებოდა მას ფ--------------–--ა, რადგან, როგორც მოწმე ან–--–-- ბ---–---–მა განაცხადა უნდა გადაეცა მას ფულადი თანხა, რომელიც გამოიტანა მ--–---- გ-------მ ,,ლ--------------დან“ სესხის სახით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბე-------ნ ბ-----–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

ფინანსური ვალდებულების შესახებ სს „-----------–----------“ მიერ გაცემული ინფორმაციით, დადგენილია, რომ მ--–---- გ-------ს კრედიტი ჰქონდა აღებული 200 ლარის ოდენობით.

 

სს „-----------–----------“ ამონაწერიდან G---------------------(GEL) ირკვევა, რომ მ--–---- გ-------მ 2----–-–-- 25 მარტს პირადი ანგარიშიდან გაიტანა თანხა 582.24 თეთრი.

 

ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------------------------------–---------------–-----------–---–--------------------------------ს მიერ გაცემული წერილით ირკვევა, რომ 2013 წლის დეკემბრიდან - 2----–-–----------- ჩათვლით პერიოდში მ--–---- გ-------ს ოჯახის 5 წევრზე ერიცხებოდა შემწეობა 252 არის ოდენობით.

 

ბრალდებულმა ფ--------------–--ამ უარყო რა მ--–---- გ-------სთან კავშირი განმარტა, რომ ზ------ წ--------–მა „შეუკერა“ საქმე იმის გამო, რომ მის მიერ სესხად გაცემული თანხა უკან არ დაებრუნებინა და ე.წ. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს, მხოლოდ ცრუ მოწმის ან–--–-- ბ---–---–ის ჩვენება. მანვე არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ფ--------------–--ას განმარტებას, რომ მას მ--–---- გ-------საგან ბანკში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით 2040 ლარი არ აუღია, ამასთან, ბრალდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულისა და ერთი ცრუ მოწმის ჩვენებას ვერ გაიზიარებს.

 

გ------ ხ-----–---–მა განაცხადა, რომ 2014 წელს მ--–---- გ------- ცხოვრობდა მის ოჯახში დაახლოებით ოთხი თვის მანძილზე. იმავე პერიოდში, მეზობლად მცხოვრები ფ--------------–--ა, რომელიც მეგობრობდა მის მეუღლესთან ან–--–-- ბ---–---–თან მათ ხშირად სტუმრობდა. ფ-----ა და მ--–----ი საუბრობდნენ ერთმანეთთან, მათ შორის მეგრულადაც და დაადასტურა, რომ ბრალდებული დაზარალებულს შეპირდა დახმარებას, მათ შორის ავტომანქანის შეძენაშიც როცა გაიგო, რომ მ--–---- გ-------ს შეშაზე სამუშაოდ „ვ--–---“ უნდა ეყიდა და ფულის საშოვნელადაც წავიდა სოფელში.

 

გ------ ხ-----–---–ის ჩვენება სრულად თავსებადია როგორც მ--–---- გ-------ს, ასევე ან–--–-- ბ---–---–ის, ლ---- ც--------–---–ის, თ----- პ-------–---–ის, თ------------ის ჩვენებებთან, რომლებმაც იგივე ფაქტი დაადასტურეს.

 

დაზარალებულის ჩვენება გამოკვლეულ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის თანხის გადაცემის ნაწილშიც. დაზარალებულმა ვრცლად ისაუბრა თუ რა პერიოდში და რა ოდენობის თანხები გადასცა ფ--------------–--ას იმ მიზნით, რომ ბანკში არსებული დავალიანება მოეწესრიგებინა და მისი პიროვნება ე.წ. „შავი სიიდან“ ამოეღოთ, რითაც მიეცემოდა შესაძლებლობა აეღო მისთვის სასურველი სესხი. დაზარლებულის ჩვენებას არსებულ ფაქტთან დაკავშირებით ადასტურებენ როგორც პირდაპირი მტკიცებულებები ან–--–-- ბ---–---–ისა და ლ---- ც--------–---–ის ჩვენებების სახით, ასევე, თ----- პ-------–---–ის, თ------------ის, ბე-------ნ ბ-----–-–---–ის ირიბი ჩვენებები.

 

ლ---- ც--------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ფულის სასესხებლად სოფელში ჩასული მ--–---- გ------- თვითონ წამოიყვანა თბილისში კუთვნილი ავტომანქანით. ამავე ჩვენებით მან განმარტა, რომ თ----- პ-------–---–ისაგან ნასესხები თანხა მ--–---- გ-------მ მასთან ერთად გადასცა ფ--------------–--ას, ხოლო როცა ის თანხაც არ აღმოჩნდა საკმარისი და ბრალდებულმა კვლავ უთხრა, რომ იყო დასამატებელი, თანხის დარჩენილი ნაწილი პირადად გადასცა ფ-----, იმ დათქმით, რომ მ--–---- გ------- სესხის აღების შემდეგ მას ვალს გაუსტუმრებდა.

თ----- პ-------–---–მა სასამართლოს დაუდასტურა, რა მ--–---- გ-------ზე მის მიერ თანხის სესხების ფაქტი, რომელიც დაზარალებულს უნდა გადაეცა ფ--------------–--აზე, იმავდროულად დაამატა, რომ მისთვის ცნობილია ის გარემოებაც, რომ იმავე მიზნისათვის მ--–----ს თანხა ლ---- ც--------–---–მაც ასესხა.

 

სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობის ნაწილში რწმენას უმყარებს საქმეზე გამოკვლეული ,,-----------–-----------“ და ,,ლ--------------ს“ შიდა და გარე ხედვის კამერებიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც მართალია უშუალოდ არ ჩანს თანხის გადაცემის ფაქტი, მაგრამ არსებული მტკიცებულებები თანხვედარშია რა მ--–---- გ-------სა და ან–--–-- ბ---–---–ის მიერ დასახელებულ გარემოებებთან მეტ დამაჯერებლობას სძენს მათ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, მტკიცებულების გამყარების საჭიროება შესაბამისად/პროპორციულად, დაბალია. საქმეში ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) [დიდი პალატა], N54810/00, §96, ECHR 2006, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოების მთელი პროცესი სამართლიანი, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად მოხდა დაცვის უფლებების პატივისცემა. ამასთან, გასათვალისწინებელია მტკიცებულების ხარისხი და ისიც, თუ რამდენად აღძრავს ეჭვს იმ გარემოებათა სანდოობა და სიზუსტე, რომლებშიც ის მოიპოვეს. რამდენადაც არ არის აუცილებელი, დადგეს სამართლიანობის პრობლემა, როცა მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება“.

 

თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, სადაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი. თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს, ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. სწორედ ეს ურთიერთდკავშირებული აქტები შადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს, რასაც ფ--------------–--ას ქმედებით ჰქონდა ადგილი.

 

ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ-----ა ჯ-----–--ამ ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიიჩნევს ფ--------------–--ას მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული იქნეს ჯარიმა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ფ--------------–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 16 000 ლარის ოდენობით. მასვე სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოდ, მოსახდელად დარჩეს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

 

გაუქმდეს ფ--------------–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განჩინებით გირაოს 4000(ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად ბე--------------------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს თბილისი, მ----------------–---------------------–--------- , საკადასტრო კოდით 0--1--------------------

 

გაუქმდეს 2----–-–------------ს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ვალდებულება სასამართლოში გამოცხადების შესახებ და მსჯავრდებულს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 2 ცალ CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/