გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4785-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - კ-----------------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2----–-–---------–----------- ბრძანება და მოსარჩელეს სასჯელის მოხდის ადგილად განესაზღვროს N-----–-------–--ა (იხ.: დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 147).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. კ-----------------ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით; 19,177-ს მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით; 273-ე მუხლით; 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
დადგენილია, რომ კ-----------------ისთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2----–-–------------იდან, სასჯელის მოხდა დასრულდება 2021 წლის 26 იანვარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2----–-–---------–--------------–-----------------ის ამონაწერი (ტ. II, ს.ფ. 109-111).
3.1.2. საქმეზე მოსარჩელე - კ-----------------ის მიერ წარმოდგენილი ცნობა-დახასიათების თანახმად, დადგენილია, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა. დასჯილია არაერთხელ, კერძოდ: 1. 29.02.2016 წლის N------ განკარგულებით მოთავსებულ იქნა სამარტოო საკანში 12 დღე-ღამის ვადით. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადმინისტრაციის თანამშრომელს; 2. 27.06.2016 წლის N------ განკარგულებით გამოეცხადა საყვედური, ხმაურობდა საკანში - იქცეოდა აგრესიულად და იწვევდა ხმაურს; 3. 23.08.2016 წლის N------ განკარგულებით შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 2 თვის ვადით. საკნიდან საგამოძიებო ოთახებში გადმოყვანის დროს იქცეოდა აგრესიულად და იწვევდა ხმაურს; 4. 26.08.2016 წლის N------ განკარგულებით გამოეცხადა საყვედური, ხმაურობდა საკანში, კანონიერ შენიშვნაზე არ რეაგირებდა და აგრძელებდა იგივე ქმედებას; 5. 04.12.2016 წლის N------ განკარგულებით შეეზღუდა ამანათისა და გზავნილის მიღება 1 თვით. ხმაურობდა საკანში იქცეოდა აგრესიულად და გამომწვევად; 6. 19.02.2017 წლის N------ განკარგულებით შეეზღუდა პაემნით სარგებლობა. ხმაურობდა საკანში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს; 7. 06.03.2017 წლის N------ განკარგულებით გამოეცხადა საყვედური. ხმაურობდა საკანში და იქცეოდა გამომწვევად, კანონიერ შენიშვნაზე არ რეაგირებდა და აგრძელებდა იგივე ქმედებას; 8. 19.06.2917 წლის N------ განკარგულებით გამოეცხადა საყვედური. უარს აცხადებდა საკანში შესვლაზე და იქცეოდა აგრესიულად; 9. 21.06.2017 წლის N------ განკარგულებით შეეზღუდა ამანათი 1 თვით. უარს აცხადებდა შიდა კლასიფიკაციის საკანში შესვლაზე, რითაც დაარღვია სარეჟიმო მოთხოვნები; 10. 30.06.2017 წლის N------ განკარგულებით გამოეცხადა საყვედური. დაწესებულების ექთანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- N18 დაწესებულების ცნობა-დახასიათება (ტ. II, ს.ფ. 211-212).
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2----–-–---------–--------------–-----------------ის ამონაწერით (არასაიდუმლო ნაწილით) დგინდება, რომ მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა განიხილა მსჯავრდებულის რისკის შეფასების №6 პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №2 და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლო ფორმა №3 მსჯავრდებულ კ-----------------------------ის შესახებ.
ოქმის თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული კ-----------------ე არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; დანაშაული ასევე ჩადენილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში; არის მოჩვენებითი ხასიათის, ფსიქიატრის დანიშნულებით იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს; არის თვითდაზიანების მიდრეკილების მქონე, ძნელად ეგუება დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისათვის არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, კერძოდ: 29.02.2016წ., 26.08.2016წ., 04.12.2016წ., 06.03.2017წ. - ხმაურობდა საკანში, იქცეოდა გამომწვევად და აგრესიულად. 23.08.2018წ. - საკნიდან საგამოძიებო ოთახში გადაყვანისას იქცეოდა აგრესიულად. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს. 09.06.2017წ. - უარს აცხადებდა საკანში შესვლაზე, იქცეოდა აგრესიულად და გამომწვევად, 21.06.2017 წ. - უარს აცხადებდა შიდა კლასიფიკაციის საკანში შესვლაზე. 30.06.2017წ. - დაწესებულების ექთანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოხატავდა აგრესიას. კ-----------------ეს 2017 წლის 20 ივლისს განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. საშიშროების რისკის განსაზღვრის შემდგომ, მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ორჯერ ჰქონდა ადგილი. მან ერთ შემთხვევაში არ განმარტა ჩადენილი ქმედების მიზეზი, ხოლო მეორე შემთხვევაში მიზეზად დაასახელა სულიერი აღელვება. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, საშიშროების რისკის განსაზღვრის შემდგომ ადგილი არ ჰქონია. წახალისებული არ ყოფილა; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ კ-----------------------------ის საშიშროების რისკის სახე არის - მაღალი.
ამავე საოქმო გადაწყვეტილებით გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მასზედ, რომ მსჯავრდებული კ-----------------ე განთავსებულიყო მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2----–-–---------–--------------–-----------------ის ამონაწერი (არასაიდუმლო ნაწილი) (ტ. II, ს.ფ. 109-111).
3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2----–-–---------–----------- ბრძანებით, მსჯავრდებულ კ-----------------------------ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №----------–---------–-------–--აში.
ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2----–-–---------–--------------–-----------------ი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2----–-–---------–----------- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 4).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ-----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2----–-–---------–----------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სადავო სფეროში მოქმედ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსის პირველ მუხლზე, რომელიც ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს. კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
პატიმრობის კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
პატიმრობის კოდექსის მე-121 მუხლი განმარტავს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 662 მუხლი კი ადგენს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.
პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-2 ნაწილის თანახმად კი, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. მე-4 ნაწილის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
პატიმრობის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“, რომელიც განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში – გუნდი), აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.
ზემოაღნიშნული წესის მე-2 თავში გაწერილია მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურა. მითითებული მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, ჯგუფი არ იქმნება და მის ფუნქციას ასრულებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი. მე-2 პუნქტის თანახმად, ჯგუფი შედგება დაწესებულების არანაკლებ 3 თანამშრომლისგან, ხოლომე-5 პუნქტის შესაბამისად, ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს დირექტორი.
ამავე წესის მე-7 მუხლში გაწერილია ჯგუფის საქმიანობის თანმიმდევრობა და წესი. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ ამ ბრძანების დანართი №2-ით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. შეფასების პროცესში რიგითობის განსაზღვრისას ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები. რიგითობის განსაზღვრის შემდეგ, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი (მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი). ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს გუნდს (მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი).
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულია გუნდის უფლებამოსილება, კერძოდ, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.
ზემოაღნიშნული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად, სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული და მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავსებს ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმაში ისეთი სახის ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილი ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით ეგზავნება გუნდს, საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლი არეგულირებს გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლის თანახმად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ. მე-3 პუნქტის შესაბამისად, სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც ფიქსირდება თითოეული წევრის ხმა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს გუნდის უფროსი. მე-4 პუნქტის თანახმად, გუნდი ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის რისკის ერთ-ერთი სახისადმი მიკუთვნების შესახებ. გუნდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გუნდის უფროსის ხმა. მე-6 პუნქტის შესაბამისად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს ამ ბრძანების დანართი №2-ის (მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა) და დანართი №3-ის (უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია) შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების გზით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მითითებული წესის მე-4 მუხლში მოცემულია მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება მისი პიროვნული თვისებების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევის, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულების, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების შესრულების, ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტების, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობის, დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტების, წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევების, მსჯავრდებულის ასაკის, ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულების, დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობის, თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, აგრეთვე წახალისების/დისციპლინური სახდელის/ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.
ამდენად, დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების მიზნით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენისათვის, კანონმდებელი რისკების შეფასების გუნდს კონკრეტულად უდგენს მსჯავრდებულის რისკის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, უშუალოდ რომელ მათგანში მოხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით.
6.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საშიშროების რისკის დადგენის შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ სადავო საკითხის, ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ დადგენა/შეფასებას.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ კ-----------------ის შესახებ. გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასა ზემოთ მითითებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მსჯავრდებულ - კ-----------------ის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტზე; ასევე იმაზე, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში; არის მოჩვენებითი ხასიათის, ფსიქიატრის დანიშნულებით იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს; არის თვითდაზიანების მიდრეკილების მქონე, ძნელად ეგუება დაწესებულების დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისათვის არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. კ-----------------ეს 2017 წლის 20 ივლისს განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. საშიშროების რისკის განსაზღვრის შემდგომ მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ორჯერ ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, საშიშროების რისკის განსაზღვრის შემდგომ ადგილი არ ჰქონია. წახალისებული არ ყოფილა; არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების, ან სასწავლო პროგრამებში. გუნდის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით კ-----------------ის საშიშროების რისკის სახედ განისაზღვრა მაღალი. მსჯავრდებულის საშიშორების რისკების შეფასების გუნდის 2----–-–---------–-------------------ის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2----–-–---------–---------- ბრძანებით მსჯავრდებულ კ-----------------ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და მის საფუძველზე, განთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით კი განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ კ-----------------ის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2----–-–---------–--------------–-----------------ი (სრული სახით), ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო-ოპერატიული ინფორმაცია კ-----------------ის შესახებ. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთან, სასამართლოს მიერ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
აღნიშნული ინფორმაციის დასაბუთებულობის შემოწმების და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც გუნდს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით’’ დადგენილი რისკის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია საშიშროების რისკის სახის შესაბამისად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის სასჯელის მოხდის ადგილად N-----–-------–--ის განსაზღვრის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება გადავადებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე კ-----------------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით - 100 (ასი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე