განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002459830
N1/115-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
16.01.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი
პროკურორ - სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ – გიორგი მარკოზაშვილის
ადვოკატ - ლალი ჩაველაშვილის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023150218001)
ბრალდებული: გიორგი მარკოზაშვილი;
დაბადებული: 31.12. 1991 წელს;
პირადი ნომერი: 20001060982;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო
რეგისტრირებული: თელავის რაიონი, სოფელი კურდღელაური;
ფაქტობრივად მცხოვრები:თელავის რაიონი, სოფელი კურდღელაური;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ბრალდებულმა გიორგი მარკოზაშვილმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ივლისის თვეში, გიორგი მარკოზაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---–- მცხოვრები სოფიო ლუაშვილი ყიდიდა მის საკუთრებაში მყოფ გაზ-24-ის მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით D--------). გიორგი მარკოზაშვილმა გადაწყვიტა, მოეტყუებინა სოფიო ლუაშვილი და ამ გზით დაუფლებოდა მის კუთვნილ ავტომანქანას. 2017 წლის 14 ივლისს იგი მივიდა სოფელ ბა-----–---–-, სოფიო ლუაშვილის საცხოვრებელ სახლში, გაეცნო მას როგორც ავტომანქანის მყიდველი და შეუთანხმდა ავტომანქანის ყიდვაზე 600 აშშ დოლარად. ამასთან, მან მეტი დამაჯერებლობისათვის, სოფიო ლუაშვილს დაუწერა ხელწერილი, რომ აღნიშნულ თანხას გადაუხდიდა 2017 წლის ივლისის ბოლოს. გიორგი მარკოზაშვილმა სოფიო ლუაშვილისაგან წამოყვანილი ავტომანქანა, იმავე დღეს 450 ლარად მიჰყიდა ვაზიანში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში მომუშავე მიხეილ ნიკოლიშვილს. ამის შემდეგ, მან გამორთო ტელეფონი, აღარ პასუხობდა სოფიო ლუაშვილს და 2017 წლის 22 ივლისს დატოვა საქართველოს ტერიტორია.
გიორგი მარკოზაშვილს 2018 წლის 26 თებერვალს დაუსწრებლად შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. 2018 წლის 12 დეკემბერს 00:40 საათზე დაკავებული იქნა გიორგი მარკოზაშვილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის ივლისის თვეში, გიორგი მარკოზაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---–- მცხოვრები სოფიო ლუაშვილი ყიდიდა მის საკუთრებაში მყოფ გაზ-24-ის მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით D--------). გიორგი მარკოზაშვილმა გადაწყვიტა, მოეტყუებინა სოფიო ლუაშვილი და ამ გზით დაუფლებოდა მის კუთვნილ ავტომანქანას. 2017 წლის 14 ივლისს იგი მივიდა სოფელ ბა-----–---–-, სოფიო ლუაშვილის საცხოვრებელ სახლში, გაეცნო მას როგორც ავტომანქანის მყიდველი და შეუთანხმდა ავტომანქანის ყიდვაზე 600 აშშ დოლარად. ამასთან, მან მეტი დამაჯერებლობისათვის, სოფიო ლუაშვილს დაუწერა ხელწერილი, რომ აღნიშნულ თანხას გადაუხდიდა 2017 წლის ივლისის ბოლოს. გიორგი მარკოზაშვილმა სოფიო ლუაშვილისაგან წამოყვანილი ავტომანქანა, იმავე დღეს 450 ლარად მიჰყიდა ვაზიანში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში მომუშავე მიხეილ ნიკოლიშვილს. ამის შემდეგ, მან გამორთო ტელეფონი, აღარ პასუხობდა სოფიო ლუაშვილს და 2017 წლის 22 ივლისს დატოვა საქართველოს ტერიტორია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სასამართლომ მხარეთა ერთობლივი მონაწილეობით გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დადგენილად მიაჩნია, რომ გიორგი მარკოზაშვილმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,რაც დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულ - სოფიო ლუაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ბა-----–---–-. მას საკუთრებაში ჰყავდა ავტომობილი გაზ-24 მარკის სახელმწიფო ნომრით D--------- რომლის გაყიდვაც გადაწყვიტა 600 ამერიკულ დოლარად, რადგან ჰქონდა საბანკო სესხი. როგორც მყიდველი მას დაუკავშირდა ბრალდებული გიორგი მარკოზაშვილი და იმავე დღეს ხელწერილის საფუძველზე წაიყვანა ავტომობილი, თანხა უნდა გადაეხადა ერთ კვირაში. დამაჯერებლობისათვის ჯერ წაიყვანა ნაყიდი ავტომობილი და თავისი ავტომობილი დატოვა დაზარალებულთან, მაგრამ ერთ საათში მივიდა და თავისი ავტომობილიც წაიყვანა. ორი კვირის შემდეგ დაზარალებული დაუკავშირდა ბრალდებულს, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დაზარალებულმა დახმარებისათვის მიმართა პოლიცის, სადაც უთხრეს, რომ ბრალდებული საზღვარგარეთ იყო წასული. გარკვეული დროის შემდეგ დაზარალებულს საზღვარგარეთიდან ტელეფონით დაუკავშირდა ბრალდებული და განუცხადა, რომ რადგან მან პოლიციას შეატყობინა და ცუდად მოიქცა აღარ აპირებდა ფულის მიცემას. ბრალდებული პოლიციას პირდებოდა, რომ თანხას გადაუხდიდა დაზარალებულს, დაზარალებულს კი ეუბნებოდა რომ არ აპირებდა თანხის გადახდას. დაზარალებულმა დაადგინა, რომ მისი ავტომობილი ბრალდებულს ჯართის მიმღებ პუნქტში გაუყიდია, რა თანხად არ იცის, იქიდან კი სხვას უყიდია 1000 ლარად, რომელიც ამ ავტომობილით ტაქსაობდა.
მოწმე ნათია ჭაბუკაძის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის ამ საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა დაზარალებულების დაკითხვა, მოწმეების დაკითხვა, ნივთის ამოღება.
მოწმე დავით ყოჩაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის ამ საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა მოწმის დაკითხვა, კერძოდ მან დაკითხა შალვა მელელაშვილი, რომელმაც იყიდა ბრალდებულის მიერ ჯართში გაყიდული ავტომობილი.
მოწმე რამაზი სამადაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 02 აგვისტოს მას დაეწერა დაზარალებულ სოფიო ლუაშვილის განცხადება, რომელიც აღნიშნავდა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი ბრალდებულმა გიორგი მარკოზაშვილმა მოტყუებით წაიყვანა და თანხას არ მისცა, რომელიც ამ ეტაპზე წასულია საზღვარგარეთ. სოფიო ლუაშვილი დაუკავშირდა ტელეფონით ბრალდებულს საზღვარგარეთ და მოწეც დაალაპარაკა. მოწმემ განუმარტა ბრალდებულს, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, რის შემდეგაც ბრალდებულმა განმარტა, რომ მან ნამდვილად წაიყვანა ავტომობილი სოფიო ლუაშვილისაგან 600 ამერიკულ დოლარად და თანხას აუცილებლად გამოუგზავნიდა 2017 წლის სექტემბრის თვის ბოლოს. მოწმეს 2017 წლის 27 სექტემბერს კვლავ დაეწერა სოფიო ლუაშვილის განხცადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ იპოვა თავისი ავტომობილი, რომელსაც მართავდა შალვა მელელაშვილი, რომელმაც თავის მხრივ ავტომობილი იყიდა ჯართის მიმღები პუნქტიდან 1000 ლარად. შალვა მელელაშვილმა ავტომანქანა ვერ გადაიფორმა, რადგან ვერ მოიძია სოფიო ლუაშვილი.
მოწმე გელა ჯავახიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის დაზარალებულ სოფიო ლუაშვილის მეზობელი, ყოფილი პოლიციელი და სოფიომ დაუძახა, რათა დასწრებოდა ავტომობილის გაყიდვას. ბრალდებულმა თვითონ მოინდომა და დაწერა ხელწერილი და თქვა, რომ ფულს მოიტანდა. მოწმემ გააფრთხილა არ მოეტყუებინა. შემდეგ, როგორც შეიტყო ბრალდებულს ავტომობილი გაუყიდია და საზღვარგარეთ წასულა.
მოწმე შალვა მელელაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მოწმემ ჯართის მიმღები პუნქტიდან იყიდა ავტომობილი გაზ-24 1000 ლარად. ჯართის მიმღები პუნქტის თანამშრომელმა უთხრა ჯარიმა არ არის ავტომობილზე, შემოწმებულიაო და მანაც იყიდა. ამ ავტომობილით ქ. თბილსში ტაქსაობდა 5-6 თვის განმავლობაში. უნდოდა გაეფორმბინა, მაგრამ ვერ მოახერხა.
მოწმე ლიანა ლუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის დაზარალებულ სოფიო ლუაშვილის დედა. მის შვილს სოფიო ლუაშვილს ჰყავდა ავტომობილი ვაზ-24, რომელიც მის სახლში ჰქონდა გაჩერებული. სოფიომ კომპიუტერში განცხადება გააკეთა და სურდა ავტომობილის გაყიდვა. მოვიდა მისთვის უცნობი ბიჭი, ავტომობილი წაიყვანა და თანხის მოტანას შეპირდა მის შვილს ერთ კვირაში. მოწმემ შვილს უთხრა ხელწერილი დაეწერა მყიდველს. ბრალდებულმა მათ განუცხადა, რომ ავტომობილი მამისთვის უნდოდა. თავისი ავტომობილი დატოვა მათთან სახლში და ნაყიდი წაიყვანა, შემდეგ 2 საათში კვლავ მოვიდა თავისი ავტომობილის წასაყვანად და ხელწერილიც დაწერა, რომ თანხას მოიტანდა. სოფიო ურეკავდა, მაგრამ აღარ პასუხობდა ბრალდებული და თანხაც არ მოუტანია.
გიორგი მარკოზაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება დასტურდება მოწმეების გიორგი მარკოზაშვილის, მარიამ მარკოზაშვილის, მიხეილ ნიკოლიშვილის, ავ--------– სამსონიძის ჩვენებებით, შსს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მოპოვებული ცნობით საზღვრის კვეთის შესახებ, გაზ-24ავტომანქანის დოკუმენტაციით, გიორგი მარკოზაშვილის ხელწერილით თანხის გადახდის შესახებ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, დაინტერესებული მხარისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, არსებული ინფორმაციის დამალვას ან დროულად შეუტყობინებლობას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის პირს, მიიღოს მისთვის სასარგებლო გონივრული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გოირგი მარკოზაშვილმა ჩაიდინა თაღლითობა, მან მოტყუებით წაიყვანა ავტომობილი დაზარალებულისაგან და იმავე დღეს ნაკლებ ფასად 450 ლარად მოჰყიდა ჯართის მიმღებ პუნქტს, ვიდრე უნდა გადაეხადა დაზარალებულისათვის და შემდეგ წავიდა რა საზღვარგარეთ, აღარც შეხმიანებია დაზარალებულს. მხოლოდ დაზარალებულის მხრიდან მისი მოძებნის შემდეგ, შეპირდა, რომ თანხას გადაუხდიდა, მაგრამ შეპირება არ შეასრულა. აქედან გამომდინარე ბრალდებულმა მოტყუებით მიიღო ნივთი დაზარალებულისაგან, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.
სამართლებრივი შეფასება
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად სცნო, რომ
გიორგი მარკოზაშვილმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გიორგი მარკოზაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრლადების მხარის მიერ გიორგი მარკოზაშვილის ბრლადების ეპიზოდში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სწორად განესაზღვრა კვალიფიკაცია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
კერძოდ: ბრალდებულ გიორგი მარკოზაშვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურება.
დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გიორგი მარკოზაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გიორგი მარკოზაშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნის გამოყენებული იქნას ჯარიმა, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გიორგი მარკოზაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცება ავტომობილი „გაზ-24“ D--------- რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 8-ე, 258-ე-260, 268-269ე, 271-274 -ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე, მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გიორგი მარკოზაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა-3800 (სამი ათას რვაასი) ლარი.
2. გიორგი მარკოზაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან.
3. გიორგი მარკოზაშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2018 წლის 12 დეკემბრის 00:40 საათიდან 2019 წლის 16 იანვრის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული ჯარიმა შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, გიორგი მარკოზაშვილს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.
4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილ იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
ავტომანქანა „გაზ-24“ D--------- რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე