განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/147-18
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
№061050818001
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - გურამ შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- მე-–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ-–-----------------------------------------–-------–-–--------------------------------------------------–--------------------------------–----------------–--
ადვოკატი- ნო----- ნე---–-----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ-–-----------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი--ლი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ბ-–-----------ძემ 2018 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. სამტრედია, ხ------–----------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მაისურისა და ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე -ნ----–-----–--ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკი--ლი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ-–-----------ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრი-- აღწერა და სამართლებრი-- შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ბ-–-----------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ბ-–-----------ძის ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ -დაზარალებულმა ნ----–-----–--მ, დედამ- მოწმე გუ----–- ბა--------მ, შვილმა - მოწმე ბო---ს ბა--------მ, რძალმა- მოწმე მა-- ბუ----–---–მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ბ-–-----------ძის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---- ფი-–----მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტი--ს თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 05 აგვისტოს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლებრი-- დევნა ოჯახური ძალადობის ფაქტთან და--ვშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მის მიერ გამოკითხულ იქნა ნ----–-----–--, რომელმაც განუმარტა, რომ მისი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს, კერძოდ მისმა მეუღლემ ბ-–-----------ძემ ხელისა და მაისურის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა მასზე. ნ----–-----–--ს გამოკითხვის შემდგომ მისივე საცხოვრებელ სახლში და--ვებულ იქნა ბ-–-----------ძე., ასევე მის მიერ გამოკითხული იქნა ბ-–-----------ძის რძალი და თავად ბ-–-----------ძე, მის მიერვე ბ-–-----------ძეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი-- მი-----–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 2018 წლის 05 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ ნ----–-----–--ს თანხმობითა და მისივე მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა, ყვითელი ფერის, უმკლავო მაისური, რომლის გამოყენებითაც, მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა----- დ---–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 05 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა ბ-–-----------ძის დედა, მ-----–ი ბა-------- და შვილი, ბო---ს ბა--------, გამოკითხვა კი მოახდინა შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #005617718 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ----–-----–--ს სხეულზე გარეგნულად, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ბ-–-----------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ბ-–-----------ძის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - დაზარალებულმა ნ----–-----–--მ მოწმეებმა: დედამ-მ-----–ი ბა--------მ, შვილმა- ბო---ს ბა--------მ და რძალმა- მა-- ბუ----–---–მა ისარგებლეს მათთვის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ - ბ-–-----------ძის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 4--ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 4--ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ო--- პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ბ-–-----------ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ნ----–-----–--ს და მოწმე მა----–- ბ-------ძის ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ
ბ-–-----------ძის წინააღმდეგ. ამ მტკიცებულებათა გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ბ-–-----------ძე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ბ-–-----------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი--ლი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ბ-–-----------ძის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ბ-–-----------ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-–-----------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ-–-----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ-----–ი ბ-------ძის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ, ქ. სამტრედია ხიბლარის ქუჩა 5--–- მდებარე უძრავ ქონებას (ზონა 3-- სექტორი 0-, კვარტალი 4-, ნაკვეთი 3-- ს/კ №3-.0-.4-.3--) – 3 000 ( სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა;
გამართლებულ ბ-–-----------ძეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე