განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/59-18
№001170218009
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - გურამ შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა---------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მე--------------------------------------------–-------–-–-----------------------------------------------------–----------------–------–--------------------
ადვოკატი- გე-----------–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მე----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 20 საათზე, მე----------------მ ქ. სამტრედია, რო---------------------ში მცხოვრებ მეუღლის დედასთან - მ----------------ან სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ჟ----------–----–-ილზე. კერძოდ, ესროლა ბალიში, რაც ამ უკანსკნელს მოხვდა თავის არეში და ასევე ბალიშის სროლის შედეგად გამოწვეული ინერციით თავით დაეჯახა კედელს. აღნიშნულის შედეგად ჟე---------–----–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. მითითებულ ფაქტს კი შეესწრო ჟ----------–----–-ილის არასრულწლოვანი შვილი, 20.0-.2002 წელს დაბადებული, ალ----------------ძე.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ----- თ--------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დაკითხული ბრალდებული მე----------------.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ჟე---------–----–---–-ა განმარტა, რომ 2015 წლის 07 სექტემბერს იქორწინა მე----------------ზე. მალე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ვინაიდან მისი ოჯახი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო და იგი არ მიიღეს. გარკვეული პერიოდი ისინი ცხოვრობდნენ მისი მეუღლის წინაპრების დატოვებულ არაკეთილმოწყობილ სახლში, სამტრედიის რაიონის სოფელ ხუ------–-----ში. კონფლიქტის მიზეზი უმეტესად იყო მისი არასრულწლოვანი შვილი, ა-–---------------იძე, რომელიც მას ჰყავდა პირველი ქორწინებიდან. 2017 წლის 26 იანვარს იგი იმყოფებოდა სამტრედიის რაიონის სოფელ მ--–-----ში, დედასთან, სტუმრად მეუღლესთან და შვილთან ერთად. დილით გასული იყო პირად საქმეზე , რა დროსაც დედამ დაურეკა და უთხრა, რომ მ-----ი საყვედურობდა მას ა-–---------ეს აღზრდასთან დაკავშირებით, სახლში დაბრუნებულმა კი თავადვე უსაყვედურა მის მეუღლეს. კონფლიქტი გააღვივა ასევე მ----- თ--------ის შემოთავაზებამ მის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის თაობაზე, რაზედაც მიიღო უარი, რის შემდგომაც მე----------------მ მას ესროლა ღრუბლისაგან დამზადებული ბალიში, რომელიც ტყავის ნაჭერში იყო მოთავსებული და ელშესაკრავით იკვრებოდა. ბალიში იწონიდა დაახლოებით 2-3 კილოგრამს, იგი ამ დროს იდგა კედელთან ახლოს და სრულიად გაუაზრებლად მიეჯახა კედელს, იგრძნო რა ძლიერი ტკივილი, თვალთ დაუბნელდა და იქვე ჩაიკეცა, მისი არასრულწლოვანი შვილი ალ----------------ძე იქვე ტელევიზორს უყურებდა, აღნიშნულის თაობაზე მისმა დედამ, მ------------ამ, უსაყვედურა მე----------------ს და უთხრა, რომ მისი თანდასწრებით ასეთ რამეს როგორ აკეთებდა, თავად მე---------------- კი მივიდა მასთან და თითქოს ხუმრობით, ფეხებს შუა მოიქცია მის თავი და ფეხები მოუჭირა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას დაეწყო თავის ტკივილი და სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს სამტრედიის ,,------------––---, სადაც დაუდგინდა მსუბუქი ტვინის შერყევა, რის გამოც 3 დღე დაჰყო საავადმყოფოში. ვინაიდან არ სურდა ოჯახის დანგრევა, მან დედა გააფრთხილა, რომ აღნიშნულის თაობაზე არავისთან არაფერი ეთქვა, განსაკუთებით, მისი ოჯახის წევრებისათვის. მომხდარის შესახებ იცოდა მხოლოდ მისმა რამდენიმე ახლობელმა, ასევე საქმის კურსში ჩააყენა მ----- თ--------ის და ნ--- თ--------ე და დისშვილი ი---------–-ილი. აღნიშნულის თაობაზე არც საავადმყოფოში განუცხადებია, რადგან მე----------------მ სთხოვა, რომ არ გაემხილა მომხდარის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის და მსგავსი მისი მხრიდან აღარ განმეორდებოდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იგი დაბრუნდა დედის ოჯახში, ხოლო თავად მე---------------- წავიდა თბილისში. აღნიშნულის თაობაზე მან მის მულსა და მულისშვილს უამბო დაახლოებით 2017 წლის მაისის თვეში. მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრების პროცესში ხშირი იყო მ----- თ--------ის მხრიდან ძალადობა, 2017 წლის ოქტომბერიდან მათი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მე----------------მ მის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც მისთვის, როგორც დედისთვის, მიუღებელი იყო. ამის შემდეგ მე---------------- წავიდა სახლიდან და სარჩელი შეიტანა სასამართლოში.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა მოწმემ ალ----------------ძემ განმარტა, რომ მე---------------- არის მისი ყოფილი მამინაცვალი, რომელსაც მის დედასთან ჟ----------–----–-ილთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. იგი 2017 წლის დასაწყისში იმყოფებოდა სტუმრად ბებიასთან სამტრედიის რაიონის სოფელ მ--–-----ში, რა დროსაც ოთახიდან შემოესმა ჩხუბის ხმა და ოთახში შესულმა დაინახა, როგორ მოხვდა დედას, მ----- თ--------ის ნასროლი, მძიმე ბალიში, იგი ცდილობდა დედის დამშვიდებას, ამის შემდეგ მე----------------მ მისი თავი მოიყოლა ფეხებს შორის, სხვა რაიმე ძალადობას მ----- თ--------ის მხრიდან მისი დედის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ბალიშის სროლის მომენტში მასთან ერთად ოთახში იყო მისი ბებია მ------------აც. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მისი დედა ჯ---- თ---–----–--ლი გახდა ცუდად და გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვანა სავადმყოფოში, სადაც იწვა 2 დღე, როგორც შემდეგ გაიგო დედას მიღებული ჰქონდა ტვინის შერყევა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კი, მე----------------სთან ერთად დედამისი წავიდა ქ. თბილისში. აღნიშნულის თაობაზე მას არასოდეს არავისთვის არაფერი არ უთქვამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------ამ განმარტა, რომ მე---------------- არის მისი შვილის, ჟ----------–----–-ილის, ყოფილი მეუღლე. მის შვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 17 წლის შვილი, ალ----------------ძე, მის სიძეს მე----------------ს და შვილს ჟ----------–----–-ილს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთში სხვადასხვა თემაზე, განსაკუთრებით კი ალ----------------ძის აღზრდასთან დაკავშირებით. 2017 წლის დასაწყისში მე---------------- და შვილი ჟ----------–----–-ილი მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ სამტრედიის რაიონის სოფელ მ--–-----ში. მათთან ერთად სახლში იყო ასევე ალ----------------ძე, ვინაიდან იყო ზამთარი, სტუმრები იმყოფებოდნენ მისაღებ ოთახში, სადაც იდგა ღუმელი, ოთახიდან გასულს სახლიდან შემოესმა ხმამაღალი საუბრის ხმა, როდესაც სახლში შემოვიდა დაინახა, რომ მის ქალიშვილს, რომელიც იდგა ღუმელთან ახლოს, მე----------------მ ვითომ ხუმრობით ესროლა საკმაოდ მძიმე მასალისგან დამზადებული ბალიში, რომლის მოხვედრის შემდეგაც ჟ----------–----–-ილი წაიქცა, კედელს მიარტყა თავი და დაიწყო ტირილი, ამის შემდეგ თითქოს მე----------------მ დამშვიდების მიზნით წამოაყენა და მისი თავი მოიქცია ფეხებს შუა და მაგრად მოუჭირა, რაზედაც მან მკაცრად უსაყვედურა მე----------------ს და უთხრა რომ ეს არ იყო ნორმალური ხუმრობა. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ჟ----------–----–-ილს დაეწყო თავის გაუსაძლისი ტკივილი, რის შემდეგაც მე----------------მ თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ჟ---- დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და იგი მოთავსებული იქნა სტაციონარში, საიდანაც მეორე დღეს გამოწერეს და მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ქ. თბილისში. აღნიშნული დაზიანების მიყენების თაობაზე სიმართლე მათ არავისთვის, მათ შორის არც ექიმისთვის, არ უთქვამთ იმ მიზეზით, რომ არ სურდა გახმაურებულიყო მის შვილსა და სიძეს შორის არსებული უთანხმოება, ამიტომ ,ოჯახის შენარჩუნების მიზნით,1 წლის განმავლობაში, ეს ფაქტი არავისთვის არ გაუმხელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე და---------–---ამ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის თებერვლის თვეში შსს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პირველი განყოფილებიდან ქვემდებარეობით, დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის საქმე ჟ----------–----–-ილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხა დაზარალებული ჟ----------–----–-ილი, რომელმაც განმარტა, რომ მას ბალიშის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, მე----------------მ. ამის შემდგომ გამოკითხული იქნა ჟ----------–----–-ილის დედა მ------------ა და მისი არასრულწლოვანი შვილი ალ----------------ძე, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მის მიერ მოხდა ჟ----------–----–-ილზე დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობა. მის მიერ ასევე მოწმის სახით გამოიკითხა მე----------------, რომელმაც იმთავითვე უარყო ყოველგვარი ძალადობის ფაქტი. ასევე სამტრედიის შ--------------------–-–-----ნ’’ გამოთხოვილ იქნა ჟ----------–----–-ილის სამედიცინო დოკუმენტაცია და დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე სამტრედიის რაიონის სოფელ მ--–-----ში ჟ----------–----–-ილის მონაწილეობით ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც რაიმე ნივთი და საგანი ამოღებული არ ყოფილა. მის მიერ ასევე მე----------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–-------მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტად. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მას გამომძიებელ და---------–---ასთან და დაზარალებულ ჟ----------–----–-ილთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სადაც ჟ----------–----–-ილის მითითებით მოხდა სამტრედიის რაიონის სოფელ მ--–-----ში მდებარე კერძო სახლის პირველ სართულზე არსებული ოთახის დასურათება, რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- თ--------ემ განმარტა, რომ მე---------------- არის მისი ძმა. იგი მის მეუღლესთან, ჟ----------–----–-ილთან, ერთად ხშირად სტუმრობდა ხოლმე მას ქალაქ თბილისში. 2017 წლის თებერვალში ისინი ჩავიდნენ მასთან სტუმრად, რა დროსაც ჟ----------–----–-ილისგან გაიგო, რომ ცოტა ხნით ადრე ფეხის დაცურების შემდეგ კედელზე თავის მირტყმის შედეგად ჟ----ს მიუღია თავის ტვინის შერყევა და უმკურნალია საავადმყოფოში, ნ--- თ--------ის შეკითხვაზე, რამდენად სასურველი იყო მისი ჯანმრთელობისათვის ასეთ მდგომარეობაში მგზავრობა, მან უპასუხა, რომ უკვე თავს კარგად გრძნობდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაეწყო თავის ტკივილები, რის გამოც ნ--- თ--------ემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, გაუკეთეს დამამშვიდებელი და დაუნიშნეს 10 დღიანი წოლითი რეჟიმი. თუმცა 10 დღე არ დაუყვია თბილისში და რამდენიმე დღეში, ყოფილი დედამთილის გარდაცვალების გამო დაბრუნდა ქ, სამტრედიაში. მას არასოდეს არაფერი არ უთქვამს მე----------------სთან კონფლიქტის თაობაზე, პირიქით მათ ჰქონდათ შესაშური ურთიერთობა, მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ჟ----------–----–-ილთან თავად მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა და კონფლიქტის შემთხვევაში აუცილებლად უამბობდა მას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლი------------ამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში გიო-----–-------------------ში. 2017 წლის თებერვლის დასაწყისში იგი მივიდა სტუმრად მისი მეგობრის ზუ-----------–--ლის ოჯახში, სადაც ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ სტუმრად ჩამოსული იყო მე---------------- და მისი მეუღლე ჟ----------–----–-ილი, ვინაიდან ამ უკანასკნელთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, გადაწყვიტა მისი მონახულება, როდესაც შევიდა ოთახში, ჟ---- დახვდა მწოლიარე მდგომარეობაში, ხოლო შეკითხვაზე კი უპასუხა, რომ ქ. სამტრედიაში დედისეულ სახლში ყოფნისას ფეხი დაუცდა და კედელს მიარტყა თავი, რის შემდეგაც დაეწყო თავის ტკივილები და დაუდგინდა ტვინის შერყევა, შეკითხვაზე თუ შეიძლებოდა ამ მდგომარეობაში მისი დიდ გზაზე მგზავრობა, უპასუხა, რომ სამკურნალოდ იყო ჩამოსული. მას ჟ----------–----–-ილთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, მათ ხშირი მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთში სოციალური ქსელის მეშვეობით. ჟ----------–----–-ილს მასთან არასოდეს უთქვამს, რომ მეუღლესთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი აუცილებლად ეტყოდა მას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------–--ლმა განმარტა, რომ მე---------------- არის მისი დედის ძმა. 2017 წლის თებერვლის დასაწყისში მასთან სტუმრად ჩავიდნენ მისი ბიძა მე---------------- და ბოცოლა ჟ----------–----–-ილი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ფეხი დაუცდა, კედელს მიარტყა თავი და მიიღო ტვინის შერყევა, რის გამოც საავადმყოფოში იწვა, მან ჰკითხა ასეთ მდგომარეობაში ამხელა გზაზე, თუ რატომ წამოვიდა რაზედაც უპასუხა, რომ ბიძაშენი მოდიოდა და გამოვყევიო. ვინაიდან წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, რამდენიმე დღე დაჰყო მათ ბინაში, იწვა და უვლიდნენ მას, მოწმემ აღნიშნა, რომ მას ჟ----------–----–-ილთან არცთუ ისე ხშირი, თუმცა ნორმალური, ურთიერთობა ჰქონდა და არასოდეს არ უთქვამს , რომ მას მე----------------სთან ურთიერთობისას რაიმე პრობლემა ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- თ--------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფელ ხუ------–-----ში. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იმყოფებოდა მეზობლად მცხოვრებ მ-----–------ას ეზოში არსებულ ჭასთან, როდესაც ეზოში შემოვიდნენ მე---------------- და მისი მეუღლე ჟ----------–----–-ილი, რომლებთანაც ჰქონდა კარგი მეზობლური ურთიერთობა, მან მოიკითხა ჟ----------–----–-ილი, რომელმაც უთხრა, რომ გარკვეული პერიოდის წინ მას ფეხი დაუცდა და მიიღო ტვინის შერყევა და ჰქონდა თავის ტკივილები, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობდა. ისინი ხშირად სტუმრობდნენ მეზობლებთან და მათთანაც ხშირად მიდიოდა ნ---- თ--------ე, მათ ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა არასოდეს არფერი უთქვამს მეუღესთან პრობლემების თაობაზე. პირიქით, მათ (მე----------------ს და ჟ----------–----–-ილს) ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–------ამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფელ ხუ------–-----ში, არის მ----- თ--------ის მეზობელი. 2017 წლის იანვრის ბოლო ან თებერვლის დასაწყისი იქნებოდა მასთან სტუმრად მივიდნენ მე---------------- და ჟ----------–----–-ილი, როდესაც მოიკითხეს ერთმანეთი ჟე---------–----–---–-ა თქვა, რომ რამდენიმე ხნის წინ ფეხი დაუცურდა და თავის ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. ისინი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთთან და ჰქონდათ ძალიან ახლო მეზობლური ურთიერთობა, მათი ჩხუბი ან ხმამაღალი საუბარი არასოდეს გაუგონია, პირიქით მეუღლეებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.
2018 წლის 22 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N001907718 დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის’’ სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N648-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N966 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 31.01.17 წ) , საიდანაც ირკვევა: მოქ. ჟე---------–----–---–-ა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 26.01.17 წ-ს 23:49 სთ-ზე გაეწერა 29.01.17 წ-ს 14:00 საათზე. მიყვანილი იქნა სსდ ბრიგადის მიერ ჩივილებით: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, საერთო სისუსტე. ტრამვას უკავშირებს, კერძოდ, ფეხი დაუცდა, თავი ძლიერად მიარტყა კედელს და ხანმოკლე დროით დაკარგა გონება. გასინჯვის მომენტში იგი იყო კონტაქტური, ადექვატური, კითხვებზე პასუხობდა. ჩაუტარდა თავის ტვინის კვლევა: ტრამვული ცვლილებების გარეშე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზემოაღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შო-------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა მე----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ მ----- თ--------ის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უტყუარად დასადასტურებლად და, რომ მას არ ჰქონია განზრახვა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა, რაც გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს და რასაც არ მოჰყვებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მ----- თ--------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ჟ----------–----–-ილის ჩვენება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 26 იანვარს ქ. სამტრედიაში, დედის -მ------------ას საცხოვრებელ სახლში, მისი (დაზარალებულის) მეუღლის ნასროლი ბალიშის მოხვედრის შედეგდ გამოწვეული ინერციით თავით დაეჯახა კედელს და განიცადა ძლიერი ტკივილი, მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტის თვითმხილველები იყვნენ მისი არასრულწლოვანი შვილი ალ----------------ძე და დედა -მ------------ა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ჟე---------–----–---–-ა მისი მეუღლის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით მიმართა. ქ. თბილისში, 2018 წლის 17 თებერვალს, შემთხვევიდან ერთ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ. განცხადებაში კი, ასევე მიუთითებდა მ----- თ--------ის მიერ მის არასრულწლოვან შვილზე, ალ----------------ძეზე, განხორციელებული ძალადობის შესახებ. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოძიებითვე არ დადასტურდა. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებას, რომ ჟ----------–----–-ილს მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ არ განუცხადებია არც საავადმყოფოში, 2017 წლის 26-29 იანვარს, მკურნალობისას და არც მისი მეუღლის ნათესავებისთვის, რომლებიც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იქნენ დაკითხულნი, აღნიშნულ გარემოებათა გამო კი, სასამართლო ჟ----------–----–-ილის, მისი არასრულწლოვანი შვილის, ალექსანრე ძაგნიძის და დედის, მ------------ას ჩვენებებს საეჭვო მტკიცებულებად მიიჩნევს, თითქოსდა მათ დაინახეს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბალიშის სროლის, შედეგად ჟ----------–----–-ილის წაქცევის ფაქტი. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც საეჭვოა დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. ამდენად, აღნიშნული საეჭვო მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც მე---------------- უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ მე----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. უფრო მეტიც, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მ----- თ--------ის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული მე---------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მე---------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----- თ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს მე----------------ს (----------------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 1 000 ( ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
გამართლებულ მე----------------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე