განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
340100118002740097
დავის ტიპი
360 2
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002740097

N1/245-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

16.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - ორ------–- რუ-------ვის

ადვოკატ - ირ--- იჩ-----ძის

თარჯიმან - რა----- მე-----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ორ------–- რუ-------ვ;

მამის სახელი: ალ---------------–-;

დაბადებული: 05.05.1----–--–-

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონის სოფელი გა-----–-;

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი გა-----–-;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

კვალიფიკაცია: ორ------–- რუ-------ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.

2018 წლის 20 ოქტომბრს, დაახლოებით 18:00 საათზე, ორ------–- რუ-------ვმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გა-----–-ში, იმის გამო, რომ ელ--- მა------ვის ოჯახს ჰქონდა მისი ვალი, ელ--- მა------ვის შვილს, არასრულწლოვან თელ--- აბ------ვს, ჰკრა ხელი, რომელიც დაეცა მიწაზე, რის შემდეგაც წაართვა ველოსოპედი და განუცხადა, რომ არ დააბრუნებდა ველოსიპედს, სანამ მამამისი არ გადაიხდიდა მის ვალს. აღნიშნულმა გამოიწვია 115 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ორ------–- რუ-------ვს 2018 წლის 26 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ელ--- მა------ვის და თელ--- აბ------ვის ჩვენებები, მოწმე ნა---- ნა---ვის ჩვენება, ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ, ველოსოპედის ამოღების ოქმი და სასამართლოს განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ორ------–- რუ-------ვმა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით -კერძოდ: 2018 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ორ------–- რუ-------ვმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გა-----–-ში, იმის გამო, რომ ელ--- მა------ვის ოჯახს ჰქონდა მისი ვალი, ელ--- მა------ვის შვილს, არასრულწლოვან თელ--- აბ------ვს, ჰკრა ხელი, რომელიც დაეცა მიწაზე, რის შემდეგაც წაართვა ველოსიპედი და განუცხადა, რომ არ დააბრუნებდა ველოსიპედს, სანამ მამამისი არ გადაიხდიდა მის ვალს. აღნიშნულმა გამოიწვია 115 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი უდაოდ გამხდარი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ორ------–- რუ-------ვმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით.

თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილი იქნეს, როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. თვითნებობა უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ორ------–- რუ-------ვმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ორ------–- რუ-------ვს საქმის მასალების მიხედვით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ორ------–- რუ-------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ორ------–- რუ-------ვს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ორ------–- რუ-------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება მოითხოვს სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნეს ისეთი ღონისძიება, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

ნივთიერი მტკიცებულება -

ნივთიერი მტკიცებულება: ველოსოპედი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ორ------–- რუ-------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

2. ორ------–- რუ-------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთის გირაო გაუქმდეს.

 

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება: ველოსიპედი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე