განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი 2018 წელი ქ-----------ი
რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუას
ბრალდების მხარე: პროკურორი - გიორგი ღონღაძე,სტაჟიორ-პროკურორი - გაგა გელაშვილი
დაცვის მხარე: ბრალდებული - ნ--------–-------–---–ი, დაბადებული 17.07.1--- წელს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, სოფელი მ----------ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ადვოკატი - იამზე ჯღარკავა
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 30 მაისს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ-------–-----–---------–--–----------------–---------------მ/ზე ქ-----------იდან ს------–------------ის მიმართულებით მოძრაობდა ,,ტოიოტა ვიტსის” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით- w------ რომელსაც მართავდა ნ--------–-------–---–ი. გზაზე მსვლელობისას, ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,გ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავ ,,ვ---------”-ის მარკის ავტომობილს, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნით B-------, რომელსაც მართავდა ზ---------–-----–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზ. ბ-–-----–მა და მისმა მგზავრმა - მ---ა ბ-–-----–მა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. დაზარალებულ მ---ა ბ-–-----–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს, მეუღლესთან ერთად მოძრაობდა ავტომანქანით, ზ-----დან კახეთში შემოვლითი გზით. საჭესთან მისი მეუღლე ზ----- ბ-–-----–ი იჯდა, ხოლო თავად მძღოლის მხარეს უკანა სავარძელზე. შუადღე იყო, როდესაც მან მისი მეუღლის ზ----- ბ-–-----–ის შეშფოთებული შეძახილი გაიგონა, გაიხედა და დაინახა, რომ მათი სავალი ნაწილი გადმოკვეთილი ჰქონდა მანქანას და მათკენ მოდიოდა. მან დაინახა, რომ მანქანა მათ სავალ ნაწილზე დაახლოებით 5-6 მეტრში იყო. მ---ა ბ-–-----–ის ვარაუდით, საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, ბრალდებულს სურდა მის წინ მოძრავი მანქანის გასწრება. მოძრაობა არ იყო ხშირი. ზ----- ბ-–-----–მა სცადა არიდება, გადავიდა მოხრეშილ გზაზე, მაგრამ ვერ ასცდა და დაეჯახნენ საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს მარცხენა ნაწილით წინა სავალ თვალთან. საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილი იყო მოვერცხლისფრო ფერის. მისი მეუღლე დაახლოებით 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ამინდი კარგი იყო, სისველე არ აღინიშნებოდა. შეჯახების შემდეგ მარჯვენა მხარეს იყვნენ გადავარდნილები მოხრეშილ გზაზე და ხალხი დაეხმარა მათ მანქანიდან გადმოსვლაში. ისინი სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში. ნ--------–-------–---–თან ერთად მანქანაში კიდევ 1 ქალი იჯდა მძღოლის გვერდით, სხვა მას არავინ დაუნახავს. მას ნ--------–-------–---–ის მდგომარეობა არ უნახავს. შეჯახების შედეგად მ---ა ბ-–-----–მა ლავიწი და 2 ნეკნი მოიტეხა, ნეკნმა დაუზიანა ფილტვის პლევრა, რაზეც დასჭირდა ოპერაცია და 2 კვირა კლინიკაში იწვა. მის მეუღლეს ამოაჭრეს ელენთა, მოიტეხა ნეკნები, გაეთიშა ფილტვები დაჟეჟილობისგან და აპარატზე იყო შეერთებული 5 დღე. დაზარალებულის განმარტებით ფაქტის მოხდენის შემდეგ ნ--------–-------–---–მა ბოდიშიც კი არ მოუხადა მათ. იგი სატელეფონო საუბარში შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულებს. ზ----- ბ-–-----–მა მოიკითხა ნ-------ი, რა დროსაც იგი შეტევაზე გადავიდა და უთხრა, რომ პირიქით ისინი დაეჯახნენ და სადაც უნდა ეჩივლათ, ვერაფერს უზამდნენ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის დანართის მიხედვით სადაც ნახაზია წარმოდგენილი, მ---ა ბ-–-----–ი აღნიშნავს, რომ ნახაზი ზუსტად აღწერს იმ რეალობას, რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა. იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის მოხდება საპროცესო გარიგება, იგი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. მან ბევრი ხარჯი გასწია ავტოსაგზაო შემთხვევის გამო.
3.2. დაზარალებულ ზ---------–-----–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულს არ იცნობს. 2017 წლის 30 მაისს ვაზ 21-099 მარკის ავტომობილით მიდიოდა ზ-----დან რ-------ის მიმართულებით თ---–--ის შემოვლითი გზით თავის მეუღლესთან მ---ა ბ-–-----–თან ერთად, რომელიც უკანა სავარძელზე, მძღოლის მხარეს იჯდა. იგი მოძრაობდა საკუთარ სავალ ზოლში მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 60-70 კმ/სთ სიჩქარით. მ---ანი ამინდი იყო. შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდა სატვირთო მანქანა, რომელსაც ასწრებდა ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილი. მან დაინახა, რომ იგი ვერ ასწრებდა მანევრირებას, ამიტომ სცადა აეცილებინება, მაგრამ ვერ მოახერხა და აღნიშნული ავტომობილი დაეჯახა მას მარცხენა მხარეს წინა ბორბალთან. შეჯახების შემდეგ მას არ ახსოვს რა მოხდა, რადგან გონება დაკარგა. გონებაზე როცა მოვიდა, უკვე სასწრაფოში იწვა. მოწმის ვარაუდით, ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი ნ--------–-------–---–ი დაახლოებით 100-120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო ზ---------–-----–ს ამოაჭრეს ელენთა, შემდეგ გაეთიშა ფილტვები, რის გამოც 7 დღე იწვა რეანიმაციაში სასუნთქ აპარატზე შეერთებული, მას ასევე დამტვრეული ჰქონდა ნეკნები. მოწმეს სურს რომ ნ--------–-------–---–მა აღიაროს დანაშაული, მოიხადოს ბოდიში და დაისაჯოს ისე როგორც კანონი მოითხოვს. მან 2-ჯერ სცადა ნ--------–-------–---–თან დაკონტაქტება ტელეფონით, მაგრამ იგი არ პასუხობდა. ზ---------–-----–ის განმარტებით, მან დაახლოებით 10 000 დოლარის ზარალი მიიღო.
3.3. მოწმე ი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–ის მთავარ სამმართველოში საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის პოზიციაზე. იგი ბრალდებულს და დაზარალებულებს საქმიდან გამომდინარე იცნობს. 2017 წლის 30 მაისს იყო მორიგე. დაახლოებით 13:00 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თ---–--ის შემოსავლელი გზის 30-ე კმ-ზე იყო შეჯახება და დაშავებულებიც იყვნენ. გავიდა შემთხვევის ადგილზე, დაასურათა იგი და შეადგინა სქემა-ნახაზი. შემთხვევის ადგილის სქემის შედგენა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და გამომძიებელს აღნიშნულის შესახებ გავლილი აქვს კურსები პოლიციის აკადემიაში. ამის შემდეგ გაირკვა, რომ ა----–ის მხრიდან რ-------ის მიმართულებით მოძრაობდა ვაზ 21-ის მარკის ავტომანქანა, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა ტოიოტას მარკის ავტომანქანა. რ-------ის მიმართულებით სამოძრაო ზოლში შეინიშნებოდა ორი მუხრუჭის კვალი და ნაკაწრი, რაც წარმოადგენდა სავარაუდო შეჯახების ადგილს. შეჯახების შედეგად კი ორივე მანქანა გადასული იყო გვერდულზე რ-------ის მიმართულებით. ვაზ 21-ის მძღოლი იყო ზ---------–-----–ი, ხოლო ტოიოტას მარკის ავტომობილს მართავდა ნ--------–-------–---–ი. შეჯახება მომხდარი იყო ზ---------–-----–ის სამოძრაო ზოლში. ავარიის შემდეგ გაიზომა გზა და მუხრუჭის ზოლები. ამის შემდეგ მან დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზები და დადგინდა, რომ ზ----- და მ---ა ბ-–-----–ებს და ბრალდებულს მძიმე დაზიანებები ჰქონდათ, ხოლო ნ--------–-------–---–ის მეუღლეს არ აღენიშნებოდა დაზიანების ობიექტური ნიშნები. გამოიკითხნენ მ---ა და ზ---------–-----–ები, შემდეგ კი მ----------ში გამოკითხა ნ--------–-------–---–ი. დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, თუ რომელი მძღოლის ბრალი იყო და დადგინდა, რომ ნ--------–-------–---–ის ბრალეულობით იყო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რადგან იმ ადგილას უწყვეტი ღერძულა ხაზი იყო და გასწრება არ შეიძლებოდა. შემდეგ ნ--------–-------–---–ი იქნა ბრალდებულად ცნობილი, მას დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და წარედგინა ბრალი მის საცხოვრებელ ადგილას მ----------ში. იგი არ დაეთანხმა დადგენილებას მისი ბრალდების შესახებ.
3.6.გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–---------------–--ში 2017 წლის 30 მაისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე. 2017 წლის 30 მაისს დაახლოებით 12:50 საათზე თ---–--ის შემოსასვლელი გზის 30-ე კმ-ზე ,,ტოიოტას“ მარკის W------ ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ნ---------–-------–---–ი გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ა/მ ვაზ-2---- რუსული ს/ნ B 1------ ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ზ---------–-----–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ა/მ მძღოლი, ა/მ ვ----------ის მგზავრი მ---ა ბ-–-----–ი და ა/მ ტოიოტას მგზავრი თამარი შინჯიკაშვილი გადაყვანილ იქნენ სავადმყოფოში.
3.7. 2017 წლის 30 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, თ---–--ის შემოსასვლელი გზის 30-ე კმ-ზე, სადაც გზა არის ასფალტირებული, უდეფექტო, ორმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილი გზის საერთო სიგანეა 9,0 მ. ხოლო რ-------ის მიმართულებით სამოძრაო ზოლის სიგანეა 4, 500მ. ქ-----------ის მიმართულებით, გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე დგას საგზაო ნიშანი „3,21“ რაც მიჩნეულია ათვლის წერტილად. ათვლის წერტილიდან რ-------ის მიმართულებით 0,20 მ-ში გაჩერებულია ვაზ-21-ის მარკის ავტომანქანა. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავი გზის დასაწყისამდე დაშორებულია 3,50 მ-ით, ხოლო უკანა მარჯვენა საბურავსა და გზის დასაწყისს შორის მანძილი 3,30 მ-ია. ათვლის წერტილიდან თ---–--ის მიმართულებით 16,50 მეტრში, და საავტომობილო გზის მიმართულებით, რ-------ის მიმართულებით სამოძრაო ზოლში 3,110 მ აღინიშნება ამონაკაწრი, რაც წარმოადგენს სავარაუდო შეჯახების ადგილს. ასევე აღნიშნულ ზოლში შეინიშნება რკინისა და პლასტმასის ჩამონაყარი, ასევე ორი სავარაუდო მოცურების კვალი, რომელთა სიგრძეებია 3,40 და 4,90. პირველი კვალი იწყება გზის დასაწყისიდან 3,50 მ-ში, ხოლო მეორე კვალი 2,60 მ-ში. ასევე (გზის) ათვლის წერტილიდან თ---–--ის მიმართულებით 12,50 მ-ში შეინიშნება ავტომანქანა ტოიოტას წინა ე.წ „ბამპერი“ ვაზ-21-ის მარკის ავტომანქანიდან ქ. თ---–--ის მიმართულებით 100,5 მეტრში გაჩერებულია ტოიოტას მარკის ავტომანქანა. აღნიშნული ავტომანქანა წინა მარჯვენა საბურავით გზის დასაწყისიდან დაშორებულია 1,90 მ-ით, ხოლო უკანა მარჯვენა საბურავსა და გზის დასაწყისამდე შორის მანძილი 0,60 სმ-ია. შემთხვევის ადგილზე შედგა სქემა და გადაღებული იქნა ფოტოსურათები.
3.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით მოქ. მ---ა ბ-–-----–ი მკურნალობდა სტაციონალურად 30.05.17 წლიდან 08.06.17 წლამდე, დაუდგინდა: მარცხენა ლავიწის, III, IV და V ნეკნების მოტეხილობა, მარცხენამხრივი ტრამვული პნევმოთორაქსი, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
3.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. ზ---------–-----–ი მკურნალობდა სტაციონალურად 30.05.17 წლიდან 08.06.17 წლამდე, დაუდგინდა: ელენთის ტრავმული დაზიანება, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, მარცხენა მეშვიდე და მერვე ნეკნების მოტეხილობა, სისხლნაჟღენთი მუცლის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
ზ/აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ალექსი ბარათაშვილმა.
3.6. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სატრანსპორტო- ტრასოლოგიური N-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:
1.2. წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედება-შეჯახებით. ავტომობილზე არსებული დაზიანებები მითითებულია კვლევით ნაწილში, კერძოდ:
ავტომობილი „ტოიოტა VITZ” სახ. N W------ და ავტომობილი „ვ---------“ სახ. N B 112 PE 15 დათვალიერებული იქნა რ-------ში, საჯარიმო ავტოსადგომზე, ბუნებრივი განათების პირობებში.
წარმოდგენილ ავტომობილის „ტოიოტა VITZ” სახ.N W-------ის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას წინა მარცხენა ნაწილში აღენიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური სახის ძლიერი დაზიანებები, რის შედეგადაც მას დაზიანებული აქვს: წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, წინა ორივე ფრთა, ძრავის სახურავი, მარცხენა ორივე კარი, წინა მარცხენა საყრდენები და ძრავის სახურავის მარცხენა მხარე. მოტეხილი აქვს მარცხენა უკან ხედვის სარკე. ჩამსხვრეული აქვს წინა მარცხენა მაშუქი, წინა საქარე და წინა მარცხენა კარის მინა. წინა მარცხენა თვალი მოგლეჯილია სამაგრებიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევას. დანარჩენი საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია. (იხ. ფოტოსურათი N1, N5, N7, N8)
ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის.
დათვალიერებულ იქნა წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. დადგინდა, რომ როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.
წარდგენილი ავტომობილის „ვ---------“ სახ. N------------ის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, წინა მარცხენა ნაწილში აღენიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური სახის ძლიერი დაზიანებები, რის შედეგადაც მას დაზიანებული აქვს: წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, წინა ორივე ფრთა, ძრავის სახურავი, მარცხენა ორივე კარი, წინა მარცხენა საყრდენები, და ძრავის სახურავის მარცხენა მხარე. მოტეხილი აქვს მარცხენა უკან ხედვის სარკე. ჩამსხვრეული აქვს წინა მარცხენა მაშუქი, წინა საქარე და მარცხენა ორივე კარის მინა. წინა მარცხენა თვალი მოგლეჯილია სამაგრებიდან ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევას. დაშვებულია აგრეთვე უკანა მარცხენა საბურავი. მარჯვენა საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია. (იხ. ფოტოცხრილი N1, ფოტო N5, 6, 7, 8).
ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
დათვალიერებული იქნა წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. დადგინდა, რომ როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.
ავტომობილზე არსებული დაზიანებების ფორმა, ხასიათი და დაზიანებების განვითარების მიმართულება გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 15 გრადუსს.
3. წარმოდგენილ ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურ გაუმართავ მდგომარეობაშია ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად.
4. ავტომობილზე არსებული დაზიანების ფორმა, ხასიათი და დაზიანებების განვითარების მიმართულება გვაძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ შეჯახების მომენტისთვის ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 15 გრადუსს.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლევან ჭუბაბრიამ.
3.6. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით დგინდება, რომ: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ნ--------–-------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34 პუნქტი 3 ქ/პუნქტი გ)-ს მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლს ზ---------–-----–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
ზ/აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-----–----------ემ და დამატებით განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური მიმართულების ექსპერტად. 2017 წლის 2 ივლისს გამომძიებელ კოტრიკაძის მიერ დანიშნული იქნა ავტოტექნიკური ექსპერტიზა. გადაეცა დადგენილება და სისხლის სამართლის საქმე ერთ ტომად. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ჩატარდა ავტოტექნიკური გამოკვლევა, რის შედეგადაც 2017 წლის 17 ივლისს მის მიერ გაცემული იქნა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. 2017 წლის 30 მაისს დაახლოებით 12:50 საათზე თ---–--ის შემოსასვლელი გზის 30-ე კილომეტრზე რ-------იდან მ----------ის მიმართულებით დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი ტოიოტა, რომელსაც მართავდა ნ--------–-------–---–ი. გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, სადაც შეეჯახა კახეთიდან რ-------ის მიმართულებით მოძრავ ავტომობილს ვაზ-2-----ს, რომელსაც მართავდა ზ-----ბ ბ-–-----–ი. ნ--------–-------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუქნტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს რომ მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ მუხლის მიხედვით რომ ეხელმძღვანელა ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა. რაც შეეხება ზ---------–-----–ის მოქმედებას, მას მოცემული სატრანპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება, ვინაიდან მის სავალ ნაწილზე გადასული ავტომობილი ტოიოტა იმყოფებოდა მოძრაობაში.
მუხრუჭის კვალი რომელიც დამრეცად არის მარჯვენა მიმართულებით დატოვებულია იმ ავტომობილის მიერ რომელიც მოძრაობს რ-------იდან თ---–--ის მიმართულებით. ვინაიდან ჯერ ხდება დამუხრუჭება, ამ დამუხრუჭების კვალი მიდის ნაკაწრთან და შემდეგ ხდება შეჯახება და ავტომობილი რომელიც ტოვებს კვალს, ინერციით გადაადგილდება ამ მხარეს.
ავტომობილი ვ--------- მოძრაობდა რ-------იდან თ---–--ის მიმართულებით, მან შეჯახებამდე მოასწრო დამუხრუჭება. თავის სამოძრაო ზოლში დატოვა სამუხრუჭე კვალი შეჯახებამდე რის შემდეგაც კვალი დახრილი არის მარჯვნივ, სავარაუდოდ შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარჯვნივ და დაამუხრუჭა, დატოვა კვალი რომელიც მარჯვენა საბურავის მიერაა დატოვებული, შემდეგ ხდება შეჯახება, რა დროსაც ჩნდება ნაკაწრი, მოცურების მომენტში გადაადგილდება იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც მანამდე მას ჰქონდა ინერცია და ჩერდება აღნიშნულ ადგილას. ვ----------ზე მოქმედება ხდება მარცხნიდან მარჯვნივ, სავარაუდოდ ვექტორი წინ მიმართული ოდნავ დახრილ მდგომარეობაში, შემდეგ მარცხნიდან მარჯვნინ მოქმედი ძალა, ვ--------- მისაცემად მიმართულებას წინ და მარჯვნივ. ვინაიდან მარცხნიდან მიმართულმა ძალამ ის გადააადგილა მარჯვნივ. ტოიოტა ვინაიდან მოძრაობდა რ-------იდან თ---–--ის მიმართულებით და გადაადგილდებოდა საპირისპირო მიმართულების ზოლისკენ, ვინაიდან აქ ხდება შეჯახება, შემდეგ მას მიმართულება ჰქონდა პირდაპირ და მარცხნივ რა დროსაც მის მარცხენა ნაწილში მოვიდა ვ--------- და შეჯახების შემდეგ იგი გადაადგილდებოდა იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც მოძრაობდა.
თუ შეჯახება მოხდებოდა ტოიოტას სამოძრაო ზოლში და ტოიოტა მოძრაობდა რ-------იდან თ---–--ის მიმართულებით, ვერც ერთ შემთხვევაში საბოლოო განლაგებას ასეთ ვერ მივიღებდით. თუ ტოიოტა მიდიოდა თ---–--იდან რ-------ის მიმართულებით და ვაზ 21 მიდიოდა რ-------იდან თ---–--ის მიმართულებით, გამოდის რომ ტოიოტამ დაამუხრუჭა შემდეგ მოხდა შეჯახება და შემდეგ უკან დაბრუნდა რამდენიმე მეტრით, ესეიგი ეს აბსურდია. ანუ ასეთი ვარიანტები გამოირიცხა.
ვაზ 21 სიჩქარის დადგენა შეუძლებელი იყო რადგან მას არ დაუტოვებია სრული სამუხრუჭე კვალი. როდესაც ტოვებს სრულ სამუხრუჭე კვალის ამით შესაძლებელია სიჩქარის დადგენა.
თუ დავუშვებთ რომ ვაზ 21 მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, მას საწინააღმდეგო ზოლიდან გადმოსული ავტომობილი უმუხრუჭოდ ეჯახება, ესე იგი ის არ იღებს ზომებს, მას მთლიანადაც რომ გაეჩერებინა ავტომობილი მაინც მოხდებოდა შეჯახება.
ექსპერტი დასკვნის მომზადებისას ეყრდნობა დაკითხვის ოქმებს, სქემას და სხვა მტკიცებულებებს, ოქმი. მთავარი ექსპერტებისთვის არის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის სქემა. შემდეგ ტრასოლოგიური ექსპერტიზა და შემდეგ მძღოლების ჩვენებები. თუ ჩვენება სქემას არ შეესაბამება, მას ვერ გაითვალისწინებენ. ჩვენება თუ შეესაბამება სქემას, მას გაითვალისწინებენ. იმ შემთხვევაში თუ სქემა არაკეთილსინდისიერადაა შედგენილი ექსპერტი დასკვნას ვერ გასცემს. ექსპერტი ვერ მიხვდება სქემა არაკეთილსინდისიერადაა შედგენილი თუ არა. კვალის მიმართულებიდან გამომდინარე ადგენს რომელი მანქანის მიერაა დატოვებული კვალი. საბურავის მიხედვით შეიძლება დადგინდეს რომელი ავტომობილის კვალია თუ საბურავი ამოღებული იქნება. ვინაიდან კვალი მიდის შეჯახების ადგილთან და მიმართულება აქვს იმ მხარეს, სადაც მოძრაობდა ვაზ 21, ამ მიმართულებიდან დგინდება კვალის კუთვნილება. ამგვარი შეჯახების შედეგად მგზავრებს რა ტიპის დაზიანებები შეიძლება მიეღოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. ვინაიდან არც სქემაზე არ არის მუხრუჭის კვალი და არც არავინ მიუთითებდა, რომ ტოიოტა დამუხრუჭებით გადაადგილდებოდა აქედან გამომდინარე აცხადებს ექსპერტი, რომ მოძრაობდა უმუხრუჭოდ. ვერ განსაზღვრავდა ტოიოტა რა სიჩქარით მოძრაობდა რადგან სრული სამუხრუჭე კვალი არ არის დარჩენილი. დასკვნა დადო საქმის მასალებიდან გამომდინარე, თვითონ ავტოსაგზაო შემთხვევა არ უნახავს.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ნ--------–-------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მიდიოდა თ---–--იდან მ----------ის მიმართულებით, კამაზმა გადაასწრო. არ ახსოვს რა მანქანას მართავდა, მისი არ იყო. კამაზი შეჩერდა, მან წინ გაიხედა, რომ გაერკვია რა ხდებოდა ავარია ხომ არ იყო. დაინახა რომ ხუთი ტრაილერი მიდიოდა და მეექვსე კამაზი. დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ნებადართული სიჩქარე ალბათ 80კმ/სთ იყო. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა შავი და ნაცრისფერი მანქანა. იგი ნაპირზე მიდიოდა და ხედავდა ყველაფერს. საჭესთან ქალი იჯდა, მ---ა ბ-–-----–ი. მეორე მანქანა გადავიდა გზიდან ქვიშაზე. შემდეგ მეორე მანქანას დაუწყო გასწრება. იმ მანქანამ არ დაუთმო გზა. ვის გასწრებასაც ცდილობდა სანტიმეტრებში იყო და ის არ გადავიდა გზიდან. ვერ იფიქრებდა თუ მას დაეჯახებოდნენ. გასწრებას, რომ ახორციელებდა საჭე აიღო აქეთ და დაეჯახა ბრალდებულის ავტომობილს და დაატრიალა. წინიდან შეეჯახა. გვერდითა მხარესაც შეეხო. ისე დაიბნა რომ ვერც დაამუხრუჭა. მისი მანქანა საპირისპირო ზოლში გაჩერდა. მანქანა რომელიც დაეჯახა, წინ წავიდა საიდანაც ბრალდებული მოძრაობდა და იქ გაჩერდა. იქიდან ხალხმა მანქანა გააგორა და გადაიყვანეს მარცხენა მხარეს. მისი მანქანა გზაზე დარჩა. პოლიცია როცა მივიდა მანქანა უკვე გადაგორებული იყო. მასთან ერთად იყო თ------–-------–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან ბევრი დაზიანება მიიღო, მას თავი სტკივდება, თავბრუ ეხვევა, გულის უკმარისობა აქვს. ფეხის ოპერაციაც გაიკეთა. თ------–-------–---–მა თავის და მკერდის დაზიანება მიიღო. ვაზ 21 100 კმ/სთზე ნაკლებად არ მოძრაობდა. ამას იმის საფუძველზე ამბობს რომ გადაასწრო სხვა მანქანას.
ბრალდებულს წარედგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული სქემა.
ბრალდებულის განმარტებით იგი საქმეში არსებულ ნახაზს ვერ ხვდება როგორ არის დახაზული და არ ეთანხმება. ბ-–-----–ის მანქანა როცა შეეჯახა გადავიდა იმ ხაზზე სადაც ის მოძრაობდა.
პირველად რომ დაინახა ბ-–-----–ის მანქანა 30 მეტრში იქნებოდა, შემდეგ სამ მეტრში, რომ მივიდა კაცმა ხელი აუწია და წინა მანქანას ეჯახებოდა და შეეჯახა ბრალდებულის ავტომობილს. გააგრძელა მოძრაობა ბრალდებულის მოძრაობის ზოლში. მას მანქანაში ფეხი გაეჭედა და სანამ გადმოვიდა ამ დროს ვაზ. 21 ხალხმა გადააგორა სხვა ადგილას.
სათვალეს არ ხმარობს, კარგი მხედველობა აქვს, მაგრამ უკეთესი ჰქონდა. იგი 15-20 მეტრში მიჰყვებოდა კამაზს, ბ-–-----–ის მანქანა იყო 30 მეტრში. კამაზისთვის არ შეუქმნია საფრთხე. ცარიელ ადგილას ცდილობდა გასწრებას. მას მუხრუჭი არ უხმარია. მანქანა რომ დატრიალდა კვალი შეიძლება იმან დატოვა. ბ-–-----–ის მანქანა შეჯახების შემდეგ ბრალდებულის ზოლში გაჩერდა და შემდეგ გადააგორეს მეორე ზოლში. ბრალდებულის მანქანა საწინააღმდეგო ზოლში გაჩერდა. როცა პოლიცია მივიდა მისი მანქანა გზაზე იყო.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32). აღნიშნულიდან გამომდინარე,განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასარა საქმეში არსებული მტკიცებულებები მივიდა დასკვნამდე, რომ ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ არის მისი ბრალეულობით გამოწვეული, ან დაზარალებულების მანქანას მართავდა არა ზ----- ბ-–-----–ი, არამედ მ---ა ბ-–-----–ი, ან რომ იგი არ გადასულა მოპირდაპირე სავალ ზოლში. არცერთი მის მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტების დასკვნებით და მათივე განმარტებებით სასამართლო სხდომაზე, არსებული ნახაზებით, ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით შეუძლებელი იქნებოდა იმ სიტუაციის არსებობა, რასაც ბრალდებული აღწერს და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი ასეთი განმარტებები მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზ-----ბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი, გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია 2014 წლის 1 მარტის კანონით ,,საგზაო მოძრაობის” შესახებ, რომლის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს
სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში მ---ა ბ-–-----–ის და ზ---------–-----–ის ჯანმრთელობა.
დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
დანაშაულის სუბიექტი არის ის, ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას ტრანსპორტის, ან მოცემული სახის ტრანსპორტის მართვის უფლება, ე.ი. სახეზეა საერთო ამსრულებელი. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2. მძიმე შედეგს, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. 3. წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს.
სუბიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია, შეიძლება განხორციელდეს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
ამდენად, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 30 მაისს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ-------–-----–---------–--–----------------–---------------მ/ზე ქ-----------იდან ს------–------------ის მიმართულებით მოძრაობდა ,,ტოიოტა ვიტსის” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით- w------ რომელსაც მართავდა ნ--------–-------–---–ი. გზაზე მსვლელობისას, ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,გ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავ ,,ვ---------”-ის მარკის ავტომობილს, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნით B-------, რომელსაც მართავდა ზ---------–-----–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზ. ბ-–-----–მა და მისმა მგზავრმა - მ---ა ბ-–-----–მა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. შესაბამისად სამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ და ზემოხსენებულ მტკიცებულებათა შეფასება-გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--------–-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ ნ--------–-------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, ნ--------–-------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 03(სამი) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ნ--------–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--------–-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 03(სამი) წლის ვადით.
2. ნ--------–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ეკატერინე პართენიშვილი