გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----20-8
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - ელ--------------–---–ი.
წარმომადგენელი - ლი---–--------ი.
მოპასუხე - თა-----------–---–ი.
წარმომადგენელი - შალ-----------ძე.
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. დადებულად იქნას ცნობილი 19---–-–----------------ს ვე----------------სა და ელ--------------–---–ს შორს გაფორმებული შინაურული ხელწერილი და ელ--------------–---–ი ცნობილი იქნას მესაკუთრედ თა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ¼ ნაწილში შემავალ საცხოვრებელ სადგომზე მდებარე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №-- (შენობა №4/1, ფართით 17,55 კვ. მეტრი).
მოსარჩელის განმარტებით საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №-- ტექბიუროს მონაცემების შესაბამისად ირიცხებოდა ვე----------------ის სახელზე. ამჟამად აღნიშნული სახლის ¼ წილის მესაკუთრე არის თა-----------–---–ი.
ელ--------------–---–მა 198--–-–---------------ის შინაური ხელწერილის საფუძველზე, მესაკუთრე ვე----------------ისაგან, 7000 მანეთად შეიძინა საცხოვრებელი სახლი - ორი ოთახი და საკუჭნაო, მდებარე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №--. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ელ--------------–---–ი სახლს ფლობს უწყვეტად, იხდის კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებულია აბონენტად.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე თა-----------–---–მა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მართალია ელ--------------–---–მა 1--- წელს ვე----------------თან გააფორმა ხელშეკრულება საცხოვრებელი სადგომზე, მაგრამ ელ--------------–---–ი აღნიშნულ მისამართზე დიდი ხანია აღარ ცხოვრობს და არ წარმოადგენს მოსარგებლე პირს. იმ შემთხვევაში თუ ელ--------------–---–ს განვიხილავთ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირად, იგი ვალდებულია გადაუხადოს მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 1-%.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის, სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკანონებულ იქნა ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე სახლთმფლობელობაში ლიტ. ,,ბ’’ ნაგებობის №2 ოთახი, ფართით 2---- კვ. მეტრი, შემინული აივანი, №- სათავსი ფართით 8--- კვ. მეტრი, კიბე ბაქნით ზომით 1-------- მ-ზე, სარდაფში №1 სათავსი, ფართით 21,76 კვ. მეტრი, კიბე, ლიტერი ,,ვ’’ ნაგებობის №- სათავსი ფართით 11,42 კვ. მეტრი, №4 სათავსი ფართით 2,76 კვ. მეტრი, ღია ბაქანი 3--------- მ-ზე, საპირფარეშო ზომით 1,0 X 1.0 მ-ზე - ვე------------ს ასული პეტ---------ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის, სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებ (ს.ფ. 44-45);
3.1.2. დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათების შესაბამისად ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში მისამართზე ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე სახლთმფლობელობა პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ვე------------ს ასული პეტ---------ს სახელზე ½ წილი, რუ------------–ის ასული ის-----ს სახელზე ¼ წილი და ან-----–--ის ასული ხაჩ-----------ს სახელზე ¼ წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 35);
3.1.3. დადგენილია, რომ 19---–-–----------------ს ვე------------ს ასული პეტ--------სა და ელ-----ა გუ----–----- ორ---–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც ვე----------------ი აღნიშნავს, რომ მან 7000 რუბლად მიყიდა მუდმივი სარგებლობის უფლებით მისი კუთვნილი ორი ოთახი და საკუჭნაო ელ--------------–---–ს, რაზეც ვე----------------ის გარდაცვალების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნებათ მის ნათესავებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 198--–-–---------------ის ხელწერილი (ს.ფ. 4-6);
3.1.4. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №--, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი N1-დან N8-ის ჩათვლით, დაზუსტებული ფართობი 584 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0-.17.1--031.0--- რეგისტრირებული მარ---–---ა ის-----ს სახელზე ¼ ნაწილი, თა-----------–---–ის სახელზე ¼ ნაწილი, ანა ხაჩ----------ის სახელზე ¼ ნაწილი და ილ--------–--ის სახელზე ¼ ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 7-8);
3.1.5. დადგენილია, რომ ელ--------------–---–ის მეუღლე თი---------------–---–ი-ორ---–---–ი 19---–-–--------------–---ან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა №-------
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2----–-–------------ის საინფორმაციო ბარათი;
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ--------------–---–ი წარმოადგენს ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე თა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ¼ ნაწილში შემავალ საცხოვრებელ სადგომის, შენობა №4/1-ის (ფართით 17,55 კვ. მეტრი) მოსარგებლე პირს, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–-------------ს გაცემული საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ელ--------------–---–ის მეუღლე თი---------------–---–ი-ორ---–---–ი 19---–-–--------------–---ან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №--.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ გაცემული ცნობა, (ს.ფ. 37), რომლითაც დგინდება, რომ მისამართზე ში-----ს ქუჩა №--, 19-- წლიდან აბონენტად რეგისტრირებულია ორ---–---–ი.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ეკ-------–---–მა და ლე--–------------ძემ განმარტეს, რომ ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე ბინის მოსარგებლეს წარმოადგენს ელ--------------–---–ი და აღნიშნული ბინა მას გაქირავებული აქვს.
გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ გარემოებას, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2----–-–-------------რის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თა-----------–---–მა განმარტა, რომ ელ--------------–---–ი ნამდვილად სარგებლობს საცხოვრებელი სადგომით მდებარე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №-- (იხ. სხდომის ოქმი 13:25:55 – 13:26:30).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ--------------–---–ი წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირს ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე თა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ¼ ნაწილში შემავალ საცხოვრებელ სადგომის, შენობა №4/1-ის (ფართით 17,55 კვ. მეტრი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ელ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათების შესაბამისად ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში მისამართზე ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე სახლთმფლობელობა პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ვე------------ს ასული პეტ---------ს სახელზე ½ წილი, რუ------------–ის ასული ის-----ს სახელზე ¼ წილი და ან-----–--ის ასული ხაჩ-----------ს სახელზე ¼ წილი.
ასევე დადგენილია, რომ 19---–-–----------------ს ვე------------ს ასული პეტ--------სა და ელ-----ა გუ----–----- ორ---–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც ვე----------------ი აღნიშნავს, რომ მან 7000 რუბლად მიყიდა მუდმივი სარგებლობის უფლებით მისი კუთვნილი ორი ოთახი და საკუჭნაო ელ--------------–---–ს, რაზეც ვე----------------ის გარდაცვალების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნებათ მის ნათესავებს.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება ტექბიუროს მონაცემებით ვე----------------ის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელიც 198--–-–---------------ის შეთანხმებით შეიძინა ელ--------------–---–მა, დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია თა-----------–---–ის საკუთრების უფლებით - შენობა №4/1 (ფართით 17,55 კვ. მეტრი).
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ--------------–---–ი წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირს ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე თა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ¼ ნაწილში შემავალ საცხოვრებელ სადგომის, შენობა №4/1-ის (ფართით 17,55 კვ. მეტრი).
6.2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი).
დადგენილია, რომ ელ--------------–---–ი ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელ სადგომს ფლობს 19---–-–----------------ს ვე------------ს ასული პეტ--------თან დადებული შეთანხმების საფუძველზე, რაც თავის მხრივ ადასტურებს ელ--------------–---–ის მიერ სადაო საცხოვრებელი სადგომის მიერ არანაკლებ 30 წლის განმავლობაში ფლობის ფაქტს.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ ელ--------------–---–ს შეუძლია საკუთრების უფლება მოიპოვოს საცხოვრებელ სადგომზე 1-%-ის გადახდის კომპენსაციის პირობით. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 1- პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპენსაციის გადახდის პირობით საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა დასაშვებია ისეთ პირობებში, როდესაც მოსარგებლე 30 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში ფლობს საცხოვრებელ სადგომს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და დადგენილია, რომ ელ--------------–---–ი ში-----ს ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელ სადგომს ფლობს 19---–-–----------------ის ხელშეკრულების საფუძველზე, ანუ 30 წელზე მეტი დროის განმავლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - დადებულად უნდა იქნას ცნობილი 19---–-–----------------ს ვე----------------სა და ელ--------------–---–ს შორს გაფორმებული შინაურული ხელწერილი და ელ--------------–---–ი ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ თა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ¼ ნაწილში შემავალ საცხოვრებელ სადგომზე მდებარე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №-- (შენობა №4/1, ფართით 17,55 კვ. მეტრი).
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ელ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დადებულად იქნას ცნობილი 19---–-–----------------ს ვე----------------სა და ელ--------------–---–ს შორს გაფორმებული შინაურული ხელწერილი და ელ--------------–---–ი ცნობილი იქნას მესაკუთრედ თა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ¼ ნაწილში შემავალ საცხოვრებელ სადგომზე მდებარე ქ. თბილისი, ში-----ს ქუჩა №-- (შენობა №4/1, ფართით 17,55 კვ. მეტრი).
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე