გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210018002501669
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----20--

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 20-- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე - ირ-----------–---ი.

წარმომადგენელი - ზუ-------------–---–ი.

მოპასუხე - გი----------------–---–ი.

წარმომადგენელი - თა-----------ე.

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. დადებულად იქნას ცნობილი 19---–-–-----------------ს მერ--------–-ს ასული ჯი-------ესა და ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა----------------, №--ის მიმდებარედ, ქ. თბილისი, ა---------------- №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობა N2-ის მე-2 სართულზე განთავსებული ფართზე, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი.

 

1.2. ირ-----------–---ი ცნობილი იქნას მესაკუთრედ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა----------------, №--ის მიმდებარედ, ქ. თბილისი, ა---------------- №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობა N2-ის მე-2 სართულზე განთავსებული ფართი, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი.

 

მოსარჩელის განმარტებით 19---–-–-----------------ს მერ--------–-ს ასული ჯი-------ესა და ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად მ. ჯი-------ემ 7000 მანეთის სანაცვლოდ მუდმივ საცხოვრებლად გადასცა ა---------------- №--ში მდებარე 19 კვ. მეტრი ფართი ვ-–--------------------ს. აღნიშნულ საცხოვრებელ ფართში ვ-–--------------------ის ოჯახი ცხოვრობს მუდმივად, ჩაწერილი არიან ამავე მისამართზე და იხდიან კომუნალურ გადასახადებს. მერი ჯი-------ე იყო გი----------------–---–ის ბებია და დღეის მდგომარეობით ა---------------- №--ში მდებარე უძრავი ქონება, 20---–-–----------ს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დედისაგან მიღებული აქვს მოპასუხე გი----------------–---–ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე გი----------------–---–მა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ 19---–-–-----------------ს მერ--------–-ს ასული ჯი-------ესა და ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებულია ქირავნობის ხელშეკრულება და შესაბამისად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლება დარეგულირდეს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ 19---–-–-----------------ს ერთის მხრივ მე----------–ის ასული ჯი-------ესა და მეორეს მხრივ ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებულია შეთანხმება, რომლის შესაბამისად მე---------------- 7000 მანეთად, ვლ----------------ის ძე არ----–--ნს მიაქირავა მუდმივ საცხოვრებლად დედამისის - სო------------ის ასული ჯი-------ის მიერ დატოვებული ერთი ოთახი მისამართზე ქ. თბილისი, ა---------------- №--ში, ფართით 19 კვ. მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19---–-–----------------ის შეთანხმება (ს.ფ. 7);

 

3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ა---------------- №--ის მიმდებარედ, ქალაქი თბილისი, ა---------------- №-, დაზუსტებული ფართობი 451 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გი----------------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 8-9);

 

3.1.3. დადგენილია, რომ ირ-----------–---ის მშობლები არიან 20---–-–----------------ს გარდაცვლილი ვ-–--------------------ი და 20---–-–----------------ს გარდაცვლილი ამ--–-ა არ----–--ნი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ირ-----------–---ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 10);

- ამ--–-ა არ----–--ნის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 22);

- ვ-–--------------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 23);

 

3.1.4. დადგენილია, რომ ირ-----------–---ი 2----–-–-----------------ან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ა---------------- №-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–-----------ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 56-57);

 

3.1.5. დადგენილია, რომ ვ-–--------------------ი 19---–-–---------------ან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ა---------------- №-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–-----------ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 58);

 

3.1.6. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–-----------ს გაცემული №------- ცნობის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 20---–-–----------------ს გარდაცვლილი ამ--–-ა არ----–--ნის სამკვიდრო ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20---–-–-----------ის №------- ცნობა (ს.ფ. 60);

 

3.1.7. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–-----------ს გაცემული №1------ ცნობის შესაბამისად ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 20---–-–----------------ს გარდაცვლილი ვ-–--------------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20---–-–-----------ის №1------ ცნობა (ს.ფ. 59);

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ირ-----------–---ი წარმოადგენს ქ. თბილისი, ა---------------- №--ში მდებარე გი----------------–---–ის საკუთრებაში არსებული ფართში N2 შენობის მე-2 სართულზე განთავსებული ფართზე, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი, მოსარგებლე პირს, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 19---–-–-----------------ს ერთის მხრივ მე----------–ის ასული ჯი-------ესა და მეორეს მხრივ ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებულია შეთანხმება, რომლის შესაბამისად მე---------------- ვლ----------------ის ძე არ----–--ნს 7000 მანეთად მიაქირავა მუდმივ საცხოვრებლად დედამისის - სო------------ის ასული ჯი-------ის მიერ დატოვებული ერთი ოთახი მისამართზე ქ. თბილისი, ა---------------- №--ში, ფართით 19 კვ. მეტრი.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 20---–-–-----------ს გაცემული საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ირ-----------–---ის მამა ვ-–--------------------ი 19---–-–---------------ან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ა---------------- №-.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 20---20-- წლებით დათარიღებული კომუნალური მომსახურების გადახდის ქვითრები, რომლითაც დგინდება, რომ მისამართზე ა---------------- №- აბონენტად რეგისტრირებულია ვალოდია არ----–--ნი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-781-781-20-8 საქმეზე განმარტა, რომ: ,,განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია მხარეთა მამკვიდრებლებს შორის და განმარტავს, რომ გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით ატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. რადგანაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ქ. თბილისში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ დედაქალაქში ჩაწერილ პირებს შეეძლოთ, ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ პირებთან კანონის გვერდის ავლის მიზნით იდებოდა ამ ტიპის გარიგებები. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობები შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), და ფაქტიურად მხარეთა შორის არსებული ნამდვილი ურთიერთობა იფარებოდა. კერძოდ, მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეულ თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან - ყოველთვიურად ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოსარგებლეს ფაქტობრივად გადაეცემოდა „სამუდამოდ“, ანუ ურთიერთობა არ იყო დროებითი (ხანმოკლე); ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალურ კანონს დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით წესრიგდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავს, შესაძლებელია, ეს ნიშნები არსებობდეს კუმულაციურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლება დარეგულირდეს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან 19---–-–-----------------ს მერ--------–-ს ასული ჯი-------ესა და ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებულია ქირავნობის ხელშეკრულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ირ-----------–---ი წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირს უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა----------------, №--ის მიმდებარედ, ქ. თბილისი, ა---------------- №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობა N2-ის მე-2 სართულზე განთავსებული ფართზე, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ირ-----------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-3 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ა---------------- №--ის მიმდებარედ, ქალაქი თბილისი, ა---------------- №-, დაზუსტებული ფართობი 451 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გი----------------–---–ის სახელზე.

 

ასევე დადგენილია, რომ 19---–-–-----------------ს ერთის მხრივ მე----------–ის ასული ჯი-------ესა და მეორეს მხრივ ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებულია შეთანხმება, რომლის შესაბამისად მე---------------- 7000 მანეთად, ვლ----------------ის ძე არ----–--ნს მიაქირავა მუდმივ საცხოვრებლად დედამისის - სო------------ის ასული ჯი-------ის მიერ დატოვებული ერთი ოთახი მისამართზე ქ. თბილისი, ა---------------- №--ში, ფართით 19 კვ. მეტრი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ირ-----------–---ი წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირს უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა----------------, №--ის მიმდებარედ, ქ. თბილისი, ა---------------- №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობა N2-ის მე-2 სართულზე განთავსებული ფართზე, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი.

 

6.2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი).

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.

 

დადგენილია, რომ ირ-----------–---ი ქ. თბილისში, ა----------------, №--ში მდებარე საცხოვრებელ სადგომს ფლობს 19---–-–-----------------ს ერთის მხრივ მე----------–ის ასული ჯი-------ესა და მეორეს მხრივ ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებულია შეთანხმების საფუძველზე, როგორც ვ-–--------------------ის მემკვიდრე (უფლებამონაცვლე), რაც თავის მხრივ ადასტურებს სადაო საცხოვრებელი სადგომის მოსარჩელის მიერ არანაკლებ 30 წლის განმავლობაში ფლობის ფაქტს. შესაბამისად იგი უფლებამოსილია მოითხოვოს 19---–-–-----------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - დადებულად უნდა იქნას ცნობილი 19---–-–-----------------ს მერ--------–-ს ასული ჯი-------ესა და ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა----------------, №--ის მიმდებარედ, ქ. თბილისი, ა---------------- №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობა N2-ის მე-2 სართულზე განთავსებული ფართზე, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი და აღნიშნულ უძრავ ნივთზე ირ-----------–---ი ცნობილი უნდა იქნას მესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს მოპასუხეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 5600 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ასეთი ხარჯის გაწევას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------ს განჩინებით ირ-----------–---ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე გი----------------–---–ს (პ/ნ 0---------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ახ--–----ის ქ. №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ირ-----------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. დადებულად იქნას ცნობილი 19---–-–-----------------ს მერ--------–-ს ასული ჯი-------ესა და ვლ----------------ის ძე არ----–--ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა----------------, №--ის მიმდებარედ, ქ. თბილისი, ა---------------- №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობა N2-ის მე-2 სართულზე განთავსებული ფართზე, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი.

3. ირ-----------–---ი ცნობილი იქნას მესაკუთრედ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა----------------, №--ის მიმდებარედ, ქ. თბილისი, ა---------------- №-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--, შენობა-ნაგებობა N2-ის მე-2 სართულზე განთავსებული ფართი, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 19---–-–--------–--ს დამზადებულ ნახაზზე (ნახაზის ასლი) მითითებული ლიტერი ,,ბ’’, ოთახი ფართით 18,81 კვ. მეტრი, აივანი 4,75 კვ. მეტრი, კიბის შესასვლელი 1,6 კვ. მეტრი, კიბე 3 კვ. მეტრი.

4. მოსარჩელის შუამდგომლობა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე