განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/3----17
გამოძიების N0-----------
17 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - მ-----------, ნ----------------, ა-------------–ი, გ---------------–---–-, გ------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული ნ-----–------- (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, გ--–-------------------------–-,ადვოკატი - დ-------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2013 წელს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ. თბილისში, გ--–-------------------------–- მცხოვრებმა, ბინათმესაკუთრე ლ--–------–------- და მისმა წარმომადგენელმა, ლ--–---------–---–მა, ამავე მისამართზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენის ლ--–------–-------ათვის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო ოფიციალური დოკუმენტის – ამხანაგობის კრების ოქმის დასამზადებლად, მიმართეს ამხანაგობა ,,გ--–-------------“-ის თავმჯდომარეს - ნ-----–-------ს. ნ-----–-------მ 2014 წლის 2---------ს, ქ. თბილისში, გ---------------ში მოიწვია ამხანაგობის წევრთა კრება, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა არასრული შემადგენლობა. ნ-----–-------მ შეადგინა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ--–-------------“-ის N-- კრების ოქმი და ვინაიდან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად საჭირო იყო ბინათმესაკუთრეთა 100 %-ის თანხმობა, კრების ოქმში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოს, კრებას დაესწრო ამხანაგობის ყველა წევრი და ხმათა 100%-ით ამხანაგობამ თანხმობა გამოხატა ლ--–------–-------ათვის 124,45 კვ.მ. ფართის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე. ნ-----–-------მ კრების ოქმს ასევე დაურთო ამხანაგობის წევრთა სია ყალბი მონაცემებით და ხელმოწერებით, რის შემდეგაც აღნიშნული ოქმი დაამოწმა სანოტარო წესით და გადასცა ლ--–---------–---–ს, რომელმაც, კრების ოქმის საფუძველზე, მოახდინა ქ. თბილისში, გ--–-------------------------–- მდებარე საცხოვებელ სახლში 124,45 კვ.მ. ფართის სხვენის ლ--–------–------- საკუთრებაში დარეგისტრირება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე ნ----- მ----------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქ. თბილისი, გ--–-------------------------–- მდებარე კორპუსში საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–-------------“, რომლის თავმჯდომარეც იყო ნ-----–-------. ნ-----–------- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის პერიოდში ადგენდა კრების ყალბ ოქმებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის გამო მიცემული იყო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, ნ-----–-------მ კვლავ გააყალბა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2014 წლის 2---------ს კრების N-- ოქმი, სადაც მიუთითა, თითქოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრმა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 124,45 კვ.მ. ფართის სხვენი - ინდივიდუალურ საკუთრებაში გადასცა ამავე ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს, ლ--–------–-----ს. ოქმი ყალბია, ვინაიდან არც თავად, და არც სხვა რამდენიმე მეზობელი ზემოაღნიშნულ კრებას არ დასწრებია და კრების ოქმის დანართზე არც ხელი მოუწერია. ასევე ოქმზე ფიქსირდება მ-------------–---ს ხელმოწერა, რომელიც კრების გამართვის დროისათვის უკვე რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. შედეგად, კრების ყალბი ოქმის საფუძველზე, ლ--–------–------- მიისაკუთრა სხვენის ფართი, რომელზეც დააშენა ნაგებობა, რითაც კიდევ უფრო დააზიანა ისედაც ავარიულ მდგომარეობაში არსებული კორპუსი. მოწმე ნ. მ----------მ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით აღძრული ჰქონდა სარჩელი ზემოაღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე და მისი სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა.
მოწმე ლ--–------–------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ქ. თბილისი, გ--–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში საკუთრებაში აქვს ბინა. მისი ბინის თავზე განთავსებული იყო სხვენი. სხვენის საჯარო რეესტრში საკუთრებად აღრიცხვის და შემდეგ სამერცხლულის მოწყობის მიზნით, 2012 და 2014 წლებში მინდობილობა გააფორმა ლ--–---------–---–ზე, რომელიც განსახორციელებელ პროცედურებში კარგად ერკვეოდა და მობინადრეებს მსგავსი საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა. ინდივიდუალურ საკუთრებაში სხვენის დარეგისტრირების მიზნით, 2014 წლის 2---------ს ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება, რომელსაც, თავად, ოჯახური პირობების გამო, არ დასწრებია. კრებაზე მყოფმა მეზობლებმა თანხმობა განაცხადეს მისთვის სხვენის გადაცემაზე. მისთვის ცნობილია, რომ მეზობლების ხელმოწერების შეგროვება ლ--–---------–---–მა კრების ჩატარებამდე ბევრად ადრე დაიწყო. როცა ლ--–---------–---–მა შეატყობინა, რომ მეზობლების საკმარისზე მეტ რაოდენობას ჰქონდა ოქმზე მოწერილი ხელი, ჯერ ნ-----–-------ს ხელმოწერა დამოწმდა ნოტარიულად ოქმზე, შემდეგ კი ლ--–---------–---–მა ამხანაგობის ოქმი და სხვა დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრში, სადაც მის საკუთრებაში სხვენის დარეგისტრირება მოხდა. ამის შემდეგ ლ--–---------–---–ის მიერ დოკუმენტები წარდგენილი იქნა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რომელმაც მის საკუთრებაში არსებულ სხვენში სამერცხლულის მოწყობის უფლება მისცა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის N6--- ფურცლის თანახმად, ბმა „გ--–------------“ დარეგისტრირდა 2010 წლის 1------------–ს, მისამართზე - ქ. თბილისი, გ--–------------------------.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 2---------ს მდგომარეობით, გ--–-------------------------–- ბინათმესაკუთრეებად რეგისტრირებულნი იყვნენ: მ----------------, თ-----------------------------–---–---, მ-------------–-----------–---–---, ვ----------------, ნ-----–-------, მ-------------------, ლ--–-------–----, ე-------------–------, ნ-----–----------–---–-, ა----------, ე------------------, ნ--–-----------, კ-----------–---------, ჯ-------------–---–-, ნ----- მ----------, ლ--–------–------, ვ----–----------, ე------------------–---, ვ--------------------- და მ-------------–---.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–-------------“-ის კრების N-- ოქმით დგინდება, რომ კრებაზე, რომელსაც ნ-----–------- თავმჯდომარეობდა და ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი, ბინათმესაკუთრეებმა განიხილეს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 124,45 კვ.მ ფართის სხვენის ლ--–------–-------ათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, რის შედეგადაც ამხანაგობის წევრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლ--–------–-------თვის ინდივიდუალურ საკუთრებაში სხვენის გადაცემასა და საკუთრების უფლებით დარეგისტრირებაზე. ოქმი დადასტურებულია ნ-----–-------ს ხელმოწერით.
2014 წლის 2---------თ დათარიღებული დოკუმენტის, კრების ოქმის დანართის თანახმად, კრების გადაწყვეტილებას, ლ--–------–------- ბინის - მანსარდის რეგისტრაციისა და სხვენის პრივატიზაციის თაობაზე მხარი დაუჭირეს - ლ-------–-------, ლ--–-------–-----, ე-------------–------ა, რ----------------–---მა, ნ-----–----------–---–მა, ე----------------------მა, ა----------მ, ნ--–--------–---–მა (მითითებულია, რომ მის ნაცვლად ხელს „მინდობილი პირი“ აწერს), კ-----------–--------მა, ბ---------------------მ, ლ--------------------, ვ----–-----------–---–მა, მ-------------–--მა, ვ----------------მ და ნ-----–-------მ.
სანოტარო მოქმედების აქტის თანახმად, 2014 წლის 2---------ს, ნ-----–-------ს მოთხოვნით, ნოტარიუს ლ--–----------–---ის მიერ დამოწმებული იქნა ნ-----–-------ს ხელმოწერის ნამდვილობა 2014 წლის 2---------ს ჩატარებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–-------------“-ის N-- კრების ოქმზე.
მოწმე ლ--–----------–---ის, ნოტარიუსის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის იანვარში მას მიმართა ამხანაგობის თავმჯდომარემ, ნ-----–-------მ, რომლის მოთხოვნითაც, პიროვნების დადგენის შემდეგ, დაადასტურა წარმოდგენილ კრების ოქმზე მისი ხელმოწერა. მოწმემ აღნიშნა, რომ მის ვალდებულებაში შედის არა დოკუმენტში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობის შემოწმება, არამედ კრების თავმჯდომარის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება.
მოწმე მ-------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ამხანაგობა „გ--–-------------“-ის წევრი იყო, 2014 წლის 2---------ს კრების ჩატარების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და აღნიშნული კრების ოქმზე არც ხელი მოუწერია.
მოწმე ა-–------------------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2004 წლამდე მეუღლესთან, მ-------------–--თან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ--–-------------------------–- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში. ბინა გარდაცვალებამდე მის მეუღლეს, მ-------------–--ს ეკუთვნოდა. 2012 წლის ნოემბრის თვეში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მ-------------–--- თვეების განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, 2013 წლის 0-------------ს კი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მოწმემ აღნიშნა, რომ ლ--–---------–---–ი მის მეუღლეს იცნობდა და ერთმანეთს ხვდებოდნენ კიდეც, თუმცა, რა მიზნით - არ იცის.
მოწმე ლ-----------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 2---------ს იგი ნამდვილად ესწრებოდა ამხანაგობის კრებას, სადაც ლ--–------–-------ათვის სხვენის გადაცემის საკითხი განიხილებოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ თანხმობა გამოხატა საკითხის ლ--–------–------- სასარგებლოდ გადაწყვეტაზე და მალევე დატოვა ნ-----–-------ს თავმჯდომარეობით მიმდინარე კრება, რომელსაც ბევრი მეზობელი ესწრებოდა.
მოწმე ვ----–-----------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2013 წლის აპრილამდე, საკუთარ შვილებზე ბინის გადაფორმებამდე, ამხანაგობა „გ--–-------------“-ის წევრი იყო. ამხანაგობის 2014 წლის 2---------ს კრებას არ დასწრებია, მაგრამ კრების დღის წესრიგში მდგარი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა, ოქმზე ხელის მოწერით, ბევრად ადრე, დაახლოებით 2012 წელს მიიღო, როცა ჯერ ისევ ბინათმესაკუთრე იყო.
მოწმე რ----------------–---ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 2---------ს კრებას იგი არ დასწრებია და არც მასში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით გამოუხატავს როდესმე საკუთარი ნება. მოწმემ დაადასტურა, რომ 2014 წლის კრების N-- ოქმის დანართზე არსებული ხელმოწერა მას ეკუთვნის, თუმცა, ვარაუდობს, რომ იგი სხვა კრების ოქმიდან იქნა გადატანილი.
მოწმე ვ----------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 2---------ს გამართულ ამხანაგობის კრებას ესწრებოდა და ლ--–------–-------თვის ფართის გადაცემაზე საკუთარი თანხმობაც დააფიქსირა ოქმზე ხელმოწერით.
მოწმე ა---------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ამხანაგობის კრებას, სადაც ლ--–------–-------ათვის მფლობელობაში სხვენის გადაცემის საკითხი განიხილებოდა, ნამდვილად ესწრებოდა და ოქმზე ხელიც აქვს მოწერილი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დამსწრე მეზობლების უმრავლესობა ასევე თანახმა იყო ლ--–------–-------თვის ფართის გადაცემაზე.
მოწმე ე------------------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, გ--–-------------------------–- მდებარე სარდაფი 2013 წლის ნოემბრის თვეში შეიძინა. 2014 წლის იანვარში გამართულ ამხანაგობის წევრთა კრებაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაძლოა, იმ მიზეზით, რომ მეზობლებისთვის ცნობილი არ იყო, რომ ისიც ბინათმესაკუთრე იყო.
მოწმე კ-----------–---------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი, როგორც ერთ-ერთი ბინათმესაკუთრე, ესწრებოდა 2014 წლის 2---------ს ამხანაგობის კრების მიერ ლ--–------–-------ათვის სხვენის - მანსარდის რეგისტრაციის საკითხის განხილვას, რა დროსაც ყველა ერთხმად დაეთანხმა საკითხის ლ--–------–------- სასარგებლოდ გადაწყვეტას. მოწმემ დაადასტურა, რომ ოქმის დანართზე დაფიქსირებული ხელმოწერა ეკუთვნის მას.
მოწმე ვ---------------------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2014 წლის 2---------ს, ნ-----–-------ს თავმჯდომარეობით, ჩატარდა მაშინდელ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება, რომელსაც, რამდენადაც ახსოვს, ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი, კონკრეტულად - ვინ, არ ახსოვს. დამსწრეთაგან ყველა ერთხმად დაეთანხმა ლ--–------–-------თვის მისი საცხოვრებელი ბინის თავზე არსებული სხვენის ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემას, რის დასტურადაც შესაბამის ბლანკზე მოაწერეს ხელი.
იმავე ფაქტობრივ გარემოებებს შეიცავს მოწმეთა - ლ--–-------–----ს, ნ-----–----------–---–-ს და ე--------------–-----ის გამოკითხვის ოქმები.
გარდაცვალების აქტის ჩანაწერებით ირკვევა, რომ მ-------------–--- 2013 წლის 0-------------ს გარდაიცვალა, ნ--------------–---–- - 2012 წლის 0-------------ს, ლ--–---------–---–ი კი - 2017 წლის 1---------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ბმა „გ--–-------------“-ის 2014 წლის 2---------ს N-- კრების ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისი, გ--–-------------------------–- მდებარე უძრავი ნივთი - 124,45 კვ.მ ფართის სხვენი - საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ--–------–------- სახელზე.
2012 და 2014 წლის მინდობილობებით დგინდება, რომ ისინი გაცემულია 3-3 წლით, ლ--–------–------- მიერ და ლ--–---------–---–ს ანიჭებს სხვადასხვა, მათ შორის, ქ. თბილისში, გ--–-------------------------–- მდებარე ლ--–------–------- კუთვნილი უძრავი ქონების ლეგალიზაციის, რეგისტრაციაში გატარების და ა. შ. უფლებამოსილებას.
მოწმე ნ--------–---ს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერის, გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის, სხვენის ამხანაგობის წევრის მიერ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურებისას, გადაწყვეტილება, ამხანაგობის წევრების მიერ, მიღებული უნდა იქნეს ხმათა 2/3-ით; ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სხვენის ამხანაგობის კონკრეტული წევრისათვის გადაცემის შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა კრებას უნდა დაესწროს ბინათმესაკუთრეთა 100% და გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ერთხმად. ორივე შემთხვევაში დგება შესაბამისი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სხვენის ლ--–------–------- ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო იყო ამხანაგობის წევრთა 100 %-ის თანხმობა.
მოწმე ნ----------------ს, ნოტარიუსის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისი შეფასებით, თუ ამხანაგობა „გ--–-------------"-ის 2014 წლის 2---------ს კრებას არ ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი ან არ იყო ყველა წევრის ნება გამოხატული, მაშინ ოქმში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება რეალობას, ხოლო ფაქტების სწორად ასახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კრების თავმჯდომარეს.
ბრალდებულმა ნ-----–-------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2010 წელს აირჩიეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–-------------"-ის თავმჯდომარედ. ამხანაგობის შექმნის და თავმჯდომარის არჩევის ოქმზე თანდართული ხელმოწერების სიაში, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე, ორი ბინათმესაკუთრის მაგივრად, მათივე თხოვნით, მოაწერა ხელი, რის გამოც, დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასეთი გამოცდეილების გამო, ფრთხილად ეკიდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეობის მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. როცა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ლ--–------–------- მინდობილმა პირმა - ლ--–---------–---–მა, უთხრა, რომ ლ--–------–-----ს საცხოვრებელი ბინის თავზე არსებული სხვენის საკუთრებაში დაკანონება სურდა, მას ამხანაგობის ბინათმესაკუთრეთა სია გადასცა და გააფრთხილა, რომ არცეთი ბინათმესაკუთრის ხელმოწერა არ გაყალბებულიყო. საკითხის გადაწყვეტის მიზნით ჩატარდა კრება, რომელსაც რამდენიმე მეზობელი დაესწო, რომლებმაც საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირეს. ვინაიდან წევრთა რაოდენობა საკითხის გადაწყვეტისთვის საკმარისი არ იყო, ლ--–---------–---–ს უნდა ენახა დანარჩენი ბინათმესაკუთრეები, რომლებიც უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში და თანხმობის შემთვევაში მიეღო მათგან ხელმოწერები. რამდენიმე თვის შემდეგ ლ--–---------–---–მა მიუტანა სია და უთხრა, რომ ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა ჰქონდა. მიტანილ სიას რომ გადახედა, დარწმუნდა, რომ ბინათმესაკუთრეთა 2/3 - ზე მეტი, 15 წევრი, აწერდა ხელს. 2014 წლის 2---------ს კვლავ მოიწვია კრება, სადაც კვლავ ბინათმესაკუთრეთა ნაწილი მივიდა, მათ დაადასტურეს საკუთარი ხელმოწერების ნამდვილობა. იმავე დღეს ლ--–---------–---–მა ნოტარიუსთან შევსებული დაახვედრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–-------------“-ის კრების ოქმი. ოქმს გადახედა და დარწმუნდა, რომ ნამდვილად ლ--–------–------- თავზე არსებული სხვენის საკითხს ეხებოდა, რომელიც, მისივე მფლობელობაში იმყოფებოდა. ნოტარიუს ლ--–----------–---ის თანდასწრებით მოაწერა ხელი ოქმს, რომელიც მასზე თანდართული ხელმოწერების დედანთან ერთად წაიღო ლ--–---------–---–მა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მხოლოდ გამოიძიების დაწყების შემდეგ შეიტყო, რომ ოქმი შევსებული იყო შეცდომით, რადგან სხვენის ინდივიდუალური ფლობის ფაქტის დადასტურების ოქმის ნიმუშზე უნდა ყოფილიყო შევსებული. გარდა ამისა, ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოებაც, რომ მ-------------–---, რომელთანაც ახლობლობდა, ექვსი თვის გარდაცვლილი იყო. ბრალდებულმა ნ-----–-------მ განმარტა, რომ იურისტი არ არის, ვერ ერკვევა კანონმდებლობის მოთხოვნებში და სრულად ენდობოდა სპეციალისტს, ლ--–---------–---–ს.
სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებულ ნ-----–-------ს ზემოაღნიშნულ პოზიციას, რადგან თვლის, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს, წარდგენილ ბრალდებაში მისი ბრალეულობა, სრულად იქნა დადასტურებული. კერძოდ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა ბრალდებულის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–-------------“-ის კრების N-- ოქმის თანახმად, ამხანაგობის ყველა წევრის მონაწილეობით შემდგარ კრებაზე განიხილეს რა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 124,45 კვ.მ ფართის სხვენის ლ--–------–-------ათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, - ამხანაგობის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ლ--–------–-------ათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში სხვენის გადაცემის თაობაზე. ოქმში არსებული ჩანაწერის საპირისპიროდ, სხვა მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ: ა) სადავო კრების ოქმზე არ ფიქსირდება ამხანაგობის ყველა წევრის ხელმოწერა; ბ) ხელმომწერ პირთაგან რ----------------–---ი, ლ-----------------ი, ნ--------------–---–-ს „მინდობილი პირი“ და ვ----–-----------–---–ი არ იყვნენ უფლებამოსილნი მონაწილეობა მიეღოთ საკითხის გადაწყვეტაში, რადგან არ წარმოადგენდნენ ბინის მესაკუთრეებს, - ამხანაგობის წევრებს; გ) ოქმის ხელმომწერთაგან ერთ-ერთი - მ-------------–--- დოკუმენტის შედგენამდე თითქმის ხუთი თვით ადრე გარდაიცვალა, რაც, ცხადია, გამორიცხავს კრებაში მის მონაწილეობას. სასამართლო თვლის, რომ იმ საკითხის სიღრმისეული კვლევა, 2014 წლის 2---------ს კრების დღის წესრიგში მდგარი საკითხის გადაწყვეტას ბინათმესაკუთრეთა 100 %-ის თანხმობა სჭირდებოდა თუ მხოლოდ 2/3-ის (რაზედაც ძირითადად აპელირებს დაცვის მხარე), - ვერ შეცვლის დადგენილ ვითარებას, რადგან ზემოგანხილული გარემოებები ნათელს ხდის, რომ კრების ოქმის დანართზე, საკუთარი პოზიცია, ხელმოწერით, დაფიქსირებული არ აქვს არათუ ამხანაგობის წევრთა სრულ შემადგენლობას, არამედ მის არც 2/3-ს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადჰყოფს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–-------------“-ის კრების N-- ოქმში შეტანილი მონაცემები ყალბია და არ ასახავს ფაქტობრივ რეალობას. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული ოქმის დადასტურებისას მისთვის ცნობილი არ იყო დოკუმენტის სიყალბე, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოფიციალურ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა დაკავშირებულია პრეზუმფციასთან, რომ ხელმომწერი პირისთვის დოკუმენტის შინაარსი ცნობილია და იგი ხელმოწერით ნაკისრ პასუხისმგებლობას აცნობიერებს. შესაბამისად, საპირისპირო ფაქტის მტკიცების ტვირთი დოკუმენტზე ხელმომწერ პირს აკისრია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის განმარტებამ, - იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა პირის მიერ შედგენილი დოკუმენტის დადასტურება მისი შინაარსის გაუცნობლად მოხდა, რაც განპირობებული იყო ოქმის შემდგენის მიმართ არსებული ნდობითა და საკუთარი დაუდევრობით, - ვერ გადაწონა ზემოაღნიშნული პრეზუმფციით ნაგულისხმევი მყარი ვარაუდი, რადგან ბრალდებულ ნ-----–-------ს პოზიცია არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აპელირება იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, არ იცოდა კანონმდებლობის მოთხოვნები, კრების გამართვის მომენტისათვის ბინათმესაკუთრედ დარეგისტრირებულ პირთა ნუსხის გამოთხოვის საჭიროება და ბრმად ენდობოდა სხვა პირებს, - სასამართლოსთვის სარწმუნო არ არის, რადგან ნ-----–------- ამხანაგობას თავმჯდომარეობდა არაერთი წელი, ადრე ნასამართლევი იყო ამხანაგობის კრების ყალბი ოქმის დამზადებისა და გამოყენებისათვის და, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანის სამართლებრივი შედეგების შესახებ, ამასთან, დოკუმენტში ასახული ფაქტობრივი გარემოებების რეალობასთან შესაბამისობის გადამოწმება არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნასა და უნარებს.
მეტიც, სასამართლო თვლის, რომ ლ--–---------–---–ის მიმართ არსებული ნდობის თაობაზე (რამაც, ბრალდებულის განმარტებით, კანონთან დააპირისპირა) ნ-----–-------ს ზემოაღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის მისსავე განმარტებასთან, რომ მწარე გამოცდილების გამო, არათუ არ გაუყალბებია დოკუმენტი, ლ--–---------–---–საც მოსთხოვა, რომ ხელმოწერების მოპოვების პროცესი კანონის სრული დაცვით წარემართა და არ გაეყალბებინა. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული განმარტება, რომლითაც ნ-----–-------მ ხაზი გაუსვა საკუთარ წინდახედულობას და გააკეთა ერთგვარი მინიშნება ლ--–---------–---–ის მიმართ სრული ნდობის არქონის თაობაზე, თავისთავად გამორიცხავს ნ-----–-------ს მხრივ ლ--–---------–---–ის მიერ შედგენილი ოქმის წაუკითხავად ხელმოწერის ალბათობასაც.
სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის პოზიცია ნ-----–-------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი, ხოლო მის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადგენილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნ-----–-------ს მიერ ამხანაგობა „გ--–------------“-ის კრების ყალბი ოქმის გასაღების მიზნით დამზადების და გასაღების ფაქტები.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება,გასაღების მიზნით და გასაღება. ამ მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე ის ურთიერთობებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს.
ზემოაღნიშნული დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი - რაიმე უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, ვისიმე ვინაობის დამადასტურებელი მოწმობა.
ზემოაღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებაში. დამზადება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე ნამდვილი ოფიცილური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბებაა. იგი ფორმალური შემადგენლობისაა და თავისთავად დამთავრებული დანაშაულია, თუკი პირი მის გასაღებას ისახავს მიზნად; გასაღება კი შეიძლება გამოიხატოს ყალბი დოკუმენტის გაყიდვაში, გაჩუქებაში, გაცვლაში ან სხვა გზით მის გასხვისებაში.
სუბიექტური მხრივ, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარის ისეთი ნიშნისათვის, როგორიცაა დამზადება, აუცილებელია მიზნის არსებობა - დოკუმენტის გასაღების მიზანი. შესაბამისად, როგორც გამიზვნითი დელიქტის ყველა შემთხვევაში, მოცემული დანაშაულისთვის დამახასიათებელია პირდაპირი განზრახვა - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ გასაღების მიზნით ამზადებს ყალბ დოკუმენტს და სურს ეს. რაც შეეხება ქმედების მოტივს, მას კანონი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობას არ ანიჭებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ნ-----–-------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების მიზნით და გასაღება (ლ--–------–-------ათვის გადაცემა). სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სადავო ოქმი განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ (დამზადებულ) ოფიციალურ ნიმუშზე და შევსებულია (დამზადებულია) არა ნ-----–-------ს, არამედ - სხვა პირის მიერ, ეს გარემოებები ნ-----–-------ს ქმედების (ხელმოწერით დადასტურების) დოკუმენტის „დამზადებად“ შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ყალბი მონაცემების შემცველი კრების ოქმის დამზადება პირდაპირ კავშირშია ნ-----–-------ს მიერ მასზე ხელის მოწერასთან, რადგან სწორედ ნ-----–-------ს ხელმოწერამ (ნოტარიული წესით დადასტურებულმა) შესძინა კრების ყალბ ოქმს საბოლოო სახე და მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–------- მსჯავრდებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–-------ს მიმართ მიზანშეწონილია სასჯელის 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმის გამოყენება, - რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ--–--------------ის“ 2014 წლის 2---------ს N-- კრების ოქმის დედანი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი