განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100115699550
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-----------------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ----------------------------------------, დაბადებული----------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–-–---–---------------–--

ადვოკატი - ვ-–--------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სხდომის სახე-ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2----–-–------------------- შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა ვალდებულება, რომ შპს „---------ს ჯ---------------ა და ლ------------------ უნდა გადაეხადა 699000 აშშ დოლარი. ნ-----------------------, ჯ-------------- და ლ----------- მოატყუა და განუცხადა, რომ წილის გასხვისების გამო მიღებული სარგებელი იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით, 32%-ის ოდენობით, რის შემდეგაც შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან ურთიერთობას თავად მოაგვარებდა. ამ მიზნით, 2----–-–-------------------, ნ----------------------, ა-----------, ჯ--------------ა და ლ-----------ს შორის გაფორმდა დ----–--------––-------–---. 2----–-–----------------------------–--–- ჯ--------------- შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხის ნაწილის 32%, კერძოდ 156 372 აშშ დოლარი, საშემოსავლო გადასახადის შეტანის მიზნით გადასცა ა------------ა და ნ----------------------, რის შემდეგაც ისინი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ჯ---------------ა და ლ------------ კუთვნილ 156372 აშშ დოლარს (278 545.4-----–------

 

მტკიცებულებები:

ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

დაზარალებულ ჯ--------------- ჩვენებით, 1----–-–----- მეუღლე ლ-----------სთან ერთად ფლობდა შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალის 50%-იან წილს. საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ბ----------------------------. 2----–--–- გაიცნო ნ----------------------, რომელიც დაინტერესებას გამოხატავდა მისი უძრავი ქონების შეძენით. ნ----------------------- უთხრა, რომ მას ჰყავდა ებრაელი ბიზნესპარტნიორები, რომლებიც ნახავდნენ ობიექტს და მოწონების შემთხვევაში მზად იყვნენ მისი შეძენით. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ნ----------------------- ბ----------------------------- მიიყვანა ორი მამაკაცი, რომლებიც გაეცვნენ შ----------------- და ა------------ სახელით. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული ბ----------------------------თ მიყიდიდა 699 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა შპს „---------- დირექტორს შ----------------. ვინაიდან გადაწყდა, რომ შ.პ.ს „---------- და შ.პ.ს „------–-------------ს შორის უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, სამართლებრივ საკითხებში დახმარების მიზნით დაუკავშირდა მის ნაცნობ იურისტებს მ----------------- და გ-------------, რომლებსაც სთხოვა, რომ აპირებდა შ.პ.ს „------------ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას და დასწრებოდნენ ხელშეკრულების დადებას. 2----–-–------------------- შეთანხმებისამებრ, მეუღლე ლ-----------სთან, გ-------------თან და მ------------------- ერთად მივიდა თბილისში, ყ--------------------–- მდებარე შ.პ.ს „----------ს ოფისში, სადაც დახვდნენ შ----------------, ა-----------, ნ---------------------- და მათი იურისტი მ-------------. ნ---------------------- დაუკავშირდა ნ----------- ნ------------------, რომელიც მივიდა ოფისში, რის შემდეგაც მ-------------- ნ------------ წარუდგინა რამოდენიმე ეგზემპლარი მათივე შედგენილი ხელშეკრულებისა შ.პ.ს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ, რის შემდეგაც მეუღლე ლ-----------სთან ერთად ხელი მოაწერა მ-------------ს მიერ შედგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებას. ნახსენებ ხელშეკრულებაში დაფიქსირდა, რომ ნასყიდობის საგნის თანხა 699 000 აშშ დოლარი უნდა ჩარიცხულიყო 2----–-–------------------- საბანკო ანგარიშზე შ.პ.ს „---------- სახელით. ელოდებოდა ანგარიშზე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 699 000 აშშ დოლარის ჩარიცხვას, თუმცა მის ჩარიცხვამდე 2----–-–------------------- დაუკავშირდა ნ----------------------, რომლის თხოვნით მეუღლესთან ერთად მივიდა მის ოფისში, სადაც ნ----------------------- სთხოვა ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თითქოს მან და ლ-----------მ ბ----------------------------ს ნასყიდობის საფასური 699 000 აშშ დოლარიდან, 489 300 აშშ დოლარი მიიღეს ბანკის საშუალებით, რომელიც ჩაირიცხა ლ------------ სახელზე, ხოლო 209.700 აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა ხელზე. აღნიშნულზე ნ---------------------- განუცხადა უარი ვინაიდან თანხა მიღებული არ ჰქონდა, რის შემდეგაც ნ------------------------- ერთად წავიდნენ სასტუმრო „-------------------------- შენობაში მდებარე ს----------–--------–-, სადაც ნახეს, რომ ლ------------ ანგარიშზე დარიცხული იყო თანხა, თუმცა რა ოდენობის, არ იცოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ნ----------------------- თავად მიიყვანა ბანკში, სადაც დარიცხული იყო თანხის ნაწილი, ნ----------------------ს მიმართ გაუჩნდა ნდობა და დათანხმდა ხელი მოეწერა მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე. ამის შემდგომ, 2----–-–------------------- მ---------------------- ს--------------------–- გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელშიც დაფიქსირდა, რომ თითქოს ა-----------ა და ნ----------------------- ნასყიდობის თანხის ნაწილი 209.700 აშშ დოლარი გადასცა ხელზე, ამასთან ნ----------------------- ხელი მოაწერინა მესამე განცხადებას, რითაც ადასტურებდა ნასყიდობის თანხის 699.000 აშშ დოლარის სრულად მიღების ფაქტს. რეალურად კი მას არანაირი თანხა მიღებული არ ჰქონდა, ვინაიდან 489.300 აშშ დოლარი მან და მისმა მეუღლემ მიიღეს ს----------–--------–- 2----–-–-------------------, გადმორიცხული შ----------------- მიერ. იმავე დღეს ნ----------------------- მას და ლ-----------ს უთხრა, რომ ვინაიდან მათ იყიდეს უძრავი ქონება, გადასახდელი ექნებოდათ სახელმწიფოსათვის თანხის 32% და რომ არ შეწუხებულიყვნენ საგადასახადოში სიარულით, შესთავაზა მათ გაფორმებულიყო დ----–--------––-------–---, რომლითაც განისაზღვრებოდა, რომ ნ---------------------- და ა----------- შეასრულებდნენ ყველა საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც წარმოეშვებოდა მას და ლ-----------ს. დ----–--------––-------–--- გაფორმდა 2----–-–-------------------. დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 156372 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა საგადასახადოს 32%-ს, მ--------–---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ნ----------------------ს კუთვნილ ა/მანქანაში გადასცა ა-----------. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მისი მეუღლე ლ----------- და გ------------. თანხის გადაცემის შემდგომ, ლ-----------სთან ერთად კვლავ შეხვდა ნ---------------------- მისსავე ოფისში, სადაც მან დაუწერა ხელწერილი, რომ მან და ა-----------ა ლ------------ა და ჯ-------------------- 2----–-–-------------------- დათარიღებული დავალების ხელშეკრულების შესრულების მიზნით მიიღეს თანხები სრული მოცულობით, რომელზეც ხელი მოაწერეს ნ----------------------- და ა-----------ა. მან ასევე მიმართა წერილით შემოსავლების სამსახურს, წერილზე პასუხით ირკვეოდა, რომ ვინაიდან შ.პ.ს „------–-------------ის წილს ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით, წილის გასხვისების შემთხვევაში არ იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით. თავდაპირველად შ------------------- ხელშეკრულების გაფორმებისას, ვინაიდან დაუკლო უძრავი ქონების გასაყიდი ფასი, შ---------------- დათანხმდა მას, რომ ერთი წლის განმავლობაში ესარგებლა ბ------------------------------, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ წელზე მალე მოსთხოვდა ბ----------------------------თ სარგებლობის შეწყვეტას, დაპირდა ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის გადახდას, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენდა 60 000 აშშ დოლარს. მას შემდეგ, რაც მოახერხა მოგვიანებით მ---------------- და ა-------------- საუბარი, ნ----------------------- გადასცა მას 60 000 აშშ დოლარი, რაზეც დაუწერა ხელწერილი, რომ ნ----------------------სგან და ა------------გან მიიღო 30 000-30000 აშშ დოლარი.

დაზარალებულ ლ------------ ჩვენებით, 1----–-–----- მეუღლე ჯ----------------- ერთად ფლობდა შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალის 50%-იან წილს. საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ბ----------------------------. 2----–--–- აღნიშნული ტერიტორიის შეძენის სურვილი გამოთქვა ნ-----------------------, რომელსაც სურდა სასტუმროს მშენებლობის დაწყება. თავდაპირველად ჯ--------------- ქონების გასხვისებაზე განუცხადა უარი, თუმცა მას შემდეგ, რაც ნ----------------------- მის ტერიტორიაზე დაიწყო მშენებლობა, ფინანსურმა პოლიციამ და ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო მისი ბ----------------------------ს კანონიერების საკითხის შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. ნ----------------------- უთხრა, რომ ჰყავდა ებრაელი ბიზნესპარტნიორები და დაპირდა მათ ადგილზე მიყვანას პირობებზე შესათანხმებლად. ერთ დღეს, ნ----------------------- მიიყვანა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი გაეცნო შ----------------- სახელით, ხოლო მეორე მამაკაცი გაეცნო ა------------ სახელით. საბოლოოდ, ჯ--------------- ობიექტის გასაყიდ ფასად დაუსახელა 800000 აშშ დოლარი, რაზეც შ----------------- განაცხადა, რომ გადაიხდიდა 700000 დოლარს და დამატებით, უფლებას მისცემდა ჯ-------------- ესარგებლა ბ----------------------------თ სანამ არ მოხდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი მხრიდან სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი ობიექტიდან გაშვება მოხდებოდა დაჩქარებული წესით, იგი პირდებოდა 5000 დოლარის გადახდას ყოველ თვეზე. აღნიშნული შეთანხმება იყო ზეპირსიტყვიერი. ნ------------------------- ჩამოუყალიბდათ კარგი ურთიერთობა, რის შემდეგაც მათი შემდგომი შეხვედრა შედგა რესტორანში, სადაც ნ---------------------- ჯ-------------- ეუბნებოდა, რომ 699000 დოლარიდან მას ექნებოდა მოგების გადასახადი, რაზეც ჯ.------–მა განუცხადა, რომ დააზუსტებდა გადასახდელი თანხის ოდენობას და რა გადასახადიც ექნებოდა გადასახდელი, გადაიხდიდა. მოწმის განმარტებით, ყველა საკითხებთან დაკავშირებით საქმის კურსში აყენებდნენ მათ იურისტებს გ------------- და მ-----------------. გ------------ს აზრით, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხა არ უნდა დაბეგრილიყო, თუმცა, აღნიშნულის კატეგორიულად თქმა არ შეეძლო. საკითხის დასაზუსტებლად მივიდნენ საგადასახადო სამსახურში, სადაც დაწერეს წერილობითი განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ქონებას ყიდიდა 699000 აშშ დოლარად და აინტერესებდა თუ რა გადასახადი ეკისრებოდა. საგადასახადო სამსახურისგან ვერ მიიღო ვერანაირი პასუხი. ერთ დღეს დაუკავშირდა ნ----------------------, რომელმაც სთხოვა ჯ----------------- ერთად მის ოფისში მისვლა, სადაც მიიყვანდა კომპეტენტურ პიროვნებას, რომელიც ეტყოდა ზუსტად თუ რამდენი იქნებოდა გადასახადი. გ-------------თან, ჯ----------------- და მ-------------------- ერთად მივიდა ყ-------------------–- მდებარე ოფისში, სადაც დახვდათ მხოლოდ ნ----------------------, რომელმაც უთხრა რომ ა----------- დაკავებული იყო საქმეებით, ხოლო შ---------------- ისვენებდა. ოფისში მივიდა ლ----------, რომელმაც უთხრა, რომ გადასახდელი იქნებოდა თანხის 32%. ნ---------------------- აცხადებდა, რომ ზედმეტად რომ არ შეეწუხებინა ჯ--------------, თავად უზრუნველყოფდა გადასახადის გადახდას, რაზეც ჯ--------------- მოსთხოვა დავალების ხელშეკრულების გაფორმება, რომ იგი იღებდა ვალდებულებას გადახდაზე და ქვითრების წარდგენაზე. ნ---------------------- დათანხმდა აღნიშნულ შეთავაზებას. ნ----------------------ს მდივნის მიერ დაბარებული იყვნენ ოფისში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჩაიშალა ორჯერ, რადგან ნ----------------------ს მხრიდან აკლდა გარკვეული დოკუმენტები. საბოლოოდ, ხელი მოაწერეს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რაზეც ნ---------------------- ჰკითხა თუ რატომ არ აწერდა ხელს ა-----------, რაზეც ნ---------------------- უმტკიცებდა, რომ ა------------ მხრიდან ხელმოწერა არ წარმოადგენდა აუცილებლობას. 2----–-–-------------------, დაუკავშირდა ნ----------------------, რომელმაც უთხრა, რომ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაბარებული იყო საჯარო რეესტრში და საჭირო იყო მისი და ჯ--------------- ოფისში მისვლა გარკვეულ დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. ნ---------------------- ითხოვდა მათთან სასწრაფოდ მისვლას, თითქოს იმავე ღამეს ა----------- მიფრინავდა. ნ------------------------- მივიდა გ-------------თან და ჯ----------------- ერთად, რა დროსაც ნ----------------------- უთხრა, რომ თანხა უკვე გადმორიცხული იყო მის ანგარიშზე, ხელშეკრულება იყო დარეგისტრირებული და ითხოვდა დოკუმენტებზე ხელმოწერას. გ------------ ითხოვდა ხელმოწერის გადადებას შემდგომი დღისთვის, რადგან იყო არასამუშაო დრო და ვერ შეძლებდნენ გადამოწმებას ნამდვილად იყო თუ არა თანხა ანგარიშზე დარიცხული. ვინაიდან ნ---------------------- ჩქარობდა ხელმოწერას, ერთად წავიდნენ ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, სადაც ბანკის ოპერატორმა დაადასტურა მის ანგარიშზე 489300 აშშ დოლარის ჩარიცხვა, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას ნ---------------------- დაპირდა ხელზე გადაცემით, რასაც დათანხმდა ჯ--------------. წამოსვლისას ნ---------------------- დაუკავშირდა მ----------------------, რომელსაც სთხოვა ს--------------------–- მისვლა. წ-------–-------------- მდებარე ს--------------------–- მივიდნენ მ-------------------------, სადაც ნ----------------------- მოსთხოვა ხელწერილის დაწერა თითქოს ანგარიშზე დარიცხვით მიღებული ჰქონდა 489300 აშშ დოლარი, ხოლო ხელზე მიღებული ჰქონდა 209000 აშშ დოლარი. გ------------ ურჩევდა ჯ--------------, რომ არ მოეწერა ხელი სანამ ფულს არ ჩაითვლიდა, თუმცა ჯ-------------- აცხადებდა, რომ ენდობოდა ნ----------------------, რომელიც არ იკადრებდა მოტყუებას და ისე, რომ თანხა მიღებული არ ჰქონდა ხელი მოაწერა თანხის მიღების ხელწერილს. 2--------------- ჯ----------------- და გ-------------თან ერთად შეხვდა ა-----------, რომელსაც ნ------------------------ გადასაცემად მანქანაში გადასცა საშემოსავლო გადასახადის სახით შესატანი ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხის ნაწილის 32%, რაც შეადგენდა 156372 ლარს. ამის შემდგომ მივიდნენ ნ----------------------ს ოფისში, სადაც ნ---------------------- მოსთხოვეს ხელწერილის დაწერა თანხის მითითებით თუ რა თანხა ჰქონდა მიღებული, რაზეც ნ----------------------- უარი განაცხადა ციფრების მითითებაზე და დაწერა ზოგადი ხელწერილი, რომ მას მიღებული ჰქონდა თანხა სრული მოცულობით. მოწმის განმარტებით, ნ----------------------- პირადად მიაწოდა თავისი პირადობის მოწმობა, რომელიც იყო ლამინატში ჩასმული, სადაც ჩაკრული იყო კ------------- სურათი, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, პირადი მონაცემები იყო სხვა პირის. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამუშავებდნენ ბ---------------------------- რომელსაც რამდენიმე დღეში დაეჯახა მანქანა, რამაც მთლიანად დააზიანა ობიექტი. ჯ--------------- ობიექტის აღდგენა მოსთხოვა ნ----------------------, რაზეც ნ--------- განუცხადა, რომ თავად ვერ ერკვეოდა აღნიშნულ საკითხში და სთხოვა ჯ-------------- თავად აღედგინა ობიექტი და გაწეულ ხარჯს აუნაზღაურებდა. ჯ--------------- ობიექტის აღდგენაზე დახარჯა 8000 დოლარი, რისი ქვითრებიც წარუდგინა ნ---------- რომელიც დაპირდა გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ნ----------------------- მოითხოვა ბ----------------------------დან მიღებული შემოსავლის 50%, რაზეც ჯ--------------- განუცხადა უარი, რადგან მათ შორის აღიშნულ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა. ამის შემდგომ ნ----------------------- მოითხოვა ობიექტის დაცლა, რადგან აპირებდა მშენებლობის დაწყებას. ჯ-------------- დათანხმდა მას იმ პირობით, თუ იგი გადაუხდიდა დარჩენილ თანხას. ნ-----------ვ------–---ი დათანხმდა თანხის გადახდას, რის შემდეგაც ჯ--------------- გაათავისუფლა ობიექტი და 2------------ ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს. როდესაც ნ---------------------- მოსთხოვეს თანხის გადახდა, ნ--------- უთხრა, რომ საახალწლოდ უნდა ჩამოსულიყო შ----------------, რომელიც გადაუხდიდა თანხას სრულად. ამის შემდგომ მიმართეს საშემოსავლო სამსახურს თუ რას შეადგენდა მისი საგადასახადო ხარჯი, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ მათ არანაირი საშემოსავლო გადასახადი არ ჰქონდათ და არ იბეგრებოდნენ გადასახადისგან. შეეცადნენ ნ------------------------- დაკავშირებას, რომელიც თავს არიდებდა მათთან შეხვედრას.

მოწმე გ------------ს ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს ჯ----------------- და მის მეუღლე ლ-----------სთან. 2----–-–---–----------------------–-, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დაუკავშირდა ჯ--------------, რომელმაც უთხრა, რომ აპირებდა ბ----------------------------- გაყიდვას და სთხოვა სამართლებრივ საკითხებში დახმარება. ლ-----------სთან და ჯ----------------- ერთად მივიდა ა-–---------------------–- მდებარე ოფისში, სადაც დახვდა ნ----------------------, შ---------------- და ა-----------. შ---------------- იყო შ.პ.ს „----------ს დირექტორი, რომელსაც სურდა შ.პ.ს „------–-------------ის სრული წილის შეძენა თავისივე ბ------------------------------. მათთან ერთად იმყოფებოდა ნ----------------------ს იურისტი მ-------------, რომელიც ადგენდა შ.პ.ს „------–------------ და შპს „--------- შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსს. საბოლოოდ, ჩამოყალიბდნენ ხელშეკრულების გარკვეულ ფორმაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ჯ-------------- მისი და მისი მეუღლის კუთვნილი 100% წილი უნდა მიეყიდა შ.პ.ს „----------სთვის 699.000 აშშ დოლარად. ძირითად მოლაპარაკებებში მონაწილეობას ღებულობდნენ ნ---------------------- და ა-----------, როგორც შპს „----------ს წარმომადგენლები. 2----–-–------------------- ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ჯ-----------------, ლ-----------სთან და მ-------------------- ერთად მივიდა ა-–----------------------–- მდებარე ოფისში, სადაც დახვდნენ ნ----------------------, ა-----------, შ---------------- და მათი იურისტი მ-------------. ოფისში ასევე მივიდა ნ-----------ი ნ------------------, რომელმაც შეასრულა მისი ვალდებულება. ხელშეკრულებას პირველად ხელი მოაწერეს ჯ--------------- და ლ-----------მ, რის შემდეგაც ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების ორი ეგზემპლიარი ნ----------------------- გადასცა ჯ-------------- და ლ-----------ს, რომელმაც უთხრა, რომ ა----------- ხელს მოგვიანებით მოაწერდა. 2----–-–------------------- დაუკავშირდა ჯ--------------, რომელმაც უთხრა, რომ ნ---------------------- მას სთხოვდა ხელწერილის დაწერას, თითქოს უკვე მიღებული ჰქონდა ნასყიდობის სრული თანხა 699.000 აშშ დოლარი. ჯ-------------- თავად გაჰყვა ნ------------------------- და ურჩია, რომ თანხის მიღებამდე არ დაეწერა ხელწერილი, ამის შემდგომ ნ--------------- წაიყვანა თ---------–----------------------------------------------------------------–-- განთავსებულ ს----------–--------–-, სადაც მოლარე ოპერატორმა დაადასტურა, ლ------------ სახელზე თანხის დარიცხვის ფაქტი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბანკში არ იყო დიდი ოდენობის თანხა, მისი აღება ვერ შეძლეს. ბ-------- წამოსვლის შემდგომ, ჯ-------------- დათანხმდა ნ---------------------- ხელწერილის დაწერაზე, რის შემდეგაც ნ----------- მ------------------------- ნ----------------------ს კარნახით დაწერა განცხადება, სადაც ადასტურებდა ნ----------------------სგან 209.700 აშშ დოლარის მიღების ფაქტს. ასევე დაწერა მეორე განცხადება, რომელშიც ჯ--------------- დააფიქსირა, რომ თითქოს მას და ლ-----------ს საბანკო გადარიცხვით მიღებული ჰქონდათ 489.300 აშშ დოლარი, ხოლო 209.700 აშშ დოლარი მიღებული ჰქონდათ ხელზე. ნ----------------------ს მოთხოვნით, ჯ--------------- დაწერა მესამე განცხადება, რითაც ადასტურებდა უძრავი ქონების ნასყიდობის თანხის 699.000 აშშ დოლარის მიღებას. აღნიშნული განცხადებების გაფორმების შემდეგ იქვე გაფორმდა დ----–--------––-------–---, რითაც ნ---------------------- და ა----------- იღებდნენ ვალდებულებას საგადასახადოში გადაეხადათ ნასყიდობის ღირებულების წილის 32%. ნ----------- მ------------------------- გაფორმდა დ----–--------––-------–--- იმ მიზნისათვის, რომ ნ---------------------- და ა----------- გადაიხდიდნენ ქონების გასხვისების შესატან თანხას საგადასახადო სამსახურში. ნ----------------------ს განმარტებით, საგადასახადოში გადასახდელი იქნებოდა ნასყიდობის თანხის 32%. მოწმის განმარტებით, მ--------–---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ----------------- და ლ-----------სთან ერთად შეხვდა ა-----------, რომელსაც საგადასახადო გადასახადის სახით, გადასცა 156.372 აშშ დოლარი, რაზეც ა-----------ა გამოთქვა უკმაყოფილება და ჯ-------------- უთხრა, რომ თანხა იყო ცოტა, რაზეც ჯ--------------- განუმარტა, რომ 156.372 აშშ დოლარი იყო ჩარიცხული და მიღებული 489.300 აშშ დოლარის 32%, ხოლო დამატებით თანხას გადაუხდიდა, როდესაც მიიღებდა სრულ თანხას, რის შემდეგაც ა----------- დათანხმდა მათ და დაშორდნენ ერთმანეთს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯ-------------- გადახდილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხა, ხოლო ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა, ურჩია ნ------------------------- მისვლა და მისთვის ხელწერილის ჩამორთმევა. მივიდნენ ნ----------------------ს ოფისში, რათა მოეთხოვათ მისთვის თანხის მიღების დამადასტურებელი ხელწერილის დაწერა. ნ----------------------- თავისი ხელით დაწერა, რომ მან მიიღო დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრული მოცულობით, რომელზეც ხელი მოაწერა ნ----------------------- და ა-----------ა. მოწმის განმარტებით, ამის შემდგომ ნ---------------------- უკავშირდებოდა ჯ-------------- და სთხოვდა მისივე ხელით ნაწერი ხელწერილის დედნის დაბრუნებას, რაზეც ჯ-------------- ეუბნებოდა უარს.

მოწმე დ--------------- ჩვენებით, ბრალდებულ ნ---------------------- არ იცნობს, ასევე არ იცნობს ლ-----------ს, გ------------- და ჯ--------------. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უსარგებლია ნ-----------ის მომსახურებით, ნ-------------- ე-–-------------------, ნ------------------ და მ---------------------- არ იცნობს. მოწმის განმარტებით, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, 2----–--–- დაკარგა პირადობის მოწმობა, რის შესახებაც არსად განუცხადებია, რადგან სარგებლობდა პასპორტით. გამოძიებაში გამოკითხვის დროს ცნობილი გახდა, რომ მისი პირადი ნომრით ერთ-ერთ დოკუმენტში დარეგისტრირებული იყო სხვა პიროვნება.

მოწმე მ--------------------- ჩვენებით, 2----–-–------------------–- გარდაეცვალა 1----–-–---------------- დაბადებული დედა - მ--------------------, რომელსაც არანაირი ურთიერთობა ს--------------------ებთან არ ჰქონდა. დედის პირადობის მოწმობა ჩააბარა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გარდაცვალების მოწმობის აღებისას. ნ---------------------- არ იცნობს. ბრალდებულს ასევე არ იცნობდა მ--------------------.

მოწმე მ------------------ ჩვენებით, 2----–-–---------------------–- დაუკავშირდა ლ-----------, რომელმაც უთხრა, რომ ის და ჯ-------------- აპირებდნენ მათი კუთვნილი ბ----------------------------ს გაყიდვას და სთხოვეს დახმარება სამართლებრივ საკითხებში. ლ-------------- და ჯ----------------- ერთად მივიდა ნ----------------------ს ოფისში, სადაც გაეცნო ხელშეკრულებას, რაზეც ჰქონდა გარკვეული შენიშვნები. ნ----------------------ს თანაშემწეს, მ------------- შეასწორებინა ხელშეკრულების გარკვეული საკითხები, ძირითადად რაც ახსოვს ხელშეკრულებაში ჩასწორდა ის გარემოება, რომ საკუთრების უფლება წარმოშობილიყო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების და თანხის სრული მოცულობით გადახდის შემდგომ. ხელშეკრულების საგანი იყო ბ----------------------------. მყიდველი იყო ა-----------, ხოლო მეორე პიროვნების სახელს ვერ იხსენებს. ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება მისი მონაწილეობით არ მომხდარა. ერთ-ერთი სადაო საკითხი ეხებოდა საგადასახადო სამსახურისთვის გადასახადის გადახდას, კერძოდ უნდა მომხდარიყო თუ არა საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხის დაბეგვრა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდებოდა დაბეგვრა, რა ოდენობის გადასახადი იქნებოდა გადასახდელი. საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით მხარეებისთვის კონკრეტული რჩევა არ მიუცია. ნ----------------------ს ოფისში მისული იყო საგადასახადო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გვარად ს------- რომელიც მსჯელობის შემდეგ ჩამოყალიბდა იმ აზრზე, რომ საგადასახადოში გადასახდელი იყო თანხა. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო, ნ----------------------- თანხის ნაწილი ლ-----------ს ჩაურიცხა ანგარიშზე, ხოლო დაახლოებით 200000 აშშ დოლარი ლ-----------ს და ჯ-------------- უნდა გადასცემოდათ ხელზე. თანხის გადაცემა მისი მონაწილეობით არ მომხდარა, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ჯ--------------- 150000 აშშ დოლარი გადასცა ნ----------------------, რაც იყო საშემოსავლო გადასახადის შეტანის მიზნით გადაცემული თანხის 32%. აღნიშნული თანხის გადაცემის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა გ------------სგან, ჯ---------------გან და ლ------------გან.

მოწმე მ----------------------- ჩვენებით, 2----–--–- მუშაობდა წ-------–-------------- მდებარე ს--------------------–- ნ-------------------------------. ბრალდებულ ნ---------------------- და დაზარალებულ ჯ-------------- იცნობს სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. კერძოდ, დამოწმებული აქვს შპს „------–-------------ს პარტნიორთა კრების ოქმზე ხელმოწერის ნამდვილობა, რითაც ჯ-------------- და ლ----------- გათავისუფლდნენ დირექტორობიდან და დირექტორად დაინიშნენ ნ---------------------- და ა-----------. ასევე დამოწმებული აქვს 100%-იანი წილის დათმობის დოკუმენტი, რითაც ჯ-------------- წილს უთმობდა შ----------------. ნ-----------–--- დაამოწმა დ----–--------––-------–--- და 2----–-–-------------------- დათარიღებული დ----–--------––-------–---ზე ა------------, ნ----------------------ს, ჯ---------------ა და ლ------------ ხელმოწერების ნამდვილობა. მოწმის განმარტებით, მხარეებისათვის სრულიად გასაგები იყო იმ დოკუმენტების შინაარსი, რასაც ხელს აწერდნენ და თავიანთი თანხმობა გამოხატეს დოკუმენტებზე ხელმოწერით. ლ-----------ს და ჯ-------------- იმ საფუძვლით, რომ თანხა არ ჰქონდათ სრულად მიღებული, თავი არ შეუკავებიათ დოკუმენტების ხელმოწერაზე, მსგავსი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში არ განახორციელებდა ს----------- მოქმედებებს და ექნებოდა რეაგირება.

მოწმე ქ----------------------- ჩვენებით, 2----–--–- მუშაობდა შ--------–------------------------------–--------------–---–----–-------------------------------------------–-------- პოზიციაზე. შემოსავლების სამსახურში 2----–-–---------------- შესული #----- განცხადებასთან დაკავშირებით, წერილობით აცნობა განცხადების ავტორს ლ-----------ს, რომ მის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში, აქტივის მიწოდებით მიღებული ნამატი არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, თუ აღნიშნულ წილს ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით. მოწმის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იხსენებს ლ------------ მიერ დასმული კითხვის შინაარს, უჭირს პასუხის გაცემა იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გაცემული პასუხი იყო ზოგადი ხასიათის თუ კონკრეტული, რადგან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება დამოკიდებული არის ბევრ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე.

ექსპერტ ს------------------------, მ------------------ და თ--------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ 2----–-–----------- მათ მიერ გაცემული იქნა საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ხელნაწერი ტექსტები და ხელმოწერები ტექსტის სახით (----------------- განლაგებული შემდეგ საბუთებზე: ხელწერილზე, 2----–-–-- 2- ო----------- თარიღით, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: „მე, ნ--------------------...., მივიღეთ თანხები სრული მოცულობით:“ ბ------------------ ს---------- გადაბარების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტზე, 2----–-–-- 0------------- თარიღით, მეორე გვერდზე, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: „–--–-------–----–-------------------------- განცხადებაზე, 2----–-–-- 2--------------- თარიღით, მეორე გვერდზე, გრაფაში: „მხარეთა ხელმოწერები“, ბოლო ხელმოწერა და დ----–--------––-------–---ზე, 2----–-–-- 2--------------- თარიღით, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, გრაფაში: „რწმუნებულები“, შესრულებულია ნ----------------------ს მიერ.

ხელმოწერები ნ----------------------ს სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: ხელწერილზე, 2----–-–-- 2- ო----------- თარიღით, სიტყვების შემდგომ: „მივიღეთ თანხები სრული მოცულობით“; ბ------------------ ს---------- გადაბარების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტზე, 2----–-–-- 0------------- თარიღით, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, ხელმოწერის გრაფის „---------------- გასწვრივ და მინდობილობაზე, 2----–-–---------------–-- თარიღით, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, გრაფაში: „დირექტორი“, შესრულებულია ნ----------------------ს მიერ.

გამოსაკვლევად წარდგენილი დავალების ხელშეკრულების, დათარიღებული 2---------------------–-–--- (4 ფურცლად) პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე გვერდებზე, მარჯვენა შუა ნაპირებზე განთავსებული ბეჭდების ანაბეჭდების ნაწილები, მე-4 გვერდის ნაწილში და ამავე გვერდის უკანა მხარეებზე (ლუქის ადგილზე) განთავსებული ბეჭედის ანაბეჭდები, ასევე წარმოდგენილი განცხადების, დათარიღებული 2---------------------–-–--- (2 ფურცლად), პირველ და მეორე გვერდებზე, მარჯვენა შუა ნაპირებზე განთავსებული ბეჭდების ანაბეჭდების ნაწილები, მეორე გვერდის ქვედა ნაწილში და ამავე გვერდის უკანა მხარეზე (ლუქის ადგილზე) არსებული ბეჭდების ანაბეჭდები არ არის დატანილი რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით.

მოწმე ნ------------------ს ჩვენებით, მუშაობს ვ-–----–----–--------------–- მდებარე ს--------------------–- ნ-------------------------------. 2----–-–---------------------–- მისი ს-------------------- მდებარეობდა ვ-–----–----–--------------–-. ნაცნობობა აკავშირებს ბრალდებულ ნ-------------------------, რომელთანაც არაერთი ს----------- მოქმედება აქვს შესრულებული. 2----–-–-- 1- ო----------- მის მიერ ნ-----------–--- იქნა დამოწმებული შპს „---------- პარტნიორთა კრების ოქმი და იმავე დღეს ნ-----------–--- დაამოწმა მინდობილობა, რომლის თანახმად შ----------------- ა----------- მიანიჭა უფლებამოსილება, რომ იყოს პარტნიორი და დირექტორის წარმომადგენელი შპს „---------- პარტნიორთა კრებაზე, ხელი მოაწეროს შპს „---------- კრების ოქმს და დადოს გარიგება შპს „---------- სახელით შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილების ნასყიდობასთან დაკავშირებით.

მოწმე ლ------------------- ჩვენებით, დაზარალებულ ჯ--------------- განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოკითხა დაზარალებულები და მოწმეები, გამოითხოვა ინფორმაცია მობილური ტელეფონის ოპერატორებისგან, ნ----------------------სგან აიღო ხელმოწერის ნიმუშები და დანიშნა ხელწერის ტექნიკური ექსპერტიზა.

მოწმე ე-–------------------- ჩვენებით, ირიცხება ნ--------------–--–--–--–------------–- და მინიჭებული აქვს ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც გააჩნია ნ------------. 2----–-–---------------------–- ცვლიდა ნ----------- ნ------------------, რომლის ს-------------------- მდებარეობდა ვ-–----–----–--------------. ბრალდებულ ნ---------------------- იცნობს მასთან შესრულებული ს----------- მოქმედებებიდან გამომდინარე. ზუსტ დროს ვერ იხსენებს, მიმართა ჯ--------------- და ლ-----------მ, რომლებთანაც შეასრულა ს----------- მოქმედება, ხელმოწერის დადასტურების სახით. ს----------- მოქმედებების შესრულებისას აღნიშნულ პირებს რაიმე სახის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ძალით აწერინებდნენ ხელშეკრულებაზე ხელს, ან მათზე იყო ზეწოლა, არ დაუფიქსირებიათ. მოწმის ჩვენებით, მეორე შემთხვევაში ს----------- მოქმედებები შეასრულა უცხოელი პიროვნების მიმართ, რომელმაც მიმართა ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით. აღნიშნულმა პიროვნებამ წარუდგინა იგივე დოკუმენტი, რაზეც დაადასტურა ჯ--------------- და ლ------------ ხელმოწერა. სხვა დოკუმენტი თუ იყო წარდგენილი, გახსენება უჭირს. მოწმის განმარტებით, შესაძლებელია და კანონით დაშვებულია, რომ პიროვნებამ მოითხოვოს იმ დოკუმენტზე ხელმოწერის დადასტურება, რომელზეც უკვე დადასტურებული აქვს სხვა პირების ხელმოწერის ნამდვილობა. აღნიშნულ შემთხვევაში, ნ-----------ი არ არის ვალდებული შეამოწმოს და დაინტერესდეს წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსით და პასუხი აგოს მის სამართლებრივ შედეგებზე, რაც მიეთითება კიდეც შესრულებულ ს----------- აქტში. მოწმის განმარტებით, ყველა ს----------- მოქმედება მის მიერ შესრულებულია ს--------------------–- და არცერთი ს----------- მოქმედება გასვლით არ შეუსრულებია. გასვლითი ს----------- მოქმედების შესრულებისას მიეთითება ს----------- აქტში.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ შ----------------- ჩვენებით, დაახლოებით 5-6 წელია, რაც საქართველოში დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. საკუთრებაში ფლობს შ.პ.ს „----------ს, რომლის 100% წილის მფლობელიც არის თავად. აღნიშნულ კომპანიაში ყავდა ბიზნეს პარტნიორები ა----------- და ნ----------------------. კომპანიის ძირითად საქმიანობას აწარმოებდნენ ნ---------------------- და ა-----------. საქართველოში ჩამოსვლის დროს ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ხვდებოდა არაერთ პარტნიორს, შესაბამისად ვერ იხსენებს ჩ------- და ლ-----------ს. რაც შეეხება, ბ----------------------------ს შეძენის საკითხს, კერძოდ შ.პ.ს „----------ს მიერ შ.პ.ს ჩ-----–---------------ის წილის ნასყიდობის საქმეს და ნასყიდობის თანხის განსაზღვრას 690 000 აშშ დოლარს, აღნიშნული პირობები წილის გამყიდველთან განსაზღვრული და შეთანხმებული იყო ნ----------------------ს და ა------------ მიერ, რომლებისგანაც იცოდა, რომ ნასყიდობის თანხის 70% უნდა გადაეხადა თავად, ხოლო 15-15% გადაიხდიდნენ ნ---------------------- და ა-----------, როგორც წილის მფლობელები. შეასრულა თავის სიტყვა და ნასყიდობის თანხის 70%, რომელმაც შეადგინა 489300 აშშ დოლარი ბანკის საშუალებით გადმორიცხა საქართველოში. თანხა გადმორიცხა ან ა-----------------------–-----. როდესაც კომპანია ყიდულობდა რაიმე ქონებას, თითოეულ ბიზნესპარტნიორს ეკისრებოდა მისი წილი თანხის გადახდა, მოცემულ შემთხვევაში მას შეეხო 489 300 აშშ დოლარის გადახდა, რაც გადაიხადა და რასაც ადასტურებს საბანკო ჩარიცხვები, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადახდილიყო - ნ----------------------სა და ა------------ მიერ, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ თანხის სრულად გადახდას, აღნიშნულზე არსებობს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მისი კომპანიის მხრიდან, გამყიდველ მხარეს მიღებული აქვს ნასყიდობის სრული თანხა. მოწმის განმარტებით, მართალია იყო შ.პ.ს „----------ს დირექტორი, მაგრამ მის საქართველოში საქმიანობას წარმოადგენდა ძირითადად ფულადი თანხების გადახდა, ხოლო ნ---------------------- და ა----------- კი აწარმოებდნენ ყველა დანარჩენ საკითხებს, რაც კი შეიძლებოდა წარმოშობილიყო. მისთვის არ არის ცნობილი 60 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, არ ფლობს ინფორმაციას ს-–-------------- შესახებ, ასევე უცნობია თუ ვინ ადგენდა ხელშეკრულებებს, ვინ წერდა მათ, აღნიშნულს აწესრიგებდნენ ნ---------------------- და ა-----------.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ჯ--------------------- ჩვენებით, მუშაობდა შ--------------------------–---------–------- თანამდებობაზე. ს--------–------ საქმიანობა შეწყვიტა მაშინ, როდესაც ჯ--------------- და ლ-----------მ შ.პ.ს „------–--------------- 100% წილი მიყიდეს შ.პ.ს „---------ს. გადაბარების დღეს, ზუსტი დრო არ ახსოვს. ჯ-----------------, ლ-----------სთან და შ.პ.ს „----------ს ბ------–----- ნ---------------------- ერთად იმყოფებოდა მითითებულ ბ-----------------------------, სადაც ნ------------------- უნდა ჩაებარებინა კ--------–----------–----–---- მაჩვენებლების მონაცემები. მონაცემების ამოწერისას ბ------–-----მა უთხრა, რომ სახელმწიფოსთან დავალიანება განულებული იყო და ნ----------------------ს თხოვნა იყო ხელწერილის დაბრუნება. როგორც ჯ.------–ისგან იცის, აღნიშნული ხელწერილი ეხებოდა 156.000 აშშ დოლარის გადაცემას, რომელიც მან გადასცა ნ----------------------. მაშინვე წავიდნენ ქ--–----------------------–-, სადაც ნ-------------------- აიღო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შ.პ.ს „------–-------------ს საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული დოკუმენტის აღების შემდეგ წავიდნენ ქ--–-----–-----------–-------------------–----–--- სადაც ნ-------------------- კვლავ სთხოვა ჯ-------------- და ლ-----------ს, დაებრუნებინათ ნ----------------------ს ხელით ნაწერი ხელწერილი. საბოლოოდ, ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ჯ-------------- კ------------------- ხელწერილი არ დაუბრუნებია. მოწმის ჩვენებით, აღნიშნული ხელწერილი ეხებოდა საგადასახადო დავალიანებას, კერძოდ 2----–-–---------------------–-, ჯ--------------ა და ლ-----------ს ახლდა ნ----------------------ს ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ჯ--------------- იურისტი მეგობრები, ასევე ნ---------------------- და ა-----------, იყო საღამოს საათები, რა დროსაც ოფისში მიმდინარეობდა ბ----------------------------- გაყიდვის დოკუმენტების დამზადება, სადაც ერთ-ერთ საკითხად წამოიჭრა სახელმწიფოსთან გამყიდველის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რომელიც იქნებოდა საკმაოდ სოლიდური თანხა, რაზეც ჯ-------------- იქვე უთხრა, რომ მოუწევდა მისი გადახდა, რაზეც ჯ-------------- ნ----------------------- უთხრა, რომ საგადასახადო ვალდებულებას თვითონ აიღებდა თავის თავზე, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა, არ იცის. ჯ-------------- აუხსნა, რომ შესაძლოა ჰქონოდა ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი და თუ კონკრეტულად ვინ გადაიხდიდა ამ გადასახადს, უცნობია, ვინაიდან აღნიშნული საუბრისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დანამდვილებით იცის, რომ როდესაც ჯ--------------- აიღო ნასყიდობის თანხის ნაწილი და ნ---------------------- გადასცა 156.000 აშშ დოლარი.

2----–-–-- 1- ო----------- ს----------- აქტის თანახმად, შ----------------, რომელიც მოხსენიებულია, როგორც მინდობილობის გამცემი, თარჯიმან თ------------------ მეშვეობით ა-----------, რომელიც მოხსენიებულია, როგორც მინდობილი პირი, ანიჭებს უფლებამოსილებას იყოს მისი როგორც შპს „---------- პარტნიორისა და დირექტორის წარმომადგენელი შპს „---------- პარტნიორთა კრებაზე, ხელი მოაწეროს შპს „---------- კრების ოქმს, დადოს გარიგება შპს „----------ს სახელით შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილების ნასყიდობასთან დაკავშირებით.

2----–-–-- 1- ო-----------------------------–- შპს „---------- კრების ოქმის თანახმად, ნ---------------------- და ა----------- წარმოადგენენ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 15-15 პროცენტიანი წილის მფლობელებს, ხოლო შ---------------- 70 პროცენტიანი წილის მფლობელია და იგი წარმოდგენილია მინდობილი პირის, ა------------ სახით.

2----–-–-- 2- ო-----------------------------–- ე-–------------------- მიერ ნ-----------–--- დამოწმებული შპს „------–-------------ის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, საზოგადოების პარტნიორები არიან ჯ-------------- და ლ-----------. ისინი არიან საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50-50 პროცენტიანი წილის მფლობელები და თანხმობას აცხადებენ მათი კუთვნილი წილის გასხვისებაზე.

2----–-–-- 2- ო----------- წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ ჯ--------------ა და ლ-----------ს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ შპს „--------- (მყიდველი) შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული ნ----------- ე-–------------------- მიერ, რომლის მიხედვით ჯ--------------- და ლ-----------მ მყიდველს შპს „--------- მიჰყიდეს შპს „------–------------ საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი წილი სრულად 100%. კერძოდ, ჯ--------------- კუთვნილი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში იყო 50%-ის ოდენობით, ხოლო ლ------------ კუთვნილი წილი ასევე 50 პროცენტი. მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი შეადგენდა 699000 აშშ დოლარს. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2----–-–-- 5--------------.

2----–-–-- 2--------------- განცხადებით, ჯ-------------- და ლ----------- ადასტურებენ მათ მიერ წილის ნასყიდობის 2----–-–-- 2- ო----------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მიღებას. კერძოდ, ჯ.------–ი და ლ.-----ე ადასტურებენ, რომ მათ სრულად მიიღეს მყიდველისაგან 2----–-–------------------- შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ღირებულების ანგარიშში 699000 აშშ დოლარი, აქედან 489300 აშშ დოლარი მათ ანგარიშზე გადარიცხა შ-----------------, ხოლო 209700 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე გადასცეს - შპს „---------- დამფუძნებლებმა“ ნ----------------------- და ა-----------ა. ამავე განცხადებით ლ.-----ემ და ჯ.------–მა გამოხატეს თანხმობა საზოგადოების 100 პროცენტიან წილზე შპს „---------- საკუთრების უფლების შეზღუდვის გაუქმების თაობაზე და აფიქსირებენ, რომ წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

2----–-–-- 2--------------- განცხადებით, ლ.-----ე და ჯ.------–ი ადასტურებენ, რომ ნ----------------------სგან და ა------------გან ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის ნასყიდობის ღირებულების ანგარიშში მიიღეს 209700 აშშ დოლარი.

2----–-–-- 2--------------- განცხადებით, ლ.-----ე და ჯ.------–ი ადასტურებენ, რომ 2----–-–------------------- შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული 100 პროცენტიანი წილის ღირებულების ანგარიშში მიიღეს 699000 აშშ დოლარი.

2----–-–-- 2--------------- დავალების ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველია 2----–-–------------------- დადებული „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. დავალების ხელშეკრულების თანახმად, ნ---------------------- და ა----------- გამოთქვამენ სურვილს იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშობა რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეხმარონ მეორე მხარეს საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სწორედ წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლის სავარაუდო საგადასახადო ვალდებულების მოწესრიგება. დ----–--------––-------–---ში რწმუნებულის მოვალეობებში ცალსახადაა განსაზღვრული, რომ დაფარონ ჯ---------------, ლ------------ და მეორეს მხრივ შპს „--------- შორის 2----–-–------------------- დადებული შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლის სახელზე დარიცხული გადასახადები.

2----–-–-- 1------------ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ნ--------------------, შპს „-----------ის დირექტორის ნ--------------- დავალებით ყოფილი დირექტორისგან ჯ---------------გან ჩაიბარა ბ---------------------------- და მასში არსებული ინვენტარი სრული მოცულობით, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით.

 

ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:

მოწმე დ--------------- ჩვენებით, 2----–-–-------------- სამი თვის განმავლობაში მუშაობდა შპს „-------–-- დ-------- პოზიციაზე. ობიექტზე პერიოდულად მიდიოდა ჯ--------------, რომელსაც საჭმელი მიჰქონდა იქ მყოფი ძაღლისთვის. რამდენჯერმე ადგილზე მისული იყო ნ----------------------. ჯ-------------- და ნ---------------------- მისი თანდასწრებით რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის რაიმე სახის დაძაბულობა არ შეუნიშნავს.

მოწმე ა-–---------------- ჩვენებით, 2----–-–----- მუშაობდა შპს „-------–-- მ------–-- პოზიციაზე. ნ----------------------სგან გაიცნო ჯ--------------. 2----–-–---–----------------------–- ნ----------------------- მისსავე კაბინეტში კონვერტით გადასცა თანხა ლარში და სთხოვა მისი გადახურდავება დოლარში, რადგან ვალდებულება ჰქონდა გასასტუმრებელი ჯ-----------------. ყ-------------------- მდებარე სავალუტო ჯიხურებში შეიძინა 90000 ლარის ღირებულების აშშ დოლარი, თუმცა რა რაოდენობის დოლარი შეიძინა ან რა გაცვლითი კურსი იყო დოლართან მიმართებით, არ ახსოვს. გადახურდავებული თანხა კაბინეტში მიუტანა ნ----------------------, რომელმაც აღნიშნული თანხა სრულად გადასცა ჯ-------------- და ლ-----------ს და უთხრა, რომ მიეთვალათ დანარჩენ თანხასთან ერთად, რაც უკვე გადაცემული ჰქონდა მათთვის.

მოწმე ლ----------- ჩვენებით, ბრალდებულ ნ------------------------- აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. ჯ-------------- და ლ----------- გაიცნო ნ----------------------ს ოფისში. 2----–-–-- ს----------- ბოლოს დაუკავშირდა ნ----------------------, რომლის თხოვნით მისთვის კონსულტაციის გასაწევად მივიდა ყ--------------------–- მდებარე ოფისში, სადაც დახვდა ნ----------------------, ჯ--------------, მისი მეუღლე ლ----------- და ა-----------. ნ----------------------ს კომპანიას სურდა ჯ---------------გან და მისი მეუღლისგან მიწის ნაკვეთის შეძენა და მათი საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლებოდა მიწის ნაკვეთის ყიდვა ისე, რომ ყოფილიყო საგადასახადოში ნაკლები გადასახადი. მისი რჩევა მდგომარეობდა იმაში, რომ თუ შპს-ს მხრიდან მოხდებოდა ქონების გაყიდვა, აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია დაიბეგრებოდა გადასახადით, ხოლო თუ გაიყიდებოდა წილი, აღნიშნულ შემთხვევაში წილი არ დაიბეგრებოდა. საკითხის დასაზუსტებლად დაუკავშირდა საგადასახდო სამსახურში მის ყოფილ თანამშრომელს, რომელთანაც საუბარი დამსწრე პირებს მოასმენინა ტელეფონის საშუალებით ხმამაღალ რეჟიმში, რომელმაც მხარეებს დაუდასტურა მისი ნათქვამის სისწორე. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ჯ-------------- და მის მეუღლეს რაიმე ფორმით უკმაყოფილება ნ----------------------ს მიმართ არ გამოუთქვამთ.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ნ----------------------ს მიერ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწიებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც პოულობს თავის გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისთვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის ან მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება კი, წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.

თაღლითობის დროს მოტყუების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს ნდობის ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში.

თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ე.ი. ამ დროს პირს ამოძრავებს დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის სურვილი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგოდ, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ნ---------------------- ედავება, რომ თითქოს იგი ა-------------- წინასწარი შეთანხმებით მოტყუებით დაეუფლა შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხის ნაწილის 32%-ს, კერძოდ 156 372 აშშ დოლარს, რისთვისაც მან ჯ-------------- და ლ----------- დაარწმუნა, რომ წილის გასხვისების შედეგად მიღებული სარგებელი იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით, 32%-ის ოდენობით, რის შემდეგაც შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან ურთიერთობას თავად მოაგვარებდა და ამ მიზნით, 2----–-–------------------- მათთან გააფორმა დ----–--------––-------–--- და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების, ლ------------ და ჯ--------------- ჩვენებების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ 2----–-–------------------- ერთის მხრივ ჯ--------------, ლ-----------ს და მეორეს მხრივ შპს „--------- შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ჯ--------------- და ლ-----------მ მყიდველს შპს „--------- მიჰყიდეს შპს ჩ-----–-----------“ საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი წილი სრულად 100%. კერძოდ ჯ--------------- კუთვნილი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში იყო 50%-ის ოდენობით, ხოლო ლ------------ კუთვნილი წილი ასევე 50%. მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი შეადგენდა 699000 აშშ დოლარს. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2----–-–-- 5--------------. დაზარალებულთა ჩვენებებით, ნ----------------------- მოატყუა ისინი და განუცხადა, რომ წილის გასხვისების გამო მიღებული სარგებელი იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით - 32%-ის ოდენობით, რის შემდეგაც შესთავაზა მათ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან ურთიერთობას თავად მოაგვარებდა. ამ მიზნით, 2----–-–------------------- ნ----------------------, ა-----------, ჯ--------------ა და ლ-----------ს შორის გაფორმდა დ----–--------––-------–---, ხოლო 2----–-–-------------------, თბილისში ჯ--------------- შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხის ნაწილის 32%, კერძოდ 156372 აშშ დოლარი, საშემოსავლო გადასახადის შეტანის მიზნით გადასცა ა-----------ა და ნ----------------------, რასაც ისინი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დაზარალებულთა ჩვენებებით, 2----–-–------------------- ისინი იმყოფებოდნენ წ-------–-------------- მდებარე მ----------------------- ს--------------------–-, სადაც ხელი მოაწერეს ნ-----------–--- დამოწმებულ განცხადებას თანხის 489300 აშშ დოლარის და 209700 დოლარის მიღების თაობაზე, ასევე ხელი იქნა მოწერილი განცხადებაზე 699000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ თანხის ნაწილის - 489300 აშშ დოლარის მიღება მოხდა გადმორიცხვით, ხოლო მეორე ნაწილი 209700 აშშ დოლარის გადაცემა მოხდა ხელზე. იმავე დღეს ხელი მოეწერა დ----–--------––-------–---საც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებათა სრული უმრავლესობა დამოწმებულია ნოტარიული წესით, მხარეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე ხელმოწერა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი გაეცნენ დოკუმენტის შინაარსს და ყოველგვარი იძულების და მუქარის გარეშე, თავიანთი თანხმობა გამოხატეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. მხარეთა მიერ დოკუმენტზე ხელმოწერით, მათი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობის ფაქტს ადასტურებს მოწმე მ----------------------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ შპს „------–-------------ს პარტნიორთა კრების ოქმზე ხელმოწერის ნამდვილობა, რითაც ჯ-------------- და ლ----------- გათავისუფლდნენ დირექტორობიდან და დირექტორად დაინიშნენ ნ---------------------- და ა----------- ნოტარიული წესით დამოწმებული იქნა მის მიერ. იმავე წესით დამოწმებული იქნა 100%-იანი წილის დათმობის დოკუმენტი. მ----------------------- მიერ ასევე ნ-----------–--- იქნა დამოწმებული დ----–--------––-------–--- და 2----–-–-------------------- დათარიღებული დ----–--------––-------–---ზე ა------------, ნ---------ვ------–---ის, ჯ---------------ა და ლ------------ ხელმოწერების ნამდვილობა, რა დროსაც მხარეებისათვის სრულად გასაგები იყო იმ დოკუმენტების შინაარსი, რასაც ხელს აწერდნენ და თავიანთი თანხმობა გამოხატეს დოკუმენტებზე ხელმოწერით. ლ-----------ს და ჯ-------------- იმ საფუძვლით, რომ თანხა არ ჰქონდათ სრულად მიღებული, თავი არ შეუკავებიათ დოკუმენტების ხელმოწერაზე, მსგავსი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში არ განახორციელებდა ს----------- მოქმედებებს და ექნებოდა შესაბამისი რეაგირება.

ანალოგური დადასტურდა მოწმე ე-–------------------- ჩვენებით, რომელიც 2----–-–---------------------–- ცვლიდა ნ----------- ნ------------------. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ მან განახორციელა ნოტარიული წესით ჯ--------------- და ლ------------ ხელმოწერების ს----------- წესით დამოწმება, რა დროსაც მათ რაიმე სახის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალით აწერინებდნენ ხელშეკრულებაზე ხელს, ან მათზე იყო ზეწოლა, არ დაუფიქსირებიათ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნ---------------------- მოქმედებდა რა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, საგადასახადო უწყებაში თანხის გადახდის მოტივით მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ფულად თანხას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ჯ---------------ა და ლ------------ სხვადასხვა ფორმულირების არაერთი განცხადება დათარიღებული 2----–-–--------------------, რომლის მიხედვით, ჯ--------------- და ლ-----------მ მიიღეს წილის ნასყიდობის 2----–-–-- 2- ო----------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, ლ----------- და ჯ-------------- ადასტურებენ, რომ მათ სრულად მიიღეს მყიდველისგან 2----–-–------------------- შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ღირებულების ანგარიშში 699000 აშშ დოლარი, აქედან 489300 აშშ დოლარი გადაურიცხა შ-----------------, ხოლო 209700 დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე - შპს „---------- დამფუძნებლებმა ნ----------------------- და ა-----------ა. ამავე განცხადებით ლ.-----ემ და ჯ.------–მა გამოხატეს თანხმობა საზოგადოების 100 პროცენტიან წილზე შპს „---------- საკუთრების უფლების შეზღუდვის გაუქმების თაობაზე და ისინი აფიქსირებენ, რომ წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. საქმეში ასევე წარმოდგენილია იმავე თარიღის განცხადება, რომლის მიხედვით, ლ----------- და ჯ-------------- აცხადებენ, რომ მათ ნ----------------------სგან და ა------------გან ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის ნასყიდობის ღირებულების ანგარიშში მიიღეს 209700 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილია კიდევ ერთი ფორმულირებით განცხადება დათარიღებული 2----–-–--------------------, სადაც ლ----------- და ჯ-------------- ადასტურებენ, რომ 2----–-–------------------- შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული 100 პროცენტიანი წილის ღირებულების ანგარიშში მიიღეს 699000 აშშ დოლარი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ყველა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება დამოწმებულია ს----------- წესით.

რაც შეეხება დ----–--------––-------–---ს, აღნიშნული ხელშეკრულების 2.2.2. პუნქტის თანახმად, რწმუნებულები მოვალენი არიან დაფარონ ჯ---------------ა და ლ------------ და მეორეს მხრივ შპს „--------- შორის 2----–-–------------------- დადებული შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლის სახელზე დარიცხული გადასახადები. ხელწერილზე, რომელიც 2----–-–-- 2- ო--------------------------- სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, ორივე დაზარალებულმა და მოწმე გ.------ემაც დაადასტურეს ნ--------------- პოზიცია, რომ მან შესთავაზა ლ.-----ეს დაეწერა ხელწერილი, რასაც ხელს მოაწერდა, თუმცა მათ აირჩიეს პოზიცია, რომ თავად ნ-------------- დაეწერა ხელწერილი. მხოლოდ იმის მითითება, რომ ბრალდებული წინააღმდეგი იყო თანხა დაფიქსირებულიყო ხელწერილში, არ არის დასაბუთებული და მყარი არგუმენტი იმისათვის, რომ სასამართლო დარწმუნდეს ბრალდებულის ბრალეულობაში. მითუმეტს თუ გავითვალისწინებთ მათ ეჭვს, რომ თავად მიმართეს შემოსავლების სამსახურს შეკითხვით გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით და ასევე არც საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე გარემოება თუ ფაქტი (მუქარა, იძულება) რაც აიძულებდა დაზარალებულ მხარეს ხელი მოეწერა წილის დათმობის თუ დავალების ხელშეკრულებებზე, ასევე არანებაყოფლობით გადაეცათ ფულადი თანხა. აღსანიშნავია ასევე დაზარალებულ ჯ--------------- პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ჰქონდა ნ----------------------სგან დამატებით 209700 აშშ დოლარი მისაღები, როგორც ამას თავად მიუთითებს მიცემულ ჩვენებაში, არ უთანხმდება ბრალდებულ ნ---------------------- აღნიშნულ თანხაში 156372 აშშ დოლარის გაქვითვის თაობაზე და ბრალდებულს, რომელსაც მის მიმართ დავალიანების სახით ერიცხება 209700 აშშ დოლარი, დამატებით გადასცემს 156 372 აშშ დოლარს.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, კერძოდ, როგორც თავად დაზარალებულები აცხადებენ, მათ თავი მოტყუებულად იგრძნეს 2----–-–-- 1-------------, როდესაც მიიღეს პასუხი შემოსავლების სამსახურიდან, რომ მათ არ უწევდათ გადასახადის გადახდა, თუმცა თავად დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ჯ-------------- ხელშეკრულების გაფორმების დროს პირადად დაინტერესდა უწევდა თუ არა საგადასახადოში გადასახადის გადახდა და დადებით შემთხვევაში რა ოდენობის გადასახადი იყო, რაზეც მისი იურისტისგან პასუხად მიიღო, რომ იგი არ უნდა დაბეგრილიყო გადასახადით, რის შემდეგაც პირადად იყო მისული მ–--------------------------------–- ინფორმაციის დასაზუსტებლად, ხოლო 2----–-–-- 1------------- ლ-----------მ პირადად მიიღო შემოსავლების სამსახურის პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი არ დაიბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით. ანალოგიური ინფორმაცია ჰქონდათ დაზარალებულებს მიღებული მოწმე ლ-----------გან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ნ----------------------ს თხოვნით მისული იყო ყ--------------------–- მდებარე ოფისში, სადაც დახვდა ნ----------------------, ჯ--------------, მისი მეუღლე ლ----------- და ა-----------. ნ----------------------ს კომპანიას სურდა ჯ---------------გან და მისი მეუღლისგან მიწის ნაკვეთის შეძენა და მათი საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლებოდა მიწის ნაკვეთის ყიდვა, ისე რომ ყოფილიყო საგადასახადოში ნაკლები გადასახადი. მისი რჩევა მდგომარეობდა იმაში, რომ თუ შპს-ს მხრიდან მოხდებოდა ქონების გაყიდვა, აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია დაიბეგრებოდა გადასახადით, ხოლო თუ გაიყიდებოდა წილი, აღნიშნულ შემთხვევაში წილი არ დაიბეგრებოდა. აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად დაუკავშირდა საგადასახდო სამსახურის თანამშრომელს, რომელთანაც საუბარი დამსწრე პირებს მოასმენინა ტელეფონის ხმამაღალ რეჟიმში, რომელმაც მხარეებს დაუდასტურა მისი ნათქვამის სისწორე. დაზარალებულები არ ყოფილან შეზღუდული იმითაც, რომ ესარგებლათ სხვა პირთა მომსახურებით აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ ნ--------------- ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია, არის დ----–--------––-------–---, რომელიც შედგენილი იქნა მხარეთა მონაწილეობით 2----–-–-------------------, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ ნ---------------------- და ა----------- გამოთქვამენ სურვილს, იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვება რაიმე სახის საგადასახდო ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეხმარონ მეორე მხარეს საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში, რწმუნებულები ვალდებულები არიან წარმოადგინონ და დაიცვან მარწმუნებლის ინტერესები საგადასახადო ორგანოებში და მესამე პირებთან ურთიერთობისას ერთის მხრივ ჯ---------------ა და ლ-----------ს და მეორეს მხრივ შპს „--------- შორის 2----–-–------------------- დადებული შპს „-----------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლების სავარაუდო ვალდებულების მოწესრიგების მიზნით. ზემოთხსენებული დავალების შესრულების მიზნით რწმუნებულები უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ და დაიცვან მარწმუნებლის ინტერესები სახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის საგადასახადო ორგანოში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ დ----–--------––-------–--- სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად მიეკუთვნება ორმხრივ და კონსესუალურ შეთანხმებათა რიგს. მისი მხარეები არიან მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია, ხოლო მეორეს მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე. ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლით პირდაპირ არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, მხარეთა მიერ სამოქალაქო ბრუნვის სფეროში ხელშეკრულების საგნად შესაძლებელია განსაზღვრული იქნას ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს.

საქმეში წარმოდგენილი დავალების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ორგანოში და მესამე პირებთან ურთიერთობისას ერთის მხრივ ჯ--------------ა და ლ-----------ს და მეორეს მხრივ შპს „--------- შორის 2----–-–------------------- დადებული შპს „------–-------------ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლის სავარაუდო საგადასახადო ვალდებულების მოწესრიგება, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულებები განხილული უნდა იქნას არა სისხლის სამართლის ჭრილში, არამედ მისი განხილვა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართალწარმოების განხილვის ფარგლებში. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას. ეჭვი ვერ იქნა გაბათილებული სხვა დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით, რომლებიც დაადასტურებდა ნ----------------------ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც ბრალდებული ნ---------------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-2-0-ე, 2-8ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ---------------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ნ----------------------ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2----–-–----------------- განჩინებით, შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

გამართლებულ ნ---------------------- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული ინფორმაციის გამოთხოვისას მოპოვებული მონაცემები გადატანილი ორ ცალ CD დისკზე, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი