განაჩენი

სისხლის სამართლის 04.01.2019
საქმის ნომერი
180100118002772004
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/307-18 4 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მ–-----

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მ--- ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ჯ----– ნა----–-–-ილი;

 

დაცვის მხარე - გ---ა ჯა----–--ლი

 

ბრალდებული - მ-----– პ---–-ს ძე ვა-----–-ილი (დაბადებული 1--- წლის 6 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: დ--–---ის რაიონის სოფელ დ-----–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ–-----, ს----------- ქ. N2, ბინა N3-ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2--- წლის 06 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. მ–-----ში, ს----------- ქუჩა №2-ში, საცხოვრებელი სახლში, მ-----– ვა-----–-ილს და მის დას მ--- მჭ----–-–-ილს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც მ-----– ვა-----–-ილმა დას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახეში დაარტყა ხელი. მ--- მჭ----–-–-ილმა სცადა ოთახიდან გასვლა, რა დროსაც მ-----– ვა-----–-ილმა ჯერ მხრებში ჩასჭიდა ხელი, შემდეგ ქურთუკში და მიათრევდა ოთახში. აღნიშნული ძალადობის შედეგად მ--- მჭ----–-–-ილმა გაიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ-----– ვა-----–-ილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ მ--- მჭ----–-–-ილის გამოძიებაში მიცემული ინფომარციით დადგენილია, რომ 2--- წლის 6 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში ქ. მ–-----, ს----------- ქ. N2-ში ძმებთან მ-----– და ა-----–--- ვა-----–-ილებთან ერთად. აღნიშნული ბინის დავასთან დაკავშირებით, მას მოუხდა შელაპარაკება მ-----– ვა-----–-ილთან, რომელმაც დაუწყო უცენზურო სიტყვებით საუბარი, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოულოდნელად მუშტი დაარტყა სახის არეში, მ--- მჭ----–-–-ილმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გაუსკდა ტუჩი, შემდეგ მხრებში ჩასჭიდა ხელი და მიათრევდა ოთახში, ყვირილის დროს გამოვიდა ოთახიდან ა-----–--- ვა-----–-ილი, რომელმაც გააშველა და ამის შემდეგ მ--- მჭ----–-–-ილი წავიდა სახლიდან.

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მ--- მჭ----–-–-ილის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება ქვედა ტუჩის ლორწოვანაზე მარცხნივ სისხლჩაქცევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (მ--- მჭ----–-–-ილის განცხადება, მოწმე ა-----–--- ვა-----–-ილის გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემაკავებელი ორდერები, დაბადების მოწმობის ასლი, დახასიათება და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----– ვა-----–-ილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ მან 2--- წლის 6 ნოემბერს მის დას მ--- მჭ----–-–-ილს მუშტი დაარტყა ტუჩის მიდამოში, რის გამოც მ--- მჭ----–-–-ილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ მ-----– ვა-----–-ილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– ვა-----–-ილს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სასჯელის ზომით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– ვა-----–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. მ-----– ვა-----–-ილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2--- წლის 6 ნოემბრიდან 2--- წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

3. მ-----– ვა-----–-ილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. მ-----– ვა-----–-ილის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი