განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
340100118002294651
დავის ტიპი
177
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002294651

N1/46-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

21.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი - თინათინ ზუბაშვილი;

ბრალდებული - იო--- დო--ძე;

ადვოკატი - მა-–---- ვე-–------–--ლი.

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0------------

1. ბრალდებული: იო--- დო--ძე;

მამის სახელი: ვა-------;

დაბადებული: 21.12.1---წ.

პირადი ნომერი: 0----------;

ნასამართლეობა: არ მქონე;

მისამართი: გურჯაანის რაიონი სოფელი კაჭრეთი.

 

კვალიფიკაცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის 2-ე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების დადგენილების მიხედვით, 2017 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, იო--- დო--ძემ, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავის არეში ხელის დარტყმით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, მეუღლის თა---- ბა--–--ლის მამას - ავ--------– ბა--–--ლს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2. 1. სასამართლომ დადაგენილად სცნო, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ბრალდებულ იო--- დო--ძის ბრალდება, მასში რომ თავის არეში ხელის დარტყმით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, მეუღლის თა---- ბა--–--ლის მამას - ავ--------– ბა--–--ლს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

2.2. სასამართლომ დადასტურებულად სცნო, რომ ბრალდებულმა იო--- დო--ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ბრალდებულ იო--- დო--ძის სასამართლო სდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: დაზარალებული ავ--------– ბა--–--ლი არის ბრალდებულ იო--- დო--ძის სიმამრი. დაზარალებული ავ--------– ბა--–--ლი 2010 წლიდან ბრალდებულთან და მის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნაქირავებ ბინაში. ბრალდებულ იო--- დო--ძეს, მეუღლე თა---- ბა--–--ლი, გარდაეცვალა 2013 წელის 28 ოქტომბერს. 2017 წელის ნოემბერში ბრალდებულმა, ავ--------– ბა--–--ლი, თავის სახლში გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში წამოიყვანა, რადგან ვეღარ უხდიდა ქ. თბილისში ნაქირავები ბინის ქირას და ცხოვრობდნენ ერთად. ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა.

2017 წლის 4 დეკემბერს ბრალდებულმა და დაზარალებულმა პურის ჭამის დროს ცოტა დალიეს ალკოჰოლური სასმელი, მათთან ერთად იყო მეზობელი შა-–--, რომლის გვარიც არ ახსოვს და საღამოს დაიშალნენ. ავ--------– ბა--–--ლი არ იძინებდა და დადიოდა ოთახში, ასევე ეწეოდა სიგარეტს, რაზედაც შენიშვნა მისცა ბრალდებულმა, რომ ნუ ხმაურობდა, რადგან ბავშვებს ეძინათ და გაეღვიძებოდათ. ამ შენიშვნაზე, ავ--------– ბა--–--ლმა უხეშად უპასუხა. იგი ამ დროს იდგა თავისი ოთახის შესასვლელთან. ბრალდებულმა კეფაში ხელი უბიძგა და უთხრა შესულიყო ოთახში და დაეძინა. ავ--------– ბა--–--ლს ხელის ბიძგების შემდეგ, აერია ფეხი, წაბორძიკდა და სახით დაეცა თავის ოთახში კარადასა და ტახტს შორის. ბრალდებულმა რამდნჯერმე გაუმეორა ამდგარიყო, მაგრამ რადგან ავ--------– ბა--–--ლი არ გაინძრა, ბრალდებული მივიდა მასთან და დაუწყო წამოყენება. როდესაც მიხვდა, რომ დაზარალებულს რაღაც დაემართა, ბრალდებულმა დაურეკა თავის დას, რომელიც 112-ში მუშაობდა და მან გამოიძახა სასწრაფო დახმრების ეკიპაჟი.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ დაზარალებულს რაიმე დაემართებოდა, დამდგარი შედეგი ვერ გაითვალისწინა, მას არ ჰქონია განზრახვა რაიმე დაეშავებინა დაზარალებულისათვის. მომხდარს ძალიან განიცდის.

ხელის კვრის შესახებ ბრალდებულმა თვითონ განუცხადა გამოძიებას და სურს პასუხი აგოს იმისათვის რაც დააშავა. ბრალდებულმა განახდა, რომ ავ--------– ბა--–--ლს, როდესაც ნასვამი იყო, უჭირდა მოძრაობა და ხშირად სახლში თვითონ ბრალდებულს მიუყვანია, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ ხელის ბიძგება ასეთ მძიმე შედეგს გამოიწვევდა და არც სურდა მისი დაზიანება.

 

3.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების შა-–-- ბა------–--ლის, თა---- ჯა------ძის, ნა----–- ბა------–--ლის, ალ---- კე------ლი, ნი--- დო--ძის, ჟე--- გო----–---რის, იო--- დო--ძის დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მა-- ბა--–--ლის გამოკითხვის ოქმი, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დასტურდება, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულს განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება სურდა და მიაყენა დაზარალებულს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქმეში ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია.

საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო დასკვნა ავ--------– ბა--–--ლის მიმართ ადასტურებს, რომ მისი სივდილის მიზეზია სისხლჩაქცევა თავის ტვინის რბილ გარსში, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით კეფის დიდ ხვრელში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ ჩვენებაში აღწერილ ქმედებას შეეძლო გამოეწვია სწორედ დამდგარი შედეგი, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა იო--- დო--ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქრთველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

3.4. საქრთველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, შესაძლებელია ჩადენილი იქნას, როგორც თვითიმედოვნებით, ისე დაუდევრობით, თუმცა პასუხისმგებლობა ხსენებული სახეების მიხედვით დიფერენცირებული არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა იო--- დო--ძემ გაუფრთხილებელი დანაშაული ჩაიდინა დაუდევრობით. მიუხედავად იმისა, რომ არ ითვალისწიენებდა, მას უნდა გაეთვალიწინებინა, რომ ხელი ბიძგება, ხანშიშესული ადამიანის მიმართ, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში შეიძლება სახიფათო ყოფილიყო, ამავდროულად შეეძლო რომ გაეთვალისწინებინა შედეგი.

აქედან გამომდინარე, ვინაიდან იო--- დო--ძემ დაარღვის წინდახედულობის ნორმა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, სწორედ ეს იძლევა გაუფრთხილებელი დანაშაულის შემადგენლობას, კერძოდ დაუდევრობით, რომელიც განმარტებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 10-ე მუხლის 3-ე ნაწილში - ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ დაზარალებული, როდესაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში იყო უჭირდა გადაადგილება და ხშირად მას მოუყვანია სახლში, აქედან გამომდინარე ხელის ბიძგება, რაც საბოლოოდ დაზარალებულის წაქცევის და ბლაგ საგანზე თავის დარტყმის შედეგად, სიკვდილის მიზეზი გახდა, სასამართოს მიაჩნია დანაშაულად, რამაც გაუფრთხილებლობით, კერძოდ დაუდევრობით, სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.2.სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ მიაჩნია დადასტურებულად, რომ იო--- დო--ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის 2-ე ნაწილით.

სასაამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ იო--- დო--ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქრთველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

იო--- დო--ძის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება, რჩენაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

იო--- დო--ძის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იო--- დო--ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნის გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

იო--- დო--ძის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო. საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. იო--- დო--ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იო--- დო--ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2(ორი) წელი.

 

4. აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მა-–---- ვე-–------–--ლს (პ/ნ 0----------- დაუბრუნდეს 2018 წლის 8 იანვარს იო--- დო--ძის (პ/ნ 0----------) აღკვეთის ღონისძიების -გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი. შემოსავლის ორდერი N1/43969 ბანკის კოდი BAGAGE22 სისხლის სამართლის N023051217001 საქმე.

 

5. იო--- დო--ძეს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 იანვრის 01:35 საათიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება -

1) ავ--------– ბა--–--ლის ტანსაცმელი, (ნაცრისფერი პულოვერი, შავ-თეთრი პულოვერი, შავი შარვალი, შავი ყავის ქამრით, შავი ფეხსაცმელები, შავი წინდები, შავი თეთრზოლებიანი პერანგი, ნაცრისფერი მაისური, შავი სპორტული შარვალი, ყავისფერი ცხვირსახოცი და მოლურჯო-მონაცრისფრო ტრუსი) რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

2) შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

8. ხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე