განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----17
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა--------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–--------------------–--ე (დაბადებული - 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ს--------------------–---------------–-- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–--------------------------------------------------–ი). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე.
ადვოკატი - ფ----------------–---–ი, სალ--------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალის არსი:
1.1. 2015 წლის 29 აგვისტოს, ქ.თბილისში თ----------------ლის N------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–-- კ------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მ-----ა ნ-------ას. კერძოდ, ხელი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მ-----ა ნ-------ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2015 წლის 29 აგვისტოს, ქ.თბილისში თ----------------ლის N------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–-- კ------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მ-----ა ნ-------ას. კერძოდ, ხელი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მ-----ა ნ-------ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ მ-----ა ნ-------ას და მოწმეების - ე-–---- პე------ას, გ--- ა----–---–ის, ლ---ნ ღ-------–---–ის, ვ-–------რ კ-----ის, ნ----ა ჯ------ისა და მ---- ც-----ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნიულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ---ნტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ი-–-- კ------–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ი-–-- კ------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. დაზარალებულმა მ-----ა ნ-------ამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ი-–-- კ------–--ე გაიცნო 2015 წლის მაისის თვეში, როდესაც მას ნაყინის აპარატი მიჰყიდა. იგი დასთანხმდა კ------–--ეს ნაყინის აპარატის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე. საბოლოო ჯამში, მან გადაუხადა 2300 დოლარი ნაწილ-ნაწილ და დაგვიანებით, თუმცა, თანხა კიდევ ჰქონდა მისაცემი. 2015 წლის 29 აგვისტოს, იგი თავის მეუღლესთან ერთად წავიდა ვაგზლის მოედნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ლომბარდში, სადაც მუშაობდა ი-–-- კ------–--ე. მოწმემ სთხოვა მიეცა მისთვის დარჩენილი თანხა, რომელიც ეკუთვნოდა და ძალიან სჭირდებოდა, რაზეც მან უთხრა რომ ვიდრე აპარატის ერთ-ერთ დეტალს არ უყიდიდა, მანამდე ფულს არ მისცემდა. მოწმის აზრით, ეს იყო მიზეზი მისთვის, რომ თანხა არ გადაეხადა, ამიტომ იგი გავიდა და გამორთო ნაყინის აპარატი, რომელიც გვერდზე ჯიხურში იყო, თან უთხრა, რომ ვიდრე თანხას არ მისცემდა, მას აპარატს არ აამუშავებინებდა, რაზეც მოუვიდათ კინკლაობა და ი-–-- კ------–--ემ შეაჯანჯღარა, რის შემდგომაც მიზანმიმართულად რამდენჯერმე ხელი დაარტყა ცხვირში და წააქცია. მისმა მეუღლემ კი გამოიძახა პატრული, მას თან მოჰყვა სასწრაფო დახმარება, რომლებმაც აღმოუჩინეს პირველადი დახმარება ადგილზე, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს „არ-----–ის“ საავადმყოფოში, საიდანაც წაიყვანეს პოლიციაში დასაკითხად.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე ე-–---- პე------ამ განმარტა, რომ ი-–-- კ------–--ეს იცნობს იმ დღიდან, რაც მას ნაყინის აპარატი მიჰყიდეს. ნაყინის აპარატი მისი საკუთრება იყო, თუმცა, კ------–--ესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მისი მეუღლე - მ-----ა ნ-------ა. ი-–-- კ------–--ე თანხას ორი თვის განმავლობაში იხდიდა, თუმცა, მესამე თვეს დაიწყო მიზეზების ძებნა, რომ აპარატის ნაწილი არ ვარგოდა. იგი თავის მეუღლესთან ერთად წავიდა კ------–--ესთან ვაგზლის მოედანზე ვალუტის გადამცვლელ ოფისში და მოსთხოვა თანხის გადაცემა, რაზეც მან უარი განაცხადა, ვიდრე ნაყინის აპარატის ნაწილს ისინი არ უყიდიდნენ. ამის საპასუხოდ, ი-–-- კ------–--ემ უთხრა, რომ არ ამუშავებინებდა აპარატს, ვიდრე თანხას არ გადაუხდიდა, გავიდა გარეთ, სადაც აპარატი იდგა და გამორთო. როდესაც მოწმემ დაინახა, რომ ნ-------ა მის მეუღლეს მიზანმიმართულად ხელს ურტყამდა, გამოვიდა გარეთ. ბრალდებულმა დაახლოებით 10-ჯერ დაარტყა მას სახის არეში, რის შედეგადაც მის მეუღლეს სისხლი მოსდიოდა, ეს უკანასკნელი თავის დაცვის მიზნით, ხელს იქნევდა, ასევე ორივე მხრიდან იყო გინება, თუმცა, მათ არავინ აშველებდა, რის გამოც დაურეკა პატრულს.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე გ--- ა----–---–მა განმარტა, რომ მეოთხე წელია რაც მუშაობს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ---------------------–------------------------------------------------–--–-. 2015 წლის 29 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის მეწყვილე ლ---ნ ღ-------–---–თან ერთად მიიღო შეტყობინება ცემის ფაქტზე, რის საფუძველზეც გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულებს მათ დახვდათ მოქალაქე მ-----ა ნ-------ა, რომელმაც განუცხადა, რომ ი-–-- კ------–--ემ ცხვირის არეში მუშტის დარტყმით მიაყენა დაზიანება, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. მათ ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. ვინაიდან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ადგილზე გამოიძახეს საგამოძიებო სამსახურიც.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე ლ---ნ ღ-------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის საპატრულო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მ----------–----––- პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის 29 აგვისტოს მიიღეს შეტყობინება, რის შემდეგაც თავის მეწყვილე გ--- ა----–---–თან გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ მ-----ა ნ-------ა. მან განაცხადა, რომ ცხვირის არეში დაზიანება მიაყენა ი-–-- კ------–--ემ, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას ჯერ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე ვ-–------რ კ-----ემ განმარტა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მას გადაეწერა, რის შემდეგაც დაზარალებულად ცნო მ-----ა ნ-------ა, ი-–-- კ------–--ის ბრალდებულად ცნობის შემდეგ გაუცვალა ინფორმაცია, ასევე დაკითხა პატრულ-ინსპექტორი. ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო დოკუმენტის ნამდვილობას იგი ადასტურებს.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე მ---- ც-----ემ განმარტა, რომ 2015 წლის 29 აგვისტოს დაიწყო გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. მან მოწმის სახით დაკითხა შეტყობინების გადაცემის ავტორი, ასევე ი-–-- კ------–--ე, ქ--------------ძე, მ-----ა ნ-------ა, ე-–---- პე------ა. გარდა ამისა, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ინგოროყვას კლინიკიდან მ-----ა ნ-------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
4.7. 2015 წლის 29 აგვისტოს ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დგინდება, რომ მოქ. ი-–-- კ------–--ის ალკოტესტით შემოწმებისას ალკოტესტმა აჩვენა 0,000 შედეგი ე.ი დაუდგინდა სიფხიზლე.
4.8. 2015 წლის 29 აგვისტოს ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დგინდება, რომ მოქ. მ-----ა ნ-------ას ალკოტესტით შემოწმებისას ალკოტესტმა აჩვენა 0,000 შედეგი ე.ი დაუდგინდა სიფხიზლე.
4.9. 2015 წლის 10 ნოემბრის ლ---ნ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: შ.პ.ს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. მ-----ა ნ-------ა მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 29.08.15 წ-ს, 1---- სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 2---- სთ-ზე). მასვე, დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ძვლების მოტეხილობა - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს -29.08.15წ.
4.10. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ----ა ჯ------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე მის მიერ გაცემული დასკვნის ირგვლივ.
4.11. ბრალდებულმა ი-–-- კ------–--ემ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2015 წლის 29 აგვისტოს, მ-----ა ნ-------ა იყო მასთან მისული მეუღლესთან ერთად და უნდოდა აპარატის წაღება, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, იგი გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, მათ შორის ამოარტყა პანღურიც, თუმცა, მან საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედა, ვინაიდან იცოდა პოლიციაში წავიდოდა და არ უნდოდა სიტუაცია გაერთულებინა. ყვირილზე ბევრი ბიჭები მოვიდნენ და უთხრეს თავი დაენებებინათ მისთვის, თუმცა, ნ-------ამ გამოგლიჯა ნაყინის აპარატის ელექტრომოწყობილობები. მ. ნარსია გაყვანისას დაეცა იქვე არსებულ კიბეებზე, ხოლო ცხვირის დაზიანება მას მანამდე ჰქონდა. უშუალოდ მას არავითარი დაზიანება არ მიუყენებია დაზარალებულისათვის. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მოვიდა პოლიცია, რომელმაც უთხრა, რომ მასზე საჩივარი იყო და წაიყვანეს დასაკითხად ის და მისი მეუღლე.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენი-–--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ---ნტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ---ნტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ი-–-- კ------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სუბიექტური მხარე, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებული იქნეს განზრახი ფორმით (იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) პირის მოქმედება ანდა უმოქმედობა; 2) შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (რომელსაც მიეკუთვნება: დაბეჟილობა, ჭრილობა, ცხვირის მოტეხილობა, ყბის გაბზარვა და ა.შ), კერძოდ, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან სართო შრომისუუნარობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა და 3) მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას/უმოქმედობას და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ პირის ქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თუ არ მოცემული მუხლით გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი დასჯადი შედეგი. აღნიშნულ დროს უმნიშვნელოვანეს (აუცილებელ) მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, აბსოლუტური სიზუსტით აღწერდეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხარისხს (ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში რისი საშუალებით და რა დროს იქნა მიყენებული დაზიანებები), რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება-განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
5.4. სასამართლო ბრალდებულ ი-–-- კ------–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2015 წლის 29 აგვისტოს, ქ.თბილისში თ----------------ლის N------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–-- კ------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მ-----ა ნ-------ას. კერძოდ, ხელი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მ-----ა ნ-------ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის შემდეგ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე. კერძოდ, თავად დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ დაზარალებულს ი-–-- კ------–--ემ ცხვირის არეში მიაყენა დაზიანება. მოწმეთა ჩვენებებით მიცემული ინფორმაციის დადასტურების კუთხით, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 10 ნოემბრის ლ---ნ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, მ-----ა ნ-------ას დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ძვლების მოტეხილობა - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს -29.08.15წ.
5.6. ამდენად, ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პირის/ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რა დროსაც ცალსახად დადგენილ იქნა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პიროვნება რომელმაც დაზარალებულს ცხვირის მიდამოში მიაყენა დაზიანება - არის ბრალდებული ი-–-- კ------–--ე.
5.7. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილებულ იქნეს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებების დასადგენად წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტური სიზუსტით თანმიმდევრულია და შესაბამისი/თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. დაზარალებულის და თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლ--- სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას და თანხვედრაშია საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, რის გამოც სასამართლო მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, ხოლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება და გაანალიზება უტყუარად ცხადყოფს, რომ 2015 წლის 29 აგვისტოს, ქ.თბილისში თ----------------ლის N------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–-- კ------–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მ-----ა ნ-------ას. კერძოდ, ხელი დაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც მ-----ა ნ-------ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო უთითებს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა, თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზე უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
5.9. ბრალდებულ ი-–-- კ------–--ის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მას მოცემული შემთხვევის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია დაზარალებულისთვის სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არგუმენტები/პოზიციები, გარდა ბრალდებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციისა, არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებ(ებ)ით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, რომლებიც პირდაპირ მიემართება და რელ---ნტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული პოზიცია არათანმიმდევრულია, არასარწმუნო, დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდებას.
5.10. დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თითქოსდა, სახეზე არ იყო ი. კ------–--ის ქმედებაში ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა, რასაც სასამართლო კატეგორიულად ვერ დაეთანხმება. ვინაიდან, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მსგავსი გარემოება არ გამოკვეთილა, უფრო მეტიც, როგორც თავად დაზარალებულმა, ასევე, მისმა მეუღლემ დაადასტურეს, რომ ი. კ------–--ე მიზანმიმართულად ახორციელებდა მ-----ა ნ-------ას მიმართ სახის არეში დარტყმას, რამაც საბოლოო ჯამში, 2015 წლის 10 ნოემბრის ლ---ნ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, გამოიწვია დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
5.11. გარდა ამის, დაცვის მხარემ ასევე, მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეები არიან დაინტერესებული პირები/მეუღლეები და შესაბამისად, მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტური სიზუსტით არის თანმიმდევრული და ამდენად, თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
5.12. ამასთან, დაცვის მხარემ ასევე, თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ფარული საგამოძიებო მოქმედების (შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო კამერებიდან შესაბამისი ჩანაწერების ამოღების თაობაზე ) არჩატარების შესახებ. დაცვის მხარის მტკიცებით, ვიდეოკამერებიდან მოპოვებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში (დათვალიერების ოქმით), თითქოსდა, ნათელი მოეფინებოდა რეალურ სურათს. ამ საგამოძიებო მოქმედების განუხორციელება კი, დაცვის მხარის არგუმენტით, გამოწვეული იყო სწორედ გამოძიების შეცდომით.
5.13. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 1433 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სსკ-ის იმ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომლებიც, მართალია, მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, თუმცა, კანონმდებლის მიერ ასეთ შემადგენლობებში არ არის მოაზრებული არც სსკ-ის 125-ე მუხლით (ცემა - გამოძიების დაწყების საფუძველი) და არც სსკ-ის 120-ე მუხლით (ი. კ------–--ის მიმართ დაწყებული სს დევნის მუხლი) განსაზღვრული შემადგენლობა. ამდენად, ნათელია, რომ საგამოძიებო ორგანო ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, შემთხვევის ადგილიდან ვერ ამოიღებდა ვიდეო კამერის ჩანაწერებს (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი). მხოლოდ ვიდეო კამერების დათვალიერების ოქმის არსებობა კი, სასამართლოს აზრით, საქმის საბოლოო შედეგზე გავლენას მაინც ვერ მოახდენდა, ვინაიდან, ბრალდების/დაცვის მხარის მიერ წარმოდგენელი მხოლოდ დათვალიერების ოქმი, მაშინ როცა, სასამართლოზე გამოკვლეული არ იქნებოდა თავად ვიდეო ჩანაწერის ამსახველი კადრები, ცალსახად გახდებოდა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის ან მისი არგაზიარების საფუძველი. ამგვარ ვითარებაში, სასამართლოსათვის გადამწყვეტია არა ნაწარმოები - დათვალიერების ოქმი, ე.წ. ირიბი მტკიცებულება, არამედ პირველადი წყარო, ე.წ. პირდაპირი მტკიცებულება - ვიდეო კამერის ორიგინალი ჩანაწერები (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე: №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘). შესაბამისად, სასამართლო ყოველთვის უფლებამოსი-–-- ასეთ შემთხვევაში, იმსჯელოს განაჩენის დადგენისას ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაზიარების ან არგაიზარების შესახებ, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმსჯელებს ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც სასამართლოს წინაშე არ გამოკვლეულა ან საერთოდ არ ყოფილა მხარეთა მიერ წარმოდგენილი.
5.14. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხველი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–-- კ------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1 ი-–-- კ------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად გამოაჩენს.
7.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები, კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 წ. საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის თუ რამდენად არის განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელ---ნტური შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული არის სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს და მისი სიმკაცრე (იხ. ასევე, Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, §151; §142; M. v. Germany, no. 19359/04 §120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
7.7. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
7.8. ზემოაღნიშნულის შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ი-–-- კ------–--ის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენი-–-- განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), წარსულში არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებითად. ამასთან, არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
7.9. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატურ და არაპროპორციულ სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ ი-–-- კ------–--ის მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანის სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ ი-–-- კ------–--ის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ი-–-- კ------–--ის პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- კ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ ი-–-- კ------–--ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე