განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100118002559647
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გ------ი დარახველიძე

სხდომის მდივანი - გ------ი გარაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნა-------------–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მა-------–-----,ბრალდებული - სე---------------------------ი დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები; ქ. თბილისი, გ-–-------------–--------------------------------------------

 

თარჯიმანი - მა---------–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 20 ივნისს 16:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისი, გ-–--------------–-----------------------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა სე----------------ა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი დის - ოლ-------------ას მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახეში გაარტყა ხელი, მარცხენა მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი და რამდენჯერმე კვლავ დაარტყა ხელი თავისა და ტანის არეში, რა დროსაც ოლ-------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, სე---------------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ოლ-------------ამ და მოწმე სვ----–-------------ამ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმე ზვ-----–---–-----მა განმარტა, რომ ის მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დე------------ის გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 20 ივნისს სამსახურში ყოფნისას მის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ის მის თანამშრომელთან გო---------------ნ ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას მათ დახვდათ მთვრალი სე---------------ი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა დას - ოლ-------------ას. სე---------------ი აგრესიული იყო მისი დის მიმართ, კერძოდ: ხელი მოუჭირა ისე, რომ ეტკინა, მათ მოწოდებას არ ემორჩილებოდა და აგრძელებდა ძალადობას. როდესაც ისინი მივიდნენ, მათ ინფორმაცია ძალადობასთან დაკავშირებით მიაწოდა ოლ-------------ამ, თუმცა მათ თვალწინაც ანალოგიურად განაგრძობდა ძალადობას ბრალდებული. სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა სე---------------ი.

 

მოწმე გო-----------ს ჩვენების მიხედვით, მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დე------------ის გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 20 ივნისს სამსახურში ყოფნისას მის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ის და მისი თანამშრომელი ზვ-----–---–-----ი გავიდნენ მითითებულ მისამართზე. მისამართზე მისვლისას მათ დახვდათ სე---------------ი და მისი და ოლ-------------ა, რომელიც მათ აჩვენებდა ხელს და ეუბნებოდა, რომ მასზე იძალადა ძმამ. დაზარალებულს აღენიშნებოდა დალურჯებები სახსარს ზემოთ. მათ თვალწინაც იწევდა ბრალდებული დაზარალებულისკენ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც მის დას, ასევე მათ (პოლიციის თანამშრომლები), რის შემდეგაც დააკავეს სე---------------ი.

 

მოწმე კა------------------- განმარტა, რომ ბრალდებულს და მის ოჯახს იცნობს. ის არის ოს---------ს ოჯახის მეზობელი. 2018 წლის 20 ივნისს მას ოს---------ს ოჯახიდან ესმოდა შერეული ხმა, მას ზუსტად სე---------------ის ხმა არ გაუგია. ადრეც გაუგია ჩხუბის ხმა, თუმცა ვინ ვის ეჩხუბებოდა მისთვის უცნობია. 20 ივნისს ზუსტად მამაკაცის ხმა იყო თუ ქალის არ ახსოვს.

 

მოწმე გი-------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ არის ოს---------ს ოჯახის მეზობელი. ის არასოდეს შესწრებია ოს---------ს ოჯახში კონფლიქტს და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. ზოგადად ხმაურის ხმა ისმის, მაგრამ ვისი ხმა ისმის ის არ უგდებს ყურს. ხმამაღალი საუბარი ისმის მათი ოჯახიდან და არამარტო სე---------------ის მხრიდან. 2018 წლის 20 ივნისს სახლში არ იმყოფებოდა, როდესაც მივიდა დაინახა პოლიციის თანამშრომლები, მერე სახლში შევიდა და აღარ დაინტერესებულა ამ ფაქტით. მან მხოლოდ პოლიციელებისგან იცის, რომ კონფლიქტი მოხდა სე---------------სა და მის დას შორის. მანვე განმარტა, რომ იმ დღეს (2018 20 ივნისი) რა მოხდა მან არ იცის, ხოლო მის მიერ გაცხადებული წინა პერიოდთან დაკავშირებით ოს---------ს ოჯახში ჩხუბის თაობაზე უბრალოდ მისი ვარაუდია, რადგან არასდროს შესწრებია არც ძალადობას და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა სე----------------ა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2--------- წ. მოქ. ოლ-------------ას პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ- ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა,საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. სასამართლო არ იზიარებს მოწმე პოლიციელების გო-----------ს და ზვ-----–---–-----ის, ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ ისინი საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, რაც უკარგავს კიდეც ჩვენებებს სანდოობას, დამაჯერებლობას და ისინი ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად უტყუარობის სტანდარტს. მოწმე ზვ-----–---–-----მა ფაქტობრივად შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება (გამოქვეყნდა სხდომაზე) და არსებითად საწინააღმდეგო გარემოება განმარტა, კერძოდ თუ იგი გამოძიებაში უთითებდა, რომ მოცემულ საქმეზე ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაციას დაზარალებულისგან ფლობდა, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით მან თვითმხილველ მოწმედ წარმოაჩინა თავი და აღნიშნა, რომ უშუალოდ მის თვალწინ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ, უჭერდა ამ უკანასკნელს ხელს ისე, რომ ტკიოდა. ყოველივე აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის მეორე პოლიციელის - გო-----------ს ჩვენებასთან, რომელმაც ზვ-----–---–-----ის მიერ მითითებული გარემოებები არ დაადასტურა, თავის მხრივ მისი ჩვენებაც ასევე მოკლებულია სანდოობას, რადგან სასამართლო სხდომაზე მან ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მათი შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდგომაც კი ბრალდებული არ მშვიდდებოდა და იწევდა დაზარალებულისკენ, რაც გახდა კიდეც მისი დაკავების საფუძველი, ხოლო მის მიერვე გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში (გამოკითხვა) ის საერთოდ არ ახსენებს დაზარალებულისკენ გაწევას და ამ უკანასკნელის მიმართ არსებულ საფრთხეს, პირიქით განმარტავს, რომ ბრალდებულის დაკავების მიზეზი იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორც დაზარალებულის, ასევე მათ (პოლიციის თანამშრომლები) მიმართ. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა ჩვენება სასამართლოს მისცეს მას შემდეგ, როდესაც მათთვის სავარაუდოდ ცნობილი გახდა დაზარალებულის და მისი დედის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარი, შესაბამისად სასამართლოს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მოწმეები - გო----------ე და ზვ-----–---–-----ი თავიანთი შეცვლილი ჩვენებებით ცდილობენ ბრალდებულის მიმართ საქმეში შექმნან განცდა პირდაპირ მტკიცებულებათა არსებობის შესახებ, რაც კიდევ უფრო უკარგავს მათ ჩვენებებს დამაჯერებლობას და სანდოობას. რაც შეეხება მეზობლებს - კა----- და გ------ი პო---------ბს, ისინი არ არიან თვითმხილველი მოწმეები. მათი განმარტებით არასდროს შესწრებიან ოს---------ს ოჯახში კონფლიქტს და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, მათ მხოლოდ ხმაური ესმოდათ, რაზედაც ვარაუდობდნენ, რომ იყო ჩხუბი, თუმცა ვინ ვის ეჩხუბებოდა მათთვის უცნობია. ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაზარალებულის მიმართ განახორციელა ძალადობა. სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას სე---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ ზოგადად ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. სადავო არ არის, რომ ოლ--------------ს აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა აღნიშნული დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მას (ოლ-------------ას) აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სე---------------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სე---------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სე---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სე---------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ------ი დარახველიძე