გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
210210017002160724
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210210017002160724

საქმე #2/845-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.01.2019 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე: სსიპ სო–---–-------------------------------------------------------–------------–--ა

წარმომადგენელი: ნა-------–-–---–ი

მოპასუხე: ნი--------–-–---ო

დავის საგანი: მშობლის უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნი--------–-–---ოს(პ/ნ 0----------) შვილის ინ-----------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და უფლება განსაზღვროს თუ ვისთან და სად უნდა ცხოვრობდეს მისი არასრულწლოვანი შვილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნი--------–-–---ო(პ/ნ 0----------) არის ინ-----------–---–ის(პ/ნ 1----------) დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცეულებებს:

- დაბადების მოწმობები

 

3.1.2. 2017 წლის 16 ივნისიდან ინ-----------–---–ი(პ/ნ 1----------) თანხლებ პირებთან ერთად, ბებია- ლი-–-------------სა და დედა-ნი--------–-–---ოსთან ერთად, შემაკავებელი ორდერის საფუძველზე იმყოფებიან სსიპ ადამიანთა ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის-სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში(თავშესაფარში);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის დასკვნა;

 

3.1.3. ინ-----------–---–ის, ბებია- ლი-–-------------სა და დედა-ნი--------–-–---ოს სსიპ ადამიანთა ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის-სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში(თავშესაფარში) ყოფნის ვადა დამთავრდა - 2017 წლის 28 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულება;

 

3.1.4. ინ-----------–---–ის, ლი-–-------------სა და ნი--------–-–---ოს დასაცავად გამოცემული იქნა დამცავი ორდერი N3/102-17;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 08 აგვისტოს ხელშეკრულება;

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 06 ოქტომბრის დასკვნა;

 

3.1.5. ინ-----------–---–ის მამა- ვა-–-------------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 15 აგვისტოს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა

 

3.1.6. ნი--------–-–---ოს არა აქვს საკმარისი უნარი შვილის აღსაზრდელად, ვერ უზრუნველყოფს და ვერ უვითარებს უნარ-ჩვევებს, ვერ ახერხებს შვილის დაცვას ძალადობისგან, ამასთან უბიძგებს მოწყალების თხოვნისკენ, უმეტესად ზრუნავს საკუთარ კონფორტზე, ვიდრე შვილის კეთილდღეობაზე, მის მომავალზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 06 ოქტომბრის დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იკვეთება მშობლის უფლების შეზღუდვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლი.

 

2019 წლის 23იანვრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ნი--------–-–---ო რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

ზემოთაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა გამოიყენება როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, როდესაც მშობელი სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და ამასთანავე არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისიდან ინ-----------–---–ი(პ/ნ1----------)იმყოფება სსიპ ადამიანთა ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის-სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში(თავშესაფარში). მოპასუხე კვლავ დაბრუნდა ქალაქ გ---------–-, მოძალადის საცხოვრებელ ადგილას და ისინი კვლავ ერთ სახლში ცხოვრობენ, ხოლო არასრულწლოვანი შვილი ინ-----------–---–ი დატოვა თავშესაფარში და მოპასუხე დღემდე არ ზრუნავენ ბავშვზე, არა აქვთ მასთან არანაირი ურთიერთობა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებაზე.

 

6. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 245-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სო–---–-------------------------------------------------------–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1 ნი--------–-–---ოს(პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 0-------------- დაბადებული ინ-----------–---–ის(პ/ნ 1----------) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და უფლება განსაზღვროს თუ ვისთან და სად უნდა ცხოვრობდეს იგი.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი