განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002476063
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ნინო ჩინჩალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს----------------------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ფ-------–-----------–---–------------;

 

ადვოკატი - მ---------------

 

თარჯიმანი - ვ-----–--------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (გამართლდა);

 

ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (გამართლდა).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ს----------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 24 აპრილამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ქ. თბილისში, ს------–----------–-–-----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს----------------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ს------------------ას, რაც მის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები 4 წლის ს-----------------------ი და 3 წლის შ----–------------------ი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ს----------------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ს----------------------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 24 აპრილის ჩათვლით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ქ. თბილისში, ს------–----------–-–-----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს----------------------ი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის და სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სისტემატურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ს------------------------ს.

ფიზიკური ძალადობის ფაქტები ბოლოს განხორციელდა:

2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თბილისში, ს------–----------–-–-----------–---–------------ში, ს----------------------მა ს------------------ას მიაყენა შეურაცხყოფა და სახის არეში რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა. მეორე დღეს, 2018 წლის 23 აპრილის დღის საათებში, იმავე მისამართზე, ს----------------------მა ს------------------ას, კვლავ შეურაცხყოფა მიაყენა და თავის არეში მუშტებით დაუწყო ცემა, ამავდროულად თმაში წაავლო ხელი, წააქცია და ამ მდგომარეობაში ოთახში ათრია. 2018 წლის 24 აპრილის საღამოს საათებში, ს----------------------მა მათ საცხოვრებელ ბინაში კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - სახის და თავის არეში გაშლილი ხელებით ცემა.

სისტემატური ფიზიკური ძალადობის განხორციელება იწვევდა ს------------------ას ფიზიკურ ტანჯვას.

სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები 4 წლის ს-----------------------ი და 3 წლის შ----–------------------ი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ს----------------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ ს----------------------ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დაზარალებულმა ს------------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ს----------------------ის მეუღლე. 2018 წლის აპრილის მდგომარეობით ცხოვრობდა გ-------–---–-- ქუჩაზე ოჯახთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მისი შვილები არიან 3 წლის შ----–----------------ი და 5 წლის ს---------------------ი. 2018 წლის აპრილის თვეში ს------------------ასა და ს----------------------ს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი საყოფაცხოვრებო ხასიათის იყო, რომელიც მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლა. კამათის დროს მეუღლეებს შორის არ ყოფილა ფიზიკური ძალადობა. კამათისა და ემოციების ფონზე ს------------------ამ მიმართა პოლიციას, იმ ვარაუდით, რომ მის მეუღლეს ხელწერილისა და გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოულოდნელად ს----------------------ი დააკავეს. მოცემულ ფაქტამდე ს----------------------სა და ს------------------ას შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ოჯახს მატერიალურად ს----------------------ი არჩენდა. ს------------------ამ არ დაადასტურა 2018 წლის 25 აპრილის და 26 აპრილის გამოკითხვის ოქმებში მის მიერ ს----------------------ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ მას ასეთი ჩვენება არ მიუცია გამომძიებლისთვის, თუმცა ხელმოწერა მისია და არ იცის რაზე მოაწერა ხელი. გამოკითხვის ოქმებში არსებული განსხვავებული ჩვენებები ს------------------ამ არასწორი თარგმნითა და თარჯიმანთან დაკავშირებული გაუგებრობებით ახსნა. მან კატეგორიულად უარყო ს---------------------ის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი და აღნიშნა, რომ მას და მის მეუღლეს მხოლოდ სიტყვიერი კამათი ჰქონდათ, რაც არ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში. კონფლიქტს არ შესწრებია არც ერთი შვილი, რადგან ერთი ბავშვი დედამისთან იმყოფებოდა, ხოლო მეორე - მეზობელთან. მათ ოჯახში ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო პირველი და დარწმუნებულია, რომ ს-----ის გათავისუფლების შემდეგ აღნიშნულიც აღარ განმეორდება.

 

3.2. მოწმე თ----–--------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ს------------------ას დედა. ს------------------ა ცხოვრობს ფ-------–-ში, გ-------–---–-- ქ--------ში, თავის მეუღლესთან - ს----------------------თან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, ს------------------ა მივიდა დედამისთან და უთხრა, რომ მას ს----------------------თან საყოფაცხოვრებო საკითხებზე მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც ნერვიულობდა და მეორე დღეს განცხადებით მიმართეს პოლიციას. როდესაც ს------------------ა მასთან მივიდა, მას ტანზე სილურჯეები არ ეჩნეოდა. მოწმემ უარყო 2018 წლის 25 აპრილის გამოკითხვის ოქმში მის მიერ დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვითაც იგი ადასტურებს ს----------------------ის მიერ ს------------------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მის სხეულზე სილურჯეების ნახვას. თ----–--------------ას ვარაუდით, თარჯიმანმა უთარგმნა მას არასწორად გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია და შეცდომით მოაწერა დოკუმენტს ხელი.

 

3.3. მოწმე ა---–------------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 24 აპრილს იგი ცხოვრობდა გ-------–---–-- ქუჩა N4-ში, ამ ეზოში ცხოვრობს სამი ოჯახი, მოწმემ უარყო 2018 წლის 25 აპრილის გამოკითხვის ოქმში მის მიერ ს----------------------ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება იმის შესახებ, თითქოს ს----------------------მა თავის მეუღლეს - ს------------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ა---–------------------ი ასეთ ფაქტს არ შესწრებია, იგი შეესწრო მხოლოდ მეუღლეთა შორის სიტყვიერ კამათს, რა დროსაც მან დაამშვიდა და დააწყნარა ისინი და შემდეგ ქუჩაში გავიდა სატაქსაოდ.

 

3.4. ზეპირი განცხადების მიღების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 აპრილს, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ს------------------ა, რომელმაც განმარტა, რომ ჰყავს მეუღლე ს----------------------ი, რომელიც სისტემატურად სცემს და აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ს------------------ამ ითხოვა პოლიციისგან კანონშესაბამისი ზომების მიღება და სათანადო რეაგირება (ს.ფ. 2).

 

3.5. 2018 წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, სოფელი ფ-------–-, გ-------–---–-- ქ--------ში მდებარე ს----------------------ის საცხოვრებელი სახლი. დათვალიერების შედეგად ბინაში არეულობის კვალი შენიშნული არ ყოფილა, ასევე არ ამოღებულა საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება (ს.ფ. 22-27).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ--------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერება და ოქმის ავთენტურობა.

 

3.6. გამომძიებელმა გ---------------ამ სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

 

3.7. ბრალდებულმა ს----------------------მა წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ ს------------------ა მისი მეუღლეა, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი. ისინი ერთად მუშაობენ და ვაჭრობენ. 2018 წლის 24 აპრილს მას და მის მეუღლეს კონფლიქტი მოუვიდათ საყოფაცხოვრებო თემაზე, კერძოდ საპატრულო პოლიციის ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით. კონფლიქტი გამოიხატებოდა სიტყვიერ დაპირისპირებაში, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ხსენებულ კონფლიქტს შვილები არ შესწრებიან, რადგან ერთი მათგანი სიდედრთან იმყოფებოდა, ხოლო მეორე - მეზობელთან. ზოგადად ს----------------------ს მეუღლესთან და შვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. ს------------------ამ სავარაუდოდ ემოციების გამო მიმართა პოლიციას, სხვა დროს ასეთ ფაქტს მათ ოჯახში ადგილი არ ჰქონია, მეუღლის მიმართ არასოდეს განუხორციელებია ძალადობრივი ქმედება.

 

3.8. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ს----------------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ს----------------------ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ს----------------------ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი, ან ირიბი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა ს------------------ამ, მოწმეებმა თ----–--------------ამ და ა---–------------------მა, აგრეთვე ბრალდებულმა ს----------------------მა დაადასტურეს ს----------------------სა და ს------------------ას შორის არსებული კონფლიქტის ფაქტი, თუმცა განმარტეს, რომ კონფლიქტი მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლა და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, როგორც დაზარალებულმა, ასევე ბრალდებულმა განმარტეს, რომ ხსენებულ კონფლიქტს არ შესწრებიან მათი მცირეწლოვანი შვილები.

 

3.10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ს----------------------ის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.11. შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ს----------------------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ს----------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ს----------------------ის მიერ ოჯახური ძალადობისა და ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ს----------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და ძალადობა.

 

4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ს----------------------ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ს----------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ს----------------------ი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს----------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტომასალა 1(ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–---ში) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ს----------------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე