განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100118002484248
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

აკაკი მაჩიტიძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–----–-------------–-------–-------------

 

ადვოკატი - ს---------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. ნ----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, ს------–---–----–---------–-------–-------------ში ნ----------------მა შვილს - ე---------------------ს, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით სახეში შეასხა წყალი, ყელზე მოუჭირა ხელები და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ნ----------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. დაზარალებულმა ე---------------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ნ----------------ი არის დედამისი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა სოფელ გ-–----–---------–-------–-------------ში. მასთან ერთად ასევე ცხოვრობდა მისი 3 წლის შვილი ა-–------------------ი. 2018 წლის 17 აპრილს მას კახეთიდან ესტუმრა მეგობარი ბ-------------ე, რომელსაც დაქალთან - გ---–---------თან ერთად, დაახლოებით 12:00 საათზე დახვდა ისანში. ამის შემდეგ ისინი სახლში მივიდნენ. სახლში ასევე იყვნენ მისი და ე------–----–--–------ი, მამინაცვალი - გ---------------–-–---–ი და ბიძა - გ-------–-------------ი. გ---------------–-–---–ი მალევე წავიდა. მათ სუფრა გაშალეს და დაახლოებით 15:00 საათზე დასხდნენ. ცოტა ხანში ნ----------------იც მივიდა სახლში შვილიშვილთან ერთად და სუფრას მიუჯდა. მათ 3-3 ჭიქა ლუდი დალიეს, რის შემდეგაც ე---------------------ს მეგობრებთან ერთად რესტორანში წასვლა მოუნდა, რადგან მეგობარმა გ--------------–მა დაურეკა და შესთავაზა. ამის შესახებ ე---------------------მა უთხრა დედამისს, თუმცა ნ----------------მა უპასუხა, რომ არ წასულიყო რესტორანში. ე---------------------ი თავდაპირველად დათანხმდა დედამისს, თუმცა შემდეგ ემოციურად განიცადა მისი უარი და გარეთ გასვლა მოინდომა ჰაერის ჩასასუნთქად და ჰამაკში ჩასაწოლად. ნ----------------ს ეგონა, რომ მისი შვილი გაპარვას აპირებდა, რის გამოც მან არ გაუშვა გარეთ, ხელებზე და ყელზე მოუჭირა ხელები და სახეში დაარტყა რამდენჯერმე. აღნიშნულ ძალადობას შეესწრო გ---–-------ე და შვილი - ა-–------------------ი, რომელიც ტიროდა და ,,დედა“-ს იძახდა. ნ----------------ის დარტყმების შედეგად ე---------------------ი განიცდიდა ტკივილს, მაგრამ იგი უფრო მეტად შოკირებული იყო ამ შემთხვევის გამო. ბ-------------ე ფიზიკურ ძალადობას არ შესწრებია, იგი ამ დროს გარეთ იყო გასული. ამ შემთხვევის გამო მან სასწრაფოში დარეკა, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე, მასთან ერთად მივიდა პოლიციაც. ამ ამბის შემედგ იგი თავშესაფარში ცხოვრობს. ამჟამად იგი დედას შეურიგდა და არ სურს, რომ მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, რადგან მისი შვილის გაზრდაში აქტიურად ეხმარებოდა.

 

2.2. მოწმე გ---–-------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული ე---------------------ი მისი მეგობარია, რომლის დედაა ნ----------------ი. 2018 წლის 17 აპრილს იგი იმყოფებოდა ე---------------------თან სახლში, სადაც დაახლოებით 15:00 საათზე სუფრა გაშალეს და დასხდნენ. იქ ასევე იყვნენ ე--------ს და ე------–--ა, ბიძა - გ---–-, მამინაცვალი - გ-- და მეგობარი - ბ------. ცოტა ხანში სახლში მივიდნენ ნ----------------ი და ე--------ს მცირეწლოვანი შვილი ა-–---------ე. როდესაც მოსაღამოვდა, ე---------------------ს ჰაერზე გასვლა მოუნდა, თუმცა ნ----------------ის მითითებით ბიძამისმა იგი ხელებით დაიჭირა, ხოლო ნ----------------მა მას სახეში წყალი შეასხა და რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რადგან ე---------------------ი ნასვამი იყო და არ სურდა მისი გარეთ გასვლა. ამ ფაქტს შეესწრო ე---------------------ის მცირეწლოვანი შვილი ა-–---------ე, რომელმაც ტირილი დაიწყო და ,,დედა“-ს ყვიროდა. გ---–-------ემ ბავშვი გარეთ გაიყვანა, ხოლო ე---------------------ი კვლავ ყვიროდა ,,გამიშვით, გამიშვითო“.

 

2.3. გამომძიებელმა ე----------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

 

2.4. შეტყობინების #8----- ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 აპრილს, 23:14 საათზე ე---------------------მა დარეკა ,,112“-ში და განაცხადა, რომ ,,მშობლები კლავენ“ და ითხოვა შველა (ს.ფ. 2).

 

2.5. 2018 წლის 18 აპრილის ალკოტესტით შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ 01:46 საათზე ალკოტესტით შემოწმდა ე---------------------ი, რა დროსაც დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე 0.695 პრომილი (ს.ფ. 10-11).

 

2.6. 2018 წლის 12 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #1---------ის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ე---------------------ს 2018 წლის 17 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 აპრილს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. ალკოჰოლური სიმთვრალე, დაუზუსტებელი. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქ. ე---------------------ის სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.

მოქალაქე ე---------------------ს პირადი შემოწმებისას (2018 წლის 18 აპრილს) აღენიშნებოდა - მარჯვენა თხემ-საფეთქლის საზღვრის მიდამოში, კისრის, ორივე მხრის, ორივე წინამხრის, მარცხენა იდაყვის სახსრის და გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ ხერხემლის ახლოს და ბეჭის ხაზებს შორის, გულმკერდის I და II მალის დონეზე სისხლნაჟღენთი, ქვედა ყბის მარჯვენა ნახევარში, მარცხენა წინამხრის მიდამოებში ნაჭდევი, მარჯვენა მტევნის, მე-5 თითის შუა და ძირითადი ფალანგის საზღვარზე წინა ზედაპირზე აღენიშნება სწორკიდეებიანი ზედაპირული, ზერელე ჭრილობები. დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით, განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. სწორკიდეებიანი ზედაპირული, ზერელე ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შემოწმებისას ე---------------------მა მას განუცხადა, რომ 2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში იმყოფებოდა სახლში, მისამართზე - ს------–----–-------------–-------–-------------ში, სადაც იგი სტუმართან და დედასთან ერთად ვახშმობდა. ვახშმობის დროს იგი გახდა ცუდად და დედას სთხოვა, რომ მიხმარებოდა გარეთ გასვლაში, რაზედაც დედამისი გამწარდა და უთხრა, რომ მას უნდოდა სახლიდან გაპარვა, რასაც არ დაუშვებდა და დაუძახა თავის ძმას, ანუ ე---------------------ის ბიძას, რომელიც ხელებით ძალით აკავებდა ე---------------------ს. დედამისმა ჯერ წყალი შეასხა სახეში, ხოლო შემდეგ ხელი წაუჭირა კისერში და მეორე ხელით სახის არეში დაუწყო ცემა, რა დროსაც მან მიიღო აღნიშნული დაზიანებები.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:

 

2.9. მოწმე გ-- მ------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ნ----------------ის მეუღლე. მას ე---------------------თან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მას და ე---------------------ს შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთთან, რა დროსაც ე---------------------მა გ-- მ------–-–---–ს უთხრა, რომ სახლიდან წასულიყო. ისინი ქირით ცხოვრობენ, რომლის ფულსაც გ-- მ------–-–---–ი იხდის. ე---------------------ს ბევრი ვალი ჰქონდა, რომელსაც გ-- მ------–-–---–ი და ნ----------------ი იხდიდნენ, ასევე ძირითადად ისინი ზრდიდნენ ე---------------------ის შვილს, რადგან ე---------------------ი მას არ აქცევდა საკმარის ყურადღებას და რამდენჯერმე გარეთ სიცივეშიც დატოვა. შემთხვევის დღეს მათთან კახეთიდან სტუმრად ჩამოვიდა მისი მეგობარი ბ------ ი-----ე, რის გამოც სახლში სუფრა გაიშალა და სვამდნენ ლუდს. სუფრაზე ყოფნისას დაახლოებით 2-3 საათზე, გ-- მ------–-–---–ს დაურეკეს და წავიდა საქმეზე, ხოლო ე---------------------მა, ბ------ ი-----ემ და ე---------------------ის მეგობარმა გოგომ გააგრძელეს ლუდის დალევა. როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მეზობელთან შევიდა, რადგან ორმოცი იყო, რა დროსაც დაინახა, რომ ე---------------------ი და ბ------ ი-----ე მაღაზიიდან ბრუნდებოდნენ 2.5 ლიტრიანი ლუდით. ფაქტობრივად 7.5 ლიტრი ლუდი სამმა ადამიანმა დალია, რის შედეგადაც ისინი სავარაუდოდ იქნებოდნენ მთვრალები. როდესაც გ-- მ------–-–---–ი სახლში დაბრუნდა, ინციდენტი უკვე დამთავრებული იყო. ე---------------------ს დედამისის დასჯის ინტერესი აქვს, რადგან ადრეც ყოფილა მისგან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები.

 

2.10. ბრალდებულმა ნ----------------მა წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მართალია 2018 წლის 17 აპრილს მან თავის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ მას ეს არ ჩაუდენია არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით. ნ----------------ი მუშაობს ს----–--------–-, 2018 წლის 17 აპრილს იგი სამსახურში იყო, როდესაც მისმა შვილმა ე---------------------მა დაურეკა და უთხრა, რომ მათთან კახეთიდან სტუმარი იყო ჩამოსული ბ------ ი-----ე, პატარა პურ-მარილი გაშალა და რაღაც აკლდა და უნდა ეყიდა, რაზეც ნ----------------ი დათანხმდა. 17:30 საათზე ნ----------------მა დაამთავრა სამუშაო და მის შვილიშვილთან ერთად მივიდა სახლში. მანამდე მან გაიარა ბაზარში და გარკვეული პროდუქტები იყიდა. როდესაც სახლში მივიდა, იქ დახვდნენ მისი შვილი ე---------------------ი, მეორე შვილი ე------–--ა, მეუღლე გ-- მ------–-–---–ი, ძმა გ-------–ი, სტუმარი ბ------ ი-----ე შვილთან ერთად და ე---------------------ის დაქალი გ---–-------ე. ისინი მაგიდასთან ისხდნენ და ჭამდნენ, მანაც რაღაც კერძი გააკეთა და დაამატა სუფრას. ისინი სვამდნენ ლუდს, თავად ლუდს არ სვამს. სამი ბოთლი იყო უკვე დალეული და ნასვამები იყვნენ. ბ------ ი-----ეს კიდევ მოუნდა ლუდი, იგი გაიქცა მაღაზიაში და ერთი ბოთლი იყიდა. გ-- მ------–-–---–ს უცებ ვიღაცამ დაურეკა და წავიდა. დანარჩენებმა გააგრძელეს პურის ჭამა და ლუდის სმა. დაახლოებით 21:30 საათზე ე---------------------მა მას უთხრა, რომ ვარკეთილში უნდა წასულიყო მეგობარ გ--------------–თან, რომელმაც სახინკლეში დაპატიჟა. ნ----------------მა მას უთხრა, რომ ასეთ ნასვამ მდგომარეობაში გარეთ არ გასულიყო, რადგან უკვე გვიანი იყო, რაზეც ე--------მ უპასუხა, რომ მაინც უნდა წასულიყო. ბ------ ი-----ე ამ დროს გავიდა სიგარეტის მოსაწევად ეზოში, მას გაჰყვა მისი შვილიც. ე---------------------ი მაინც აპირებდა წასვლას, მან ჩაიცვა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, თუმცა ფეხზე ძლივს იდგა. შემდეგ მივიდა სარკესთან და პომადა წაისვა, რის გამოც მთელი პირი პომადით ჰქონდა დასვრილი. ე---------------------მა დედამისს უთხრა, რომ ა-–---------ესთვის ჩაეცმია, რაზეც ნ----------------მა უპასუხა, რომ არ გაუშვებდა და არც შვილიშვილს გააყოლებდა. ნ----------------მა თავის ძმას გ---–-ს დაუძახა, რომ დახმარებოდა შვილის შეჩერებაში. გ---–-მ ასევე უთხრა ე---------------------ს, რომ არ წასულიყო არსად, რადგან ფეხზე ძლივს იდგა. როდესაც ჩხუბი დაიწყო, მცირეწლოვან ა-–---------ეს შეეშინდა, რადგან დედამისი ასეთ მდგომარეობაში არ ჰყავდა ნანახი, რის გამოც გ---–-------ემ იგი გარეთ გაიყვანა და ბ------ ი-----ის ბავშვთან ერთად იყო. გ---–-მ მოახერხა და ერთი ოთახიდან მეორეში გაიყვანა ე---------------------ი. იგი მაინც იძახდა, რომ წასვლა უნდოდა. შემდეგ მან რაღაცნაირად მოახერხა გ---–-ს ხელიდან დასხლეტა და გამოიქცა ბუხრის ოთახში. მან იქიდან აიღო რაღაც ნივთი და გ---–-ს ჩაარტყა თავში, რის გამოც ამ უკანასკნელს სისხლი წამოუვიდა. მან ხელში აიყვანა ე---------------------ი, შეიყვანა მეორე ოთახში და დააგდო დივანზე. ე---------------------ი არ წყნარდებოდა, რის გამოც ნ----------------მა მას ჭიქით წყალი შეასხა სახეში. შემდეგ ე---------------------მა უწმაწური სიტყვებით მიმართა დედამისს, რის გამოც ნ----------------მა მას სახეში სილა გააწნა. ე---------------------ი განაწყენდა დედამისზე, გ---–-ს დაუსხლტა ხელიდან და აივანზე გავარდა, საიდანაც დარეკა სასწრაფოში, იგი ამ დროს კიოდა. ადგილზე მალევე მოვიდნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიციელები. როდესაც ექიმებმა ე---------------------ი დაინახეს, თქვეს, რომ წამალს ვერ მისცემდნენ, რადგან ძალიან ნასვამი იყო, მათ იგი ეზოს ჭიშკრის მიღმა გაიყვანეს. ე---------------------ი ღამის 03:30 სააზე დაბრუნდა სახლში. ამჟამად იგი თავის შვილთან შერიგებულია.

 

2.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ნ----------------ის მიერ ე---------------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.14. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.15. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:

 

2.16. დაზარალებულ ე---------------------ის და მოწმე გ---–-------ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ნ----------------ის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მათ ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის და როგორ ჩაიდინა ძალადობა ნ----------------მა ე---------------------ის მიმართ, ასევე დაადასტურეს, რომ ძალადობის ფაქტს ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც დედის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად ტიროდა და დედას ეძახდა, რის შემდგომაც ბავშვი გაარიდეს შემთხვევის ადგილს. აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის შვილი - დაზარალებული ე---------------------ი სასამართლოში დაკითხვისას კვლავ იმყოფებოდა ემოციებში და ნათლად და თანმიმდევრულად აღწერდა ნ----------------ის ქმედებას, ამასთან იგი სინანულს გამოხატავდა ნ----------------ის მიმართ და განიცდიდა მომხდარ ფაქტს.

 

2.17. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს გამომძიებლის - ე----------------ის ჩვენებას, რომელმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გ----------------ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ე---------------------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ზერელე ჭრილობების, სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე; სწორკიდეებიანი ზედაპირული, ზერელე ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2.18. ამასთანავე, ნ----------------ის ბრალეულობას ადასტურებს ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, ე---------------------ის შეტყობინება ,,112-ში“.

 

2.19. შვილის მიმართ ჩადენილ ფიზიკური ძალადობის ფაქტს - სახეში წყლის შესხმასა და რამდენჯერმე გარტყმას ადასტურებს თავად ბრალდებული ნ----------------იც.

 

2.20. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 17 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, ს------–---–----–---------–-------–-------------ში ნ----------------მა შვილს - ე---------------------ს, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით სახეში შეასხა წყალი, ყელზე მოუჭირა ხელები და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2.21. დაზარალებულებზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულ ე---------------------ის სხეულზე არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თავად ე---------------------ის ჩვენებით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავად დაზარალებულის ჩვენებას, რითაც დადასტურებულია, რომ ე---------------------ი ძალადობის შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე---------------------ისთვის მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი.

 

2.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.23. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით და ამავდროულად განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა უკიდურესი აუცილებლობის პირობებში.

 

2.24. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან დაზარალებულმა ე---------------------მა და მოწმე გ---–-------ემ ერთმნიშვნელოვნად, თანმიმდევრულად და ცალსახად აღნიშნეს, რომ როდესაც ნ----------------მა ფიზიკურად იძალადა ე---------------------ზე, ამ ფაქტს შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილი ა-–---------ე, რომელმაც დაიწყო ტირილი და ,,დედა“-ს ეძახდა, მხოლოდ ამის შემდგომ განარიდეს ბავშვი სიტუაციას.

 

2.25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ე---------------------ი და მოწმე გ---–-------ე სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს - ნ----------------ის წინააღმდეგ. ფიზიკური ძალადობის ფაქტს ასევე ადასტურებს თავად ბრალდებული ნ----------------იც.

 

2.26. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; სისტემურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ხოლო აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

3.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 17 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, ს------–---–----–---------–-------–-------------ში ნ----------------მა შვილს - ე---------------------ს, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით სახეში შეასხა წყალი, ყელზე მოუჭირა ხელები და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

3.6. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი არის 60 წლის და დაზარალებულს მის მიმართ აქვს ლოიალური დამოკიდებულება, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, ნ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, მის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების სპეციფიკას, ასევე იმას, რომ იგი შეურიგდა დაზარალებულს და დაზარალებულ მის მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ნ----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

 

5.6 კანონმდებლის მიერ ზემოაღნიშნული დათქმის თანხმად, ნ----------------ი ვინაიდან განაჩენის გამოტანის დროს უკვე არის 60 წლის (საპენსიო ასაკს მიღწეული პირი), სასამართლო უფლებამოსილია უალტერნატივოდ დანიშნოს მის მიმართ სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი, რადგანაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად ნ----------------ის მიმართ კანონმდებლობის თანახმად უნდა განისაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან ნ----------------ი არ უარყოფს მომხდარ ფაქტს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არ არის დანაშაული და მას დანაშაული არ ჩაუდენია, მისი ამგვარი განმარტება, ვერ მიიჩნევა დანაშაულის აღიარებად და შესაბამისად მის მიმართ ვერ განისაზღვრება პირობითი მსჯავრი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ნ----------------ი საპენსიო ასაკის პირია, მაგრამ კანონის ზემოთაღნიშნული დანაწესის მიზანია არა ამ პირებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, არამედ ასაკის, ჯანმრთელობის ან სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მათთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც სასჯელის მოხდის შეზღუდვა. ანუ კანონის ეს დათქმა ეფუძნება ჰუმანურობის პრინციპს, მოცემულ ვითარებაში კანონის დანაწესის პირდაპირ გაგების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირები შეღავათის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის უალტერნატივო სუბიექტებად იქცევიან, რაც კანონის მიზანს არ წარმოადგენს (ამგვარი მსჯელობა მოცემულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენში, საქმეზე #---------). ამდენად, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობა თავისთავად ვერ გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების შეუძლებლობას, რადგან ყოველი ადამიანის ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები, მიუხედავად ასაკისა თუ სხვა გარემოებისა არის ინდივიდუალური. 60 წლის პირისთვის აღნიშნული სასჯელის მოხდა რაიმე სირთულეს არ უკავშირდება. კანონმდებლის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისთვის განსაზღვრული კანონისმიერი შეზღუდვების დაწესების მიზანს სახელწმიფოსთვის უფრო ღირებული, ოჯახის ერთიანობის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა წარმოადგენს, მაგრამ როდესაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შემთხვევაში არ ირღვევა კონკრეტული პირის უფლებები და მას მიუხედავად სტატუსისა მაინც შეუძლია სრულყოფილად მოიხადოს სასჯელის ეს სახე, ამ შემთხვევაში, მათთვის მსუბუქი სასჯელის მოხდის უფლების წართმევა არ იქნება სამართლიანი და ის ვერ გამართლდება ვერცერთი სხვა ინტერესით, თუნდაც ეს ინტერესი სამართლებრივი სტაბილურობის იყოს. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ----------------ი საპენსიო ასაკის პირი (60 წლის) გახდა განაჩენის გამოტანამდე ორი თვით ადრე - 2018 წლის 5 ოქტომბერს, იგი არის შრომისუნარიანი (მუშაობს ს----–--------–-) და აქტიურ მონაწილეობას იღებს მცირეწლოვანი შვილიშვილის გაზრდაში, რის გამოც მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით.

 

5.7. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.8. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.9. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ნ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს (ფიზიკურად იძალადა შვილზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი).

ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ნ----------------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ოდენობით.

 

ნ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით (#---------) ნ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 1.000 (ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - ნ----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ს------–----–-----------------------, საკადასტრო კოდით N-------------

 

მსჯავრდებულ ნ----------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ნ----------------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე