განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
330100118002541372
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ნინო ჩინჩალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–---ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------–---–-----ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლსეი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ-----–---------------.

 

ადვოკატი - ი-------–---

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის I ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ზ------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაზ დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 177-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ზ------–---–-----ი მამას - შ--–---–---–-----ს წლების განმავლობაში სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა ხელების სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმით, რა დროსაც შ--–---–---–-----ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტანჯვას.

2017 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, სოფელ ბ--–-------ში ზ------–---–-----მა ხელი მოუჭირა შ--–---–---–-----ს ყელის არეში და ცდილობდა მის დახრჩობას, ასევე ჰკრა ხელი და დააგდო ძირს, რის შედეგადაც შ--–---–---–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ასევე, 2018 წლის 9 ივნისს ქ. თბილისი, ბ-----–---------------ში, დილის საათებში ზ------–---–-----მა მარჯვენა ლოყაში ჩაარტყა ქვა შ--–---–---–-----ს, ასევე ესროლა ხის ნაჭრები, რომელთა მოხვედრის შედეგად შ--–---–---–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

განხორციელებული ქმედებების შედეგად შ--–---–---–-----ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ------–---–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ზ------–---–-----მა ჩაიდინა მუქარა, ესე იგი ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ზ------–---–-----ი მამას - შ--–---–---–-----ს, წლების განმავლობაში ერთიანი განზრახვით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც შ--–---–---–-----ი რეალურად აღიქვამდა მუქარის განხორციელებას.

2017 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში სოფელ ბ--–-------ში ზ------–---–-----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ--–---–---–-----ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ასევე, 2018 წლის 9 ივნისს ქ. თბილისი, ბ-----–---------------ში, დილის საათებში ზ------–---–-----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ--–---–---–-----ს. უთხრა, რომ მისი ტოლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ და ისიც უნდა მომკვდარიყო, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

განხორციელებული ქმედებების შედეგად შ--–---–---–-----ს მიადგა მორალური ზიანი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ------–---–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის I ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ ზ------–---–-----ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის I2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის I ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მოწმე ნ----------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ზ------–---–-----ის მეუღლე, ხოლო დაზარალებული შ--–---–---–-----ი არის მისი მამამთილი. იგი ცხოვრობს ქ. თბილისი, ბ-----–----------------ში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს კერძო სახლს, რომელსაც წინ პატარა ეზო აქვს. შ--–---–---–-----ი გვერდით შენობაში ცხოვრობს და ეზო აქვთ საერთო. ზოგადად, შ--–---–---–-----ი სოფელში ცხოვრობდა და ბოლო პერიოდში ჩამოვიდა თბილისში საცხოვრებლად. ხსენებულ ეზოში მათ გარდა სხვა არავინ ცხოვრობს. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობები ძველი ხელშეკრულებების მიხედვით ეკუთვნის შ--–---–---–-----ს. შ--–---–---–-----სა და ზ------–---–-----ს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ზ------–---–-----ი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათის პიროვნებაა, ხოლო შ--–---–---–-----ი არის კონფლიქტური და რთული ხასიათის პიროვნება, რომლისგანაც ყოველთვის მოდის კამათის მიზეზი. ნ---------- და ზ------–---–-----ი ყოველთვის არიდებდნენ თავს შ--–---–---–-----ს, რის გამოც ხშირად მიდიოდნენ ნ---------ის მშობლებთან ა-----ში. ის და მისი მეუღლე არიან სოციალურად დაუცველი პირები, რის გამოც უჭირთ ქირით სხვა ბინაში გადასვლა. შ--–---–---–-----ი ადრეც უვარდებოდა მათ სახლში და ზ------–---–-----ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ნ---------- სახლიდან გადიოდა და მიდიოდა მათ მეზობლად მცხოვრებ მის მასწავლებელთან. შ--–---–---–-----ს ელემენტარულ რამეზე შეეძლო კონფლიქტისა და ჩხუბის დაწყება. კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ბინის საკითხიც. შ--–---–---–-----ი იმის თქმასაც კადრულობდა, რომ თითქოს ზ------–---–-----ი მისი შვილი არ იყო, რის გამოც ქონების წილი არ ეკუთვნოდა. შ--–---–---–-----ი 82 წლისაა და მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც იგი თბილისში ჩამოვიდა სოფლიდან. შ--–---–---–-----ი ზ------–---–-----ს უკრძალავდა სოფელში ჩასვლას. მას თანასოფლელებთანაც ჰქონდა უთანხმოებები, რომლებსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ისინი ზ------–---–-----ს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მამამისისთვის მიეხედა. ზ------–---–-----ი ასევე დაიბარეს რაიონის პოლიციაში და უთხრეს, რომ მიეხედა მამამისისთვის, რადგან თანასოფლელებისგან ბევრი საჩივარი იყო შესული მის წინააღმდეგ. ზ------–---–-----მა მამამისს მოუწოდა, რომ აღარ მიეყენებინა სოფლელებისთვის შეურაცხყოფა და თავს გაფრთხილებოდა, რადგან ის სოფელში იყო, თვითონ კი ქალაქში. შ--–---–---–-----ი ამის გამო გაბრაზდა და იფიქრა, რომ მისი შვილიც მის წინააღმდეგ იყო. ზ------–---–-----ი დაბრუნდა თბილისში. 3-4 თვის შემდეგ შ--–---–---–-----ი ჩამოვიდა თბილისში და ზ------–---–-----ის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა. ღამის 12:00 საათზე ზ------–---–-----ს პოლიციის თანამშრომლებმა მიაკითხეს სახლში, რომლებმაც უთხრეს, რომ მამამისმა მის წინააღმდეგ ა----–ის პოლიციას მიმართა განცხადებით, რომ ზ------–---–-----ი მას სახლში არ უშვებდა. ზ------–---–-----მა მამამისს გაკვირვებულმა ჰკითხა, ,,დღეს საერთოდ გნახეო?!“ შ--–---–---–-----ი კი ხმას არ იღებდა. სამი თვის შემდეგ ზ------–---–-----ს სოფლის პოლიციიდან დაურეკეს და დაიბარეს. იგი მივიდა სოფლის პოლიციაში, სადაც უთხრეს, რომ შ--–---–---–-----მა მის წინააღმდეგ განაცხადა, რომ იგი სოფელში ადიოდა და მას სცემდა. ზ------–---–-----ი სიტყვიერად გააფრთხილეს, რის შემდეგაც იგი 1 წლის განმავლობაში აღარ ასულა მამამისთან.

2018 წლის 9 ივნისს ნ---------- სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც, შ--–---–---–-----ი მათთან გინებით შევიდა და იკითხა, რომელმა თქვენგანმა გააფუჭა ჩემი შესასვლელი კარის საკეტიო. ზ------–---–-----მა მას მშვიდად უპასუხა, ,,მამა რას გადამეკიდეო?!“ გაჰყვა საკეტის სანახავად და გაუღო კარი. შემდეგ ზ------–---–-----მა სახლში ბავშვები აიყვანა და მეუღლეს უთხრა, რომ აღარ შეეძლო ასე ცხოვრება და სურდა გარიდებოდა მამამისს. ამ დროს შ--–---–---–-----მა ზ------–---–-----ს ისევ დაუწყო გინება, მან აიღო შეშის ნაჭრები და ზ------–---–-----ს დაუწყო სროლა. ამ უკანასკნელმა აიცილა შეშის ნაჭრები და მამამისს ეკითხებოდა, - ,,რას გადამეკიდეო?!“ შემდეგ შ--–---–---–-----მა ცული და ჩაქუჩი აიღო და სახლის გადაწვით იმუქრებოდა, რის გამოც ბავშვები ძალიან შეშინდნენ. ნ----------მ პოლიციაში დარეკა. ადგილზე პოლიციასთან ერთად სასწრაფო დახმარებაც მივიდა, რომელმაც ნ----------ს დამშვიდების მიზნით ნემსი გაუკეთა. სასწრაფოს შ--–---–---–-----ისთვის არ აღმოუჩენია დამხარება, რადგან იგი ამას არ საჭიროებდა და არც მიუმართავს. ამ კონფლიქტის დროს ზ------–---–-----ს მამამისისთვის არც შეუგინია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. აღმოჩნდა, რომ ამ დღეს პოლიციისთვის შ--–---–---–-----საც დაურეკავს თავისი შვილის წინააღმდეგ. ნ----------ს არანაირი დაზიანება არ შეუმჩნევია შ--–---–---–-----ისთვის. მან პოლიციაში მისვლისას შეამჩნია მის ლოყაზე პატარა ნაკაწრი, თუმცა რის შედეგად გაუჩნდა მას ეს ზიანი, ნ---------ისთვის უცნობია.

დაახლოებით ორი კვირის წინ, 2018 წლის 19 მაისს მსგავსი სიტუაცია განმეორდა, როდესაც შ--–---–---–-----მა ეზოში, გზაზე კიტრის ნაფრცქვენები და ნაგავი გადმოყარა, ხოლო ნ----------მ მოგავა და ჩაყარა ნაგავში. შ--–---–---–-----მა გინება და ცუდი სიტყვების თქმა დაიწყო, რაც დიდ ხანს გააგრძელა, შემდეგ ეზოში ონკანს ჰკრა ფეხი და დაამტვრია, შემდეგ მოტრიალდა და მათი სახლის წინ დაყარა ნაგავი. ნ----------მ პოლიცია გამოიძახა, ადგილზე მოსულ პოლიციელს დახვდა შ--–---–---–-----ი, რომელიც კვლავ აგრძელებდა გინებას და შეურაცხყოფას. მან ასევე პოლიციას უთხრა, რომ ზ------–---–-----ი მისი შვილი არ იყო და იგი საჭმელში უყრიდა კენჭებს, ასევე ელექტროენერგია გადაუჭრა. პოლიციელმა გ------ემ, ვითარებაში გარკვევის შემდეგ დაადასტურა, რომ შ--–---–---–-----ი ტყუილად ადანაშაულებდა თავის შვილს. ზ------–---–-----ი მამამისს უვლიდა, ოთახს ულაგებდა, წამალს ასმევდა და ყველაფერს უკეთებდა.

 

3.2. გამომძიებელმა გ-----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს გ-–-----------–--------------------–-----------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქალაქ თბილისში, ბ-----–-----------------ში მცხოვრებ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება გ-–-----------–--------------------–-----------------------–--აში. იგი აღნიშნულ მისამართზე გავიდა თანამშრომლებთან ერთად. მისამართზე მისვლისას დახვდათ ასაკიანი პიროვნება შ--–---–---–-----ი და ზ------–---–-----ი. შ--–---–---–-----ის განმარტებით, მას კონფლიქტი ჰქონდა ნაშვილებ ზ------–---–-----თან, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, მისამართზე მისვლისას ეზოში დახვდათ ხის ნაჭრები, რომლებზეც შ--–---–---–-----მა მიუთითა, რომ აღნიშნული ხის ნაჭრებით მიაყენა მას შეურაცხყოფა ზ------–---–-----მა. შ--–---–---–-----ს მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა სისხლნაჟღენთი, რაზეც განმარტა, რომ ნაშვილებთან კონფლიქტისას მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ ზ------–---–-----ი შ--–---–---–-----ის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა და კვლავ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ შორის გაგრძელებულიყო კონფლიქტი, ასევე არსებობდა საფრთხე, რომ ზ------–---–-----ი მიიმალებოდა, მისმა თანამშრომლებმა სთხოვეს შ--–---–---–-----ს გამოკითხვის მიზნით გაყოლოდათ პოლიციაში, ხოლო ზ------–---–-----ი დაკავებული იქნა. დაკავების შემდეგ ზ------–---–-----ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან ამოღებული არ ყოფილა. ზ------–---–-----ს პოლიციის მიმართ რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რის შემდეგაც ზ------–---–-----ი გადაყვანილ იქნა გ-–-----------–--------------------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზ------–---–-----ს გადაეცა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი.

 

3.3. გამომძიებელმა თ--------------მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

 

3.4 შეტყობინების N1------ ოქმით დგინდება, რომ შეტყობინების ინიციატორია ნ------თბილისი ბ-----–-------------) რომელიც ითხოვს დახმარებას, ვინაიდან მამამთილი იგინება და ისვრის ყველაფერს, სავარაუდოდ ფსიქიური აშლილობაა და სჭირდებათ სასწრაფოც.

 

3.5 შეტყობინების N1------ ოქმით დგინდება, რომ შეტყობინების ინიციატორია ამ შემთხვევაში შ--–---–---–-----ი (თბილისი ბ-----–-------------) რომელიც აცხადებს, რომ მისმა შვილმა ზ------–---–-----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ესროლა შეშის ნაჭერი.

 

3.6. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 9 ივნისს, 18:10 საათზე, ქ. თბილისი, ბ-----–---------------ში დაკავებული იქნა ზ------–---–-----ი (ს.ფ. 9-15).

 

3.7. 2018 წლის 9 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ბ-----–---------------ში მდებარე შ--–---–---–-----ის საცხოვრებელი სახლის ეზო, სადაც ბეტონის ზედაპირზე არსებულ ხის მორებზე შ--–---–---–-----მა გამოძიებას მიუთითა და აღნიშნა, რომ ხსენებული ხის მორები ესროლა ზ------–---–-----მა მას (ს.ფ. 37-42).

 

3.8. 2018 წლის 25 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ივნისს, შ--–---–---–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება ლოყის მიდამოში მარჯვნივ ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

3.9. 2018 წლის 21 აგვისტოს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ შ--–---–---–-----ის მიმართ, ზ------–---–-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედება ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

 

3.10. ბრალდებულმა ზ------–---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, (შაბათ დღეს) დილით, მას და მის მეუღლეს - ნ----------ს სახლში შემოესმათ ხმაურის ხმა ეზოდან. ისინი კერძო ეზოში ცხოვრობენ. ეზოში მამამისი - შ--–---–---–-----ი იგინებოდა. იგი არის 82 წლის და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მათ ვერ გაიგეს, მათი მისამართით იგინებოდა თუ ზოგადად იგინებოდა. შემდეგ შ--–---–---–-----ი შევიდა მათ საცხოვრებელ სახლში და ზ------–---–-----ს უთხრა, - ,,ჩემი ოთახის კარი გაფუჭებულია და რატომ გააფუჭეო?“, რის შემდეგაც დაიწყო ლანძღვა-გინება. ზ------–---–-----მა მამამისს სთხოვა, რომ შეეკავებინა თავი, რადგან გინებით არც საკეტი გაკეთდებოდა და არც საქმეს ეშველებოდა. შემდეგ მამამისს თხოვა, რომ ენახათ თუ რა იყო გაფუჭებული. აღმოჩნდა, რომ გასაღები თვითონ საკეტში იყო შედებული და არ ტრიალდებოდა. მან ურჩია მამამისს, რომ მიეწია კარები მისკენ და იქნებ გაღებულიყო, რაზედაც შ--–---–---–-----მა უპასუხა, რომ არ სჭირდებოდა მისი დახმარება. შემდეგ თვითონ გააღო კარები და შევიდა. ზ------–---–-----მა მამამისს უთხრა, ,,ხომ ხედავ მე არ გამიფუჭებიაო, მოწიე შენსკენ კარები მთელი ძალით და გაიღოო, მე რომ გამეფუჭებინა, როგორ გაიღებოდაო?!“. ამის შემდეგ შ--–---–---–-----ი გახდა კიდევ უფრო აგრესიული და ზ------–---–-----ს უთხრა, რომ ეს მისი აშენებული სახლი იყო, წასულიყვნენ იქედან და ადგილი სხვაგან მოეძებნათ, რადგან ზ------–---–-----ის და მისი ოჯახის დანახვაც არ უნდოდა, შემდეგ მას ხელი ჰკრა და უთხრა, ,,როდის წაეთრევით აქედან?! შენ და შენი შვილები სულ რაღაცას აფუჭებთო“. ზ------–---–-----მა თავის მეუღლეს უთხრა, რომ მამამისი იყო ძალიან აგრესიული და სჯობდა მას გარიდებოდნენ, თუმცა შ--–---–---–-----მა აიღო შეშის ნაჭრები და სროლა დაუწყო ზ------–---–-----ს. ამ უკანასკნელმა აიცილა ნასროლი შეშა და ეზოდან გამოვიდა, ხოლო ნ----------მ პატრული გამოიძახა. ამ ფაქტის შემდეგ ზ------–---–-----ი ოჯახთან ერთად სასტუმროში აპირებდა გადასვლას, თუმცა ქუჩაში მათ ნ---------ის გამოძახებული პოლიცია შეხვდათ, რომელიც მათ გაყვა სახლამდე, რათა გარკვეულიყვნენ სიტუაციაში. ზ------–---–-----ი, ნ---------- და ბავშვები პატრულის თანდასწრებით შევიდნენ სახლში. გარდა პატრულისა, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან ნ----------ს წნევა აწუხებს, იგი სახლში შეიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ზ------–---–-----ს პატრულის თანამშრომლები გაესაუბრნენ, ხოლო შემდეგ მამამისთან მივიდნენ და ჰკითხეს თუ რაში იყო საქმე. შ--–---–---–-----ი არც პატრულის ოფიცერს მოერიდა და მის თვალწინ დაუწყო ზ------–---–-----ს გინება და ლანძღვა. პატრული მას სიმშვიდისკენ და თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. შემდეგ პატრულმა იგი, შ--–---–---–-----ი და ნ---------- პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა ჩვენების მისაცემად. თავდაპირველად ჩვენება შ--–---–---–-----მა მისცა, რომელიც ჩვენების მიცემისას კვლავ შეურაცხმყოფელად იქეოდა, ტრიალდებოდა მისკენ და ლანძღავდა. ამის შემდეგ, მის გასაკვირად, სამართალდამცავებმა იგი პოლიციის შენობაში დააკავეს, შ--–---–---–-----ის ჩვენების საფუძველზე. მას მამამისისთვის არ მიუყენებია არანაირი დაზიანება, შ--–---–---–-----მა იცრუა და გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება მის წინააღმდეგ. ასევე იგი 2017 წლის ივლისის თვეში საერთოდ არ ყოფილა სოფელში, რადგან მამამისს არ სურდა მისი ნახვა და ისიც არ ჩადიოდა მასთან. შ--–---–---–-----ს სოფელშიც ჰქონდა უთანხმოებები მეზობლებთან, ნათესავებთან და სხვა თანასოფლელებთან, რის გამოც ისინი ზ------–---–-----ს ურეკავდნენ და ადგილობრივ პოლიციაში უჩიოდნენ მას. პოლიციამ ზ------–---–-----ს სთხოვა, რომ დაეწყნარებინა მამამისი, რადგან რთული ხასიათი ჰქონდა. შ--–---–---–-----ს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ბოლო პერიოდში იგი უვლიდა მამამისს, რადგან ექიმების რეკომენდაციით მას ფაქიზი მოვლა სჭირდებოდა. 9 ივნისამდე მამამისზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია, ხოლო 9 ივნისს დაზიანება შესაძლოა მან მიიღო საკეტის გახსნის მომენტში, როცა იგი თავისი ძალებით ცდილობდა გაეხსნა საკეტი და ხელში ხელსაწყო ეჭირა.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3.12. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ზ------–---–-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ზ------–---–-----ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ზ------–---–-----ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, კერძოდ: - მოწმე ნ----------მ აღნიშნა, რომ მის მამამთილს - შ--–---–---–-----ს ზოგადად რთული ხასიათი აქვს, რაც გამოიხატება გარშემო მყოფთა მიმართ მის კონფლიქტურობაში, თუმცა ზ------–---–-----ს მისთვის არასდროს მიუყენებია სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართალია აღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ შ--–---–---–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება ლოყის მიდამოში მარჯვნივ ნაჭდევის სახით, თუმცა დასკვნაში არ არის მითითებული რის შედეგად მიიღო მან ეს დაზიანება. თავად შ--–---–---–-----მა საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო მხოლოდ გამომძიებელ გ-----------------–---–ის ირიბი ხასიათის ჩვენება, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილზე შ--–---–---–-----მა მას განუცხადა, რომ ზ------–---–-----მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, - საკმარისი არ არის ზ------–---–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გარდა ხსენებული მტკიცებულებებისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვან მოწმე ქ----------–---–-----ის ჩვენებაზე რომელიც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას წარმოადგენს (რაც მხარეთა მიერ არასადაოდ იქნა მიჩნეული), მოწმე არის ბრალდებულ ზ------–---–-----ის შვილი და დაზარალებულ შ--–---–---–-----ის შვილიშვილი, მისი ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 9 ივნისს შ--–---–---–-----ი გინებითა და ლანძღვით შევიდა მათ სახლში და ზ------–---–-----ს ჰკითხა თუ ვინ გაუფუჭა შესასვლელი კარის საკეტი. მამა გაჰყვა კარის სანახავად, რის შემდეგაც მან კარი გააღო. მიუხედავად ამისა, ბაბუამ - შ--–---–---–-----მა გააგრძელა მამამისის გინება, ეს უკანასკნელი კი გაერიდა მას და ეზოდან გავიდა, ხოლო შ--–---–---–-----მა ხის ნაჭრების სროლა დაიწყო ეზოში და გააგრძელა გინება, მას და მის დას ე-–----–---–-----ს შეეშინდათ და კარები გადაკეტეს, რომ ბაბუა მათთან არ შესულიყო, ხოლო - დედამ - ნ----------მ 112-ში დარეკა და პოლიცია გამოიძახა, ამავე დროს შ--–---–---–-----მაც გამოიძახა პოლიცია. შ--–---–---–-----ს ადრეც უჩხუბია მამამისისთვის - ზ------–---–-----ისთვის (ს.ფ. 109-111). ანალოგიურს ადასტურებს ასევე არასრულწლოვანი მოწმე ე-–----–---–-----იც (ს.ფ. 119-121)

 

3.14. რაც შეეხება მუქარის ეპიზოდს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------–---–-----ის მიერ შ--–---–---–-----ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი არ დადასტურებულა სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულებით, ხოლო სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ,,შ--–---–---–-----ის მიმართ, ზ------–---–-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედება ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“.

 

3.15. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზ------–---–-----ის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.16. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ------–---–-----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ზ------–---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის I ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ უთითებს ზ------–---–-----ის მიერ მისივე მამის შ--–---–---–-----ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის, ასევე მუქარის განხორციელების ფაქტებზე.

 

4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ზ------–---–-----მა ჩაიდინა ძალადობა და მუქარა მამამისის - შ--–---–---–-----ის მიმართ.

 

4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ზ------–---–-----ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ზ------–---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის I2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ზ------–---–-----ი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ზ------–---–-----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

1) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო მასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე (რომელიც ერთვის საქმეს) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

2) შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხის ნაჭრები (რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში) - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე