განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ნინო ჩინჩალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ--–---------–--–---–ი, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------------------.
ადვოკატი - მ---------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისი, დ----–--------------------------ში მდებარე სტადიონთან, ურთიერთშელაპარაკების დროს, დ--–---------–--–---–მა ხის საგნით, თ---–--------------ას თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ--–---------–--–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.2. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ლ--–----------ას, გ---------------–--ის, რ---------------–---–ის, ს---------------ის, ვ-------------–---–ის, გ--------–---–---ის, გ---------------–---–ის და ნ-----–------–-----ას ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
GAGAGGA
2.3. დაზარალებულმა თ---–--------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს მას ვ---------–ში ჰქონდა მაღაზია და იგი ამ დრომდე დ--–---------–--–---–ს არ იცნობდა. მის მაღაზიაში პროდუქცია მიჰქონდა დისტრიბუტორ ვ-------------–---–ს. შეთანხმების მიხედვით, თ---–--------------ას პროდუქციის ღირებულება ვ-------------–---–ისთვის უნდა გადაეხადა პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, გარკვეულ ვადებში. ამ პერიოდში ვ-------------–---–მა თ---–--------------ას მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიწერა შეურაცხმყოფელი ტექსტი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ამის შემდეგ, თ---–--------------ამ ვ---------–ში მდებარე მაღაზია პრობლემების გამო გადაიტანა ს-----------------ში. აღნიშნულ ქუჩაზე მაღაზია გაიხსნა 2018 წლის 31 მაისს. 2018 წლის 1 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ვ-------------–---–ი მივიდა ახალგახსნილ მაღაზიაში თ---–--------------ასთან, რომელსაც ვალი მოსთხოვა და კვლავ გამოხატა მის მიმართ აგრესია, რის შემდეგაც დატოვა მაღაზია. მას ქუჩაში გამოყვა თ---–--------------ა, სადაც დაინახა, რომ მაღაზიის მოშორებით, გზის მეორე მხარეს, ვერცხლისფერ მანქანასთან იდგა ორი უცნობი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო დ--–---------–--–---–ი. მის დანახვაზე დ--–---------–--–---–მა ავტომანქანის საბარგული გახსნა, საიდანაც ამოიღო დაახლოებით 30-40 სმ-იანი, სკამის ფეხის მსგავსი ხის საგანი და გაემართა თ---–--------------ასკენ. ამ უკანასკნელმა გაქცევა სცადა, თუმცა დ--–---------–--–---–ი მას დაეწია და ხსენებული ხის საგანი თ---–--------------ას თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც თ---–--------------ამ გონება დაკარგა და მიიღო ტვინის შერყევა. როდესაც გონებაზე მოვიდა, ხსენებული ბიჭები აღარ დახვდნენ. ამ კონფლიქტს შეესწრნენ მისი მეუღლე - ჯ--–-----------ია, შვილი და ბიძაშვილი რ----------ა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება მისმა შვილმა გამოიძახა. ხის ჯოხი, რომელიც მას თავში ჩაარტყა დ--–--------–--–---–მა, იქვე იგდო და იგი მაღაზიაში შეიტანა თ---–--------------ამ. ტრამვის გამო თ---–--------------ამ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვეღარ შეძლო მუშაობა, იყო წოლით რეჟიმში და ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე აქვს. აღნიშნული ძალადობა წინასწარ იყო განზრახული, დ--–---------–--–---–ი ვ-------------–---–ს ახლდა, რომელიც იმავე დღის დილით მაღაზიაში იყო შესული, იკითხა ეს ,,კ-------ას მაღაზიააო?“ და გავიდა, შემდეგ კი ხელჯოხით დაბრუნდა ადგილზე.
2.4. მოწმე ჯ--–-----------იამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ თ---–--------------ას მეუღლე. ივნისის თვეში, შემთხვევის დღეს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით საღამოს 6:00 საათზე, იგი შვილთან ერთად მივიდა თავისი მეუღლის მაღაზიაში, რომელიც მდებარეობდა წ-----ში. მაღაზიაში ასევე იყვნენ თ---–--------------ა და მისი ბიძაშვილი რ----------ა. ამ დროს მაღაზიაში შევიდა დისტრიბუტორი, რომელსაც თ---–--------------ასთან ჰქონდა ხმამაღალი საუბარი და კამათი მიწერილ მოკლეტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც იგი გარეთ გავიდა და მას გაჰყვა თ---–--------------აც. დაახლოებით ერთ წუთში ჯ--–-----------იაც გავიდა მაღაზიიდან გარეთ და დაინახა, რომ ვერცხლისფერ მანქანასთან იდგა ორი ბიჭი, რომლებიც ხსენებულ დისტრიბუტორს ახლდნენ და გარეთ ელოდებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ხსენებული ავტომანქანის საბარგული გახსნა, საიდანაც ამოიღო სკამის ფეხის მაგვარი ხის საგანი და გამოემართა თ---–--------------ასკენ. თ---–--------------ამ გამოქცევა სცადა მაღაზიისკენ, თუმცა ხსენებული ბიჭი დაეწია მას და ხის ჯოხი თავში ჩაარტყა. დარტყმის შედეგად თ---–--------------ას თავი გაუტყდა, წაიქცა და გონება დაკარგა, ხოლო დისტრიბუტორმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ავტომანქანით დატოვეს ადგილი. ამ ფაქტს შეესწრნენ მისი შვილი და რ----------ა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება მისმა შვილმა გამოიძახა. ის მამაკაცი, რომელმაც თ---–--------------ას თავში ხის ჯოხი ჩაარტყა, იყო დ--–--------–--–---–ი.
2.5. მოწმე რ----------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული თ---–--------------ა მისი მამიდაშვილია. 2018 წლის ზაფხულში, შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა თ---–--------------ას მაღაზიაში, რომელიც მდებარეობდა წ-----ში. მაღაზიაში ასევე იმყოფებოდნენ თ---–--------------ას მეუღლე - ჯ--–-----------ია და მათი შვილი. ამ დროს მაღაზიაში შემოვიდა დისტრიბუტორი, რომელსაც თანხასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა თ---–--------------ასთან. 5-10 წუთის შემდეგ დისტრიბუტორმა დატოვა მაღაზია და მას გაჰყვა თ---–--------------აც. ცოტა ხანში რ----------ას ქუჩიდან ჩხუბის ხმა მოესმა, როდესაც გავიდა მაღაზიიდან, დაინახა, რომ თ---–--------------ა მიწაზე იყო დაცემული და თავი სისხლიანი ჰქონდა. მან სწრაფად მიირბინა მამიდაშვილისკენ. რ----------ას უშუალოდ ზიანის მიყენების მომენტი არ დაუნახავს, თუმცა მან მოგვიანებით თ---–--------------ასგან გაიგო, რომ მას თავში ჩაარტყეს. მაღაზიის გარეთ სხვა ბიჭებიც იდგნენ. როგორც ახსოვს, დისტრიბუტორს ორი ბიჭი ახლდა, რომლებიც მას გარეთ, ვერცხლისფერ მანქანასთან ელოდებოდნენ. შემთხვევის შემდეგ ხსენებულმა მამაკაცებმა ამ ავტომანქანით დატოვეს ტერიტორია.
2.6. მოწმე ლ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის ივნისში, ან ივლისში, შემთხვევის დღეს, იმყოფებოდა წ-----ში და ს------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვს ასეირნებდა, რა დროსაც დაახლოებით 30-40 მეტრში დაინახა, რომ ხსენებულ ქუჩაზე ,,ატყდა ჩოჩქოლი“ და ვერცხლისფერ ავტომანქანასთან მამაკაცმა ქალბატონს თავში ჩაარტყა მუქი ფერის ხის ჯოხი. ქალბატონი დარტყმის შედეგად ძირს დაეცა და მასთან მივიდა ხალხი, ხოლო მამაკაცი ვერცხლისფერი ავტომანქანით, თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილიდან. ქალბატონს ხელში არაფერი სჭერია. აღნიშნულმა მამაკაცმა დარტყმამდე ხსენებული ხის ჯოხი ვერცხლისფერი ავტომანქანიდან ამოიღო. ამის შემდეგ ლ-----------–---–ი ბავშვთან ერთად სახლში წავიდა და იქ რა მოხდა, არ იცის.
2.7. მოწმე ზ-----------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაბა წ-----ში, ს------------ა N6-ში მდებარე 50 კვ.მ. ფართის მფლობელი, რომელიც 2018 წლის 17 მაისიდან მიაქირავა თ---–--------------ას. ამ უკანასკნელმა ხსენებულ ფართში 2018 წლის 31 მაისიდან გახსნა მაღაზია. 2018 წლის 1 ივნისს ზ-----------–--–---–ს დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, სასწრაფოდ მისულიყო ხსენებულ მისამართზე. ზ-----------–--–---–ი ავიდა წ-----ში, სადაც საკუთარ ფართთან დახვდნენ გამომძიებლები და ექსპერტები, რომლებიც მის მისვლას ელოდებოდნენ. ზ-----------–--–---–ის მისვლის შემდეგ გაიღო მაღაზიის კარი და დათვალიერდა, რის შემდეგაც ის დაილუქა და მას შემდეგ აღარ უმუშავია. ზ-----------–--–---–მა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმზე მისი ხელმოწერა და ოქმის შინაარსის სისწორე.
2.8. გამომძიებლებმა დ--------------ემ და ს-----------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2.9. 2018 წლის 1 ივნისის შეტყობინების N1------ ოქმით დასტურდება, რომ დ----–--------------------------ში, მოქალაქე თ---–---სა გ------ის ასული კ-------ამ, დაბადებული 1977 წელს, განაცხადა, რომ ჰქონდა დისტრიბუტორის ვალი, რომელმაც მიაკითხა ზემოაღნიშნულ მისამართზე და მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რა დროსაც მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება (ს.ფ. 2).
2.10. 2018 წლის 1 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, დაბა წ-----ი, ს-----------------ში მდებარე შპს ,,-–-–----------“ შერეული მაღაზია, მაღაზიის მესაკუთრის ზ-----------–--–---–ის, მოწმე რ----------ას, უფროსი ექსპერტის ბ------------------სა და ექსპერტ ნ---------------ის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ მაღაზიაში არსებული ელექტრო სასწორის ზედაპირიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის მრგვალი ტამპონები, მოწითალო ფერის ლაქებით; ასევე მაღაზიაში არსებული დახლის უკანა მხრიდან მეტლახის ფილის ზედაპირიდან თეთრი ფერის, სხვადასხვა ტამპონები მოწითალო ფერის ლაქებით. ასევე აღნიშნული დახლის უკანა მხრიდან არსებულ ქვედა თაროზე მოთავსებულ მუყაოს ყუთის ზედაპირიდან ამოღებული იქნა კრემისფერი ტილო მოწითალო ფერის ლაქებით. ასევე დახლის უკანა მხრიდან მეტლახის ფილის ზედაპირიდან თეთრი ფერის, სხვადასხვა ტამპონები მოწითალო ფერის ლაქებით. ასევე აღნიშნული დახლის უკანა მხრიდან არსებულ ქვედა თაროზე მოთავსებულ მუყაოს ყუთის ზედაპირიდან ამოღებული იქნა კრემისფერი ტილო მოწითალო ფერის ლაქებით; ასევე დახლის უკანა მხრიდან მეტლახის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხის საგანი, მოშავო ფერის დაახლოებით 50 სმ სიგრძის, რომელსაც აქვს სკამის ფეხის ვიზუალი და შეღებილი არის შავი ფერის საღებავით. როგორც მოწმე რ----------ამ განმარტა, მის მამიდაშვილ თ---–--------------ასა და მაღაზიაში მისულ დისტრიბუტორს შორის მოხდა შელაპარაკება, ხოლო ინციდენტი გაგრძელდა მაღაზიიდან მოშორებით, დაახლოებით ოთხმოცი მეტრის მანძილზე ა---–-----ის ქუჩაზე, სადაც ნახა თ---–--------------ა, რომელსაც თავის არეში მიყენებული ჰქონდა დაზიანება. კონკრეტული ადგილია ა---–-----ის ქუჩიდან თბილისის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის მარცხენა ქვაღორღიან ადგილზე არსებული ფეხბურთის სტადიონის პირდაპირ. დათვალიერებისას გამოძიებისათვის საინტერესო კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა (ს.ფ. 3-19).
2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა უფროსი ექსპერტი ბ--------------ა, რომელმაც დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და ავთენტურობა და დაეთანხმა მას.
2.12. 2018 წლის 27 ივნისის ბიოლოგიური ექსპერტიზის #2----- დასკვნით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ბამბის ტამპონებზე და ტენიან ხელსახოცებზე აღმოჩნდა თ---–--------------ას სისხლი (ს.ფ. 149-156).
2.13. 2018 წლის 8 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ,,როგორც ირკვევა ქ. თბილისის შპს ,,ს--------–---–------------------------------–----ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #---- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თ---–--------------ას 2018 წლის 1 ივნისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა (ს.ფ. 75-76).
2.14. 2018 წლის 13 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ დ--–---------–--–---–მა გამოძიებას ქ. თბილისი, დაბა წ-----ი, ა---–------------------ის მოპირდაპირე მხარეს, გზის მარჯვენა მხარეს, ფეხბურთის სტადიონთან, ქვაღორღიან ადგილზე მიუთითა ადგილი, სადაც მან თ---–--------------ას დაახლოებით სამი მეტრის მანძილიდან ესროლა იქვე ჩაღრმავებული ადგილიდან აღებული ხის ჯოხი, რომელიც მას თავში უკანა მხრიდან მოხვდა (ს.ფ. 97-108).
2.15. 2018 წლის 18 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ვ-------------–---–მა გამოძიებას ქ. თბილისი, დაბა წ-----ი, ა---–------------------ის მოპირდაპირე მხარეს, გზის მარჯვენა მხარეს, ფეხბურთის სტადიონთან მიუთითა ადგილი, სადაც დ--–---------–--–---–მა თ---–--------------ას დაახლოებით სამი მეტრის მანძილიდან ესროლა იქვე ჩაღრმავებული ადგილიდან აღებული ხის ჯოხი, რომელიც მას თავში მოხვდა და წაიქცა (ს.ფ. 119-131).
2.16. ბრალდებულმა დ--–---------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან თ---–--------------ა გაიცნო დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ. კერძოდ, თ---–--------------ას დიდ დიღომში ჰქონდა მაღაზია, ხოლო დ--–---------–--–---–ი იყო დისტრიბუტორი, რომლის ვალიც ჰქონდა თ---–--------------ას, თუმცა ამ უკანასკნელმა ვალი არ გადაიხადა, დაკეტა მაღაზია და დაიკარგა უგზოუკვლოდ. მოგვიანებით გაარკვია, რომ თ---–--------------ას დაბა წ-----ში ჰქონდა ახალი მაღაზია გახსნილი. ვინაიდან თ---–--------------ას ასევე ჰქონდა ვ-------------–---–ის ვალიც, 2018 წლის 1 ივნისს დ--–---------–--–---–ი მასთან და გ---------------–---–თან ერთად ავიდა წ-----ში, თ---–--------------ას სანახავად. ამასთანავე, დ--–---------–--–---–ი სამსახურებრივად ვ-------------–---–ის უფროსია. მაღაზიაში ვ-------------–---–ი შევიდა, ხოლო დ--–---------–--–---–ი და გ---------------–---–ი მაღაზიის გარეთ დარჩნენ. როდესაც თ---–--------------ამ დაინახა ვ-------------–---–ი, მას ჩხუბი დაუწყო, დანა აიღო, გამოეკიდა და ყელის გამოჭრით დაემუქრა. ვ-------------–---–ი მაღაზიიდან გამოვარდა, ამის დანახვაზე დ--–---------–--–---–ი და გ---------------–---–ი თავის გარიდების მიზნით თავიანთი მანქანისკენ გაიქცნენ, რომელიც მაღაზიიდან დაახლოებით 65-70 მეტრის მოშორებით იდგა. იქვე, მანქანიდან დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით იყო თ---–--------------ას მეუღლე, რომელმაც მანქანას ქვების სროლა დაუწყო. მასთან გ---------------–---–ი მივიდა და ქვების სროლა შეაწყვეტინა. თ---–--------------ას ეგონა, რომ გ---------------–---–ი და მისი მეუღლე ჩხუბობდნენ, რის გამოც იგი ლანძღვით და მუქარით, დანით გაემართა გ---------------–---–ისკენ. დ--–---------–--–---–მა იფიქრა, რომ სახის გამომეტყველების მიხედვით, თ---–--------------ა ნამდვილად შემსრულებელი იყო თავისი მუქარის, რის გამოც მან აიღო იქვე მიწაზე დაგდებული ჯოხი და ესროლა თ---–--------------ას, რომელიც მას თავში მოხვდა. ინციდენტი მთლიანობაში დაახლოებით 3 წუთს გაგრძელდა. დ--–---------–--–---–ი ნანობს, რომ ფიზიკური ზიანის მიყენება ქალისთვის მოუწია.
2.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.19. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.20. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:
2.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 8 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, უტყუარად არის დადგენილი, რომ თ---–--------------ას 2018 წლის 1 ივნისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (01.06.2018) უტყუარად დადასტურდა, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, დაბა წ-----ი, ს-----------------ში მდებარე შპს ,,-–-–----------“ შერეული მაღაზია, რის შედეგადაც ამოღებული იქნა თეთრი ფერის მრგვალი ტამპონები, მოწითალო ფერის ლაქებით და ხის საგანი, მოშავო ფერის დაახლოებით 50 სმ სიგრძის, რომელსაც აქვს სკამის ფეხის ვიზუალი და შეღებილი არის შავი ფერის საღებავით; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ აღნიშნულ ტამპონებზე და ხელსახოცებზე აღმოჩენილი იქნა თ---–--------------ას სისხლი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დადასტურდა, რომ დ--–---------–--–---–მა და ვ-------------–---–მა გამოძიებას მიუთითეს ის ადგილი, სადაც დ--–---------–--–---–მა ფიზიკური დაზიანება მიაყენა თ---–--------------ას;
2.22. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს სხვა პირდაპირ მტკიცებულებებს - დაზარალებულ თ---–--------------ას ჩვენებას (რომლის მიხედვითაც, დ--–---------–--–---–მა მის დანახვაზე ავტომანქანის საბარგული გახსნა, საიდანაც ამოიღო დაახლოებით 30-40 სმ-ის სიგრძის სკამის ფეხის მსგავსი ხის საგანი, გაემართა თ---–--------------ასკენ და ხსენებული ხის საგანი თავში ჩაარტყა, ხოლო ამ უკანასკნელმა დარტყმის შედეგად გონება დაკარგა და მიიღო ტვინის შერყევა), მოწმე ჯ--–-----------იას ჩვენებას (რომლის მიხედვითაც, მან დაინახა, რომ დ--–---------–--–---–მა ავტომანქანის საბარგული გახსნა, საიდანაც ამოიღო სკამის ფეხის მაგვარი ხის საგანი, დაედევნა თ---–--------------ას და ხის ჯოხი თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს თავი გაუტყდა, წაიქცა და გონება დაკარგა), მოწმე რ----------ას ჩვენებას (რომლის მიხედვითაც, მან მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ დაინახა, რომ თ---–--------------ა მიწაზე იყო დაცემული და მას თავი სისხლიანი ჰქონდა. მოგვიანებით რ----------ამ უშუალოდ თ---–--------------ასგან შეიტყო, რომ მას თავში ჩაარტყეს), მოწმე ლ-----------–---–ის ჩვენებას (რომლის მიხედვითაც, მან დაინახა, რომ ვერცხლისფერ ავტომანქანასთან მამაკაცმა ქალბატონს თავში ჩაარტყა მუქი ფერის ხის ჯოხი, რომელიც მანქანიდან ამოიღო, ქალბატონი დარტყმის შედეგად ძირს დაეცა და მასთან მივიდა ხალხი, ხოლო მამაკაცი ვერცხლისფერი ავტომანქანით, თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილიდან), მოწმე ზ-----------–--–---–ის ჩვენებას (რომელმაც დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მისი მონაწილეობა) და ბრალდებულ დ--–---------–--–---–ის ჩვენებას, რომელიც არ უარყოფს, რომ თ---–--------------ას ხის ჯოხის სროლის შედეგად მიაყენა დაზიანება თავზე, თუმცა აცხადებს, რომ ძირიდან აღებული ჯოხი მას თავდაცვის მიზნით ესროლა, რადგან იგი დანით მიიწევდა გ---------------–---–ისკენ. იგივეს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში ადასტურებენ ვ-------------–---–ი და გ---------------–---–ი, რომლებიც მხარეთა მიერ არასადაოდ იქნა მიჩნეული.
2.23. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისი, დაბა წ-----ი, ს-----------------ში მდებარე სტადიონთან, ურთიერთშელაპარაკების დროს, დ--–---------–--–---–მა ხის საგნით, თ---–--------------ას თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.25. დაცვის მხარის პოზიციით: მართალია დ--–---------–--–---–მა თ---–--------------ას ხის ჯოხით დაზიანება მიაყენა თავში, მაგრამ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან თ---–--------------ა დანით მიემართებოდა გ---------------–---–ისკენ და დ--–---------–--–---–ი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო.
2.26. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან გარდა დაზარალებულ თ---–--------------ას, მისი მეუღლის - ჯ--–-----------იას და ბიძაშვილის - რ----------ას ჩვენებებისა, ასევე ნეიტრალური მოწმის - ლ-----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს თ---–--------------ას ხელში რაიმე საგანი (მითუმეტეს დანა) არ სჭერია, ხოლო მამაკაცმა ვერცხლისფერი ავტომანქანიდან ამოიღო მუქი ფერის ხის ჯოხი და თავში ჩაარტყა ქალბატონს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ძირს დაეცა, მამაკაცმა კი თანხმლებ პირებთან ერთად ვერცხლისფერი ავტომანქანით დატოვა ტერიტორია. ამდენად სახეზე არ არის აუცილებელი მოგერიების ნიშნები და სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს.
2.27. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისი, დაბა წ-----ი, ს-----------------ში მდებარე სტადიონთან, ურთიერთშელაპარაკების დროს, დ--–---------–--–---–მა ხის საგნით, თ---–--------------ას თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ქმედებაში (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში); ბ) შედეგში (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ--–---------–--–---–მა თ---–--------------ას თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რისთვისაც დ--–---------–--–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. დ--–---------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ--–---------–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ--–---------–--–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
6.5. სასამართლო ითვალისწინებს დ--–---------–--–---–ის პიროვნებას, ასევე მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახეს და ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება დ--–---------–--–---–ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ--–---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დ--–---------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ დ--–---------–--–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ორ ცალ ელექტრონულ დისკზე (რომელიც ერთვის საქმეს) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბამბის ტამპონები, ტენიანი ხელსახოცები, პირსახოცი და ხის საგანი (რომელიც ინახება პ---–-–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში) - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე