განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#---------
#(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - თ--- ბ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ფ----– მ--------ი - დაბადებული 1--- წლის 2-------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - გ--------ის რაიონი, სოფელი მ-------–--.
ადვოკატი - ა--- შ-–---–---–ი
თარჯიმანი - ვ-----–- მ----------ი
კვალიფიკაცია:
ფ----– მ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 10 სექტემბერს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ა--–---–-----------ა-ში ე.წ. ,,ს--------------–--ის“ მ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ----– მ--------მა განზრახ დააზიანა თ----- პ-----–---–ის კუთვნილი ,,NISSAN NOTE” ფირმის ავტომობილის (სახ.----------) წინა და უკანა საქარე მინა, რის შედეგადაც დაზარალებულ - თ----- პ-----–---–ს მიადგა 290 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.1. ბრალდებულმა ფ----– მ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ა--–---–-----------ა-ში ე.წ. ,,ს--------------–--ის“ მ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ----– მ--------მა განზრახ დააზიანა თ----- პ-----–---–ის კუთვნილი ,,NISSAN NOTE” ფირმის ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინა.
2.2. სასაქონლო ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, ა/მანქანის ,,NISSAN NOTE”, სახ.----------, წინა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების გათვალიწინებით შეადგენს 200 ლარს. უკანა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების გათვალიწინებით შეადგენს 190 ლარს. ხოლო წინა და უკანა საქარე მინების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა ჯამში მინების და აღდგენითი სამუშაოების გათვალიწინებით შეადგენს 390 ლარს.
2.3. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.4. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ფ----– მ--------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ფ----– მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების-ფ----– მ--------ის, ა---- ა------ს, დ----- შ-------–---–-სა და თ----- პ-----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სასაქონლო ექსპერტიზის N------ და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფ----– მ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ფ----– მ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ფ----– მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ფ----– მ--------ს არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ფ----– მ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ქმედება ჩაიდინა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, არის დასაქმებული, ყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ფ----– მ--------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ფ----– მ--------ის, მისი ინტერესების და ქონებრივი მდგომარეობის გათვალიწინებით, სასჯელის სახით დააკისროს ჯარიმის გადახდისუნარიანობის ფარგლებში.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. ხელის კვლები 6 (ექვსი) ცალ დაქტილობარათზე, რომელიც გაგზავნილია შ--------------------------–--------------------------–- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ----– მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ფ----– მ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ფ----– მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. ფ----– მ--------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ნივთმტკიცებები:
5.1. ხელის კვლები 6 (ექვსი) ცალ დაქტილობარათზე, რომელიც გაგზავნილია შ--------------------------–--------------------------–- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/