განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2--18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: კუ-------------–--ე
მამის სახელი: შ-----
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, დი--------–ის ქუჩა N--
ადვოკატი - ირმა ბანძელაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2016 წლის ოქტომბრის თვეში ქ. ქუთაისში, დი--------–ის ქ. N---ში, თავის საცხოვრებელ სახლში კუ-------------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, მა-------------–--ლს, კერძოდ: კისერში მოუჭირა ხელი და მოქაჩა თმები, რის შედეგადაც მა-------------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში ქ. ქუთაისში, დი--------–ის ქ. N---ში, თავის საცხოვრებელ სახლში კუ-------------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, მა-------------–--ლს, კერძოდ დაარტყა ხელი და მოქაჩა თმები, რის შედეგადაც მ------ა ხარაიშილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2017 წლის 21 ნოემბერს შუადღის საათებში ქ. ქუთაისში, დი--------–ის ქ. N--, თავის საცხოვრებელ სახლში კუ-------------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, მა-------------–--ლს, კერძოდ: სახეში დაარტყა ბავშვის გრძელი წინდა, თმები მოქაჩა და გადმოაგდო საწოლიდან, რის შედეგადაც მა-------------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 21 ნოემბერს შუადღის საათებში ქ. ქუთაისში, დი--------–ის ქ. N--, თავის საცხოვრებელ სახლში კუ-------------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, მა-------------–--ლს, კერძოდ: სახეში დაარტყა ბავშვის გრძელი წინდა, თმები მოქაჩა და გადმოაგდო საწოლიდან, რის შედეგადაც მა-------------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება კუ-------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კუ-------------–--ის ბრალეულობას მითითებულ ორ ეპიზოდში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა მა-------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კუ-------------–--ე იყო მისი მეუღლე, რომელთანაც ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს. დაშორდნენ რადგან კ-------ი ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხანგრძლივად გრძელდებოდა. პირველად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2015 წელს, თვე არ ახსოვს, მაგრამ მაშინ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. შემდეგ იყო 2016 წლის ოქტომბერის ფაქტი, როდესაც მასსა და კ-------ის დას შორის მოხდა დაპირისპირება. კ-------ი მეგობრებთან ერთად სვამდა, დაურეკა გადმოდი და შენი და დაწყნარეო. კ-------ი სახლში მივიდა გაბრაზებული და დაუწყო ცემა, ცემისას ბავშვი ეჭირა ხელში. დედამთილი ცდილობდა გაშველებას, ხმაურზე მეზობელი ნა----------–---–ი შევიდა და მან გააშველა. კ-------ი ახრჩობდა, მას შემდეგ ორი კვირა ვერ სუნთქავდა, ერთი კვირის შემდეგ ყოველ ამოსუნთქვაზე ტკივილები ჰქონდა გულის არეში. ამის გამო მისმა მამამთილმა და კ-------იმ კარდიოლოგთან წაიყვანეს, მაგრამ გულზე არაფერი აღმოაჩნდა. იმ დღეს კუ-------------–--ემ სამჯერ ცემა. განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ-------ი მის მიმართ ახორციელებდა ყველანაირ ზეწოლას ფიზიკურს, სულიერს, ფსიქოლოგიურს. შემდეგი ფაქტი მოხდა, 2017 წლის აგვისტო თუ სექტემბრის თვეში, დიდი ,,საკურთხობა’’ მოდიოდა შემდეგ, ერთი კვირით ადრე. ის და კუ-------------–--ე იყვნენ ერთად სახლში მარტო, მამამთილი იყო საავადმყოფოში, კ-------იმ დაარტა, რის შედეგად მარჯვენა ხელი ქონდა მთლიანად ჩალურჯებული. სოფელში წავიდნენ და ,,მოკლემკლავიანი’’ ვერ ჩაიცვა, მოსახური წაიღო. ყველა ეუბნებოდა გაიხადეო, მაგრამ არ იხდიდა, დალურჯებების გამო, კ---- ეუბნებოდა არ გაიხადოო და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაარტყამდა. ბოლო ფაქტი მოხდა 2017 წლის 21 ნოემბერს, იმ დღეს შეუძლოდ იყო, წინა ღამითაც შეურაცხყოფა მიაყენა კ-------იმ, ნასვამი იყო. დილა რომ გათენდა, ადგა ბავშვს აჭამა, ჩააცვა, მამამთილს გაუმზადა საჭმელი და წამლები დაალევნა. შემდეგ, თხოვა კ-------ის მიეხედა ბავშვისთვის, რადგან შეუძლოდ იყო, მუცელი ტკიოდა და დაწვა. ცოტა ხანში ბავშვის ტირილი შემოესმა, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას, ცხელი წყალი გადმოესხა და დასველებული იყო, ამაზე გაბრაზდა, გახადა ბავშვს სველი ,,რეიტუზი’’ და ისროლა კ-------ის მიმართულებით, რომელიც მას არ მოხვედრია, შემდეგ კ-------იმ აიღო სველი ,,რეიტუზი’’ და მთელი ძალით მოუქნია და ესროლა, რომელიც მას ტუჩთან მოხვდა, გაუსკდა ტუჩი და სისხლი წამოუვიდა, ამის შემდეგ თმებით გადმოათრია საწოლიდან, დააგდო ძირს, დაუწყო ხელებით დარტყმა და თმით ათრევდა. მარჯვენა ბეჭი მთლიანად დალურჯებული ქონდა და დაბეჟილი. შემდეგ გაიქცა სამზარეულოში და თავის დაცვის მიზნით აიღო დანა და უთხრა არ მიკარებოდა, კ-------იმ დანა წაართვა, თმით ითრია და შეურაცხყოფა მიაყენა. მეზობელთან გავიდა და გამოუძახა პატრულს, პატრულმა კ-------ის 30 დღიანი შემკავებელი ორდერი გამოუწერა. მეორე დღეს წავიდა დედამისთან. 2017 წლის 22 ნოემბერს დაწერა განცხადება პოლიციაში. ამ ამბის შემდეგ კ---- (კ-------ი) თხოვდა, რომ ბავშვი ეჩვენებინა და ჩვენება შეეცვალა, რადგან ეშინიდა, რომ დაიჭერდნენ. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ როდესაც თმით კ-------იმ საწოლიდან გადმოათრია, ფეხები საწოლს მიარტყადა და დალურჯებული ქონდა. სილურჯეები ჰქონდა ხელზეც. ფიზიკური შეურაცხყოფისას განიცდიდა ტკივილს.
მოწმე მა----- ხა----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის მარტის თვე იყო, იმყოფებოდა ქუთაისში, დი------–-ს N---ში, თავის დასთან მა-------------–--ლთან, კუ----------–--ის სახლში. კუ-------------–--ე და მა-------------–--ლი იმ დროს იყვნენ ცოლ-ქმარი. კ-------ი ქვემოთ იყო ჩასული ბიჭებთან სვამდა, მ------ამ დაუძახა დალევისათვის თავი დაენებებინა და ამოსულიყო. კ-------ი ამოვიდა, მ------ამ უთხრა ქვემოთ აღარ ჩასულიყო, რაზეც კ-------ი არ დაეთანხმა და ხელი კრა, მ------ა დავარდა საწოლზე. მ------ა ამ დროს ფეხმძიმედ იყო. კ-------ი მ------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას. მოწმემ განმარტა, რომ 21 ნოემბრის შემთხვევის შემდეგ მეორე დღეს, მ------ა დასთან და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. მ------ა მივიდა მათთან სახლში, სულ დალურჯებული იყო, თქვა კ----მ (კ-------ი) მცემაო. როგორც მ------ამ განუმარტა, ფაქტს შეესწრო კ-------ის და - ქრ------- გუ---–--ე და მათი არსრულწლოვანი შვილი - ი----- გუ---–--ე. 21 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით, მ------ა მოუყვა, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო, რომ ბავშვი დასველდა და გამოსაცვლელი იყო, ამის გამო მოხდა კონფლიქტი და რაღაც ესროლა კუ-------------–--ემ მ------ს (მა-------------–--ლი), თმებში წვდა, ჩამოათრია ლოგინიდან და ჩამოაგდო. მ------ას სილურჯეები ქონდა ყველგან, ხელებზე, ფეხებზე, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი.
მოწმე ნ---- სა----–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კუ-------------–--ე მისი მეზობელია, მა-------------–--ლი კუ-------------–--ის მეუღლე იყო. 2017 წლის 21 ნოემბერს, როდესაც სახლში დაბრუნდა დედამ - ე----- სა----–---მა უთხრა, რომ მ------ (მა-------------–--ლი) იყო გადასული მათთან, მეუღლესთან კუ-------------–--ესთან მოუვიდა ჩხუბი და ქალაქის ტელეფონით დაურეკავს პოლიციაში. თავად, უშუალოდ არანაირ ფაქტს ან კონფლიქტს არ შესწრებია მა-------------–--ლსა და კუ-------------–--ეს შორის, მხოლოდ ის იცის, რომ მათ ქონდათ ძალიან ნორმალური დამოკიდებულება, მეზობლად ცხოვრობენ და ჩხუბი არასდროს გაუგია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- შა-–--------ემ განმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, ხოლო 2010 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება დაიწყო კუ-------------–--ის მიერ მისი მეუღლის მა-------------–--ლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მა-------------–--ლი და მისი და - არასრულწლოვანი მა----- ხა----–---–ი. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო მა-------------–--ლს და დაზარალებულს განუმარტა უფლებები.
მოწმე გ------- გო------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი წელია. აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა კუ-------------–--ე, კუ-------------–--ის და, კუ-------------–--ის მეზობლები - ე-----ი სა----–---ი და ნ---- სა----–---ი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2017 წლის 22 ნოემბერს, 2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში და 2017 წლის 21 ნოემბერს მა-------------–--ლის მიმართ, მეუღლის კუ-------------–--ის მიერ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2017 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელს აკ-------------ს დაუკავშირდა მოქალაქე მა-------------–--ლი და აცნობა, რომ 2015 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება კუ-------------–--ესთან, ყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი. მეუღლე ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გარდა ამისა შეურაცხყოფა მიაყენა წინა დღით, ცემა ხელით და ფეხით, განიცდის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ითხოვს დახმარებას.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N0----- შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 ნოემბერს 13:30 საათზე მოძალადემ (კუ-------------–--ემ) მსხვერპლს (მეუღლეს მა-------------–--ლის) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა: უცენზურო სიტყვებით მიმართვით და ხელის შეხებით თმებში წვდომით. ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის მა-------------–--ლის, მოძალადის კუ-------------–--ის და პატრულ-ინსპექტორ პოლიციის კაპიტან აპოლონ ნანობაშვილის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 22.11.17 წ. 21:43-22:03 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მა-------------–--ლს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში და მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისი), ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის 21 ნოემბერს).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თა------მ დაადასტურსა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ კუ-------------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა კუ-------------–--ის მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის ოქტომბრისა და 2017 წლის ნოემბრის დასაწყისის ეპიზოდები);
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში და 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში კუ-------------–--ემ იძალადა მეუღლეზე მა-------------–--ლზე.
სასამართლო უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებული მა-------------–--ლი მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში უთითებს, რომ კუ-------------–--ემ მას მიაყენა, როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნებოდა კუ-------------–--ის აღნიშნულ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობისათვის.
რაც შეეხება 2017 წლის ნოემბრის დასაწყისის ეპიზოდს, სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მა-------------–--ლს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში და მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისი). სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება მა-------------–--ლმა მიიღო კუ-------------–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული არ უთითებს, თუ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანებები, კონკრეტულად რა ქმედება განხორციელდა 2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში კუ-------------–--ის მიერ, რამაც აღნიშნული დაზიანებები გამოიწვია. დაზარალებული ჩვენებაში 2016 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდის შემდეგ, 2017 წლის 21 ნოემბრის ფაქტამდე ასახელებს მხოლოდ ერთ შემთხვევას, რომლის თარიღად უთითებს 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეს. ამასთან დაზარალებული თავის ჩვენებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მარჯვენა ხელი ქონდა მთლიანად დალურჯებული. 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდთან ასევე შესაბამისობაში მოდის მისი ჩვენება, როდესაც აღნიშნავს, რომ ფაქტის შემდეგ სოფელში წავიდნენ და ,,მოკლემკლავიანი’’ ვერ ჩაიცვა სილურჯეების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ 2017 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში მიყენებული დაზიანებების შედეგად არსებული სისხლნაჟღენთები მა-------------–--ლს აღენიშნებოდა მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში და მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულის მიერ მითითებული სისხლნაჟღენთების ლოკალიზაციასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ კუ-------------–--ის ბრალეულობას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის დასაწყისის ეპიზოდი), ინკრიმინირებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
რაც შეხება 2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდის, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ კუ-------------–--ის აღიარებისა, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სახლში ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა თავის მეუღლეს მა-------------–--ლს, მის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულმა მა-------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს კუ-------------–--ემ სველი ,,რეიტუზი’’ მთელი ძალით მოუქნია და ესროლა, რომელიც მას ტუჩთან მოხვდა, ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, ამის შემდეგ კ-------იმ თმით გადმოათრია საწოლიდან, დააგდო ძირს, დაუწყო ხელებით ცემა და თმით ათრევდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბოლო ფაქტის შემდეგ მარჯვენა ბეჭი მთლიანად, ფეხები და ხელები დალურჯებული ქონდა. ფიზიკური შეურაცხყოფისას განიცდიდა ტკივილს. მოწმე მა----- ხა----–---–მა განმარტა, რომ 21 ნოემბრის შემთხვევის შემდეგ მეორე დღეს, მ------ა დასთან და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. მ------ა როდესაც მივიდა მათთან განუმარტა, რომ რაღაც ესროლა კუ-------------–--ემ, თმებში წვდა და ჩამოათრია საწოლიდან. მ------ა სულ დალურჯებული იყო, სილურჯეები ქონდა ყველგან, ხელებზე, ფეხებზე, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი.
სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულის მიერ გადმოცემული ფაქტები სრულ თანხვედრაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან, რომლითაც დადგენილია, რომ მა-------------–--ლს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის 21 ნოემბერს).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშმხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე ე-----ი სა----–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ მა-------------–--ლმა 2017 წლის 21 ნოემბერს ისარგებლა მისი სახლის ტელეფონით და პოლიციას შეატყობინა, რომ მან და კუ-------------–--ემ იჩხუბეს. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 ნოემბერს 13:30 საათზე მოძალადე (კუ-------------–--ემ) მსხვერპლს (მეუღლეს მა-------------–--ლს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა: უცენზურო სიტყვებით მიმართვასა და ხელის შეხებით თმებში წვდომაში. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინებით ასევე დასტურდება, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ისნპექტორ-გამომძიებელ აკ-------------ს დაუკავშირდა მოქალაქე მა-------------–--ლი და აცნობა, რომ მისმა მეუღლემ კუ-------------–--ემ წინა დღეს ცემა ხელით და ფეხით, განიცდის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ითხოვა დახმარება.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ კუ-------------–--ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული კუ-------------–--ე და დაზარალებული მა-------------–--ლი იმყოფებიან ქორწინებაში.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ კუ-------------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კუ-------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი), ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ კუ-------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ კუ-------------–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, მის კანონის შესაბამის ქცევას საქმის განხილვისას, დაზარალებულის პოზიციას, რომელიც უთითებს, რომ შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ ითხოვს მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას, ასევე, იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მომხდარ ფაქტამდე გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ კუ-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ვინაიდან სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას. დანიშნული სასჯელი კი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ კუ-------------–--ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კუ-------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
კუ-------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის დასაწყისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
კუ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
კუ-------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ კუ-------------–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური