გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #2/2994-2013 21 დეკემბერი 2018 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე წარმომადგენლები მოპასუხები წარმომადგენელი დავის საგანი შ.პ.ს. ,,ფ----------ო“ (ს/კ 2------3-) პარტნიორი გ-------------–ი ირ---–---------- ლა–----------–---–- 1. ბ-------–---ძე 2. რ----------------–--ლი 3. შ.პ.ს. ,,ფ----------ო“ (ს/კ 4------0-) რო-------------–- ზიანის ანაზღაურება პარტნიორის გარიცხვა დირექტორის გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
გ-------------–ი, როგორც შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) პარტნიორი ითხოვს დაეკისროს ბ-------–---ძეს შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს სასარგებლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ საწარმოსთვის დარიცხული თანხის _ 2319339.55 ლარის გადახდა; 2) დაევალოს ბ-------–---ძეს, რ----------------–--ლს და რ----------------–--ლის მიერ დაფუძნებულ შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 4------0-) გ-------------–ისათვის 276300 ლარის გადახდა (აუქციონზე გასხვისებული შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) უძრავ- მოძრავი ქონების ღირებულება); 3) დაევალოს ბ-------–---ძეს, რ----------------–--ლს და შ.პ.ს. ,,ფ----------ოს (ს/კ 4------0-) გ-------------–ისათვის 783732 ლარის გადახდა მიუღებელი დივიდენდის სახით; 4) ბ-------–---ძე გარიცხული იქნას შ.პ.ს. „ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) პარტნიორობიდან და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან. 5) ბ-------–---ძე ცნობილი იქნას რ----------------–--ლის სახელზე აღრიცხული ქონების 50%-ის მესაკუთრედ. კერძოდ: 5.1 შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 4------0-) 50%-ის წილის მესაკუთრედ; 5.2 ქ.თბილისში, ა-–--- ქუჩა #---–ი #0-----------.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების 50%-ის მესაკუთრედ; 5.3 მ–------ რაიონში, ს----------–- #7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების 50%-ის მესაკუთრედ; 5.4 ქ.თბილისში, გ-–----------------- მ---- კორპუსში, მდებარე 3------- (საკადასტრო კოდი 0-----------.0-------37) მესაკუთრედ. მოსარჩელის მითითებით, იგი არის შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) კაპიტალის 50% წილის მესაკუთრე, ამავე საზოგადოების დირექტორი და 50% წილის მესაკუთრე არის ბ-------–---ძე, რომელმაც გადაწყვიტა დაუფლებოდა საზოგადოების ქონებას, გააფორმა ყალბი სესხის ხელშეკრულება შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-სთან (ს/კ 2------3-) 186000 ლარზე, შემდეგ სარჩელი აღძრა აღნიშნული საზოგადოების მიმართ სესხის დაბრუნების მოთხოვნით, სარჩელი დაკმაყოფილდა, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და აუქციონზე გაიყიდა შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს ქონება, რომლის შემძენი გახდა ბ-------–---ძის მეუღლე რ----------------–--ლი, რ----------------–--ლმა დააფუძნა შ.პ.ს. ,,ფ----------ო“ (ს/კ 4------0-) და ქონება შეიტანა მის კაპიტალში. შ.პ.ს. „ფ----------ო“ (ს/კ 2------3-)-ს საგადასახადო შემოწმებით საზოგადოებას გადასახდელად დაეკისრა თანხა, მოგების გადასახადში დარიცხული თანხიდან გამომდინარე ყველა ხარჯის გამოკლებით 50% წილზე გ-------------–ის მისაღები დივიდენდი შეადგენს 783732 ლარს. ბ-------–---ძის მიერ განხორციელებულ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღეს რ----------------–--ლმა და შ.პ.ს. ,,ფ----------ომ“ (ს/კ 4------0-).
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად თანხის გადახდა საზოგადოებას დაერიცხა უკანონოდ და თანხა დაერიცხა თავად მოსარჩელის მიერ საკანცელარიო რვეულებში ნაწარმოები ფინანსური ჩანაწერების ,,ე.წ. შავი ჩანაწერების“ საფუძველზე, ამჟამად დარიცხული თანხა გაუქმებულია და თანხის გადახდის ვალდებულება არ არსებობს. რაც შეეხება დივიდენს, მის განაწილებაზე არ უმსჯელია პარტნიორთა კრებას. მოსარჩელე არ ინტერესდებოდა საზოგადოების საქმიანობით და ვალდებულებებით და სესხის ხელშეკრულება ნამდვილად დაიდო საზოგადებასთან. სესხი გამოყენებული უნდა ყოფილიყო საჭირო მარაგების, მასალების და კომპანიის მიმდინარე დავალიანებების, მათ შორის საბანკო და საგადასახადო დავალიანების დასაფარად. გ-------------–ი საზოგადოების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა, მისთვის ცნობილი იყო სესხის ხელშეკრულების შესახებ და პრეტენზია არ გამოუთქვამს. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ვერ გადაიხადა დავალიანება მოხდა ქონების აუქციონის გზით რეალიზაცია და რ----------------–--ლს, რომელმაც შეიძინა ქონება, აუქციონში მონაწილეობის უფლება აკრძალული არ ჰქონია. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შ.პ.ს. ,,ფ----------ო“ (ს/კ 2------3-) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 20-- წლის 27 სექტემბერს, საზოგადოების დირექტორი არის ბ-------–---ძე, საზოგადოების პარტნიორები არიან: 1) ბ-------–---ძე _ 50%; 2) გ-------------–ი _ 50% (ტომი 1; ს.ფ. 84). 3.1.2 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შ.პ.ს. „ფ----------ო“ (ს/კ 4------0-) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 0- ნოემბერს, საზოგადოების დირექტორი და კაპიტალის 100% წილის მესაკუთრე არის რ----------------–--ლი (ტომი 1; ს.ფ. 86). 3.1.3 2--7 წლის 01 მარტის შრომითი ხელშკერულების მიხედვით გ-------------–ი შ.პ.ს. „ფ----------ო“-ს კუთვნილ კვების ობიექტში დასაქმებული იყო მენეჯერის თანამდებობაზე (ტომი 1, ს.ფ. 141-147). 3.1.4 2012 წლის 2-------------- დათარიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, შ.პ.ს. „ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) გადასახდელად დაერიცხა 2319339.55 ლარი, რაც გასაჩივრებული იქნა საზოგადოების მიერ (ტომი 1, ს.ფ. 328-334). სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 0------------ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) გადასახადი არ ერიცხება. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3------------ ბრძანებით გაუქმდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) ქონებაზე (ტომი 5, ს.ფ. 20-22). 3.1.5 20-- წლის 01 იანვრით დათარიღებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ბ-------–---ძეს შ.პ.ს. „ფ----------ო“-სთვის (ს/კ 2------3-) სესხის სახით უნდა გადაეცა არაუმეტეს 2-- 000 ლარი ყოველთვიურად 2% სარგებლით 2011 წლის 01 იანვრამდე (ტომი 1 ს.ფ. 138-140); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს ბ-------–---ძის სასარგებლოდ დაეკისრა 249093.74 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუქციონზე გასხვისდა შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს მოძრავი ქონება 15660.30 ლარად, ქონების შემძენი გახდა რ----------------–--ლი (ტომი 1 ს.ფ. 222; 226- 227; 398-401); 3.1.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 1-----------–-- განაჩენით ბ-------–---ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით (განაჩენი გასაჩივრებულია ბ-------–---ძის მიერ). განაჩენის მიხედვით, შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს მიერ გადასახადებს თავის არიდების მიზნით ბ-------–---ძის დავალებით შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს კუთვნილი პიცერიის თანამშრომლები აწარმოებდნენ ე.წ. ,,შავ ბუღალტერიას“, თანამშრომლები მუშაობდნენ ხელშეკრულების გარეშე, ოფიციალურად გაფორმებულ თანამშრომლებში ხდებოდა გაცემული ხელფასის ოდენობის შემცირება, იმალებოდა კომპანიის რეალური შემოსავლები და იზრდებოდა ხარჯები, რის გამოც გ-------------–ი ვერ იღებდა წილის პროპორციულ მოგებას. განაჩენის მიხედვით ბ-------–---ძემ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა საზოგადოების ქონებას, 20-- წლის 01 იანვარს გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-სთან. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-მ არ გადაიხადა, აუქციონზე გასხვისდა საზოგადოების უძრავი ქონება 127500 ლარად, მოძრავი ქონება _ 15660 ლარად და ქონების შემძენი გახდა ბ-------–---ძის მუღლე რ----------------–--ლი, ფაქტობრივად ქონება შეიძინა ბ-------–---ძემ (ტომი 3, ს.ფ. 156-184). 3.1.7 შ.პ.ს. „ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) 20-- წლის 10 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით მოიხსნა დღის წესრიგიდან საკითხი დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებით, (ტომი 1, ს.ფ. 298); 2016 წლის 29 მარტის კრების ოქმის მიხედვით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით (ტომი 3. ს.ფ. 155).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3.8, მე-8, მე-9, მე-91, 47-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 180-ე, 1991-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (9.1). ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში (9.2). ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (9.3). თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით (9.4). თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას საზოგადოებას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი. ამ პირების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს სააქციო საზოგადოებაში აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, ხოლო ყველა დანარჩენ საზოგადოებაში – თითოეულ პარტნიორს (9.5). ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. 6.2 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედი პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე. 6.3 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბ-------–---ძის, როგორც შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს პარტნიორის და ასევე როგორც ამავე საზოგადოების დირექტორის მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ როგორც ბ-------–---ძე, ისე გ-------------–ი ფლობენ შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს 50%-50% წილს. მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს ბ-------–---ძეს შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს სასარგებლოდ 2319339.55 ლარის გადახდა, რა თანხაც დარიცხული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ საწარმოსთვის გადასახდელად. დადგენილია, რომ მითითებული თანხა შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს ჩამოეწერა და გადასახდელად აღარ ერიცხება, რაც დასტურდება ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 0------------ გაცემული ცნობით, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3------------ ბრძანებით გაუქმდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) ქონებაზე, ამდენად, დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს აღარ აქვს 2319339.55 ლარის გადახდის ვალდებულება და შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ბ-------–---ძის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული თანხის _ 2319339.55 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს პარტნიორი გ-------------–ი ითხოვს დაეკისროს სოლიდარულად ბ-------–---ძეს, რ----------------–--ლს და შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 4------0-) პირადად გ-------------–ის სასარგებლოდ შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 2------3-) უძრავ მოძრავი ქონების ღირებულება 276320 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, ბ-------–---ძემ, როგორც საზოგადოების დირექტორმა დაარღვია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.5-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება რითაც დადგა ზიანი და ეს გარემოება დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 1-----------–-- განაჩენით. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებიდან გამომდინარე, როდესაც დირექტორი თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით ზიანს აყენებს საზოგადოებას, ის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის და პარტნიორს, საზოგადოების ნაცვლად აქვს უფლება აღნიშნული პირისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საზოგადოების სასარგებლოდ. სხვა საკითხია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული განაჩენი გასაჩივრებულია და რომ, განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა არ აქვს განსახილველი საქმისათვის, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მის სასარგებლოდ 276300 ლარის ოდენობით და განაჩენის მიხედვით საწარმოს ქონება გასხვისდა 143160 ლარად, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას, მაგრამ, თავად მოთხოვნა, უშუალოდ გ-------------–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. გ-------------–ი ითხოვს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი დივიდენდი 783732 ლარის ოდენობით მის სასარგებლოდ ბ-------–---ძეს, ბ-------–---ძის მეუღლეს _ რ----------------–--ლს და რ----------------–--ლის მიერ დაფუძნებულ შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 4------0-). ერთია, რომ დივიდენდის მოთხოვნა მითითებულ მოპასუხეთა მიმართ უსაფუძვლოა, რადგან მიუღებელი დივიდენდი შეიძლება მოითხოვო კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობის შეთხვევაში იმ საწარმოსგან, რომლის პარტნიორიც ხარ, ხოლო მეორეა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დივიდენდის განაწილების საკითხს არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. საწარმოს წლიური მოგების დივიდენდების სახით განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამგვარი გადაწყვეტილება შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს პარტნიორთა კრებას მიღებული არ აქვს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას მოთხოვნის მითითებულ ნაწილში. 6.4 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, წარმოადგენს პარტნიორთა კრების დისკრეციულ უფლებამოსილებას და სასამართლო ვერ შეიჭრება პარტნიორთა კრების აღნიშნულ უფლებამოსილებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე ითხოვს გაათავისუფლოს სასამართლომ დირექტორი, რაც უსაფუძვლოა, ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი შემდეგ დადგება ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი, რადგან თუ 50-50% წილის მფლობელი პარტნიორები ვერ თანხმდებიან დირექტორის გათავისუფლების საკითხზე, ვერც ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხზე შეთანხმდებიან, ხოლო საზოგადოების დირექტორის გარეშე არსებობა გახდება საწარმოს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დასაწყისი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლიდან გამომდინარე. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლოს სასამართლომ ბ-------–---ძე, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.5 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7-ე მუხლის მიხედვით, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6.6 საქართველოს კონსიტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს პარტნიორის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრების უფლებას წილზე. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7 მუხლის მიხედვით, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია შენატანის შეუტანლობის შემთხვევაში. პარტნიორის გარიცხვის განსხვავებულ რაიმე წესს არ ადგენს შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს წესდება. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს. პარტნიორის გარიცხვის წინაპირობა არის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს პარტნიორის გარიცხვის საფუძველი, რომელიც პირდაპირ არ იწვევს მის გარიცხვას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია ბ-------–---ძის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პარტნიორის გარიცხვასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის არც მაშინ, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, სასამართლო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად, ცვლილებას განცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსარჩელე ითხოვს ბ-------–---ძე ცნობილი იქნას რ----------------–--ლის სახელზე აღრიცხული ქონების 50%-ის მესაკუთრედ. კერძოდ: 5.1 შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს (ს/კ 4------0-) 50%-ის წილის მესაკუთრედ; 5.2 ქ.თბილისში, ა-–--- ქუჩა #---–ი #0-----------.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების 50%-ის მესაკუთრედ; 5.3 მ–------ რაიონში, ს----------–- #7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების 50%-ის მესაკუთრედ; 5.4 ქ.თბილისში, გ-–----------------- მ---- კორპუსში მდებარე 3------- (საკადასტრო კოდი 0-----------.0-------37) მესაკუთრედ. მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თანხის დაკისრების შემთხვევაში აღსრულდეს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნა არის მოპასუხეთა მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრება და მითითებული ქონება ერთი მოპასუხის საკუთრებად იქნება აღრიცხული თუ ორი მოპასუხის თანასაკუთრებად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ბ-------–---ძის ქონების თანამესაკუთრედ აღიარებისადმი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში.
6.8 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შემდეგი ღონისძიებები: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 01 მარტის (საქმე #4-184299 (3--------------) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე ყადაღა დაედო შემდეგ ქონებას: 1.1) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს შ.პ.ს. ,,ფ----------ოში” (ს/კ 4------0-); 1.2) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, გ-–----------------- კორპუსი #1--–- მდებარე #3-------, ფართით 66.21 კვ.მ. (ს/კ 0-----------.0-------37); 1.3) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ 886 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–----- (ს/კ 0-----------.013); 1.4) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ მ–------ რაიონში, სოფელ ს----------–- მდებარე 1190 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთს (ს/კ 7-----------); 2) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის #2/2994-13 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ფ----------ო”-ს (ს/კ 2------3-) დირექტორს ბ-------–---ძეს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა შ.პ.ს. ,,ფ----------ო”-ს (ს/კ 2------3-) ქონების და ფულადი სახსრების განკარგვა პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, გარდა შ.პ.ს. ,,ფ----------ო”-ს (ს/კ 2------3-) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა. 3) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განჩინებით (საქმე # 2/2994-13 (3--------------) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკრძალა ბ-------–---ძეს (პ/ნ 0-------3--) მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის გასხვისება _ მარკა/მოდელი ”B-----”, სახელმწიფო ნომრით ”B-------I”.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 3-4-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ.პ.ს. ,,ფ----------ო“-ს პარტნიორის გ-------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს #2/2994-13 სამოქალაქო საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 01 მარტის განჩინებით (#4-184299 (3--------------) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე ყადაღა დაედო შემდეგ ქონებას: 1.1) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს შ.პ.ს. ,,ფ----------ოში” (ს/კ 4------0-); 1.2) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, გ-–----------------- კორპუსი #1--–- მდებარე #3-------, ფართით 66.21 კვ.მ. (ს/კ 0-----------.0-------37); 1.3) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ 886 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–----- (ს/კ 0-----------.013); 1.4) რ----------------–--ლის საკუთრებაში არსებულ მ–------ რაიონში, სოფელ ს----------–- მდებარე 1190 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთს (ს/კ 7-----------); 2.2) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის #2/2994-13 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ფ----------ო”-ს (ს/კ 2------3-) დირექტორს ბ-------–---ძეს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა შ.პ.ს. ,,ფ----------ო”-ს (ს/კ 2------3-) ქონების და ფულადი სახსრების განკარგვა პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, გარდა შ.პ.ს. ,,ფ----------ო”-ს (ს/კ 2------3-) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა. 2.3) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განჩინებით (2/2994-13 (3--------------) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკრძალა ბ-------–---ძეს (პ/ნ 0-------3--) მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის გასხვისება _ მარკა/მოდელი ”B-----”, სახელმწიფო ნომრით ”B-------I”.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი