განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
190100118002731699
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს--------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - გა------–-–---–-ს,ადვოკატ - რ-------------–-ას,მონაწილეობით და ბრალდებულ - ი-–------------–-–----ს მონაწილეობის გარეშე ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

ი-–-------–-----------------–-–----- (დ----------–-------–-–----------------------------------------------–-----------–------------------------------------------------–-------------------------------–---------------------–--------------------------------------------------–-----------------------------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2013 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 21:40 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის“ სარეგისტრაციო ჯიხურის სიახლოვეს იდგა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, აზერბაიჯანული ნომრით - 9------, რომლის მძღოლმაც - ი-–-----------–-–---მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მერვე პუნქტის მოთხოვნები და ავტომანქანიდან გადმოსულ მდგომარეობაში მყოფმა დაქოქა ავტომობილი, რომელიც დაიძრა და შეეჯახა ქვეითს - გ------------–----ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ი-–-----------–-–---ს, რომელიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 06 სექტემბერს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ ე-------–------–ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2013 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 21:40 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზე“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი-–----------–-–---ის მართვის ქვეშ მყოფმა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანამ აზერბაიჯანული სარეგისტრაციო ნომრით 9------ ფეხზე გადაუარა გ------------–----ს, რომელიც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გადაყვანილ იქნა ქ.თბილისში, სავადმყოფოში - შპს ,,ტრავმატოლოგი“ . (ტ.1. ს.ფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1------ შეტყობინების მიხედვით, 2013 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 21:40 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზე“ საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გასვლისას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ი-–----------–-–---ის მართვის ქვეშ მყოფმა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანამ აზერბაიჯანული სარეგისტრაციო ნომრით 9------ ფეხზე გადაუარა პატრულ-ინსპექტორ გ------------–----ს, რომელიც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გადაყვანილ იქნა ქ.თბილისში სავადმყოფოში - შპს ,,ტრავმატოლოგი“. (ტ.1. ს.ფ. 2)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული გ------------–----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის 06 სექტემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელ-ხიდზე“. დაახლოებით 21:00 საათზე, შესვენებაზე გასვლის მიზნით დატოვა სარეგისტრაციო ჯიხურის ტერიტორია და ჯიხურის სარკმლიდან ესაუბრებოდა ჯიხურში მყოფ თანამშრომელს პირად საქმეზე, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა და უკან მოტრიალებისას დაინახა მისგან დაახლოებით 01 მეტრში მისი მიმართულებით მოძრავი მერსედესის მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა, აზერბაიჯანული სარეგისტრაციო ნომრით, რომელსაც ახდილი ჰქონდა ძრავის ხუფი. მოწმის განმარტებით, მანქანის შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, სარეგისტრაციო ჯიხურის სარკმელზე დაყრდნობით შეეცადა მანქანაზე ახტომას, თუმცა, ამ დროს მოყვა მანქანასა და სარეგისტრაციო ჯიხურს შორის და მიწაზე დაცემისას აღნიშნული ა/მანქანის უკანა საბურავმა გადაურა მარცხენა ფეხზე, რის შედეგადაც მიიღო ფეხის მოტეხილობა. შემთხვევის შემდეგ, გ------------–----ი თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის საავადმყოფოში.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ავტომანქანა, რომელიც მას შეეჯახა და მოტეხა ფეხი, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობდა საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით. მისივე განმარტებით, ბრალდებულ ი-–-----------–----ს მიმართ, რომელიც მართავდა ავტომანქანას და დაუდევრობის შედეგად შეეჯახა, მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან შემთხვევა მოხდა გაუფრთხილებლობით. (ტ.2. ს.ფ. 35-37)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა პატრულ-ინსპექტორი გ-------–---------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზე“, კერძოდ იმყოფებოდა საქართველოდან - აზერბაიჯანისკენ გამავალ სარეგისტრაციო ჯიხურში, რა დროსაც დაინახა ჯიხურის მიმართულებით მოძრავი თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი აზერბაიჯანულ ნომრებზე, რომელსაც ძრავის ხუფი ჰქონდა ახდილი და დაეჯახა სარეგისტრაციო ჯიხურის გარეთ მდგომ თანამშრომელს - გ------------–----ს. შეჯახების შედეგად გ------------–----ს მოტყდა ფეხი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და თანამშრომლების მიერ გ------–----ი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, დაჯახების მომენტში მანქანაში საჭესთან მძღოლი არ იჯდა, ის გადმოსული იყო მანქანიდან და შეჯახების შემდეგაც არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით, ის შემთხვევას უყურებდა დაახლოებით 3-4 მეტრიდან. (ტ.2. ს.ფ. 30-31)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა პატრულ-ინსპექტორი თ---------------, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის 06 სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ რა დროსაც საქართველო - აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალ სარეგისტრაციო ჯიხურთან სავარაუდოდ გაფუჭდა თეთრი ფერის მერსედესის მარკის აზერბაიჯანულ სარეგისტრაციო ნომრების მქონე ავტომანქანა, რომლის მძღოლიც მანქანის შეკეთების მიზნით გადმოვიდა ავტომანქანიდან, ახადა ხუფი და ისე, რომ საჭესთან აღარ დამჯდარა, მანქანის ფანჯრიდან ხელის შეყოფით დაქოქა ძრავი, რა დროსაც ავტომანქანა დაიძრა საბაჟო პუნქტის იმ სარეგისტრაციო ჯიხურის მიმართულებით, რომელთანაც იდგა გ------------–---- და ის მოყვა მანქანასა და სარეგისტრაციო ჯიხურს შორის, რა დროსაც მანქანამ მას ფეხზე გადაურა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის შემდეგ, გ------------–---- ფეხის მოტეხილობით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იჯდა, მანქანა იდგა სწორ გზაზე და ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის შემდეგ არ გაქცეულა.(ტ.2. ს.ფ. 31-33)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა პატრულ-ინსპექტორი გ-----------, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის 06 სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ და ახდენდა საზღვრის პერიმეტრზე მოძრავი ავტომანქანების სათავსოების დათვალიერებას. სწორედ ამ დროს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შესული თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა მივიდა სარეგისტრაციო ჯიხურთან და გაჩერდა, სავარაუდოდ ავტომანქანა გაჩერებისას გაფუჭება, ვინაიდან, მძღოლმა ის ვეღარ დაქოქა და გადმოვიდა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც ახადა ძრავის სახურავი და ცდილობდა შეკეთებას. გ-------------ესა და აღნიშნულ მანქანას შორის მანძილი იყო დაახლოებით 05 მეტრი, რა დროსაც მოწმე ასევე ხედავდა მის თანამშრომელს გ------------–----ს, რომელიც იდგა სარეგისტრაციო ჯიხურთან გარეთ. მოწმის განმარტებით, მან დაინახა მოულოდნელად როგორ დაიძრა ზემოთხსენებული ავტომანქანა გ------------–----ის მიმართულებით, როგორ შეეჯახა მას და მიასრისა სარეგისტრაციო ჯიხურის კედელს. შემთხვევის შედეგად გ------------–----ს დაუზიანდა ფეხი, რის გამოც ის სამსახურის უფროსის მანქანით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლი საჭესთან არ იჯდა.

(ტ.2. ს.ფ. 33-34)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა პატრულ-ინსპექტორი გ---------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის 06 სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ რა დროსაც დაინახა, რომ საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი მერსედესის მარკის ავტომანქანა აზერბაიჯანული სარეგისტრაციო ნომრით გაჩერდა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გასასვლელთან. ხსენებული ავტომანქანიდან გადმოვიდა აზერბაიჯანელი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ახადა მანქანის ძრავის სახურავი და სავარაუდოდ შეეცადა მანქანის შეკეთებას, ამის შემდეგ ისე, რომ ავტომანქანის სალონში საჭესთან არ დამჯდარა, ხელი შეყო ფანჯრიდან და დაქოქა მანქანა, რა დროსაც მანქანა დაიძრა და შეეჯახა სარეგისტრაციო ჯიხურთან მდგომ გ------------–----ს, კერძოდ, გ------------–----ი მოყვა მანქანასა და სარეგისტრაციო ჯიხურს შორის, რის შედეგადაც მოიტეხა ფეხი. ფეხმოტეხილი გ------------–----ი თანამშრომლებმა გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. (ტ.2. ს.ფ. 34-35)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ--------------, რომელმაც განმარტა, რომ ის მუშაობს ქ .თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ფერადი ლითონების ზეინკალ- შემდუღებლად. 2013 წლის სექტემბრის თვეში მასთან სამსახურში მივიდა მისთვის მანამდე უცნობი ი-–-----------–-–---ი, რომელმაც თავი გააცნო როგორც ნიაზი და სთხოვა მანქანის საბურავის დაზიანებული დისკის შედუღება. ავტომანქანა, რომლითაც ი-–-----------–---- გადაადგილდებოდა, იყო თეთრი ფერის მერსედესი აზერბაიჯანული სარეგისტრაციო ნომრებით. ნ--------------- მოახდინა ავტომანქანის საბურავის დისკის შედუღება, თუმცა, იმავე დღეს რამდენიმე საათში მასთან ისევ მიბრუნდა ი-–-----------–---- და უთხრა, რომ შედუღება არ იყო სრულყოფილი და საბურავი ჰაერს ვერ იკავებდა. მოწმის განმარტებით, საბურავის მეორედ შეკეთების პერიოდში, ი-–-----------–-–---მა მოუყვა, რომ იყო აზერბაიჯანიდან და საქართველოში სტუმრად იყო ჩამოსული, რის შემდეგაც გაცვალეს ერთმანეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და დაშორდნენ ერთმანეთს.

 

მოწმის განმარტებით, იმავე დღეს საღამოს მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ი-–-----------–-–---ი და უთხრა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზე“ მოუვიდა ავარია, საქართველოში ნაცნობი სხვა არავინ ჰყავდა და სთხოვა დახმარების მიზნით ქ. რუსთავში საპატრულო პოლიციაში მისვლა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან, მან სრულყოფილად არ იცის ქართული ენა საპატრულო პოლიციაში გაყოლა სთხოვა მის მეგობარს - ვ-–---–----–---–ს და მასთან ერთად მივიდა ქ.რუსთავში მდებარე საპატრულო პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში შეხვდნენ ი-–-----------–-–---ი და საქმის გამომძიებლი. ნ--------------- და ვ-–---–----–---–მა გამომძიებელისგან მიიღეს განმარტება, რომ მის მეგობარს ი-–-----------–-–---ს ს.გ.პ. ,,წითელ ხიდზე“ მოუვიდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, კერძოდ ფეხზე გადაურა პატრულ ინსპექტორს. საუბრისას მან იკითხა აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი რა იყო, თუ როგორ შეეძლო დახმარებოდა ი-–-----------–-–---ს, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ ენახათ დაზარალებული და გაერკვიათ მისი პოზიცია, ჰქონდა თუ არა პრეტენზია მძღოლთან, ამასთან გამომძიებელმა მისცა დაზარალებულის ტელეფონის ნომერი. მოწმის განმარტებით, ის და ვ-–---–----–---–ი დაუკავშირდნენ დაზარალებულს მობილური ტელეფონის ნომერზე, გაარკვიეს მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი და მივიდნენ მასთან ქ.თბილისში გლდანის მე-4 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. დაზარალებულთან გასაუბრებისას დაადგინეს მისი პოზიცია, რომ მძღოლის (ი-–-----------–-–---ის) მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულის პოზიცია სიტყვიერად უთხრეს გამომძიებელს, თუმცა გამომძიებელმა განუმარტა, რომ საჭირო იყო დაზარალებულის განწყობა ასახულიყო ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში. მეორე დღეს ნ--------------- და ვ-–---–----–---–მა ნოტარიუსი მიიყვანეს დაზარალებულის სახლში, შეადგინეს განცხადება, რომელშიც დაზარალებულმა მიუთითა, რომ ი-–-----------–-–---ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება წარუდგინეს ქ.რუსთავში საპატრულო პოლიციის გამომძიებელს, რის შემდეგაც ი-–-----------–-–---ს დაუბრუნეს კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანა და ი-–-----------–----- დატოვა საქართველო. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ი-–-----------–---- არ შეხვედრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას .(ტ.2. ს.ფ. 69-70)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვ-–---–----–---–ი, რომელმაც სრულად დაადასტურა მოწმე ნ--------------ს მოწმის სახით მიცემული ჩვენება. (ტ.2. ს.ფ. 50-52)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა---------–-------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხული ყავს დაზარალებული გ------------–----ი, გაცნობილი აქვს მისთვის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, გამოკითხული ყავს სხვა მოწმეები, ასევე განხორციელებული აქვს სატელეფონო ზარები ბრალდებულ ი-–-----------–-–---თან, რის შესახებაც შედგენილი აქვს შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ის თავიდან ბრალდებულთან დაკავშირებას ცდილობდა საქმეში მითითებულ მობილურის ნომერზე, რაც გამორთული ჰქონდა, შემდეგ მან ბრალდებულის მობილური ტელეფონის ნომრის მოძიების მიზნით გამოკითხა ბრალდებულის მეგობარი ხელოსანი, რომელმაც გამოკითხვის დროს უთხრა ბრალდებულის ახალი ნომერი, რის შემდეგაც თარჯიმნის მეშვეობით 2018 წლის 08 აგვისტოს მოხდა ი-–-----------–-–---თან დაკავშირება და რომელსაც განუმარტა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით, რის გამოც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, ხოლო თუ არ ჩამოვიდოდა, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინებოდა და მოხდებოდა საქმის სასამართლოში წარმართვა მისი დასწრების გარეშე. მოწმის განმარტებით, სატელეფონო საუბრის დროს ი-–-----------–-–---მა ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ ის კვლავ ცდილობდა ბრალდებულთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.(ტ.2. ს.ფ. 48-49)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ე-------–------–ი, რომელმაც განმარტა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების ი-–-----------–-–---ის, გ------------–----ის და სხვათა გამოკითხვა, დანიშნული აქვს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ექსპერტიზები და სხვა.(ტ.2. ს.ფ. 52-54)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერება ჩატარდა 2013 წლის 06 სექტემბერს გამომძიებელ ე-------–------–ის მიერ 2013 წლის 06 სექტემბრის 23:40 საათიდან 2013 წლის 07 სექტემბრის 00:10 საათამდე პერიოდში, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი-წითელი ხიდის გზის 57-ე კმ/ზე, (ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის“ ტერიტორია). საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდნენ პატრულ-ინსპექტორი ზ-------------- და პატრულ ინსპექტორი შ------–--–---, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამით, მშრალ ამინდში, ხელოვნური განათების პირობებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამოყენებულ იქნა ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან შენიშვნები და განცხადებები არ შესულა. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი. (ტ.1. ს.ფ. 4-12)

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი გ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებით, გ------------–----ს 06.09.2013 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით 06.09.2013 წელს დაუდგინდა: მარცხენა ტერფის ნავისებური და სოლისებური ძვლის მოტეხილობა, ნაჭდევები მარცხენა ბეჭის და მარცხენა თეძოს მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.(ტ.1. ს.ფ. 30-32)

 

ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ დასკვნა გაცემულია მხოლოდ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.(ტ.2. ს.ფ. 54-55)

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი ე-----------–--–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 10 მარტს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:

 

შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერსედეს ბენცის“ მძღოლს ი-–-----------–-–---ს შეეძლო კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ი-–-----------–---- მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დაქოქვამდე უნდა მიეღო უსაფრთხოების ზომები, რათა ავტომანქანა დაქოქვისთანავე არ მოსულიყო მოძრაობაში, მითუმეტეს, რომ თავად არ იჯდა საჭესთან და ვერ მოახერხებდა მის დამორჩილებას. (ტ.1. ს.ფ. 60-62); (ტ.2. ს.ფ. 49-50).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი დ-----------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 10 სექტემბერს გაცემული N-------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:

 

1. ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

2. წარმოდგენილი ავტომობილის მარცხენა ორივე კარი და უკანა მარცხენა ფრთა დაზიანებულია ავტომობილის რაიმე მკვრივი საფარის მქონე სხეულთან ურთიერთქმედებით.

ავტომობილის მარცხენა წინა ნაწილში არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებული იყო ავტომობილის, როგორც რბილი, ასევე მკვრივი საფარის სხეულთან შეჯახება ურთიერთქმედებით. (ტ.1. ს.ფ. 55-57); (ტ.2. ს.ფ. 22-23).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულ გ------------–----ის 09.09.2013 წლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულ გ------------–----ს ბრალდებულ ი-–-----------–-–---ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და მომავალშიც არ ექნება.(ტ.1. ს.ფ. 26).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ი-–-----------–-–---ის მართვის მოწმობის ასლი, რომლის მიხედვითაც ი-–-----------–-–---ი (დაბადებული 15.10.1989 წელს) ფლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ,,ბ“ კატეგორიის N----------- მართვის მოწმობას, რომლის გაცემის თარიღია 27.12.2012 წელი და ძალაშია 27.12.2022 წლამდე.(ტ.1. ს.ფ. 70-71).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა N-------------, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირებულია, სედანის ტიპის 1998 წელს გამოშვებული თეთრი ფერის ,,MERCEDES BENZ –C240” მარკის ავტომანქანა ნომრით ,----------- ,მოწმობის გაცემის თარიღია 15.08.2013 წელი. (ტ.1. ს.ფ. 70-71).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულად მიიჩნევა ქმედება, რომელიც წარმოდგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესებთან და ასევე ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საკმაოდ გავრცელებული სატრანსპორტო დანაშაულია და ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანდება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

პრაქტიკაში მიჩნეულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის გაუფრთხილებელი დანაშაული, მაგრამ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ცალკეული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური შეფასება.

 

გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდება მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მოცემულ შემთხვევაში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დასჯად ქმედებას. გაუფრთხილებლობა წარმოადგენს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად დარღვევას. წინდახედულობის ვალდებულება ნიშნავს, რომ პირი მოვალეა, კონკრეტული ურთიერთობიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელიც ემუქრება სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს, შეიცნოს და მასთან მიმართებაში სწორად იმოქმედოს. ის ვალდებულია, საკმარისი უსაფრთხოების ღონისძიებები გაატაროს, სახიფათო მოქმედების შესრულებაზე უარი თქვას და თავიდან აიცილოს მართლსაწინააღმდეგო შედეგი. კონკრეტული წინდახედულობის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას სპეციალური სამართლებრივი დებულებებიდან, მაგალითად, მოძრაობის უსაფრთხოების წესებიდან. ი-–-----------–-–---მა სწორედ გაუცნობიერებლად, წინდახედულობის ნორმის უგულებელყოფით, კერძოდ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევის გამო (რომლის მიხედვით მძღოლს შეუძლია გადმოვიდეს სატრანსპორტო საშუალებიდან, თუ წინასწარ მიიღებს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური მოძრაობის, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენების გამომრიცხავ ზომებს) ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლის

მიხედვითაც: შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერსედეს ბენცის“ მძღოლს ი-–-----------–-–---ს შეეძლო კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2013 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 21:40 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდის“ სარეგისტრაციო ჯიხურის სიახლოვეს იდგა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - 9------, რომლის მძღოლმაც - ი-–-----------–-–---მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მერვე პუნქტის მოთხოვნები და ავტომანქანიდან გადმოსულ მდგომარეობაში მყოფმა დაქოქა ავტომობილი, რომელიც დაიძრა და შეეჯახა ქვეითს - გ------------–----ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ი-–-----------–-–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-–-----------–-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასაჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ი-–-----------–-–---ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ ალტერნატივას. კერძოდ, ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ძებნილია და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით იმყოფება მიმალვაში საქართველოს ფარგლებს გარეთ. სასჯელის ზომის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დაზარალებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები, ანუ რამდენად აღსრულებადია დანიშნული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში როდესაც ბრალდებული ძებნილია სასჯელის ალტერნატივის სახით წარმოდგენილი ჯარიმა ან შინაპატიმრობა სასამართლოს მოსაზრებით ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, შესაბამისად ბრალდებულ - ი-–-----------–-–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-–-----------–-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. ი-–-----------–-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

3. ი-–-----------–-–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე