განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002551656
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ც------ ც---–----ს

ბრალდებულ – მ-----– თ-----–----ის

ადვოკატ – ლ-–- შ-------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– მ-----– დ------ს ძე თ-----–----ის, დაბადებულის 1--- წლის 1--------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ხ-–-----ს რაიონის სოფელ წ-----–ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-, გ-------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– თ-----–----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მ-----– თ-----–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 20:55 საათზე, ქ. თბილისში, ც------ დ--------------------ის მიმდებარედ მ-----– თ-----–----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ--- მ---–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, კერძოდ, რამდენჯერმე მოუქნია ხელი სახის არეში, რაც მოხვდა მკლავებზე, ვინაიდან დაზარალებული ცდილობდა სახის დაფარვას. მან ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი მხრის არეში, რის შედეგადაც მ--- მ---–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მ-----– თ-----–----ის მიერ განხორციელებული ქმედებებით მ--- მ---–--ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

ე.ი. მ-----– თ-----–----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ-----– თ-----–----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ქ. თბილისში, კ------------ში, სადაც მივიდნენ მისი მეუღლე - მ--- მ---–--ე და რძალი - მ--–---- ფ---–--ე, ბავშვებთან ერთად. სიმთვრალის გამო მ--- მ---–--ემ მას უსაყვედურა, რის საპასუხოდაც მან შეაგინა ცოლს, თუმცა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია და ხელი არ დაურტყამს. ბრალდებულის განმარტებით, მეუღლესთან კამათსა და მისი მხრიდან მეუღლის მიმართ გინებას მ--–---- ფ---–--ე არ შესწრებია, რომელიც მართალია იმყოფებოდა კ-------------ში, თუმცა კამათისა და გინების დროს, მათ სიახლოვეს არ ყოფილა. კამათის ხმაზე მათთან მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იგი პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს, ხოლო მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა „მოწმეებს“ ყალბი ჩვენებები მიაცემინეს მის წინააღმდეგ.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს დისტანციური წესით დაკითხვისას დაზარალებულმა მ--- მ---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს, საღამოს, ქ. თბილისში, კ-------------ში შეხვდა მეუღლეს - მ-----– თ-----–----ს, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც მან მეუღლეს უსაყვედურა, ხოლო ქმარმა მას საპასუხოდ შეაგინა. ამის გამო ისინი შეკამათდნენ, თუმცა ბრალდებულს მისთვის ხელი არ დაურტყამს. მ--- მ---–--ის განმარტებით, მეუღლეთა შორის კამათისას იყვნენ მხოლოდ ორნი. შემდეგ კამათის ხმაზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა მ-----– თ-----–----ი შეიყვანეს იქვე მდებარე პოლიციის განყოფილებაში. მისი განმარტებით, მ-----– თ-----–----ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხოლო გამოკითხვის ოქმს წაუკითხავად მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ--–---- ფ---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს, საღამოს, მას და მის რძალს - მ--- მ---–--ეს ბავშვები ჰყავდათ წაყვანილი ქ. თბილისში, კ------------ში, სადაც მ-----– თ-----–----სა და მ--- მ---–--ეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა ხელის დარტყმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მისი გამოკითხვის ოქმზე დაფიქსირებული ხელმოწერები ეკუთვნის მას, თუმცა მასში ასახული ინფორმაცია მას გამოძიებისათვის არ მიუწოდებია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ--–- მ-----–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს მ--–---- ფ---–--ის და მისი მეუღლის ა------ თ-----–----ის, ასევე, მ--- მ---–--ისა და მისი მეუღლის მ-----– თ-----–----ის მეზობლად. მოწმის განმარტებით, მ--–---- ფ---–--ისაგან იცის, რომ მ-----– თ-----–----სა და მ--- მ---–--ეს შორის კ------------ში მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რასაც მ--–---- ფ---–--ე შესწრებია.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა - მ-----– თ-----–----მა, დაზარალებულმა მ--- მ---–--ემ, მოწმეებმა მ--–---- ფ---–--ემ და ლ--–- მ-----–---–მა დაადასტურეს 2018 წლის 19 ივნისს, კ------------ში, მეუღლეთა შორის სიტყვიერი კონფლიქტის ფაქტი, თუმცა, ყველა მათგანმა კატეგორიულად უარყო ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ზემოაღნიშნულ პირთა მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მათ ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობები და ისინი შემთხვევის ვითარებას განსხვავებულად აღწერენ, კერძოდ, ზოგი მათგანი (ბრალდებული და დაზარალებული) აცხადებს, რომ კონფლიქტის დროს იყვნენ მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე პირები - მ-----– თ-----–----ი და მ--- მ---–--ე, ხოლო მ--–---- ფ---–--ე აცხადებს, რომ იგი თავადაც ესწრებოდა მ-----– თ-----–----სა და მ--- მ---–--ეს შორის არსებულ კამათს, რა დროსაც მ-----– თ-----–----ის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მ--–---- ფ---–--ემ მისი თანდასწრებით მომხდარი ამბავი უამბო მეზობლად მცხოვრებ ლ--–- მ-----–---–ს. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და ის, რაც მეუღლეთა თქმით მხოლოდ მათ შორის მოხდა, მ--–---- ფ---–--ის თქმით მისი თანდასწრებით მომხდარა და დაბეჯითებით შეუძლია იმის თქმაც, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ასევე თვითმხილველი სამი მოწმის ჩვენებასთან და ასევე თავად დაზარალებულ მ--- მ---–--ის, მოწმე მ--–---- ფ---–--ის და მოწმე ლ--–- მ-----–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემულ მათსავე ჩვენებებთან. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ჩვენებებს, როგორც არასანდო ჩვენებებს, არ იზიარებს.

 

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, მ-----– თ-----–----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თვითმხილველმა მოწმე ი---- ქ---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს, საღამოს, იმყოფებოდა სამსახურში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიმდებარედ არსებულ კ------------ში დაინახა, რომ მ-----– თ-----–----მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი ქალბატონს, რის გამოც მან და ზ---- ზ-------–---–მა მოახდინეს ბრალდებულის მყისიერი დაკავება. დაკავებისას ბრალდებული აცხადებდა, რომ ქალბატონი, რომელსაც ურტყამდა, იყო მისი მეუღლე და „რასაც უნდოდა, იმას უზამდა“. მოწმის განმარტებით, მ-----– თ-----–----ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს დაზარალებულს მცირეწლოვანი ბავშვი ეჯდა გვერდით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თვითმხილველმა მოწმეებმა - მ------ შ----------–-–---–მა და ზ---- ზ-------–---–მა განმარტეს, რომ 2018 წლის 19 ივნისს, იმყოფებოდნენ სამსახურში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც დაინახეს, რომ იქვე მახლობლად არსებულ კ------------ში მ-----– თ-----–----მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი ქალბატონს. აღნიშნულის გამო, მათმა თანამშრომლებმა - ი---- ქ---------ემ და ზ---- ზ-------–---–მა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და ბრალდებული დააკავეს ადგილზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელი ნ------- გ----–---, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებული მ--- მ---–--ე, მოწმეები მ--–---- ფ---–--ე და ლ--–- მ-----–---–ი დაკითხა საპროცესო ნორმების დაცვით, დასაკითხმა პირებმა ნებაყოფლობით მიაწოდეს მას ინფორმაცია 2018 წლის 19 ივნისს კ------------ში განვითარებული მოვლენების შესახებ, შემდეგ გაეცნენ მათი გამოკითხვის ოქმებს და თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურეს აღნიშნულ ოქმებში ასახული ინფორმაციის სისწორე.

 

ზემოჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მ-----– თ-----–----მა მართლაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ:

 

სასამართლოს ზემოაღნიშნულ თვითმხილველ მოწმეთა - ი---- ქ---------ის, მ------ შ----------–-–---–ის და ზ---- ზ-------–---–ის ჩვენებებში, რომელთა თანახმად მათ პოლიციის განყოფილების შენობიდან დაინახეს, თუ როგორ ურტყამდა ხელს მ-----– თ-----–----ი მის მეუღლეს - მ--- მ---–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს, ხოლო აღნიშნული პირები ხშირად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ სასამართლოს ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს საჯარო ადგილას ჩადენილი ძალადობის ფაქტი, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა და მას ჰყავს სამი თვითმხილველი მოწმე, რომელთა დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებების ნამდვილობას ვერ გადაწონის ბრალდებულისა და მისი ახლობლების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ-----– თ-----–----ის მიერ მ--- მ---–--ის მიმართ ძალადობის ჩადენა, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

მ-----– თ-----–----ის მიერ ჩადენილი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც, თუმცა სასამართლო არ მსჯელობს სასჯელთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე ან პირობითი მსჯავრის დანიშვნაზე, ვინაიდან მოცემული კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ ავლენს რაიმე სინანულს საჯარო ადგილას ჩადენილი დანაშაულის გამო, რაც მისი რესოციალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი და ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იქნებოდა. იგი ცდილობს არ გამოვლინდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ამით თავი აარიდოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, რაშიც მას ეხმარებიან ახლობელი პირებიც. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული არის ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, რაც გახდა მოცემულ შემთხვევაში კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზი და მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ანალოგიური მიზეზით კონფლიქტების განმეორების რისკი მაღალი იქნება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთი მხრივ, ძალადობის ხასიათს, მეორე მხრივ, ბრალდებულის პიროვნებას, რომელიც არ არის ნასამართლევი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– თ-----–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. მსჯავრდებულ მ-----– თ-----–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი