განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2019
საქმის ნომერი
340100117002201110
დავის ტიპი
126 1
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100117002201110

№ 1/309-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი 2019 წ. ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი: ნინო ნადაშვილი

 

ბრალდების მხარე: გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნატო ტორიაშვილი

 

ბრალდებული: თა----- ბე---ძე;

მამის სახელი: ომ----;

დაბადებული: 30.11.1----–--–--

პირადი ნომერი:1----------;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ;

განათლება: ტექნიკური;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ძი-------.

 

კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. თა----- ბე---ძეს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 08 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თა----- ბე---ძემ, ურთიერთშელაპარაკებისას, ქ. გურჯაანის აგრარულ ბაზარში, იო--- ჩი----–--ლს ხელი გაარტყა სახის არეში, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თა----- ბე---ძეს 2017 წლის 31 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა,რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ იო--- ჩი----–--ლის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ილ-- ქე---–--ლის, გო----- ქა--–-–--ლის, გი- ცა---–--ლის, თა----- ბე---ძის, ბე-- ცა---–--ლის, კო-- ცა---–--ლის, გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იო--- ჩი----–--ლზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ისეთ მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ისეთ მოქმედებას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ძალადობა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. ძალადობა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა----- ბე---ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თა----- ბე---ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა თა----- ბე---ძის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თა----- ბე---ძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თა----- ბე---ძის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

თა----- ბე---ძის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ თა----- ბე---ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ) რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

საქმეზე არ არის დართული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

საქმეზე არ არის გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების უზრუნველყოფის სახით ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თა----- ბე---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

 

2. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

3. თა----- ბე---ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება- შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

5. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე