გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310018002527477
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ს---------–-----------

წარმომადგენლები - ნ--------------, ა---------–---–---–---, მ--------–-–--

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

წარმომადგენელი - ნ---------------–---–-

 

მესამე პირი (16.2) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - ნ---------------–---–-

 

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - ფ---------–-------

 

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - ე-------------

 

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - მ--------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულება ,,ქ. თბილისში, ს------–-–------–- (ს/კ 8-----------, ფართობი: 2------ კვ.მ.) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ“;

 

1.2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონების თაობაზე, ქ. თბილისში, ს------–-–------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------).

 

მოსარჩელის განმარტებით, სს „რ---–--------მა“ 2018 წლის 05 აპრილს №0------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების მოთხოვნით ქ. თბილისში, ს------–-–------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №8-----------). ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმარებითი დავალების პროექტი გაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებაზე.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მთავრობის განკარგულება არის დაუსაბუთებელი, კერძოდ, არ არის დასაბუთებული სარეკრეაციო ზონა 3-ის ცვლილებაზე უარის თქმის მიზეზი; არ არის ჩატარებული სატრანსპორტო კვლევა სატრანსპორტო ინფრასტუქტურასთან დაკავშირებით და წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი მსჯელობა გადატვირთულობის თაობაზე, ამასთან საერთო საქალაქო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. დასახელებულია სივრცითი მოწყობის პრიორიტეტად მხოლოდ ამორტიზებული და დეგრადირებული განაშენიანების განახლება, რაც პირდაპირ საკუთრების უფლებას ხელყოფს და დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი; მოყვანილია კვლევა, შ------ის ტერიტორიის მაღალი საშიშროების არეალში არსებობის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემულია მშენებლობის ნებართვები, ხოლო გეოდინამიკური საფრთხეების ზონირების რუკა, შედგენილია 2017 წელს, რომელიც ეფუძვნება 2016 წლის კვლევას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს წერილობითი ფორმით შესაგებელი სს ,------–--------ის’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მე-3 პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3.2. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი ფორმით შესაგებელი სს ,------–--------ის’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მე-3 პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3.3. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წერილობითი ფორმით შესაგებელი სს ,------–--------ის’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მე-3 პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3.4. მესამე პირს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს წერილობითი ფორმით შესაგებელი სს ,------–--------ის’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მე-3 პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ს---------–----------- (ს/ნ: 2--------) 2005 წლის 26 სექტემბრიდან რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (რეგ. ნომერი: 276/0002), ხოლო მისი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა მოხდა 2007 წლის 13 თებერვალს.

 

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 18 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დგინდება, ქ. თბილისში, ს------–-–------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №8-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სს „რ---–--------ი“ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 200005.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 8------------ რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს შპს „-------სა“ და შპს რ---–--------ს“ შორის 2006 წლის 10 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 01.11.2017 (ს.ფ. 75-76);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 18.05.2016 (ს.ფ. 23).

_ 2006 წლის 10 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 69-74)

 

4.1.2. 2018 წლის 05 აპრილს, მ-----–----–--–---–მა №0------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ს------–-–------–- (ს/კ: №8-----------, ფართობი 2------ კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება.

 

4.1.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 08 მაისს წერილებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს და კომპეტენციის ფარგლებში სთხოვა პოზიციის დაფიქსირება ქ. თბილისში, ს------–-–------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებასთან დაკავშირებით.

 

4.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №-------------- წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ საპროექტო ტერიტორიას ირიბად ესაზღვრება თ-------------- და კ--–------------, რომლებიც ხასიათდება შეზღუდული გამტარუნარიანობით (ქუჩის სიგანის, რელიეფის და გეომეტრიული პარამეტრების ერთობლიობა). მსგავსი სუბურბანული ტიპის განაშენიანებას, რომელიც მოშორებულია ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიას, ახასიათებს მონო-ფუნქციურობა და მანქანაზე დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოცულობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, პიკის საათებში მოსალოდნელია სატრანსპორტო ნაკადების ზრდა, შესაბამისად, ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასებისათვის საჭიროა სატრანსპორტო კვლევის ჩატარება. წარმოდგენილი პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზეგავლენის შესაფასებლად, საკვლევი არეალი უნდა მოიცავდეს იმ გზებსა და მნიშვენლოვან კვანძებს, რომლებიც უზრუნველყოფს საპროექტო ტერიტორიის კავშირს ქალაქთან სხვადასხვა მიმართულებით, მიზიდვის ძირითადი ცენტრებისკენ.

 

4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2----–-–----- მაისის №-------------- წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-8 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან, წარდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავდა დაგეგმილი გამწვანების პროექტის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხარისხობრივ შეფასებას (ტაქსაცია). ამასთან, შესაძლებელი იყო გადასარგავი და საკომპენსაციოდ დასარგავი ხეები გათვალისწინებული ყოფილიყო გამწვანების ზოგად მონაცემებში, რომლის დეტალური პროექტიც უნდა დამუშავებულიყო გრგ-ს დამტკიცების ეტაპზე, რის გამოც სამსახურის მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა წერილით წარდგენილ საკითხზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 08 მაისის წერილი (ს.ფ. 289);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №-------------- წერილი (ს.ფ. 146-147);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2----–-–----- მაისის №-------------- წერილი (ს.ფ. 148).

 

4.1.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულების თანახმად, უარი ეთქვა ქ. თბილისში, ს------–-–------–- (ს/კ: №8-----------, ფართობი 2------ კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულება ,,ქ. თბილისში, ს------–-–------–- (ს/კ 8-----------, ფართობი: 2------ კვ.მ.) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ’’ (ს.ფ. 58-60).

 

4.1.7. საქმეში ასევე წარმოდგენილია გეოსაფრთხეების ზონირების რუკა, საიდანაც ირკვევა, რომ გეოსასიშროებიდან გამომდინარე განხორციელდა ქ. თბილისის არეალის დარაიონება (ზონირება) კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: დაბალი, საშუალო და მარალი კატეგორიები, სადაც თავის მხრივ გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური (მიწისქვეშა წყლები) და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, ტერიტორიის ამგები ქანების ფიზიკური-მექანიკური (გეოტექნიკური) მახასიათებლები, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი. ამავე ზონირების რუკის მიხედვით მაღალი საშიშროების მქონე არეალი განიმარტება როგორც, ,,ტერიტორია, სადაც რელიეფი დახრილია (200-ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გეოსაფრთხეების ზონირების რუკა (ს.ფ. 193).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,------–--------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულება ,,ქ. თბილისში, ს------–-–------–- (ს/კ 8-----------, ფართობი: 2------ კვ.მ.) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

7.2. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა (,,თანაბარი შესაძლებლობების სივრცე’’).

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’, ,,ვ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ქვეყნის მდგრადი განვითარების, მისი კავკასიური, ევროპული და მსოფლიო ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით: ბ) განვითარდეს განსახლების დეცენტრალიზებული და პოლიცენტრული სტრუქტურა; საქმიანობა ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების თვალსაზრისით იყოს სივრცით-ტერიტორიულად კონცენტრირებული და განვითარების ცენტრების სისტემაზე ორიენტირებული; დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას; ვ) დასახლებათა განვითარება ორიენტირებულ იქნეს ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებაზე; სატრანსპორტო მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდოს ადეკვატური სატრანსპორტო არტერიებისა და კვანძების შექმნით; პრიორიტეტი მიენიჭოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას; კ) შენარჩუნდეს და განვითარდეს დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემა; უზრუნველყოფილ იქნეს ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომელიც არეგულირებს ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

7.3. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 75-ე მუხლის ,,ე.ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მთავრობა შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მითითებული წესების მე-8 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, გარდა განაშენიანების ძირითადი დებულებებით გათვალისწინებული მონაცემებისა, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების პროექტის შესახებ ზოგად მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების დეტალურ აღწერას და მათ ხარისხობრივ შეფასებას, ასევე ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით და საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ საგზაო ინფრასტრუქტურაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დედაქალაქის ქალაქგანვითარების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, და განაშენიანების რეგულირების წესების მესამე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება სავალდებულოა, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოება მაინც: ა) მიწის ნაკვეთებისათვის სხვაგვარად შეუძლებელია გამოყენებისა და განაშენიანების რეგლამენტების დადგენა; ბ) ხორციელდება გაუნაშენიანებელი ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება; გ) ხორციელდება 7000 მ2 (0.7 ჰა) და მეტი ფართობის მქონე ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება; დ) მშენებლობა ჩამოყალიბებულ განაშენიანებაში იწვევს არსებით, საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებებს (იცვლება ინფრასტრუქტურული მოწყობა, განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენების ჩამოყალიბებული/დაგეგმილი ბალანსი და განაშენიანების სხვა მსგავსი მახასიათებლები), ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, გაუნაშენიანებელი ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენების შემთხვევაში განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიის მინიმუმ 20%-ის მწვანე ნარგავების გასაშენებელ სივრცედ გამოყენება, ამასთანავე, საპროექტო ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ პირველი ეტაპით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული ეტაპების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I ეტაპი - განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად - არაუმეტეს 20 დღე; ბ) II ეტაპი - განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად - არაუმეტეს 30 დღე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს ურბანულ განვითარებაზე უფლებამოსილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, დაგეგმარებითი ამოცანების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის პოლიტიკაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული, ხოლო ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასევე სატრანსპორტო პოლიტიკაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული. დასახელებული მუხლის 51 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულ წარმოებაში სატრანსპორტო პოლიტიკაზე უფლებამოსილი სამსახურის ჩართვა სავალდებულოა გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. მე-6 პუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების/სხვა ადმინისტრაციული ორგანოების დასკვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწონებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს, მ-----–----–--–---–მა №0------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ს------–-–------–- (ს/კ: №8-----------, ფართობი 2------ კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება. აღნიშნულის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა წერილებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს და კომპეტენციის ფარგლებში სთხოვა პოზიციის დაფიქსირება ქ. თბილისში, ს------–-–------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებასთან დაკავშირებით.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №-------------- წერილი, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ საპროექტო ტერიტორიას ირიბად ესაზღვრება თ-------------- და კ--–------------, რომლებიც ხასიათდება შეზღუდული გამტარუნარიანობით (ქუჩის სიგანის, რელიეფის და გეომეტრიული პარამეტრების ერთობლიობა). მსგავსი სუბურბანული ტიპის განაშენიანებას, რომელიც მოშორებულია ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიას, ახასიათებს მონო-ფუნქციურობა და მანქანაზე დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოცულობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, პიკის საათებში მოსალოდნელია სატრანსპორტო ნაკადების ზრდა, შესაბამისად, ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასებისათვის საჭიროა სატრანსპორტო კვლევის ჩატარება. წარმოდგენილი პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზეგავლენის შესაფასებლად, საკვლევი არეალი უნდა მოიცავდეს იმ გზებსა და მნიშვენლოვან კვანძებს, რომლებიც უზრუნველყოფს საპროექტო ტერიტორიის კავშირს ქალაქთან სხვადასხვა მიმართულებით, მიზიდვის ძირითადი ცენტრებისკენ.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2----–-–----- მაისის №-------------- წერილით კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-8 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან, წარდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავდა დაგეგმილი გამწვანების პროექტის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხარისხობრივ შეფასებას (ტაქსაცია). ამასთან, შესაძლებელი იყო გადასარგავი და საკომპენსაციოდ დასარგავი ხეები გათვალისწინებული ყოფილიყო გამწვანების ზოგად მონაცემებში, რომლის დეტალური პროექტიც უნდა დამუშავებულიყო გრგ-ს დამტკიცების ეტაპზე, რის გამოც სამსახურის მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა წერილით წარდგენილ საკითხზე.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია გეოსაფრთხეების ზონირების რუკა, საიდანაც ირკვევა, რომ გეოსასიშროებიდან გამომდინარე განხორციელდა ქ. თბილისის არეალის დარაიონება (ზონირება) კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: დაბალი, საშუალო და მარალი კატეგორიები, სადაც თავის მხრივ გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური (მიწისქვეშა წყლები) და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, ტერიტორიის ამგები ქანების ფიზიკური-მექანიკური (გეოტექნიკური) მახასიათებლები, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი. ამავე ზონირების რუკის მიხედვით მაღალი საშიშროების მქონე არეალი განიმარტება როგორც, ,,ტერიტორია, სადაც რელიეფი დახრილია (200-ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულებით დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორია და მისი მოსაზღვრე არეალი წარმოადგენს ს------–-–------–-, მდინარე დუქნისხევის ჩრდილოეთით არსებულ ფერდს, რომელიც განაშენიანებელია და მთლიანად მოიცავს ხევებს. ასევე, ფიქსირდება სეზონური მდინარეები, რომლებიც უკავშირდება მდინარე დუქნისხევს, საპროექტო არეალი მთლიანად ხვდება, ,,სიტი ინსტიტუტი საქართველო; გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელი CENN’’-ის მიერ შემუშავებული გეოდინამიკური საფრთხეების ზონირების რუკის მიხედვით დადგენილ მაღალი საშიშროების მქონე არეალში.

,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად(ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი გამოყენების ტერიტორიებს’’.

 

საქმეში წარმოდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტით გათვალისწინებულია 3 სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე სკოლისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რომელიც მოემსახურება, როგორც საპროექტო ტერიტორიას, ასევე, სოფელ შ------ს, სოფელ ტაბახმელას, წავკისისა და კრწანისის დასახლებებს, აგრეთვე 3-4 სართულიანი სასტუმროსა და 2 სართულიანი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. აღნიშნული საპროექტო განცხადებით გათვალისწინებულია სარეკრეაციო ზონა 3-ის (რზ-3) ცვლილება სატრანსპორტო ზონა 1-ით (ტზ-1), სარეკრეაციო ზონა 1-ით (რზ-1) და საცხოვრებელი ზონა 1-ით (სზ-1), თუმცა საცხოვრებელი ზონა 1-ით ზონის ცვლილება არ არის დაზუსტებული, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის თანახმად, საცხოვრებელ ზონა 1-ის ნაცვლად შესაძლებელია სარეკრეაციო ზონა 3-ით განვითარება, სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებით დასაშვები სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლებისათვის (იხ. ს.ფ. 17).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულებით ასევე ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორია განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთების არეალში, სადაც მიწის ნაკვეთების უმრავლესობა დარეგისტრირებულია ქაოტურად. უმეტეს საკადასტრო ერთეულებამდე არ არსებობს მისასვლელი გრუნტის გზაც კი, ხოლო, საპროექტო ტერიტორია გრუნტის გზის გავლით უკავშირდება თ-------------- ქუჩას და შემდგომ თბილისის ძირითად სატრანსპორტო ქსელს. ტერიტორია კი არ არის უზრუნველყოფილი საინჟინრო ან/და რაიმე სხვა სახის ინფრასტრუქტურით. ამასთან, საპროექტო ტერიტორიაზე არ არსებობს არავითარი ინფრასტრუქტურული ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის, სატრანსპორტო ქსელი, გზები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ვინაიდან საპროექტო ტერიტორიას ირიბად ესაზღვრება თაბორის მთის და კ--–------------, რომლებიც ხასიათდება შეზღუდული გამტარუნარიანობით. ასევე, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს „სიტი ინსტიტუტი საქართველო; გარემოსდაცვით არასამთავრობოების ქსელი CENN“-ის მიერ შემუშავებული გეოდინამიკური საფრთხეების ზონირების რუკის მიხედვით დადგენილ მაღალი საშიშროების მქონე არეალში და არსებული მდგომარეობით წარმოადგენს მდინარე დუქნისხევის ჩრდილოეთით არსებულ ფერდს, რომელიც გაუნაშენიანებელია და მთლიანად მოიცავს: ხევებს, სეზონურ მდინარეებს, რომლებიც ასევე უკავშირდება მდინარე დუქნისხევს. წარდგენილ საპროექტო ტერიტორიაზე მსგავსი სუბურბანული ტიპის განაშენიანების დაშვება, რომელიც მოშორებულია ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიას, ახასიათებს მონო ფუნქციურობა და მანქანაზე დამოკიდებულება, გამოიწვევს მიმდებარე არეალის თანდათანობით სამშენებლო ათვისებას, რაც სამომავლოდ, ქალაქის მხრიდან წარმოშობს გზების მოწყობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიყვანის ვალდებულებას, ასევე, ტერიტორიების საინჟინრო ინფრასტრუქტურით გამართვას.

 

სასამრთლო ვერ გაიზიარებს, მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემულია მშენებლობის ნებართვები და სადავო განკარგულებით დარღვეულია თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპი, რადგან საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით/დოკუმენტით (მშენებლობის ნებართვებით) არ დასტურდება, რომ საუბარია იდენტური ტიპის მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისად, ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და მოცემულ შემთხვევაშიც სწორედ საპროექტო ტერიტორია იქნა შეფასებული კანონმდებლობის სრული დაცვით. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ შპს „გ-----------–-------“ გარემოსდაცვით შეფასების ანგარიშს, იგი ვერ გახდება სადავო აქტის ბათილობის საფუძველი, რადგან სადავო აქტის გამოცემისას იგი ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა, სასამართლო კი აქტის კანონიერების შეფასებისას, მსჯელობს აქტის გამოცემისას არსებული მონაცემების და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სწორად იქნა თუ არა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დასკვნაში წარმოდგენილია ისეთი სახის ფაქტები და გარემოებები, რომელიც გამოიწვევს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, მას შეუძლიათ მიმართონ მოპასუხე მხარეს და მოითხოვონ აქტის გამოცემა.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,------–--------ის’’ მოთხოვნა ,,ქ. თბილისში, ს------–-–------–- (ს/კ 8-----------, ფართობი: 2------ კვ.მ.) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2----–-–----- მაისის №---------- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონების თაობაზე, ქ. თბილისში, ს------–-–------–- მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------).

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სს ,------–--------ის’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,------–--------ი“-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი