განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
120100118002257673
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/026-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

24 იანვარი, 2019 წელი ქ. ახ--––--ე

 

ახ--––--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–-;

დაცვის მხარე: ბრალდებული – და----------ძე, დაბ. 1--------- წელს, პირადი #4---------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ. ახ--––--ე, რუ-------–-- ქუჩა, კორპუსი N9-- ბინა N1-.

 

ადვოკატი - ირ---–----------ძე, ნო-------------–---–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის 07 ნოემბერს დილის საათებში და----------ძე მეუღლესთან მა----------ძესთან, ძმასთან გუ-----------ესთან და სხვა პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ახ--––--ის რაიონის სოფელ მუ--ში, ძმის გე-–--------ის ოჯახში, სადაც მის თანმხლებ პირებს შეკამათება მოუვიდათ გე-–--------ის მეუღლესთან, რაზედაც ოჯახში მყოფმა ბებიამ ერ-----------ძემ მისცა მათ შენიშვნა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, რა დროსაც და----------ძემ ბებიას ერ-----------ძეს ხმამაღლა უყვირა და დაარტყა ხელი ზურგის არეში, რის გამოც ერ-----------ძე წაიქცა ძირს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, და----------ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ერ-----------ძემ და მოწმე გე-–--------ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა და----------ძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა და არ მოითხოვა სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მე--------–------ის, და------------–---–ის, მონაწილე პირების ანდ----------------ს, ჯო-----------–---–ის, გი--------------ს, გამომძიებლების თა----------–---ის, ალე------------------–---–ის და ალ--------------–-–---–-ს გამომდინარე აქედან, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თა---–-------ძემ განმარტა, რომ 2017 წლის 07 ნოემბერს თა---–-------ძესთან სტუმრად სოფელ მუ--ში მივიდა და----------ძე თანმხლებ პირებთან ერთად, სახლში ასევე იყო ერ-----------ძე, კამათი მიმდინარეობდა გე-–--------ის ოჯახთან. კამათის დროს და----------ძემ მხარში ჰკრა ხელი ერ-----------ძეს რომელიც წაიქცა, დარტყმის მიზეზი კი ის იყო რომ ერ----ას უნდოდა მათი დაწყნარება. და----ს დარტყმის შემდეგ გუ------------ემ და თი---------–----ძემაც დაარტყეს ერ-----------ძეს. მათი წასვლის შემდეგ ერ-----------ძეს სხეულზე, სადაც დაარტყეს და მხარზე ჰქონდა ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თი---------–----ძემ განმარტა, რომ და----------ძე არის თი---------–----ძის მეუღლის ძმა. 2017 წლის 06 ნოემბერს და----ს მეუღლე მა----------ძესთან და მეორე მაზლის მეუღლესთან თა---–-------ძესთან მოუხდა კამათი. ეს კამათი მეორე დღესაც განახლდა, მა----------ძე და თი---------–----ძე მეუღლეებთან და---- და გუ-----------ეებთან ერთად წავიდნენ სოფელ მუ--ში. როცა სახლში შევიდნენ ერ-----------ძეც იქ იყო, მაგრამ მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. თი---------–----ძე შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც დაუწყო კამათი თა---–-ს, ერ----ა მოუწოდებდა მათ რომ დაწყნარებულიყვნენ. ვინმეს იქ მყოფთაგანს რომ ერ-----------ძისთვის დაერტყა ხელი ამ ყველაფერს დაინახავდა თი---------–----ძე, ვინაიდან სახლში სულ იყო 2 ოთახი, გაშლილი განლაგებით და კარები ღია იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა----------ძემ განმარტა, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს მან და თი---------–----ძემ გადაწყვიტეს მეუღლეებთან და----------ძესთან და გუ-----------ესთან ერთად სოფელ მუ--ში წასვლა თა---–-------ძესთან დასალაპარაკებლად, ვინაიდან მათ შორის იყო უთანხმოება. სოფელ მუ--ში ასევე იმყოფებოდა ერ-----------ძე, რომელიც არის მისი მეუღლის ბებია, რომელიც იმყოფებოდა მისაღებ ოთახში. კამათი მიმდინარეობდა მათსა და თა---–-------ძეს შორის მხოლოდ და იქ მყოფი პირებიდან ერ-----------ძისათვის არ მიუყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2017 წლის 08 ნოემბრის N645/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებული იქნა ერ-----------ძე, რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას და----------ძის მიერ ერ-----------ძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

კონკრეტულ შემთხვევაში და----------ძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ და----------ძემ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში ბებიის ერ-----------ძის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფისა ფაქტი, თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.

 

რაც შეეხება თა---–-------ძის ჩვენებას, იგი აღნიშნავს, რომ როდესაც და----------ძემ ერ-----------ძეს დაარტყა ხელი, მას სხეულზე აღენიშნებოდა ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები, თუმცა აღნიშნულ ჩვენებას აბათილებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ერ-----------ძის სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, იმ ის ფაქტი, რომ ერ-----------ძის მიმართ განხორციელდა ძალადობა. სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და----------ძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ ზოგადად ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება ერ-----------ძის სხეულზე დაზიანების ნიშნები.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და----------ძის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. და----------ძე (პ/№4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. და----------ძის (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 2000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ლი-------–---–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ახ--––--ე, ივანე ახ--––--ელის ქუჩის ბოლოში, ნაკვეთი N10 საკადასტრო კოდი 6-----------,(2018 წლის 11 იანვრის განჩინება N12/003-18).

 

3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე