განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე,ბრალდების მხარე
პროკურორი ან--------–---–-,დაცვის მხარე
ადვოკატი თე--------------–---–ი,ბრალდებული: კო-------------------–--ი,დაბადების თარიღი: 1-----------------–--–--
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------
განათლება: უმაღლესი,ნასამართლობა: არ მქონე,რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, პ--------------------------------
საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, პ--------------------------------
სისხლის სამართლის საქმე 0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 11 აგვისტოს, ღამის საათებში, თბილისში, ალ------------------ის გ-------- N-------------თან კო-------------------–--მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე თ----------------ს არასრულწლოვანი შვილის ივ-----------–-კის თანდასწრებით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც თა--------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----------------მ განაცხადა, რომ 2012 წლიდან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა კო-------------------–--თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ივ-----------–-კი და თი----------–--ი. მას და კო-------------------–--ს ურთიერთობა დაეძაბათ 2015 წლიდან, კო-------------------–--ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო აგრესიული და ამტვრევდა სახლში სხვადასხვა ნივთებს. 2018 წლის 11 აგვისტოს, როდესაც იმყოფებოდა სახლში რუ-------------------თან, ივ-----------–-კთან და თი----------–--თან ერთად, მისთვის მოულოდნელად მივიდა კო-------------------–--ი, რომელიც იყო მთვრალი. მასსა და კო-------------------–--ს შორის წარიმართა დაძაბული საუბარი, რასაც ისმენდა მათი 5 წლის შვილი ივ-----------–-კი, რომელიც აღელდა და ნერვიულობდა. აღნიშნულის გამო კო-------------------–--ი გახდა აგრესიული, ფეხი ჩაარტყა იმ დროს, როდესაც ხელში ეჭირა თი----------–--ი, მიანარცხა საკიდს. ის თი----------–--თან ერთად გავიდა სადარბაზოში და მეზობლებს საშველად უხმობდა, რა დროსაც მას უკან გაეკიდა კო-------------------–--ი. 5 სართულზე დაეწია კო-------------------–--ი და კვლავ განაგრძო მისი ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მუხლის ზედა ნაწილში, ამის შემდეგ ხელით დაიჭირა და მიანარცხა კედელს, შემდეგ კი ხელი ჩაარტყა ზურგში, რა დროსაც იგი ყველა შემთხვევაში განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მისი განმარტებით მომხდარ ფაქტს შეესწრო მისი შვილი ივ-----------–-კი.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, თ----------------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით/ზუსტი ლოკალიზაცია და აღწერილობა იხილეთ აღწერილობით ნაწილში/. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დასკვნით სიტყვაში პოზიციის წარდგენისას განაცხადა, რომ აღიარებდა თა--------------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. გარდა აღნიშნულისა, კო-------------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მოწმეების რუ------------------ს, თა--------–------ის, ივ-----------–-კის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, პაციენტის სამედიცინო ბარათი), რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა კო-------------------–--მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კო-------------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კო-------------------–--ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კო-------------------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კო-------------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კო-------------------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 12 აგვისტოს 02:07 საათიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე