განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002563322
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე N1/3----18

გამოძიების N0-----------

19 დეკემბერი, 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ნ---------------–-–---–-, ნუ-------------ე;

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ----------- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, დ-------–-----–----------------------------ში,ადვოკატები - ვ--------------------, მ------------–---–-;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალ-----ბა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტი - ოჯახში ძალ-----ბა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალ-----ბა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

ქ. თბილისში, ა----–-----–-----------------ში შ-----------, საკუთარ დას, თ-------------ს, მისი არასრულწლოვანი შვილის - ვ-–---------------ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აფურთხებდა, მიმართავდა უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, რის გამოც თ------------- იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ, რამაც გამოიწვია თ-------------ს ტანჯვა.

2--- წლის 2-------ს, დილის საათებში, ქ. თბილისში, დ. ა----–-----–-----------------ში შ-----------მ, ურთიერთშელაპარაკების დროს, საკუთარ 14 წლის დისშვილს, ვ-–---------------ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან სამეურნეო საქმიანობას, რამდენჯერმე სხეულზე დაარტყა ხელი და კისრის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ვ-–---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ დაადგინა:

2--- წლის 2-------ს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ა----–-----–-----------------ში შ-----------მ, ურთიერთშელაპარაკების დროს, 14 წლის დისშვილს - ვ-–---------------ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა და კისრის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ვ-–---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულმა თ-------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს დედასთან - ა-–--------------------სთან, ძმასთან - შ-----------სთან და შვილთან - ვ-–---------------ესთან ერთად. ოჯახის წევრებს შორის ხშირად აქვს ადგილი კონფლიქტებს და ისინი, ძირითადად, მომდინარეობს დედისგან, რომელიც მის წინააღმდეგ განაწყობს ძმას - შ-----------ს. შ--- არ ჯერდებოდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა. აღნიშნულის გამო, არაერთხელ დამდგარა საპატრულო პოლიციის გამოძახების საჭიროების წინაშე. შ--- ბოლო პერიოდში ბევრ ალკოჰოლს სვამდა, რაც უფრო აგრესიულს ხდიდა მას. შემთხვევის ღამეს, 2--- წლის 2-------ს, მისი შვილი - ვ-–--------ი, გვიანობამდე უყურებდა ტელევიზორს შ---ს ოთახში, სადაც ჩაეძინა კიდეც. დილის დაახლოებით ხუთი საათისთვის, გაიგონა, შ---მ, რომელიც ძალიან მთვრალი იყო, როგორ გააღვიძა ვ-–--------ი და ლანძღვა-გინებით გაათრია იგი სხვა ოთახში. ესმოდა, როგორ ეპასუხებოდა ვ-–--------ი ბიძას. თავდაპირველად არ ჩარეულა, რადგან ჩათვალა, რომ მისი შვილი, რომელიც ბოლო დროს ცუდად იქცეოდა, დასჯას იმსახურებდა, მაგრამ, როცა რამდენიმე შემოლაწუნების ხმა და დედის კივილი გაიგონა, შეშინდა, პატარა ხის სკამს დაავლო ხელი და ვ-–--------ის ოთახში გავარდა. სიბნელეში დაინახა, როგორ ცდილობდა დედა ვ-–--------ისთვის შ---ს მოცილებას, რომელიც საწოლში ზემოდან იყო ბავშვზე გადაწოლილი და ახრჩობდა. წამოღებული პატარა სკამი ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ძმას, რის შემდეგაც შ---მ ბავშვს ხელი გაუშვა და ამჯერად მისკენ გაიწია. ლ-----მ დრო იხელთა, ძირს დააგდო და გააკავა შ---. თავად დერეფანში გამოვარდა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. დაზარალებულმა თ-------------მ განმარტა, რომ ძმის მხრიდან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების სისტემატურობის გამო, განიცდიდა ტანჯვას და თვითმკვლელობაზეც უფიქრია, თუმცა, შ---სთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დროს, საკუთარი განცდები და ემოციები დამალა.

დაზარალებულმა ვ-–---------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 2-------ს, დილას, იმყოფებოდა ბიძის - შ----------ის ოთახში, რა დროსაც ბიძამისი შემოვიდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით უთხრა ოთახიდან გასულიყო. აღნიშნულზე გაღიზიანდა და შეურაცხყოფითვე უპასუხა მას. ბიძამ, გაბრაზებულმა ხელი ჰკრა და მანაც ხელი შეუბრუნა. შ-----------მ ხელი მოუჭირა კისერზე და დააწვინა საწოლზე, რა დროსაც ოთახში შემოვიდა დედა, რომელმაც შ---ს რამდენჯერმე სკამი ჩაარტყა და გააშველა ისინი. დაზარალებულმა ვლ. კ------მ განმარტა, რომ თავად შ-----------სთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ დედამისს და ბიძას პერიოდულად ურთიერთობა ეძაბებათ, რა დროსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. მანვე აღნიშნა, რომ დედას და ბიძას შორის არსებულ კონფლიქტებში გამოკვეთილი ინიციატორის დადგენა შესაძლებელი არ არის.

მოწმე ა-–--------------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს შ----------- დისშვილის - ვ-–---------------ის შეპასუხებამ გამოიყვანა წყობიდან, ამიტომ დაეჯაჯგურა მას, რა დროსაც ერთი ხელი კისერზე წაავლო, მეორე კი მკლავზე, ხელის შებრუნების შესაძლებლობა რომ არ მიეცა მისთვის. ის და ვ-–--------ი საწოლზე ძიძგილაობდნენ. ხმაურზე მის ქალიშვილს, ვ-–--------ის დედას - თ-----ს გაეღვიძა, რომელიც ე.წ. „ტაბურეტით“ შემოვიდა ოთახში და შ---ს რამდენჯერმე დაარტყა ზურგში, მანვე გამოიძახა საპატრულო პოლიციაც. მოწმე ა-–--------------------მ ასევე განმარტა, რომ შ-----------ს ძალიან უყვარს დისშვილი და აქტიურ მონაწილეობას იღებს მის აღზრდაში. ბოლო დროს ვ-–--------ი პრობლემებს უქმნიდა ოჯახს, ვინაიდან სწავლა არ უნდოდა, მთელ დროს გარეთ, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ატარებდა, გაკვეთილებზე არ დადიოდა, რის გამოც სკოლიდან გარიცხეს. ამ ნიადაგზე ოჯახში ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. შ---ს თ-----ზე მეტად აღელვებდა ვ-–--------ის ბედი და დასთან კონფლიქტიც მოსდიოდა, რომლის ესკალაციასაც თ-----ი უწყობდა ხელს.

მოწმეებმა მ------------–--მ, ნ--------------, ლ--------------მ და ნ-------------–---–მა, კ------ების ოჯახის ნათესავებმა და ახლობლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას შ----------- დაახასიათეს, როგორც კარგი, უკონფლიქტო, მოსიყვარულე ადამიანი, ხოლო თ-------------სთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ აქვს გაუწონასწორებელი ფსიქიკა, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას ხშირად ქმნის კონფლიქტებს, რა დროსაც მიმართავს მაპროვოცირებელ ქმედებებს და ფიზიკურ ძალასაც იყენებს. მათვე განმარტეს, რომ შ-----------ს უყვარს დისშვილი - ვ-–--------ი, რასაც მასზე ყოველდღიურ ზრუნვაში ავლენს.

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2--- წლის 2-------ს ჩატარებული შემოწმებისას შ-----------ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმით დგინდება, რომ იგი გამოცემულია 2015 წლის 2------------ შ----------ის მიერ მისი დის - თ-------------ს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2------------ გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი მოძალადე შ----------ის მიმართ.

შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმით დგინდება, რომ იგი გამოცემულია 2017 წლის 05 თებერვალს შ----------ის მიერ მისი დის - თ-------------ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-----------–ის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი მოძალადე შ----------ის მიმართ.

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ----------ის ქმედების შედეგად თ------------- არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ფსიქოლოგმა მ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ თ-------------ს ფსიქოლოგიური თავისებურებების კვლევის, მასთან ხანგრძლივი გასაუბრების და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კ------ების ოჯახი აბსოლუტურად ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების, ხასიათობრივი თვისებების მქონე ინდივიდებისგან შედგება, რომლებიც მუდმივად ეწევიან თვითდამკვიდრებას და ამ პროცესს მათი ჯანსაღი ურთიერთობები ეწირება. აღნიშნულ კონფლიქტურ სიტუაციაში არ იკვეთება დაპირისპირებული მხარეები, მას ჰყავს მხოლოდ მონაწილეები, რომლებიც თანაბარად ქმნიან და განიცდიან არსებულ ვითარებას. შესაბამისად, თ------------- არ წარმოადგენს მსხვერპლს და შ----------ის ქმედების შედეგად მას ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 27.06.2--- წელს ვ-–---------------ეს პირადი შემოწმებისას, კისერზე, მარჯვენა წინამხარსა და მარცხენა თვალთან აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2--- წლის 2-------ს.

ბრალდებულმა შ-----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან დისშვილს - ვ-–---------------ეს და უარყო საკუთარი დის - თ-------------ს მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალ-----ბის განხორციელების ფაქტი.

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმარის ფაქტებს იმაში დასარწმუნებლად, რომ შ-----------მ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალ-----ბა; აღნიშნული, დადასტურებულია, როგორც დაზარალებულთა, ისე - მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ბრალდებული შ----------ის აღიარებითაც.

რაც შეეხება შ----------ის მიერ მისი დის - თ-------------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის სისტემატურად მიყენებისა და აღნიშნულის გამო, ამ უკანასკნელის მიერ ტანჯვის განცდის ფაქტებს - საქმის სასამართლო განხილვისას მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო იზიარებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და მისი ავტორის, ექსპერტ მ-------------–---–ის ხედვას დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახში შექმნილი ზოგადი დაძაბულობის მიზეზების, კონფლიქტის თითოეული მონაწილის, - მათ შორის, თ-------------ს, - აქტიური როლისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. სასამართლო არ ეთანხმება დაზარალებული თ-------------ს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა მცდარია, რადგან ეფუძნება მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელშიც, ძმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, მან ექსპერტს საკუთარი რეალური ფსიქო-ემოციური განცდები დაუმალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან, ექსპერტ მ-------------–---–ის განმარტებით, გამოკვლეული პირის მონათხრობი წარმოადგენდა ერთ-ერთ და არა ერთადერთ ელემენტს, რომლითაც გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ თ-------------ს სასამართლოს წინაშე შ----------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების სურვილი არ გამოუმჟღავნებია, მაშინ, როცა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა სწორედ სასამართლოს და არა საექსპერტო დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება. მეტიც, დაზარალებულმა თ-------------მ საქმის არსებითი განხილვის დროს მისი დაკითხვისას განმარტა, რომ ძმის ქცევის გამო მძიმედ იტანჯებოდა და თვითმკვლელობაზეც არაერთხელ უფიქრია.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხული, ბრალდებულისა და დაზარალებულის დედის და სხვა ნეთესავ-ახლობლების განმარტებები. ზემოაღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს რა და-ძმას შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობის ფაქტი, განმარტეს, რომ ურთიერთობის დაძაბვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თვით თ-------------ს, რომელიც კონფლიქტების პროვოცირებას თავად ახდენდა. მათვე აღნიშნეს, რომ თ-------------ს ასეთივე არაჯანსაღი ურთიერთობა აქვს დედასთან, დეიდასთან და სხვა ნათესავებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა, რომ შ----------- სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალ-----ბდა მის დაზე - თ-------------ზე, რომელიც აღნიშნულის გამო განიცდიდა სულიერ ტანჯვას. შესაბამისად, შ----------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) არ დადასტურდა. რაც შეეხება შ----------ის მიერ ოჯახის არასრულწლოვან წევრზე - ვ-–---------------ეზე ფიზიკური ძალ-----ბის განხორციელების და, შესაბამისად, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალ-----ბა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) ჩადენის ფაქტს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით იგი სასამართლოს სრულად დადასტურებულად მიაჩნია.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

შ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალ-----ბა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალ-----ბა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალ-----ბა, როგორც ძალ-----ბის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალ-----ბაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალ-----ბაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალ-----ბა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალ-----ბას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალ-----ბა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს. საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, რომ შ-----------მ ფიზიკურად იძალადა მასთან ერთად მცხოვრებ 14 წლის დისშვილზე - ვ-–---------------ეზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული დაზიანების ლოკალიზაცია (განსაკუთრებით, - დაზიანებები ყელსა და თვალზე) და ტიპი (სისხლნაჟღენთების სახით მიყენებული დაზიანებები ხელის მოჭერის სიმძლავრეს ადასტურებს) დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა.)

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული შ----------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ოჯახში ძალ-----ბის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალ-----ბა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ შ----------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლო, მხედველობაში იღებს ალკოჰოლისადმი შ----------ის მიდრეკილებას, დაზარალებულთან მისი თანაცხოვრების ფაქტსა და ოჯახში მის წევრებს შორის არსებულ, დაძაბულ ურთიერთობას (მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც ზრდის ჩადენილი დანაშაულის რეციდივის რისკებს) და მიიჩნევს, რომ შ----------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელბას და ხელს ვერ შეუწყობს დანაშაულის პრევენციას.

თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის ზომის დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს დაკითხულ და საქმის მასალებში არსებული არაერთი დახასიათების ხელმომწერ პირთა მიერ შ----------ის დახასიათებას, ბრალდებულის მხრივ დაზარალებული ვ-–---------------ის მიმართ არსებულ დამოკიდებულებას, ჩადენილი დანაშაულის გამო შ----------ის სინანულს, იმ გარემოებას, რომ შ----------- არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე და მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განხორციელება შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენების პირობებში. ამავე დროს, სასამართო თვლის, რომ შ----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას), ბრალის აღიარებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, არსებობს მის მიერ სასჯელის პირობითად მოხდის, როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა (საქართველოს სსკ 63-ე მუხლი), ისე - მიზანშეწონილობაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

შ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ შ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 2-------იდან - 2--- წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

მსჯავრდებულ შ-----------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები - ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი