განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100118002629678
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/4----18

გამოძიების N00----------

 

24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - თ--------------ე, ი-----–----------ა;

დაცვის მხარე:

ბრალდებული თ-----------------–-–---–ი (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ი-------–---–-----------------------ში,ადვოკატები - გ---------------–---–ი, ი------------–---–ი,კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 1-----------ს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-----------------–-–---–ი, მისი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სადარბაზოში, მდებარე ქ. თბილისი, ლ-------------------ში, დახვდა ვ--–----–-----ს, რომელთანაც ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მას თმაში ჩაავლო ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა მისსავე საცხოვრებელ N-- ბინაში და 3-4 ჯერ გაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმების შედეგად ვ--–----–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა თ-----------------–-–---–ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და თ. მ-----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ თ-----------------–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

N0----- შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ იგი გამოცემულია 2018 წლის 1-----------ს თ-----------------–-–---–ის მიერ მისი მეუღლის - ვ--–----–-----ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ვ--–----–-----, მეუღლის - თ-----------------–-–---–ის მხრიდან, მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.

საქართველოს შსს სსიპ „112“ ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსი ო. ტ-----–-–---–-- MIA 5------------ მომართვის თანახმად, 2018 წლის 1-----------ს 03:34 საათზე, შსს სსიპ „112“-ში დაფიქსირდა მოქ. თ-----------------–-–---–ის შეტყობინება, რომელსაც სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება მისამართზე: ქ. თბილისი, ლ--------------------------------------–--------------------- სართული. ინიციატორის განცხადებით, უკრაინელი ქალბატონი, რომელზეც აქირავებდა ბინას, წავიდა და ბინაში დატოვა ექვსი თვის ბავშვი.

რეაგირების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ლ----------------თან გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს თ-----------------–-–---–მა განუცხადა, რომ მისი მეგობარი გოგონა, ვ--–----–-----, რომელიც არის მისი ექვსი თვის შვილის დედა, ჩამოსულია საქართველოში და აპირებს ბავშვის მიტოვებას. დაუკავშირდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელსაც აცნობეს ფაქტის შესახებ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 15.0-.2018 წ. ვ--–----–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ხანდაზმულობით, მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის პირველი თითის ნების ძვლის საპროექციოდ არსებული სისხლნაჟღენთების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

დანარჩენი სისხლნაჟღენთები /მარცხენა ლოყის მიდამოში, მარცხენა საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის საპროექციოდ და მარცხენა ძუძუს ზედა გარეთა კვადრანტში არსებული სისხლნაჟღენთები/ ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა.

ვ--–----–-----ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, იგი სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებით არ მისცეს ჩვენება მისი მეუღლის, თ-----------------–-–---–ის წინააღმდეგ. ამავე განცხადებით ვ--–----–----- ადასტურებს თ. მ-----–-–---–თან შერიგებასა და მის მიმართ პრეტენზიის არქონის ფაქტს.

იგივე პოზიცია დააფიქსირა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ვ--–----–-----მ.

მოწმე გ-------------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ იგი თ-----------------–-–---–ის და ვ--–----–-----ს მეგობარია. 2018 წლის 1-----------ს, ღამის დაახლოებით 12 საათზე თ. მ-----–-–---–ს ბავშვის სანახავად გაჰყვა ვ--–----–-----სთან. ვინაიდან ვი-–---- შიოდა, წავიდნენ რესტორანში. ორი წუთით სუფრიდან გავიდა და როცა დაბრუნდა, თ. მ-----–-–---–- ბავშვთან ერთად მარტო დახვდა. თ. მ-----–-–---–მა უთხრა, რომ ვ--–--- წავიდა და ბავშვი მიატოვა. ეს მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ვ--–----–-----ს მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ წასვლა უნდოდა. თ. მ-----–-–---–- განერვიულებული ჩანდა, მას პოლიციის გამოძახება უნდოდა, მოგვიანებით ბავშვთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა რომ არ შექმნოდა. ვინაიდან ვ--–----–-----ს მანქანაში საბუთები და ფული დარჩა, გადაწყვიტეს მიეტანათ მისთვის, წასვლაში ხელი რომ არ შეშლოდა. როცა კორპუსთან მივიდნენ, მანქანიდან პირველად თ---- გადავიდა, თავად ნელი ნაბიჯით მიჰყვა მას, რადგან ხელში მძინარე ბავშვი ეჭირა. სადარბაზოში თ. მ-----–-–---–- და ვ--–----–----- ხმამაღლა საუბრობდნენ, ეს უკანასკნელი განერვიულებული იყო და დაჟინებით იმეორებდა, რომ წასვლა უნდოდა. თ. მ-----–-–---–-ს თხოვნით ბინაში შევიდნენ, სადაც თ. მ-----–-–---–- მშვიდად იყო, ვ--–----–----- კი პერიოდულად ნერვიულობდა, ამბობდა, რომ წავიდოდა და დაბრუნებას აღარ აპირებდა. თ. მ-----–-–---–მა სთხოვა პოლიცია გამოეძახა და მათ წინაშე ბავშვთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ ვ--–----–----- არ დასთანხმდა და ამ შემოთავაზებაზე განაწყენდა კიდეც. თ. მ-----–-–---–მა თვითონ გამოიძახა პოლიცია. მოწმე გ. კ-----------მ განმარტა, რომ ვ--–----–-----სთვის დაზიანება არც რესტორანში წასვლამდე და არც მას შემდეგ არ შეუნიშნავს. მანვე გამორიცხა ერთად ყოფნის პერიოდში თ. მ-----–-–---–-ს მიერ ვ--–----–-----სთვის ხელის დარტყმის ფაქტი, რადგან მსგავსი შემთხვევის არსებობას აუცილებლად შეამჩნევდა. მოწმე გ. კ-----------მ ასევე განმარტა, რომ ვ--–----–-----მ კონფლიქტის მდგომარეობაში რამდენჯერმე ხელი ჰკრა თ. მ-----–-–---–ს, თავი დამანებეო, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი წაბორძიკდა და თ. მ-----–-–---–მა მკლავებზე ხელის მოკიდებით წაქცევის შესაძლებლობა არ მისცა.

ბრალდებულმა თ-----------------–---- კატეგორიულად უარყო წარდგენილ ბრალდებაში საკუთარი ბრალეულობა და განმარტა, რომ ვ--–----–-----სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის 2018 წლის 1-----------ს თ-----------------–-–---–ის მიერ ვ--–----–-----ს მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, რადგან თ. მ-----–-–---–-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის დასადასტურებლად, ბრალდების მხარის მიერ, ფაქტობრივად, წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი ინფორმატიული მტკიცებულება, რომელიც თ. მ-----–-–---–-ს მიერ ვ--–----–-----ს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს დაადასტურებდა.

აღსანიშნავია, რომ თ-----------------–-–---–ს ბრალად ედება ის, რომ ვ--–----–-----ს თმაში ჩაავლო ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა ბინაში და რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახის არეში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გაიცა შემთხვევის დღესვე ვ--–----–-----ს პირადი შემოწმების შედეგების საფუძველზე, მართალია, აღნიშნულია ვ--–----–-----ს სხეულზე, კერძოდ - მარცხენა ლოყის მიდამოში, მარცხენა საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის საპროექციოდ და მარცხენა ძუძუს ზედა გარეთა კვადრანტში სისხლნაჟღენტების არსებობის შესახებ, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ ეს დაზიანებები 5-9 დღისაა, შესაბამისად, სცდება წარდგენილ ბრალდებას, რადგან ხანდაზმულობით არ ემთხვევა ბრალადშერაცხული დანაშაულის თარიღს.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სხვა, წინამხარზე, მხარსა და თითზე არსებულ სისხლნაჟღენთებს, რომლებიც, ექსპერტის დასკვით, შესაბამისობაშია საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი წარმომავლობა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა. მით უფრო, რომ მოწმე გ. კ-----------მ განმარტა, რომ ვ--–----–----- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი წაბორძიკდა და თ. მ-----–-–---–მა მკლავებზე ხელის მოკიდებით წაქცევის შესაძლებლობა არ მისცა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, - რომლის თანახმადაც, ჟ---------–--ა თ-----------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას, - ასევე არ წარმოადგენს თ. მ-----–-–---–-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რადგან იმ გარემოების დადგენა, რამდენადაა იგი შემხებლობაში თ. მ-----–-–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან, რომელიც ფიზიკური ძალადობის განხორციელებას მოიაზრებს, ამასთან - ერთჯერადად, - შესაძლებელი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად ის გარემოებები, რომ შემთხვევის დღეს პოლიციის თანამშრომლების გამოძახების ინიციატორი ბრალდებული თ-----------------–-–---–ი იყო, სასამართლოს უმყარებს რწმენას, რომ ბრალად შერაცხული დანაშაული მას არ ჩაუდენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული თ-----------------–-–---–ის მიერ მისი ოჯახის წევრის - ვ--–----–-----ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა. შესაბამისად, თ. მ-----–-–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თ-----------------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს თ-----------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

გამართლებულ თ-----------------–-–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ნივთიერი მტკიცებულება:

ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი